ეკონომია, ჯანსაღი ცხოვრება და კომფორტი

წყლის შეკვეთა და ეკონომიური ალტერნატივა

დღეს ყველა ოფისში, სკოლასა თუ სხვადასხვა დაწესებულებაში ზრუნავენ სასმელი წყლის ხელმისაწვდომობაზე. თითოეულ ჩვენგანს უკვე აქვს მოლოდინი, რომ ყველგან დახვდება ქულერი (დისპენსერი). თუმცა, იშვიათად გვახსენდება, რომ ქულერებით სარგებლობისათვის საჭიროა მათი ყოველდღიური მოვლა, წყლის შეკვეთა, ბოცების ცვლა, რაც საბოლოოდ კოლოსალურ ხარჯებს შეადგენს. მისი თანამედროვე ალტერნატივის, საფილტრაციო დისპენსერების, შესახებ კი ჯერ ბევრს არ სმენია ან ფიქრობენ, რომ უფრო ძვირია. არადა, წყლის საფილტრაციო დისპენსერთან შედარებით ქულერის და ბოთლის წყლის ეკონომიურობა – მოჩვენებითია.

დისპენსერის კონსტრუქცია

წყლის საფილტრაციო დისპენსერი ფორმებით ტრადიციულ ქულერს ჰგავს, თუმცა ვიზუალურად ბევრად დახვეწილი და თანამედროვეა. მთავარი გამანსხვავებელი კი – წყლის ინტეგრირებული საფილტრაციო სისტემაა. გათბობა-გაგრილებასთან ერთად, ბოცების ნაცვლად საფილტრაციო დისპენსერი წყალს დაერთებული მილიდან იღებს და ჩამოსხმამდე ეფექტურად ფილტრავს. 

როგორც წესი, დისპენსერში რამდენიმე ფილტრია, რომლებიც ერთობლიობაში უზრუნველყოფენ წყლის წმენდას ყველა სახის დამაბინძურებლისგან. წყალი უნდა გაიფილტროს, როგორც მსხვილი და წვრილი ნაწილაკებისგან, ისე ქლორისა და სხვა შესაძლო მინარევებისაგან.

მაგისტრალური წყლის ხარისხი განსხვავდება რეგიონების, ქალაქების და უბნების მიხედვითაც კი. ჩვენი კომპანიის სპეციალისტები დაგეხმარებიან შეარჩიოთ საფილტრაციო დისპენსერის ოპტიმალური მოდელი საუკეთესო ხარისხის და გემოვნური თვისებების სასმელი წყლის მისაღებად.

რატომ ღირს უფრო ძვირი წყლის შეკვეთა?

ქულერის და საფილტრაციო დისპენსერის ეკონომიური შედარება

 ქულერისთვის წყლის შეკვეთა და საფილტრაციო დისპენსერი საკმაოდ განსხვავებულ ფინანსურ მაჩვენებლებს გვაძლევს. განვიხილოთ მაგალითი:

ვთქვათ, ოფისში (დაწესებულებაში) მუშაობს 20 ადამიანი. ერთ ადამიანზე წყლის მოხმარების დღიური ნორმა (წყალი, ჩაი, ყავა…) საშუალოდ 1 ლიტრია, თვეში სამუშაო დღეების რაოდენობად ავიღოთ მინიმალური 22 დღე. 

ტრადიციული ქულერები

ქულერის 19 ლიტრიანი ბოთლი ღირს მინ. 12₾, შესაბამისად, მოტანილი წყლის 1 ლიტრი ღირს მინიმუმ 12/19=0,63 ლარი.  

გამოდის, რომ თვეში ერთი ადამიანი მოიხმარს – 22დღე*1ლიტრი*0,63₾=13,86 ₾-ის ღირებულების წყალს.  

ოფისი, სადაც მუშაობს 20 ადამიანი, თვეში მოიხმარს 20*13,86₾=277,2₾-ის წყალს. 

წელიწადზე კი, 277,2₾*12თვე=3326,4 ₾-ს მივიღებთ. 

საფილტრაციო დისპენსერი

ონკანის წყლის კომერციული ტარიფია 6.5 ₾ – 1 კუბ. მეტრი. შესაბამისად, ლიტრი წყალი 0,0065 ₾ ღირს.

აქედან გამომდინარე, ერთ ადამიანზე მივიღებთ 22დღე*1ლიტრი*0,0065₾=0,143 ₾-ის წყლის მოხმარებას.

20 ადამიანზე კი, თვეში 20*0,088=2,86 ₾ გამოგვივა. წელიწადში 2,86₾*12თვე=34,32 ₾.

კარტრიჯების კომპლექტი, რომელიც 1 წლის განმავლობაში სჭირდება დისპენსერს, ღირს 184₾.

ჯამურად წლიურ ხარჯს მივიღებთ 184₾-ს.

ჩვენ ვიანგარიშეთ მხოლოდ 20 ადამიანზე. ნათელია, რომ ეს განსხვავება გაიზრდება დასაქმებული ადამიანების და ვიზიტორების პროპორციულად. 

წყლის საფილტრაციო დისპენსერის, მაგ.,  ICEBERG UF-ის ღირებულება შეადგენს 1865 ლარს: მისი წლიური მომსახურების ღირებულება, კარტრიჯების გამოცვლის ჩათვლით – არის 170₾. შესაბამისად, პირველი წლის დანახარჯიც 1865+170=2035₾ კი ნაკლებია, ვიდრე ბოცის წყლის შეკვეთა – 2778₾. მეორე წლიდან წყალი პრაქტიკულად, უფასოდ გაქვთ.

ეკონომიკური სარგებელი ქულერებთან შედარებით, დისპენსერის მუშაობის პირველივე წელსაა თვალსაჩინო. შემდგომ წლებში კი, საფილტრაციო დისპენსერების მეშვეობით, ყოველთვიური ბოცების ხარჯი ამოვარდება და ფაქტიურად დანახარჯი არ გექნებათ.

წყლის საფილტრაციო დისპენსერი

ამასთან, დისპენსერების და ქულერების ეკონომიკური შედარებისას, არ გაგვითვალისწინებია ქულერების ღირებულება,  ბოთლების ტარების, შენახვის, ადმინისტრირების ხარჯები. ამას გარდა, არ გჭირდებათ მუდმივად წყლის შეკვეთა, საბუთების გაფორმება, მოწოდების ლოდინი! ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცხელი სეზონის პიკზე, მოწოდების შეფერხებები ზუსტად მაშინ იწყება, როცა წყალი ყველაზე მეტად გჭირდებათ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თქვენს თვალწინ გაფილტრული წყალი, უფრო სანდოა, ვიდრე წყლის ჩამოსასხმელი საამქროებიდან ბოცებით მოწოდებული. დეტალურად ამის შესახებ იხილეთ სტატია.  

საფილტრაციო უბოცო დისპენსერის კონსტრუქციაც, ტრადიციულ წყლის ქულერებთან შედარებით, ბევრად უკეთესად იცავს წყალს მეორადი დაბინძურებისაგანაც. საფილტრაციო დისპენსერის სწორი ექსპლუატაციის და კარტრიჯების დროული გამოცვლის პირობებში თქვენ გარანტირებულად იღებთ ჯანსაღ და უსაფრთხო სასმელ წყალს, თანაც ფინანსების საგრძნობი ეკონომიით! 

მომზადებულია kamkama.ge-ს მიერ. ნაწილობრივი ან სრული კოპირება შესაძლებელია მხოლოდ საიტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით და წყაროს მითითებით. გაფილტრვა და არა გაფილტვრა – იმიტომ რომ ფილტრი და არა ფილტვრი 🙂

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

    This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.