კამკამა წყაროს წყალი ყველა ოჯახს!
ინტერნეტ მაღაზია წყლის ფილტრების უშუალო შემომტანისაგან
ინტერნეტ მაღაზია kamkama.ge გიხდით მადლობას ჩვენი რესურსით დაინტერესებისათვის. kamkama.ge არის ქართველ ბიზნესმენთა და წყლის ფილტრაციის სექტორში მოღვაწე ინჟინერთა ერთობლივი პროექტი. გუნდის წევრების შეხვედრას და აღნიშნული რესურსის იდეას საფუძვლად უდევს სუფთა წყალზე ინფორმაციის ნაკლებობა, ხელმისაწვდომი პროდუქციის და კომფორტული სერვისის არარსებობის საკმაოდ ტრივიალური პრობლემა.
საკუთარი ოჯახების ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან ერთად, ჩვენ გვსურს დაგროვილი ცოდნა გადმოგცეთ თქვენც, რათა გქონდეთ საშუალება გააუმჯობესოთ თანამშრომლების, ოჯახის წევრების და საკუთარი კეთილდღეობა. ჩვენი ღრმა რწმენით, ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როცა მუდმივად გაქვს წვდომა სუფთა წყლის წყაროსთან!
წყალი და ადამიანი
წყალი ჩვენი პლანეტის განსაკუთრებული რესურსია. ცნობილია, რომ ადამიანის უჯრედების 77% შედგება წყლისგან. ჩვენ კი, ყოველდღიური საზრუნავით დაკავებულებს, ხშირად გვავიწყდება წყლის საჭირო რაოდენობით მიღება, რაღა უნდა ვთქვათ წყლის უვნებლობა/სისუფთავესთან დაკავშირებით.
საქართველოში წყალს, ხშირად, პირდაპირ ონკანიდან მიირთმევენ , მის ხარისხზე დაფიქრების გარეშე. ჩვენ არც კი წარმოგვიდგენია, თუ რას შეიძლება შეიცავდეს ონკანიდან მომავალი სითხე. მაშინ როცა, ონკანის წყლის ქიმიური შემადგენლობის სასმელი წყლის სტანდარტებთან შეუსაბამობა ბევრი განვითარებული ქვეყნის დღემდე მოუგვარებელი პრობლემაა.
ბუნებრივი წყლის სიხისტე, ანუ ჭარბი მარილების არსებობა, საყოფაცხოვრებო და სასმელი წყლის კიდევ ერთი პრობლემაა. სამზარეულოში საქმიანობისას, რეცხვის, თუ საყოფაცხოვრებო ტექნიკის ექსპლუატაციის დროს, ხისტი წყლის მოხმარება ბევრ დისკომფორტს იწვევს.
ჰაერის მზარდი დაბინძურება, აგრო სექტორში შხამქიმიკატების ინტენსიური გამოყენება და სხვა გარემოებები დიდ ზეგავლენას ახდენენ თავად წყლის ბუნებრივი რესურსების ეკოლოგიაზე. მომხმარებლებისთვის წყლის მიწოდებამდე აუცილებელია მისი კომპლექსური ანალიზი და არსებული ყველა დამაბინძურებლის გამოვლენა. ეს კი ტექნოლოგიურად რთული და ძვირადღირებული პროცესია.
როგორც აღვნიშნეთ, წყალში ქიმიური მინარევების არსებობა რთული დასადგენია ლაბორატორიული კვლევების გარეშე. ამის დასაბალანსებლად, საყოფაცხოვრებო პირობებში, შესაძლებელია მარტივად დავიცვათ თავი მავნე ნივთიერებებისაგან წყლის გამწმენდი ფილტრების დახმარებით.
ფილტრი წმენდს წყალს სხვადასხვა დამაბინძურებლებისგან უშუალოდ მოხმარების წინ, რაც წყლის მეორადი დაბინძურების და მავნე ნივთიერების ორგანიზმში მოხვედრის საუკეთესო პრევენციაა!
საკუთარი კამკამა წყლის წყარო
„საკუთარი კამკამა წყლის წყარო“ – ეს არის პროგრამა, რომელიც შექმნილია იმისთვის, რომ სუფთა სასმელი წყალი თითოეული ადამიანის ყოველდღიური ცხოვრების ბუნებრივ ნაწილად იქცეს – როგორც სახლში, ისე სამუშაო სივრცეში.
პროგრამა ეფუძნება სუფთა წყლით უზრუნველყოფასთან დაკავშირებული პრობლემებისა და ბარიერების გამოვლენას, საზოგადოებრივი საჭიროებების შესახებ დიალოგის მხარდაჭერას, სასმელი წყლის სისუფთავისა და უსაფრთხოებისთვის აუცილებელი ზომების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას, გონივრულ და ხელმისაწვდომ საფასო პოლიტიკას, ასევე საქართველოს ყველა რეგიონში მიწოდებასა და ტექნიკურ მომსახურებას.
ჩვენი მიზანია შევქმნათ გარემო, სადაც კომფორტი, ჯანმრთელობა, გარემოსა და მომავლისადმი პასუხისმგებლობა ერთმანეთს ავსებს. ჩვენ გვჯერა, რომ ეს შესაძლებელი ხდება მაშინ, როდესაც სუფთა და კამკამა წყალი მუდმივად ხელმისაწვდომია.“
kamkama.ge – Enso Group LLC