სერვისი

უკუოსმოსი: კარტრიჯების გამოცვლის პერიოდულობა

კარტრიჯების ჯგუფები

უკუოსმოსის სისტემებში კარტრიჯები სამ ჯგუფად იყოფა: 

  • წინასწარი წმენდის კარტრიჯები. ამ საფეხურის ფილტრების ამოცანაა მოახდინონ მემბრანაზე მიმავალი წყლის შემზადება, მემბრანაზე დატვირთვის შემცირება და მისი დაცვა მექანიკური მინარევებისგან და ქლორის ნაერთებისგან. 
  • უკუოსმოსური მემბრანა. მემბრანა არის უკუოსმოსის სისტემის მთავარი ელემენტი. სწორედ ის ახდენს წყლის დაყოფას “სუფთა” და “ჭუჭყიან” ნაკადებად, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის იდეალურად სუფთა წყლის მიწოდებას.
  • ბოლო საფეხურის ფილტრები. მათ ასევე პოსტფილტრებს უწოდებენ, რადგან ისინი გამოიყენება მემბრანის ან დაგროვების ავზის შემდგომ. ამ საფეხურის მთავარი დანიშნულებაა წყლის გემოვნური თვისებების დაბალანსება.

მემბრანის მუშაობის ხანგრძივობის, შესაბამისად მოხმარებული წყლის ხარისხის ერთ-ერთი უმთავრესი განმაპირობებელია წინასწარი წმენდის კარტრიჯების დროული გამოცვლა. რეკომენდაციების დარღვევამ ან ეკონომიის გაწევის მცდელობებმა შესაძლოა სისტემის ყველაზე ძვირიანი კომპონენტის (მემბრანის) დაზიანება გამოიწვიოს. ამიტომ, სისტემის გამართული და ხარისხიანი ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია მისი პერიოდული მომსახურება.

იმის გათვალისწინებით, რომ მოხმარებული წყლის რაოდენობა განსხვდება ყველა ოჯახში, კარტრიჯების გამოცვლის პერიოდულობაც განსხვავებულია. თუ კი იმასაც გავითვალისწინებთ, რომ წყლის ხარისხიც იცვლება ერთი ქალაქის ან რაიონის მასშტაბით, კარტრიჯების გამოცვლის სიხშირე ვერ იქნება ყველასთვის ერთნაერი. 

შემდეგი ინფორმაციის გათვალისწინებით თქვენ შეძლებთ თავად განსაზღვროთ კარტრიჯების განახლების მომენტი. 

არსებობს რამდენიმე სახასიათო ნიშანი, რითაც მომხმარებელს შეუძლია დააკვირდეს სისტემის მუშაობის გამართულობას და კარტრიჯების მდგომარეობას: 

  • პირველი საფეხურის კარტრიჯის ფერის ცვლილება. დასაშვები მდგომარეობა – ღია ყავისფერი.
  • ფილტრის ონკანში წყლის ნაკადის შემცირება კარტრიჯების გაბიდვნაზე მიუთითებს.
  • ფილტრიდან გამომავალი წყლის და ცხელი სასმელების (ჩაი, ყავა) შეცვლილი გემო.
  • ცხელი სასმელების ზედაპირზე თეთრი აპკის, ხოლო ჩაიდანში ნალექის გაჩენა.  

ყველა ეს სიმპტომი მიუთითებს სისტემის პროფილაქტიკის აუცილებლობაზე

გამოცვლის ალგორითმი

იმისთვის რომ არ ელოდოთ ზემოთხსენებულ ნიშნებს და მუდმივად გქონდეთ საუკეთესო ხარისხის წყალი, შემოიღეთ წესად კარტრიჯების და მემბრანების დროული გამოცვლა შემდეგი პრინციპების მიხედვით:

ტელეფონის ორგანაზეირში ან უბრალოდ ბლოკნოტში აწარმოეთ კარტრიჯების გამოცვლის კალენდარი. ასევე, შესაძლებელია ხელშეკრულების გაფორმება უკუოსმოსის სისტემის რეგულარულ მომსახურებაზე.

მომზადებულია kamkama.ge-ს მიერ. ნაწილობრივი ან სრული კოპირება შესაძლებელია მხოლოდ საიტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით და წყაროს მითითებით.