Uncategorized

სასმელი წყალი და ორსულობა – რა უნდა ვიცოდეთ?

ნებისმიერი ქალის ცხოვრებაში, ორსულობა რამდენადაც ამაღელვებელი, ასევე პასუხისმგებლობით სავსე პერიოდია. ერთი მხრივ, ახალი სიცოცხლის დაბადების მოლოდინი ბედნიერ და სასიამოვნო შეგრძნებებთან ასოცირდება. მეორე მხრივ, კი ასეთ დროს ნებისმიერი დეტალი განსაკუთრებულ სიფრთხილეს მოითხოვს. იმისათვის რომ ნაყოფი სრულფასოვნად განვითარდეს, დედობის მოლოდინში ქალს უამრავი რეკომენდაციის გათვალისწინება უწევს. ხარისხიანი კვება, სუფთა ჰაერი, ნაკლები სტრესი და მაქსიმალურად პოზიტიური განწყობა მხოლოდ ზოგადი ჩამონათვალია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი კი, რომელსაც პროფესიონალი ექიმი ყოველთვის მიაქცევს ყურადღებას, არის სასმელი წყალი. თუ რატომ, ამას ვრცლად ჩვენს ბლოგში გაეცნობით.

სასმელი წყალი და ორსულობა - რა უნდა ვიცოდეთ?

რატომ არის მნიშვნელოვანი სასმელი წყლის ხარისხი?

ორსულობის პერიოდში ქალმა არამხოლოდ საკუთარზე, არამედ მომავალი შვილის ჯანმრთელობაზეც უნდა იზრუნოს. ჯერ კიდევ განვითარების პროცესში მყოფ ნაყოფს, ასევე სჭირდება წყალი სიცოცხლისა და განვითარებისთვის. სანაყოფე წყლებიც სწორედ ამ გზით წარმოიქმნება დედის სხეულში, რომელიც დროთა განმავლობაში რაოდენობაშიც იმატებს. ამიტომ ორსულობის დროს წყურვილის შეგრძნება გაცილებით იმატებს.

ადამიანის ორგანიზმში მთელი რიგი საჭირო ნივთირებებისა სწორედ წყლის საშუალებით ხვდება. მათი უმეტესი ნაწილი აუცილებელია ნაყოფის სრულყოფილი ჩამოყალიბებისთვის. მეცნიერებმა არაერთი კვლევის საფუძველზე დაამტკიცეს, რომ საეჭვო წარმომავლობის წყლის სმას, ორსულობის პერიოდში უამრავი პრობლემის გამოწვევა შეუძლია. ამიტომ სასმელი წყალი, რომელსაც ორსული ქალი სვამს, უნდა იყოს სუფთა და არ შეიცავდეს ჯანმრთელობისთვის საშიშ მინარევებს. ასეთი ხარისხის წყალს კი, ძირითადად, საფილტრაციო საშუალებებით ვიღებთ.

სასურველი და არასასურველი ნივთიერებები

რა შეიძლება იყოს სასმელ წყალში?

სასმელი წყალი და ორსულობა რომ ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული თემებია, ეს უკვე ვიცით. ახლა დროა ვისაუბროთ იმაზე, თუ რა გართულებები შეიძლება გამოიწვიოს ერთი შეხედვით უსაფრთხო, სუფთა წყალმა:

  • ბაქტერიები, ვირუსები, ჰელმინთები. წყალი მარტივად შესაძლოა იქცეს ისეთი პათოგენების გადამტანად, როგორიც არის ინფექციური და ვირუსული დაავადებები. ჰელმინთოზი, ქოლერა, მუცლის ტიფი, ჰეპატიტი A და E, ჭიები - ძირითადი ჩამონათვალია. დაავადების სიმძიმის მიხედვით, სხვადასხვა ტიპის გართულება შეიძლება განვითარდეს, მათ შორის ნაყოფის დაღუპვაც. 
  • ქლორი და ქლორორგანული ნაერთები. ორსული ქალის სხეულში მოხვედრის შემდეგ, არსებობს შანსი რომ ამ ნივთიერებების სიჭარბე სპონტანურ აბორტს ან ნაყოფის ანომალიების წარმოქმნას გამოიწვევს. ასევე წყლის ადუღების დროს, ქლორორგანული ნაერთები წარმოქმნიან დიოქსინს, ძლიერ კანცეროგენს, რომელიც კიბოს იწვევს. 
  • ქიმიური ელემენტები და ნაერთები. როგორც უკვე აღვნიშნეთ, წყალში არსებული უამრავი ელემენტიდან, მათი უმეტესობა არამხოლოდ სასარგებლო, არამედ საჭიროც არის ადამიანის ორგანიზმისთვის. სასარგებლო ელემენტების სიაში შედის კალციუმი, მაგნიუმი, კალიუმი, რკინა, თუთია და ა.შ. თუმცა, წყალში, ასევე ხშირად ვხვდებით სიხისტის ჭარბ მარილებს, მძიმე მეტალებს და სხვა მომწამლავ ნივთიერებებსაც, რომლებიც საფრთხის შემცველია დედისთვის და მუცელში მყოფი ბავშვისთვის. ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ, ეს მავნე ნივთიერებები მარტივად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტსა და პლაცენტაში. შემდეგ კი არასასურველ პროცესებს იწვევს.

ცენტრალური მილსადენის წყლის შემადგენლობაში ქლორის კონცენტრაციის მარტივი შემოწმება საკმარისია იმისთვის, რომ უკვე ეჭვი შეგეპაროს, მისი გამოყენება სასარგებლო იქნება თუ საზიანო.

სარგებელი, რომელსაც ორსულობის დროს სუფთა წყლის სმით იღებთ

სანამ განვიხილავთ, თუ როგორ უნდა დავიცვათ თავი ზემოთ ჩამოთვლილი საფრთხეებისგან, ერთად გადავავლოთ თვალი ყველა იმ სიკეთეს, რომელსაც წყლის დალევით იღებთ:

წყალი გეხმარებათ სხეულის გაგრილებასა და ტემპერატურის დარეგულირებაში. ორსული ქალები ხშირად მაღალ ტემპერატურას ჩვეულებრივზე მეტად გრძნობენ, რაც მათ დისკომფორტს უქმნით. შესაბამისად, სუფთა წყლის საჭირო რაოდენობით მიღება ამ პრობლემას საუკეთესოდ აგვარებს.

თავიდან აგაცილებთ დაღლილობას. თუ თქვენ მომავალი დედა ხართ, უნდა იცოდეთ, რომ საკმარისი წყლის მიღება აგარიდებთ ორსულობისთვის დამახასიათებელ თავისტკივილებსა და უენერგიობას/დაღლილობას. თუ ეს წყალი გაფილტრული იქნება, კიდევ უფრო მეტ სარგებელს მიიღებთ.

ამცირებს ტერფების შეშუპებას. ორსულობის პერიოდში ორგანიზმი ჭარბ ნატრიუმს გამოყოფს, რასაც შეუძლია მომატებული ოფლიანობისა და ტერფების შეშუპების გამოწვევა. შესაბამისი რაოდენობით ჯანსაღი წყლის მიღება თავიდან აგაცილებთ არასაჭირო რაოდენობით ნატრიუმის გამოყოფას და მის თანმხლებ ეფექტებს.

გიცავთ საშარდე გზების ინფექციებისგან. სასმელი წყლის მიღება გიცავთ საშარდე გზების ინფექციური დაავადებებისგან. საკვებისა თუ სასმელის ორი ადამიანის ნაცვლად მიღება მარტივი ნამდვილად არ არის. ასეთ დროს კი განსაკუთრებული დახმარება სჭირდება მომნელებელ სისტემას, თირკლემებს და ა.შ. სასმელი წყალი ნარჩენების მარტივ დაშლასა და თირკლემების გასუფთავებას უწყობს ხელს.

გიცავთ დეჰიდრატაციას. ორსულობის პერიოდში ორგანიზმის დეჰიდრატაციას ისეთი პრობლემების გამოწვევა შეუძლია, როგორიც არის ნაყოფის სიკვდილი, სანაყოფე წყლების შემცირება, ნაადრევი მშობიარობა და ა.შ. შესაბამისად, ორგანიზმში წყლის საჭირო დონის შენარჩუნება უმნიშვნელოვანესია.

გაფილტრული სასმელი წყალი და ორსულობა

როგორი წყალი დავლიოთ?

მიუხედავად იმისა, რეგიონში ცხოვრობთ თუ ქალაქში, ალბათ, ერთხელ მაინც შეგიმჩნევიათ სასმელი წყლის შეცვლილი გემო და თვალით ხილული მინარევები. ამას არაერთი ფაქტორი განაპირობებს. მაგალითად, დიდი მნიშვნელობა აქვს სასმელ წყალს მუნიციპალური ქსელით იღებთ, ჭაბურღილიდან, მდინარიდან თუ სხვა ალტერნატიული წყაროდან. შეცვლილი გემო, სუნი და ფერი, ძირითადად გამოწვეულია, ამა თუ იმ ბუნებივი მინერალური შემადგენლობით ან შემდეგ შეძენილი მინარევებით.

მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შესაძლოა მუნიციპალური ქსელიდან მოგეწოდებოდეთ წყალი, არასდროს ხართ დაზღვეული ქლორის, ძველი გაყვანილობიდან წყალში გავრცელებული ტყვიის, მძიმე მეტალების, ნადებისა და სხვა არასასურველი მინარევებისგან. ალბათ ფიქრობთ, რომ მარტივი გამოსვალი ასეთ დროს, ბოთლის დაბეჭდილი ჩვეულებრივი ან გაზირებული მინერალური წყალია.

*საყურადღებოა, რომ მედიცინის სფეროს წარმომადგენლები რეკომენდაციას არ უწევენ, მუდმივად მინერალური წყლის სმას. გაინტერესებთ რატომ? მოგეხსენებათ, ასეთი წყალი გაჯერებულია მინერალებით. შესაბამისად, რამდენადაც საჭიროა გარკვეული რაოდენობით მათი მიღება, იმდენად საზიანოა სიჭარბეც თქვენი ორგანიზმისთვის. ბავშვის მოლოდინში ქალის სხეულის ექსკრეციული სისტემა უკვე ორმაგი დატვირთვით მუშაობს. მისი გაზრდა ჭარბი მარილების მიღებით ნიშნავს შეშუპების და სითხის სტაგნაციის შესაძლებლობის პროვოცირებას მომავალი დედის ქსოვილებსა და ორგანოებში.

ულტრაფილტაციისა და უკუ ოსმოსის ფილტრები​

დღესდღეობით საფილტრაციო სისტემები, რომლებიც ულტრაფილტრაციისა და უკუ ოსმოსის ტექნოლოგიებით მუშაობს, ყველაზე აპრობირებული გზაა უსაფრთხო სასმელი წყლის უზრუნველსაყოფად. ორსულობის დროს, თუ მის შემდეგ მუდმივად გექნებათ ჯანსაღი წყალი ონკანში. ყოველდღიურად ბოთლის დაბეჭდილი წყლის ყიდვასთან შედარებით კი საკმაოდ დიდი ეკონომიის გაკეთების საშუალებასაც გაძლევთ.

ქლორი, ბაქტერია, ვირუსები, სხვა არასასურველი მინარევები - ამ დამაბინძურებლებს სრულად ფილტრავს, როგორც ულტრაფილტრაციის, ასევე უკუ ოსმოსის სისტემა. საიმედო ფილტრაციასთან ერთად, მათი დიზაინი ნებისმიერ ინტერიერს ერგება. ფილტრში მოთავსებული კარტრიჯები გრძელვადიან გამოყენებაზეა გათვლილი, შეცვლა კი საკმაოდ მარტივია. უსაფრთხო გარემოში, თქვენც მშვიდად შეძლებთ ორსულობის პერიოდის გატარებას გატარებას ☺.

გახსოვდეთ, რომ ორსულობის პერიოდში თქვენი ჯანმრთელობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია! თქვენს ირგვლივ ჰარმონიული და უსაფრთხო გარემოს შექმნასთან ერთად, არ დაგავიწყდეთ სუფთა სასმელი წყლის დღიური ნორმის მიღებაც!

რამდენი წყალი უნდა დალიონ ორსულმა და მეძუძურმა ქალებმა დღეში?

ორსულობის დროს, ისევე როგორც ლაქტაციის პერიოდში, ქალებში სითხის მოთხოვნილება იზრდება. მედიცინის მეცნიერები გვირჩევენ, რომ ორსულებმა დალიონ ჩვეულებრივზე დაახლოებით 300 მლ მეტი წყალი, ხოლო მეძუძურმა დედებმა - 700 მლ მეტი. ფაქტია, რომ ორსულობისა და ძუძუთი კვების დროს ქალის ენერგიის ფიზიოლოგიური მოთხოვნილება საშუალოდ 15-20%-ით იზრდება, ვინაიდან ორგანიზმი საჭიროებს დამატებით ენერგიას ნაყოფის ახალი ქსოვილის ფორმირებისთვის და რძის გამოყოფისთვის.

ორგანიზმში სითხის სწორი ბალანსი ხელს შეუწყობს დედისა და ბავშვის სისხლმომარაგების სისტემის საუკეთესო მდგომარეობის შენარჩუნებას, რაც, თავისმხვრივ, უზრუნველყოფს ბავშვის ჰარმონიული განვითარების შესაძლებლობას ორსულობის დროს.

ამრიგად, სუფთა წყლის ყოველდღიური ნორმის მიღებისას, თქვენ იწყებთ ბავშვის ჯანმრთელობის დაგროვებას ორსულობის მომენტიდან!