წყლის დამარბილებელი DUPLEX - მუშაობის პრინციპი და უპირატესობები
DUPLEX ტიპის წყლის ორკოლონიანი დამარბილებელი განსაკუთრებთ ხელსაყრელია ისეთი წარმოებებისათვის, სადაც დარბილებული წყლის უწყვეტად უზრუნველყოფაა საჭირო. ვინაიდან, სისტემა ორი კოლონისგან შედგება, მონაცვლეობის პრინციპით ერთი რეზერვუარი მუდმივად მუშა რეჟიმში იმყოფება, მაშინ როდესაც მეორე გამორეცხვის ან რეგენერაციის პროცესს გადის.
წყლის დამარბილებელი DUPLEX, სხვა კოლონური ფილტრების მსგავსად, ავტომატური სარქველით იმართება. სწორედ სარქველის საშუალებით, რეგენერეცია შეგიძლიათ წინასწარ დააპროგრამოთ ისე, რომ მხოლოდ მაშინ დაიწყოს როდესაც დამუშავებული წყლის მოხმარება ნაკლებია (ძირითადად ღამის საათებში).
რატომ უნდა შევაჩეროთ არჩევანი წყლის დამარბილებელ DUPLEX-ზე?
- წყლის დამარბილებელი DUPLEX ორი კოლონის საშუალებით, მონაცვლეობის პრინციპით მუშაობს. შესაბამისად, თქვენ გაქვთ დარბილებული წყალი უწყვეტ რეჟიმში.
- ავტომატური სარქველის დამსახურებით, წინასწარ უთითებთ რეგენერაციის დაწყების დროს და სხვა ტექნიკურ პარამეტრებს.
- მაღალი წარმადობის წყლის დამარბილებელი DUPLEX გამოიყენება კომერციული და ინდუსტრიული დანიშნულებით.
დამარბილებელი ფილტრის შემავსებელი
წყლის დამარბილებელ DUPLEX-ს სამუშაოდ სჭირდება შემავსებელი, ანუ იონგაცვლითი ფისი. ჩვენ ვიყენებთ მაღალი ხარისხის, Purolite-ის ბრენდის Purolite C100E ჟელეს ტიპის კატიონგამცვლელ ფისს. აღნიშნული შემავსებელი აქტიურად გამოიყენება სხვადასხვა ტიპის წარმობებში, მათ შორის სასმელი წყლის დასარბილებლადაც.
ტექნიკური მახასიათებლები
- დიამეტრი და სიმაღლე:
- მილების დაერთება:
- დრენაჟის მილი:
- შემომავალი წყალი:
-
სამუშაო წნევა: - სამუშაო ტემპერატურა:
- 36*163 (60*215) სმ
- 1'' ; 2''
- 1/2'' ; 1''
- მუნიპალური და მაღალი სიხისტის
- 1.5 - 6 (3-6) ატმ
- +5-+40°C