ეკოლოგია, ჯანმრთელობა

პლასტმასა ბოთლის წყალში – უახლესი კვლევის შედეგები და საფრთხეები

დიდი ხანია მიიჩნევა, რომ ბოთლის წყალი ონკანის წყლის უსაფრთხო ალტერნატივაა, ვინაიდან ბოთლის წყალი იწმინდება და იფილტრება ქიმიკატებისგან. თუმცა,  ამერიკის შეერთებულ შტატებში,  Columbia-სა და Rutgers-ის  უნივერსიტეტების მეცნიერების მიერ ჩატარებულმა უახლესმა კვლევამ აჩვენა, რომ წინა კვლევის შედეგებთან შედარებით,  ბოთლის წყალი 100-ჯერ მეტ პლასტიკის ნაწილაკს შეიცავს. შესაბამისად, ონკანის წყლის ნაცვლად  ბოთლის წყლის გამოყენება, შეიძლება,  გაცილებით უარესი იყოს ჯანმრთელობისთვის,  მიკროსკოპული პლასტმასის  დამაბინძურებლების შემცველობის გამო,  რომლებსაც სისხლის მიმოქცევაში შეღწევაც კი შეუძლიათ. 

ბოთლის წყალში ასი ათასობით პლასტმასის ნაწილაკი აღმოაჩინეს

უახლესი კვლევის საგანგაშო მონაცემები

წლების განმავლობაში მეცნიერები ყურადღებას ამახვილებდნენ მიკროპლასტმასის გლობალურ გავრცელებაზე. ნაწილაკები, რომელთა ზომა მერყეობს 5 მილიმეტრიდან 1 მიკრომეტრამდე ნაპოვნია დედამიწის ისეთ მიუწვდომელ ადგილებში, როგორებიცაა ევერესტის მწვერვალი და ოკეანის ყველაზე ღრმა ფსკერი. ბუნებრივია, მიკროპლასტმასის ასეთი მასშტაბით გავრცელება საზოგადოების შეშფოთებასაც იწვევს და აჩენს კითხვას, თუ რამდენად დაცულია ადამიანის ორგანიზმი მიკროპლასტმასისაგან?

2024  წელს სამეცნიერო  ჟურნალში Proceedings of the National Academy of Sciences გამოქვეყნდა ახალი კვლევის ანგარიში ბოთლის წყლის შესახებ. სამეცნიერო საზოგადოება კვლევის შედეგების სიზუსტეს განსაკუთრებით უსვამს ხაზს,  რადგან  პროცესში გამოყენებული იქნა სრულიად ახლად შემუშავებული ლაზერული ტექნოლოგია -  SRS მიკროსკოპი, რომლის დახმარებითაც გამარტივდა წყალში უმცირესი ფრაგმენტების აღმოჩენა. ​შედეგები, მართლაც ,  საყურადღებოა- ბოთლის წყალში  პლასტმასის შემცველობა დადგინდა.  ერთ ლიტრში  საშუალოდ 240,000 პლასტმასის ნაწილაკი იქნა აღმოჩენილი. ნაწილაკების დაახლოებით 90% კი მიიჩნიეს ნანოპლასტმასად.

 

ნაწილაკები, რომლებსაც სხეულის უჯრედებში შეღწევა შეუძლიათ

რა არის ნანოპლასტმასა?

ნანოპლასტმასა პატარა ნაწილაკია, რომლის დასანახადაც ძლიერი და დახვეწილი მიკროსკოპია საჭირო. ექსპერტების თქმით, ნანოპლასტიკები იმდენად პატარა ზომისაა, რომ თავისუფლად შესაძლებელია მათი  გაადგილება  საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ან ფილტვების ქსოვილებიდან სისხლის მიმოქცევაში, რითაც პოტენციურად საკმაოდ საზიანო სინთეტური ქიმიური ნივთიერებები მთელი სხეულის უჯრედებში ვრცელდება.

კვლევის შედეგად გამოვლენილი ნანოპლასტმასის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ტიპი პოლიეთილენ ტერეფტალატია (PET). საყურადღებოა, რომ ტერეფტალი ხშირად გამოიყენება  ჩამოსასხხმული სასმელების ინდუსტრიაში, კერძოდ ბოთლებში, სადაც მოთავსებულ სხვადასხვა სასმელს ყოველიურად მივირთმევთ . ბოთლის წყლის ნიმუშებში ნაპოვნი პლასტმასის კიდევ ერთი გავრცელებული სახეობა - ნეილონია. მეცნიერები ვარაუდობენ, რომ წვრილი ნაწილაკები წყალში შესაძლოა ხვდებოდეს ბოთლის მოჭერისას,  თავსახურის მრავალჯერადი მოხსნა-დახურვისას, ბოთლის დაზინებით ან უბრალოდ, ტემპერატურილი  ზემოქმედებითაც კი.

ბოთლის წყალში პლასტმასის ნაწილაკები აღმოაჩინეს

რა საფრთხე შეიძლება შეექმნას ადამიანის ჯანმრთელობას?

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ ნანოპლასტმასა ადამიანის ჯანმრთელობისთვის დაბინძურების ყველაზე საშიში ფორმაა, რომელიც სერიოზულ აზიანებს აყენებს იმუნურ სისტემას.  აღსანიშნია, რომ მიკროპლასტმასისგან განსხვავებით, ნანოპლასტმასებს შეუძლიათ ნაწლავებიდან და ფილტვებიდან სისხლის მიმოქცევაში შეღწევა.

კვლევის ერთ-ერთმა ავტორმა, მეისონმა განაცხადა - "ქიმიკატები შეიძლება მოხვდეს თქვენს ღვიძლში, თირკმელში და ტვინში, გადალახოს პლაცენტის საზღვარი და შეაღწიოს ნაყოფის ორგანიზმში“.

ჩვილები და პატარა ბავშვები ყველაზე დიდი რისკის წინაშე არიან, ვინაიდან მათი განვითარებადი ტვინი და სხეული ხშირად უფრო მოწყვლადია ტოქსიკური ზემოქმედების მიმართ.

ეს ყველაფერი არ არის, ნანოპლასტმასები  ასევე მოქმედებს  როგორც გადამტანი იმ სახიფათო ქიმიური ნივთიერებებისა, რომლებიც გამოიყენება პლასტმასის წარმოებაში. ეს ნივთიერებებია:  ბისფენოლები, ფტალატები, დიოქსინები, ორგანული დამაბინძურებლები და მძიმე მეტალები. მათი  ჭარბი რაოდენობა კი საკმაოდ მავნებელია,  ზრდის კიბოს რისკს და გავლენას ახდენს ისეთ მნიშვნელოვანი  ორგანოების ფუნქციონირებაზე, როგორიცაა თირკმელები, ღვიძლი, გული, რეპროდუქცია და ნერვული სისტემა.

 

ეს ყველაფერი არ არის, ნანოპლასტმასები  ასევე მოქმედებს  როგორც გადამტანი იმ სახიფათო ქიმიური ნივთიერებებისა, რომლებიც გამოიყენება პლასტმასის წარმოებაში. ეს ნივთიერებებია:  ბისფენოლები, ფტალატები, დიოქსინები, ორგანული დამაბინძურებლები და მძიმე მეტალები. მათი  ჭარბი რაოდენობა კი საკმაოდ მავნებელია,  ზრდის კიბოს რისკს და გავლენას ახდენს ისეთ მნიშვნელოვანი  ორგანოების ფუნქციონირებაზე, როგორიცაა თირკმელები, ღვიძლი, გული, რეპროდუქცია და ნერვული სისტემა.

პრაქტიკული რჩევები ორგანიზმში მიკროპლასტმასის მოხვედრის მაღალი რისკის შესამცირებლად

როგორ დავიცვათ თავი მიკროპლასტმასისგან?

პლასტმასის ნაწილაკები, ჩვენთვის უკვე კარგად ნაცნობი - მიკროპლასტმასები, სხვადასხვა გზების მეშვეობით თავისუფლად ხვდება საკვებსა და სასმელში. მიკროპლასტმასის შემცველი პროდუქტის მიღება კი, რა თქმა უნდა, ხელ უწყობს ორგანიზმში მის დაგროვებას. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სამყაროშიიკროპლასტმასის ორგანიზმში მოხვედრის სრული პრევენცია საკმაოდ რთული ამოცანაა, არსებობს გზები, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია მნიშვნელოვნად შევამციროთ მისი საგანგაშო რაოდენობით მიღების რისკები.

 8  ეფექტური გზა,  მიკროპლასტმასის მიღების  პრევენციისთვის 

  მოამზადეთ საკვები სახლში 

ძირითადად, სწრაფი მომზადების საკვები პროდუქტები იფუთება სხვადასხვა სახის პლასტმასის მასალებით, რომლებიც დაზიანების და დაშლისას დიდი რაოდენობით მიკროპლსტმასის ნაწილაკს წარმოშობს. შესაბამისად, თუ ნახევარფაბრიკატების ნაცვლად საკვებს სახლში მოვამზადებთ, შევძლებთ საგრძნობლად შევამციროთ საკვებიდან ორგანიზმში მიკროპლასტმასის მოხვედრის რისკი.

არ გამოიყენოთ პლასტმასის ჭურჭელი

მრავალჯერადი მოხმარების შემდეგ, პლასტმასის ჭურჭელი ზიანდება და გამოყოფს მიკროპლასტიკს. შედეგად, საკვებთან ერთად, ჩვენს ორგანიზმში მიკროპლასტიკის დიდი რაოდენობა ხვდება. ამ პროცესის თავიდან ასარიდებლად, შეგვიძლია პლასტმასის ნაცვლად, გამოვიყენოთ ხის, სილიკონის ან უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული ჭურჭელი.

მოერიდეთ ერთჯერადი პლასტმასის გამოყენებას 

როგორც აღვნიშნეთ, მიკროპლასტმასის გავრცელების ძირითადი წყარო ერთჯერადი პლასტმასის დეგრადაციაა. შესაბამისად, პლასტმასის ბოთლებისა და პოლიეთინელის პარკების გამოყენებით ხელს ვუწყობთ მიკროპლასტიკის მოხვედრას ჩვენს  საკვებსა და სასმელში, მათი მეშვეობით კი- ორგანიზმში. პრევენციისთვის, უმჯობესია, მოვერიდოთ ერთჯერადი პლასტმასის გამოყენებას და  ჩავანაცვლოთ მრავალჯერადი გამოყენების ნივთებით, როგორიცაა ნაქსოვი, ან  ნაჭრის ჩანთები, ბამბუკის დანა-ჩანგალი და ლითონის წყლის ბოთლები.

  გაფილტრეთ სასმელი წყალი 

ბოთლის წყლის ნაცვლად ონკანის წყლის მიღება - კიდევ ერთი ეფექტური გზა იმისათვის, რომ  ორგანიზმი  მიკროპლასტმასისგან  დავიცვათ.  თუმცა, რადგან, გაუფილტრავ  ონკანის წყალში ხვდება ბაქტერიები, ვირუსები,  ჟანგი, ქვიშა და სხვა ორგანული, თუ  არაორგანული მინარევები,  აბსოლუტურად ჯანსაღი სასმელი წყლის მისაღებად,  ონკანის წყალი აუცილებლად უნდა იფილტრებოდეს.   ფილტრაციისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენს საჭიროებებზე მორგებული მოწინავე ტექნოლოგიები, რომელთა არჩვენი მრავალფეროვანია, შედეგი კი- ეფექტური.  

აირჩიეთ ბუნებრივი ქსოვილები 

სინთეტიკური ქსოვილები, როგორიცაა პოლიესტერი და ნეილონი, ყოველი რეცხვისას ასეულობით რაოდენობის მიკროპლასტიკურ ბოჭკოებს გამოყოფს. საყოფაცხოვრებო ჩამდინარე წყლების გავლით მიკროპლასტიკური ბოჭკოების ნაწილი წყლის ეკოსისტემაში ხვდება, საიდანაც სხვადასხვა გზებით კვლავ ადამიანის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს. ბუნებრივი ქსოვილების არჩევით, ჩვენ შეგვიძლია შევამციროთ  მიკროპლასტიკის გარემოში გავრცელება.  ამიტომაც, ტანსაცმლის, თეთრეულისა და პირსახოცების არჩევისას უპირატესობა მიანიჭეთ ბუნებრივ ბოჭკოებს, როგორიცაა ბამბა, მატყლი და სელი.

გამოიყენეთ ლითონის ან მინის კონტეინერები  

საკვების შესანახად პლასტმასის კონტეინერების გამოყენებისას, ასევე იზრდება  მიკროპლასტიკის ორგანიზმში მოხვედრის რისკი. მინის და ლითონისგან განსხვევბით, პლასტმასის მასალა გაცხელებისას ან გაკაწვრისას დიდი რაოდენობით  მიკროპლასტიკს გამოყოფს. ამიტომაც, უმჯობესია,  უარი ვთქვათ პლასტმასის კონტეინერების გამოყენებაზე და  ჩავანაცვლოთ ისინი  მინის ან ლითონის კონტეინერებით, რომლებიც არ გამყოფოს მიკროპლასტიკს  და შესაბამისად, გამორიცხავს საკვების გზით მის ორგანიზმში  მოხვედრას.  

სწორად შეარჩიეთ ჭურჭლის სარეცხი საშუალებები

ჭურჭლის სარეცხი საშუალებები- ღრუბელი, სახეხი, ჩვარი და სხვა, ხშირად, ასევე შეიცავს მიკროპლასტმასას, მათ შორის სინთეტიკურ პოლიმერებს. ბუნებრივია, ასეთი შემცველობის სარეცხი საშუალებების მოხმარებისას მიკროპლასტმასი ორგანიზმში მარტივად ხვდება. უპრიანია, ისინი ჩავანაცვლოთ ეკო-მეგობრული ჭურჭლის სარეცხი საშუალებებით (ღრუბლებით), რომლებიც არ შეიცავს მიკროპლასტმასას და დამზადებულია მხოლოდ ბუნებრივი, ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მასალით.
 

გამოიყენეთ ბუნებრივი პროდუქტები 

ზოგიერთი ჰიგიენური პროდუქტი, როგორიცაა, მაგალაითად,  სახის საწმენდი სკრაბები, კბილის პასტა და კოსმეტიკური საშუალებები შეიცავს დიდი რაოდენობით მიკრომძივებს. მიკრომძივები წარმოადგენს პლასტმასის  პატარა ზომის  ნაწილაკებს, რომლებიც ასევე, ჩამდინარე წყლებიდან ისევ წყალსაცავებში ხვდება. უმჯობესია, მეტი ყურადღება გამოიჩინოთ  პროდუქტის შეძენამდე-  დააკვირდეთ ეტიკეტს და აირჩიოთ ბუნებრივი, ბიოდეგრადირებადი ალტერნატივები.

უკუ ოსმოსის საფილტრაციო სისტემა ABSOLUTE 5S

743843
დახურულ ქეისში მოთავსებული 5 საფეხურიანი მოდულური ფილტრაციის სისტემა გაზრდილი წარმადობით და სწრაფი კარტრიჯებით. მოყვება სტანდარტული მონტაჟისთვის საჭირო აქსესუარები უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით მონტაჟი: 100 ლარი* (თანხაში გათვალისწინებულია პროდუქციის კომპლექტში შემავალი აქსესუარები). *ტარიფის მოქმედების არეალი საჭიროებისამებრ დამატებით გამოყენებული მასალები დაითვლება ადგილზე პრეისკურანტის მიხედვით
არჩევა This product has multiple variants. The options may be chosen on the product page

ულტრაფილტრაციის სისტემა MINERAL 5

194254
ცალკე ონკანით დაკომპლექტებული ულტრაფილტრაციის ხუთსაფეხურიანი სისტემა უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით მონტაჟი: 60 ლარი * (თანხაში გათვალისწინებულია მხოლოდ პროდუქციის კომპლექტში შემავალი აქსესუარები). *ტარიფის მოქმედების არეალი საჭიროებისამებრ დამატებით გამოყენებული მასალები დაითვლება ადგილზე პრეისკურანტის მიხედვით  
არჩევა This product has multiple variants. The options may be chosen on the product page

უკუ ოსმოსის საფილტრაციო სისტემა ABSOLUTE 5

299399
ცალკე ონკანით დაკომპლექტებული უკუოსმოსის 5 საფეხურიანი სისტემა მოყვება სტანდარტული მონტაჟისთვის საჭირო აქსესუარები უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით მონტაჟი: 100 ლარი* (თანხაში გათვალისწინებულია მხოლოდ პროდუქციის კომპლექტში შემავალი აქსესუარები). *ტარიფის მოქმედების არეალი საჭიროებისამებრ დამატებით გამოყენებული მასალები დაითვლება ადგილზე პრეისკურანტის მიხედვით
არჩევა This product has multiple variants. The options may be chosen on the product page

ულტრაფილტრაციის სისტემა MINERAL 3S

144194
ცალკე ონკანით დაკომპლექტებული ულტრაფილტრაციის სამსაფეხურიანი სისტემა მოყვება სტანდარტული მონტაჟისთვის საჭირო აქსესუარები უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით მონტაჟი: 50 ლარი * (თანხაში გათვალისწინებულია მხოლოდ პროდუქციის კომპლექტში შემავალი აქსესუარები). *ტარიფის მოქმედების არეალი საჭიროებისამებრ დამატებით გამოყენებული მასალები დაითვლება ადგილზე პრეისკურანტის მიხედვით
არჩევა This product has multiple variants. The options may be chosen on the product page
გამოყენებული წყაროები:
"Rapid single-particle chemical imaging of nanoplastics by SRS microscopy" - PANS ;
":Microplastics in Bottled Water at Least 10 Times Worse Than Once Thought" - TIME;
"Bottled water packed with nanoplastics, study finds" - CNN HEALTH.