წყლის დარბილება საყოფაცხოვრებო კომფორტის განუყოფელი ნაწილი გახდა. დამარბილებლების გამოყენებისას, თქვენ სრულად შეირგებთ წყლის სასარგებლო თვისებებს; არ დახარჯავთ თანხებს ფუჭად; მიიღებთ მაქსიმალურ ესთეტიურ სიამოვნებას წყალთან ურთიერთობისას.
ხისტი წყლის პრობლემის მოსაგვარებლად პოპულარულ საშუალებას წარმოადგენს იონგაცვლითი ფილტრი. დამარბილებელი ფილტრი შეიძლება დავაყენოთ საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან ან სასმელი წყლისთვის სამზარეულოში, ნიჟარასთან.
ასევე, შეგვიძლია დავამონტაჟოთ საერთო ცენტრალური დამარბილებელი. ცენტრალურ დამარბილებელს უფრო დიდი სიმძლავრე სჭირდება, სანაცვლოდ, რბილი წყალი მთელს სახლში გვექნება.
წყლის ცენტრალური დამარბილებელი წმენდისთვის იყენებს იონგამცვლელ ფისს, რომელშიც წყალი გადის ბუნებრივი წნევით. წყალთან კონტაქტის პროცესში, სპეციალური ფისოვანი შემადგენლობა ხისტ კალციუმის და მაგნიუმის იონებს ჩაანაცვლებს წყლისთვის უვნებელი ნატრიუმის იონებით. ამ გაცვლის წყალობით ხდება წყლის დარბილება.
მოწყობილობა შედგება კორპუსისგან; საკონტროლო სარქვლისგან; ელექტრონული მართვის პანელის და თავად იონგამცვლელი ფისისგან.
ერთი საათის განმავლობაში ცენტრალური დამარბილებელი ამუშავებს 1.5-2.5 კუბურ მეტრ წყალს. ეს მოცულობა სავსებით საკმარისია დიდი სახლის საყოფაცხოვრებო მიზნებისათვის. ამიტომაც წყლის ამ ტიპის დამარბილებელი გამოიყენება სახლში, სველი წერტილების და სამრეცხაოს წყალსადენებზე.
დარბილებული წყლით დაბანა მეტად სასიამოვნოა: კანი რბილდება; თმა აბრეშუმისებრი ხდება. მსგავსი შეგრძნება ნაცნობია ყველასთვის, ვისაც უბანავია იქ, სადაც წყალი შესაბამისად მუშავდება. ამას გარდა, შეამჩნევთ, რომ ნაკლები სარეცხი საშუალება გჭირდებათ. რბილ წყალში სარეცხი საშუალებები სრულად იხსნება, შესაბამისად, უკეთ აშორებს ტანსაცმელს ჭუჭყს. სარეცხის ნაწილაკები არ რჩება ქსოვილზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია მგრძნობიარე კანის მქონე ადამიანებისთვის. კანის და თმის მოვლის ყველა საშუალება: შამპუნი, გელი, საპონი – შექმნილია რბილი წყლისთვის.
მაღალტექნოლოგიური საყოფაცხოვრებო ტექნიკა, სანტექნიკა, საინჟინრო ქსელების ელემენტები – ეს ყველაფერი გამართულად ფუნქციონირებს მხოლოდ შესაბამისი სტანდარტებით დარბილებული წყლის პირობებში.
წყლის დამარბილებელი მთელი სახლისათვის
სრულად ავტომატური, მარტივად გამოყენებადი ცენტრალური წყლის დამარბილებელი უზრუნველყოფს რბილი წყლით მთელ ოჯახს. ელექტრონული მართვა, კომპაქტური ზომები და თანამედროვე დიზაინი ამ მოდელის გამორჩეული თვისებებია.
უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით