ეკოლოგია, ჯანმრთელობა

გაზაფხულობით ონკანის წყლის ხარისხი უარესდება

გაზაფხულზე ქალაქის წყალმომარაგების სისტემაში წყალი ყველაზე მეტ მინარევს შეიცავს. თოვლის, მყინვარების დნობის და წვიმების გახშირების დროს, წყალსაცავებში მატულობს მძიმე მეტალების, ქიმიურ სასუქების, ვირუსების და ბაქტერიების კონცენტრაცია.

მოდით, ერთად შევეცადოთ გავერკვეთ, თუ რა იწვევს წყლის ხარისხთან დაკავშირებულ ამ სახის ცვლილებებს და როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ჩვეულებრივ მომხმარებლებს. 

მოგეხსენებათ, ზამთარში როგორც ქალაქებში, ასევე საქალაქთაშორისო გზებზე ყინულის თავიდან აცილების მიზნით, საგზაო სამსახურები გზებს ტექნიკური მარილით ამუშავებენ. ეს მარილი, ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის ტოქსინები, საბურავების ცვეთის მტვერი და გზებზე არსებული სხვა დამაბინძურებლები თოვლის დნობასთან ერთად,  თავისთავად, გზებიდან მდინარეებში ჩაირეცხება და გრუნტის წყლებში ჩაედინება.  

ყინული და თოვლის საფარი ატმოსფერული ჰაერიდან დალექილი სხვადასხვა დამაბინძურებლების ეფექტური აკუმულატორია. ზამთრის პერიოდში თოვლზე და გრუნტის ზედაპირზე ილექება სამრეწველო გამონაბოლქვის სხვადასხვა ქიმიური ელემენტი.

გაზაფხულზე თოვლის დნობის და წვიმების გახშირების გამო ბუნებრივ წყალსაცავებში აქტიურად ხვდება სასოფლო სასუქები, პესტიციდები და  აგრარული სექტორის სხვა ქიმიკატები.  სახნავებიდან და ბაღებიდან ბუნებრივ წყალსაცავებში მოხვედრილი ნიტრატები საუკეთესო საკვებია ბაქტერიებისა და მიკროორგანიზმებისთვის. 

ბუნებრივ წყალსაცავში ნიტრატების კონცენტრაციის გაზრდის ფონზე ბაქტერიულად დაბინძურებული წყალი

ამ პერიოდში, მიკროორგანიზმების წყალმომარაგების სისტემაში შეღწევის რისკის შესამცირებლად, კომუნალური სამსახურები ცვლიან წყლის დამუშავების პროცედურას. კერძოდ, ერთნახევარ-ორჯერ ზრდიან წყალში ქლორის კონცენტრაციას.

ქლორით გაწმენდილი წყალი უნდა გაიწმინდოს ქლორისგან

იმისდა მიუხედავად, რომ  თხევადი ქლორის ალტერნატივა ნატრიუმის ჰიპოქლორიტი შედარებით უვნებელია, ონკანის წყალში ქლორის სუნი მაინც საკმაოდ შესამჩნევია. ბევრმა მომხმარებელმა იცის, რომ ასეთი წყლის ადუღება საშიშია, ვინაიდან მისი გაცხელებისას წყალში წარმოიქმნება ტოქსიკური ქლორნაერთები.  

წყალში ქლორის ნაკლებობა ზრდის წყალში პათოგენების დარჩენის რისკს, მაგრამ ქლორის ჭარბი რაოდენობა საშიშია ადამიანის ორგანიზმისთვის.

გაზაფხულზე ექსპერტები გვირჩევენ, არ დავლიოთ ონკანის წყალი დამატებითი გაწმენდის გარეშე. საკმარისია წყალი რამდენიმე საათით გააჩეროთ და ქლორი, როგორც უკიდურესად აქროლადი ნივთიერება, მთლიანად აორთქლდება. ვინაიდან წყალში შესაძლოა იყოს სხვა მინარევებიც, გადმოიტანეთ დაგროვებული წყლის მხოლოდ 2/3, დანარჩენი გადაასხით. ამის შემდეგ განაჩერები წყალი უნდა ადუღდეს. 

წყლის გასაჩერებლად ნებისმიერი ფართოყელიანი ჭურჭელი გამოგადგებათ.
სეზონურობა წყაროს და ჭის წყლებში

სეზონურად, სასმელი წყლის ხარისხის ვარდნას განიცდიან სოფლებშიც. ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ გაზაფხულზე ჭებსა და ნაკლებად ღრმა ჭაბურღილებში შეიძლება შეაღწიოს ზედაპირული გრუნტის წყლებმა. თუ კი ჭასთან, წყაროსთან ახლოს არის გზატკეცილი, მაშინ წყალში შესაძლოა ტოქსინები და მძიმე ლითონებიც აღმოჩნდეს. ასეთი წყალი ასევე საჭიროებს გაწმენდას და დეზინფექციას. 

მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ წლის ზოგიერთ სეზონზე ღია წყაროებიდან წყლის დალევა შესაძლებელია მხოლოდ წინასწარი გაწმენდის შემდეგ. სუფთა სასმელი წყლის მიღება შესაძლებელია საყოფაცხოვრებო ფილტრების გამოყენებით.

რამდენიმე საათით გაჩერება აქაც გამოდგება წყლის გასაწმენდად. მთავარია არ დაიზაროთ! ადუღებისას ჭაბურღილის წყლიდან მსუბუქი ნახშირწყალბადები აქროლდება, ხოლო წყლის გაჩერება დაასრულებს პირველადი გაწმენდის პროცესს, რადგან მძიმე მეტალები ჭურჭლის ძირზე დაილექება.

სასმელი წყლის ხარისხი და საიმედოობა

ივნისის მეორე ნახევრიდან, ატმოსფერული ნალექების შემცირებასთან ერთად მუნიციპალურ ქსელში დაქლორვის დოზას ჩეულებრივ მაჩვენებელს უბრუნებენ. თეორიულად, ცენტრალური წყალსადენის ონკანიდან წყლის დალევა შესაძლებელია დამატებითი გაჩერების გარეშე. 

წყალმომარაგების კომპანიების განცხადებით, დამუშავების შემდეგ, წყალსაცავებიდან ძირითად ქსელებში მიწოდებული წყალი დამაკმაყოფილებელი ხარისხისა.  ამავდროულად, მილსადენებით მრავალი კილომეტრის გავლისას წყალი იღებს მეორად დაბინძურებას ქალაქის და კორპუსების ამორტიზირებული სისტემებიდან. 

ონკანის წყლის დალევა

ასეთ ვითარებაში, საყოფაცხოვრებო წყლის ფილტრი უნივერსალური საშუალებაა. ფილტრი წმენდს წყალს სხვადასხვა დამაბინძურებლებისგან (ბაქტერიები, ქლორი, მძიმე მეტალები…) უშუალოდ მოხმარების წინ, რაც წყლის მეორადი დაბინძურების და მავნე ნივთიერების ორგანიზმში მოხვედრის საუკეთესო პრევენციაა!

მომზადებულია kamkama.ge-ს მიერ. ნაწილობრივი ან სრული კოპირება შესაძლებელია მხოლოდ საიტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით და წყაროს მითითებით. გაფილტრვა და არა გაფილტვრა – იმიტომ რომ ფილტრი და არა ფილტვრი 🙂

    ყველა სტატია