ჩვენი დღევანდელი სტატიის თემაა სამი ყველაზე გავრცელებული ბაქტერია წყალში. იმისათვის რომ თქვენი და თქვენი ოჯახის წევრების ჯანმრთელობა დაიცვათ ბაქტერიული ინფექციებისაგან, მნიშვნელოვანია იცოდეთ, თუ როგორ ვრცელდება და რა არის პრევენციის საუკეთესო გზა.
როგორც წესი, გავრცელების ძირითადი წყარო დაბინძურებული წყალი ან უცნობი წარმომავლობის საკვებია. თავდაცვის საუკეთესო საშუალება კი – წყლის ფილტრაცია და შესაბამისი ნორმების დაცვით მომზადებული პროდუქტია. ვფიქრობთ, საინტერესო იქნება თქვენთვის, თუ ცალ-ცალკე განვიხილავთ ინფექციების შესახებ ფაქტებს საქართველოსა და მსოფლიოს პრაქტიკის მიხედვით.
ეშერიხია კოლი (Escherichia coli) - ბაქტერია წყალში
ეშერიხია კოლი არის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ბაქტერია წყალში. იგი მარტივად მრავლდება ცხოველის ორგანიზმსა და ნებისმიერი ტიპის ზედაპირზეც, იქნება ეს მცენარე, უმი ხორცი, მეტალი თუ სხვა.
მიუხედავად იმისა, რომ ეშერიხია კოლის ჩხირების უმეტესობა უვნებელია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, არსებობს ისეთი შტამებიც, რომლებსაც შეუძლია სერიოზული გართულების გამოწვევა ადამიანის ორგანიზმში.
ამასთანავე, ე. კოლი სასმელ წყალში რამდენიმე გზით შესაძლოა მოხვდეს: წყლის მაგისტრალური რესურსების არასაკმარისი დეზინფექცია; შერევა დაბინძურებულ წყალთან, როდესაც მილგაყვანილობა ზიანდება და სასმელად ვარგისი წყალი ერევა დაბინძურებულს. იმ შემთხვევაში, თუ ჩამოთვლილთაგან რომელიმე ხდება, ე. კოლი ერთ-ერთია იმ მიკრორგანიზმებიდან, რომელიც თქვენი სასმელი წყლის მომმარაგებელ სისტემაში ხვდება.
ასკარიდოზი (Ascariasis) - პარაზიტული ბაქტერია წყალში
ალბათ იცით, რომ ასკარიდოზი არის ასევე საკმაოდ გავრცელებული პარაზიტული დაავადება საქართველოში. მის წარმოქმნას იწვევს მრგვალი ჭია სახელწოდებით ასკარიდა, რომლის სიცოცხლისუნარიაობა ერთ წელს აღწევს და მრავლდება კვერცხის საშუალებით.
ასკარიდოზი, ხშირ შემთხვევაში, დამახასიათებელია ისეთი ადგილებისთვის, სადაც ანტისანიტარიაა. მაგალითად, ადამიანები აღნიშნულ პარაზიტს ძირითადად სახიფათო, გაურკვეველი წარმომავლობის საკვებისა და წყლის მიღებით ითვისებენ (ეშერიხია კოლის მსგავსად). თუმცა, მარტივად მრავლდება ნიადაგშიც.
სწორედ ამიტომ, 3-დან 8 წლამდე ბავშვები ხშირად არიან ინფიცირების წყაროები, რადგან მიწაში თამაშის დროს განსაკუთრებით ხშირია ასკარიდას კვერცხთან კონტაქტი.
საყურადღებოა, რომ ასკარიდოზით ინფიცირებამ შესაძლოა ისეთი სერიოზული გართულებები გამოიწვიოს ფილტვებსა და მომნელებელ სისტემაში, როგორიც არის - ტემპერატურა, ჰაერის უკმარისობა, ხველება, წონის კლება და მადის კარგვა. ასკარიდების მოხვედრა სასუნთქ გზებში, შესაძლოა ასფიქსიის განვითარების მიზეზიც გახდეს. ძლიერი გართულების შემთხვევაში კი საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა.
ფსეუდომონა (P. aeruginosa) - იგივე ჩხირისებრი ბაქტერია წყალში
სიაში მესამე გახლავთ ფსეუდომონა, კონკრეტულად ლურჯ-მწვანე ჩირქმბადი ჩხირი. იგი გახლავთ ჩხირის ფორმის ბაქტერიაა და ამ დასახელების ჯგუფში 190-ზე მეტი სახეობაა აღმოჩენილი. აღნიშნული ბაქტერიები მარტივად მრავლდება ნიადაგში, სასმელ და რეკრეაციულ წყლებში, მცენარეებსა და ფეკალურ მასებში, რომელთაც ხშირად მიწის გასანაყოფიერებლად იყენებენ.
აღსანიშნავია, რომ ლურჯმწვანე ჩირქმბადი ჩხირი ყველაზე გავრცელებული სახეობაა. მას მრავალი გართულების გამოწვევა შეუძლია, განსაკუთრებით დაქვეითებული იმუნიტეტის მქონე ადამიანებში.
მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის დასკვნით, ამ ბაქტერიის გავრცელების ყველაზე ხელსაყრელი გზა სხეულის დაზიანებული ქსოვილებით (ჭრილობა/დამწვრობა) კონტაქტია დაბინძურებულ წყალთან.
როგორ დავიცვათ თავი ბაქტერიებისგან?
დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ზემოჩათვლილი ინფექციები უმეტეს შემთხვევაში დაბინძურებული წყლიდან ხვდება ადამიანის ორგანიზმში. ხოლო ქართული სამედიცინო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ე. კოლი, ასკარიდა და ფსეუდომონა არის ყველაზე გავრცელებული ბაქტერია წყალში.
შესაბამისად, გამოუვალ სიტუაციებში შესაძლოა წყლის ადუღებით დაიცვათ თავი ბაქტერიებისა და მიკრობებისგან. უფრო ცივილურ პირობებში კი - წყლის ფილტრებით მიიღებთ აბსოლუტურად უსაფრთხო წყალს ნებისმიერ დროს.
დღესდღეობით, წყლის საფილტრაციო სისტემები საკმაოდ მაღალ დონეზეა განვითარებული და მაქსიმალურად მორგებულია თქვენს ყოველდღიურ საჭიროებებზე. ყველაზე აპრობირებული მეთოდია უკუ ოსმოსისა და ულტრაფილტრაციის მემბრანული ტექნოლოგიით წყლის გაფილტვრა. მემბრანული სისტემით წყლის დეზინფექცირება 99.99%-ით გიცავთ ბაქტერიებისა და ვირუსებისგან.
უკუ ოსმოსის საფილტრაციო სისტემა ABSOLUTE 5S
ულტრაფილტრაციის სისტემა MINERAL 5
უკუ ოსმოსის საფილტრაციო სისტემა ABSOLUTE 5
ულტრაფილტრაციის სისტემა MINERAL 3S
უკუ ოსმოსი და ულტრაფილტრაცია – თავდაცვის ოპტიმალური საშუალება!
ბლოგის დასასრულს ალბათ დაგვეთანხმებით, რომ ერთი შეხედვით ყველაზე უსაფრთო გარემოშიც კი არ ვართ ბოლომდე დაცული ბაქტერიული ინფექციებისგან. წყლის ფილტრაცია კი ერთმნიშვნელოვნად ყველაზე ეფექტური მეთოდია ყოველდღიურ ცხოვრებაში.
გარდა ვირუსებისა, აღნიშნული ფილტრები წმენდს წყალს მექანიკური მინარევებისა და სხვა ორგანული დაბინძურებისგან. შესაბამისად, ინდივიდუალურად შერჩეული მოდელის დამონტაჟებით, მაქსიმალურად შეამცირებთ დაინფიცირების რისკებს და ამავდროულად მიიღებთ მაღალი ხარისხის გაფილტრულ სასმელ წყალს.