ზოგადი კითხვები

ულტრაფილტრაციის ფილტრებისთვის მინიმალური წნევა არის 1 ატმ. უკუ ოსმოსის უტუმბო მოდელებისთვის მინიმალური წნევა 2.5 ატმ, ტუმბოიანებისთვის საკმარისია 0.5 ატმოსფეროც. მაქსიმალური წნევა ყველა წყლის ფილტრისთვის 6 ატმ.

გამოცვლის პრაქტიკული სიხშირე დამოკიდებულია ფილტრში შემომავალი წყლის ხარისხზე და ყოველდღიური მოხმარების რაოდენობაზე. მოდულების რეგულარული და დროული შეცვლა ზრდის სისტემის მთავარი ფილტრის, ულტრაფილტრაციის მემბრანის მუშაობის ხანგრძლივობას.

სურვილის შემთხვევაში, სტანდარტული კონსტრუქციის 5 საფეხურიან მოდელებში შესაძლებელი მე-6 (მინერალიზატორი) და მე-7 (UV-სტერილიზატორი) საფეხურის დამატება.

ფილტრაციის სისტემების კომპლექტში შედის ყველა აქსესუარი ფილტრის წყალსადენზე დაერთებისათვის: ფილტრი, კარტრიჯები, მემბრანა, შემაერთებელი მილაკები, ფითინგები, გაფილტრული წყლის ონკანი, ავზი(ავზიან მოდელებში), კოლბების ქანჩი, ინსტრუქცია.

ავზის მოცულობის 65% არის წყალი, დანარჩენ 30ში არის ჩატუმბული ჰაერი წნევის შესაქმნელად. შესაბამისად, 12 ლიტრიან ავზში გროვდება 8 ლიტრი წყლის მარაგი.

მინერალიზატორში არის ბუნებრიი მინერალების – დოლომიტი, კალციტი ან შუნგიტი. ამ კომბინაციის მეშვეობით ხდება წყლის სასარგებლო მიკროელემენტებით შევსება.

ძირითადად, ულტრაიისფერ(UV) სტერილიზატორს იყენებენ წყლის საეჭვო წყაროებიდან აღების დროს, მისი დამატებითი დეზინფექციისთვის.

ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელი მინერალური ნაერთები: კალცი, მაგნიუმი, ნატრიუმი, კალიუმი, ქლორიდი.

მინერალიზაციისთვის გამოყენებული კომპონენტები ხელს უწყობენ ადამიანის ორგანიზმისთვის ოპტიმალური ხარისხის წყლის მიღებას. 

მინერალიზატორის გამოყენების შემდეგ წყალში მინერალების რაოდენობა ასე გამოიყურება: Ca2+ – 34 მგ/ლ, Na+ – 22 მგ/ლ, Mg2+ – 12 მგ/ლ, K+ – 8.5 მგ/ლ, Cl- – 0.8 მგ/ლ, F- – 0.06 მგ/ლ.

“რძისფერი” ეფექტი დაკავშირებულია გაწმენდილ წყალში დიდი ოდენობით პატარა ბუშტუკების არსებობასთან. ეს ხდება კარტრიჯებში ნარჩენი ჰაერის არსებობის გამო, რომელიც უმცირეს ფორებში გასვლის შემდეგ წარმოშობს ამ პატარა ბუშტუკებს. “რძისფერი” გვხვდება სისტემის დაყენებისთანავე ან რომელიმე კარტრიჯის (მემბრანის) შეცვლის შემდეგ, ხანმოკლე დროით და არანაირად არ მოქმედებს წმენდის ხარისხზე. 

ორივეტექნოლოგია არის მემბრანული. განსხვავდება მემბრანების ფორების ზომებით, შესაბამისად, წყლის წმენდის დონით.

ულტრაფილტრაციის სისტემები იდეალური გამოსავალია მათთვის, ვინც კმაყოფილია წყლის საწყისი ხარისხით, მაგრამ მათ სჭირდებათ წყლის საბოლოო დელიკატური გაწმენდა. 

უკუოსმოსის მეთოდის გამოყენებით სახლის პირობებში შეგიძლიათ წყლის თითქმის აბსოლუტური წმენდა მოახდინოთ.

ვინაიდან ძირითადად წყალში სხვადასხვა ტიპის მინარევია, საუკეთესო შედეგის მიღება შესაძლებელია მხოლოდ რამდენიმე ტიპის ფილტრის კომბინაციით. ამიტომ ოპტიმალურად ითვლევა ფილტრაციის 3-5 საფეხურიანი  სისტემები. 

წყლის დარბილება

წყლის და მარილის ხარჯის დათვლა ინდივიდუალურად ხდება. გაითვალისწინება წყლის სიხისტე სისტემაში შესვლისას, მარილის ხარისხი, ასევე გამოყენებული დამარბილებლის მახასიათებლები. 

ექსპლუატაციის ხანგრძლივობა დამოკიდებულია შესული წყლის ხარისხზე. როგორც წესი, ფილტრის შემავსებლის მოქმედების ვადა 5-7 წელია. 

არტეზიულ ან ნებისმიერი სხვა ჭის, ჭაბურღილის წყლის დასარბილებლად, პირველ რიგში საჭიროა წყლის ანალიზის ჩატარება. 

მაგალითად, ცენტრალური დამარბილებლის ეფექტური მუშაობისათვის წყლის სიხისტე არ უნდა აღემატებოდეს 600ppm. ასევე, მნიშვნელოვანია შემოწმდეს ჭაბურღილის წყლის რკინის შემცვლელობა და სხვა პარამეტრები. ანალიზის მიხედვით მოხდება წყლის დარბილების შესაბამისი მიდგომის და მოწყობილობების შერჩევა.

 

მიწოდების პირობები

მიწოდების სერვისი გვაქვს მთლიანი საქართველოს მასშტაბით, საქართველოს ფოსტის მეშვეობით.

თბილისის მასშტაბით 2 სამუშაო დღის ვადაში.

დანარჩენი საქართველოს მასშტაბით 3-5 სამუშაო დღის ვადაში.

მიწოდების ღირებულება დამოკიდებულია წონაზე და მისამართზე

 წონა თბილისიდანარჩენი საქართველო
 0-3.5კგ 5.5₾ 6.9₾
 3.5-10კგ 10₾ 12₾
 10-20კგ 18₾ 21₾
 20-50კგ 30₾50₾

ულტრაფილტრაცია

არა, ულტრაფილტრაცია ძალიან უმნიშვნელოდ ამცირებს წყლის მინერალიზაციას.

ულტრაფილტრაციის ტექნოლოგიით ხდება წყლის ბუნებრივი მარილოვანი შემადგენლობის შენარჩუნება. თუ კი გაქვთ ნალექის მოშორების სურვილი, უნდა დააყენოთ უკუ ოსმოსის ტექნოლოგიის ფილტრები.

უკუ ოსმოსი

მიაქციეთ ყურადღება უავზო მოდელებს, დაათვალიერეთ გაბარიტული ზომები. ასევე, შესაძლებელია უკუოსმოსის სტანდარტული სისტემის დაყენება. ამ შემთხვევაში ავზი შეიძლება დავამონტაჟოთ სხვა ადგილას (გვერდით კარადაში, კედლის უკან).  

ამ შემთხვევაში დაგჭირდებათ უკუოსმოსის ტუმბოიანი მოდელი. 

ავზის შევსების სისწრაფეზე შემდეგი ფაქტორები ახდენენ გავლენას:

  • მემბრანის წარმადობა;
  • წყალმომარაგების წნევა;
  • წყლის დაბინძურების საწყისი დონე.

როგორც წესი, სტანდარტული 12 ლიტრიანი ავზი ივსება 2-3 საათის განმავლობაში. 

იმის ვარაუდი, რომ ონკანის წყალი შეიცავს მინერალების და სასარგებლო ნივთიერებების მნიშვნელოვან ოდენობას, არ შეესაბამება სიმართლეს. როგორც წესი, მუნიციპალურ სისტემებისთვის იყენებენ მდინარის ზედაპირულ წყალს, რომელიც არ გამოირჩევა მინერალების, მიკროელემენტების ფართო სპექტრით.

ასევე, დადგენილია, რომ მინერალების და ვიტამინების  აბსოლუტურ უმრავლესობას ორგანიზმი ითვისებს საკვებიდან. ასეთი ელემენტების კონცენტრაცია საკვებ პროდუქტებში მნიშვნელოვნად მაღალია, ვიდრე ნებისმიერ წყალში, თუნდაც მინერალურში. 

ეს ხდება კარტრიჯებში ნარჩენი ჰაერის არსებობის გამო, რომელიც მემბრანის უმცირეს ფორებში გავლის შემდეგ იწვევს წყლის “ამღვრევას”. დადგით ჭიქა გაწმენდილი წყლით მაგიდაზე და შეამჩნევთ, რომ რაღაც დროის შემდეგ წყალი აბსოლუტურად გამჭვირვალე გახდება. 

წყალს აქვს სასიამოვნო, რბილი გემო. ამაზე პასუხისმგებელია ნახშირის პოსტ ფილტრი. პოსტფილტრი ასრულებს წყლის სასმელ კონდიციამდე მიყვანას ანუ ახდენს გაფილტრული წყლის გემოს კორექტირებას ადამიანისთვის ჩვეულ დონემდე. 

სერვისი

სისტემების უმრავლესობა დაკომპლექტებულია სტანდარტული ზომის კარტრიჯებით. ამიტომ ჩვენი კარტრიჯები თავსებადია სხვა ბრენდის ფილტრებთანაც. თუ კი ზუსტად არ იცით რა ტიპის კარტრიჯი გიყენიათ არსებულ ფილტრებში, გირჩევთ წინასწარი კონსულტაცია გაიაროთ სპეციალისტთან, რომელიც შეგირჩევთ თქვენი სისტემისთვის კარტრიჯების ოპტიმალურ ნაკრებს, თქვენი მოლოდინების შესაბამისად. 

სისტემებზე გარანტია 1-დან 2 წლამდეა.