წყლის ფილტრის ერგონომიკა
როცა წყლის ფილტრის შესარჩევად მოგვმართავენ, ხშირად გვეკითხებიან, თუ რისი შეცვლა იქნება საჭირო სამზარეულოში, გაფილტრული წყლის მისაღებად? როგორ ჩაჯდება წყლის ფილტრი სამზარეულოს ინტერიერი?
ადვილად წარმოსადგენია მაგიდაზე დასადგმელი და ონკანზე დასამაგრებელი ფილტრების ვიზუალი. თუმცა, არსებობს წყლის ფილტრების სახეობები, რომლებიც მონტაჟდება ნიჟარის ქვეშ არსებულ კარადაში. ამისათვის გასათვალისწინებელია ფილტრის ზომის თავისუფალი ადგილი კარადაში და ონკანის ადგილი, საიდანაც გაფილტრულ წყალს მიიღებთ.
ვინაიდან ონკანი სამზარეულოს ინტერიერის საყურადღებო ელემენტია, განვიხილოთ წყლის ფილტრებთან თავსებადი ონკანების ყველა შესაძლო ვარიანტი.
1. გამოიყენეთ არსებული ონკანი - მექანიკური წყლის ფილტრი
25სმ ორმაგი ფილტრის კორპუსი
პირველი და ყველაზე მარტივი ვარიანტია – გააგრძელოთ სამზარეულოში არსებული ონკანის გამოყენება. ამისათვის უნდა შეარჩიოთ წყლის ფილტრი, რომელიც თქვენს, უმეტეს შემთხვევებში, ნახევარდიუმიან (½” – 20მმ) მილებს მოერგება.
ძირითადად, ასეთ დროს ვიყენებთ პირველადი წმენდის მექანიკურ და აბსორბციულ ფილტრებს სალექარით. მექანიკური ფილტრები აშორებენ წყალს ქვიშას, ლამს, ამცირებენ სიმღვრივეს. თანმიმდევრულად დაყენებული აბსორბციული ნახშირის ფილტრი წყალს აშორებს ნარჩენ ქლორს და უსიამოვნო სუნს.
ამ შემთხვევაში თქვენ დაზოგავთ თანხას ცალკე ონკანის დაყენებაზე და გაფილტრავთ სამზარეულოს ონკანიდან მომავალ მთლიან ნაკადს. მაგრამ დიდი მოცულობის წყლის ფილტრაციის გამო, ფილტრის კარტრიჯები იქნება ხშირად შესაცვლელი. თუმცა, პირველადი წმენდის კარტრიჯებიც არ ღირს ძვირი.
ულტრაფილტრაციის და უკუ ოსმოსის საყოფაცხოვრებო სისტემები არ არის განკუთვნილი წყლის დიდი ნაკადებისთვის. საოჯახო მოდელებში, ამ ძვირადღირებული ტექნოლოგიების ფასის ოპტიმიზაციის მიზნით, ხდება მორგება მხოლოდ სასმელი და საკვების მომზადებისთვის საჭირო წყლის რაოდენობაზე.
2. დააყენეთ ცალკე ონკანი გაფილტრული წყლისთვის. წყლის ფილტრი და ერგონომიკა
ცალკე ონკანით სასმელი წყლის გამოყოფა ძირითადი ნაკადისგან მოქნილი და აპრობირებული გადაწყვეტაა. ასეთი ონკანი სტანდარტულად მოყვება ნიჟარის ქვეშ დასაყენებელი ულტრაფილტრაციის და უკუ ოსმოსის ფილტრებს. საფილტრაციო წყლის ონკანი მზადდება მაღალი ხარისხის ეკოლოგიურად სუფთა მასალებისგან; დაერთებულია 6 მმ (¼”) მილით და გამართულად ფუნქციონირებს ფილტრაციის სისტემასთან ერთად, მრავალი წლის განმავლობაში.
ამ ვარიანტის მოქნილობა იმაში მდგომარეობს, რომ თქვენ ორად ყოფთ სამზარეულოს წყალს და ფილტრავთ მხოლოდ სასმელად და საკვების მოსამზადებლად საჭირო რაოდენობას. ეს, თავისმხვრივ, განაპირობებს ფილტრზე დატვირთვის შემცირებას, მის კომპაქტურობას და ხელმისაწვდომ ღირებულებას. ყველაფერთან ერთად მცირდება კარტრიჯების გამოცვლის სიხშირე.
ამ სახეობის ონკანის მონტაჟისთვის საჭიროა სამზარეულოს ზედაპირის ან ნიჟარის გახვრეტა. ასეთ ონკანს აქვს მარტივად გამოყენებადი ერთსახელურიანი კონსტრუქცია. გაფილტრული წყლის ცალკე ონკანი მოსახერხებელია ბავშვებისთვის, ხანდაზმული ადამიანებისთვის, შშმ პირებისთვისაც.
ცალკე ონკანის მონტაჟის ერთადერთ სირთულეს წარმოადგენს მკვრივი ბუნებრივი ქვის (გრანიტი, ონიქსი) სამზარეულოს ზედაპირის გახვრეტა. ამისათვის, შესაძლოა, სპეციალისტის მომსახურება დაგჭირდეთ.
3. შეიძინეთ შემრევი და გაფილტრული წყლის სამნაკადიანი ონკანი. წყლის ფილტრი და ერგონომიკა
სამნაკადიანი ონკანების პოპულარულობა დღითი დღე იზრდება. ეს არის კარგი გამოსავალი, თუ ვერ ხერხდება სამზარეულოს ზედაპირის გახვრეტა ან არ გაქვთ სურვილი გქონდეთ ცალკე მდგომი გაფილტრული წყლის ონკანი. ასეთ დროს, სამზარეულოს არსებული ონკანის მაგივრად დგება სამნაკადიანი ონკანი.
სტანდარტული ონკანის ცივი და ცხელი წყლის ნაკადებთან ერთად, მას აქვს გაფილტრული წყლის ნაკადიც. გაფილტრული და გაუფილტრავი ნაკადების მიწოდება ხდება ცალ-ცალკე არხებით. ამგვარად, გაფილტრული წყალი სრულად დაცულია გაუფილტრავთან შერევისგან.
არსებობს სამნაკადიანი ონკანების ტრადიციული და თანამედროვე დიზაინის მოდელები. ონკანს შეიძლება ჰქონდეს წყლის როგორც სამი (ცალ-ცალკე ცივი, ცხელი და გაფილტრული), ასევე ორი (ცივი/ცხელი შემრევი და ცალკე გაფილტრული წყლის) სახელური.
სამნაკადიანი ონკანის შემზღუდავ ფაქტორად შესაძლოა იქცეს მისი ფასი, რომელიც ემატება ფილტრაციის სისტემის სტანდარტული კომპლექტის ღირებულებას.
უჟანგავი ფოლადის სამნაკადიანი ონკანი GABI
უკუ ოსმოსის საფილტრაციო სისტემა ABSOLUTE 5S
ულტრაფილტრაციის სისტემა MINERAL 5
უკუ ოსმოსის საფილტრაციო სისტემა ABSOLUTE 5
სასმელი წყლის ფილტრი სხვადასხვა სტილის სამზარეულოს ინტერიერში
წყლის ფილტრების გალერეა
მთელი სახლის წყლის ფილტრაცია
სასმელი და საყოფაცხოვრებო წყლის ფილტრები, წყლის დამარბილებელი
სასმელი წყლის პრობლემის მოგვარების შემდეგ, შეგიძლიათ დაფიქრდეთ წყლის ფილტრაციაზე მთელს სახლში. ამ გადაწყვეტილებით თქვენ მიიღებთ მაღალ დონეზე გაფილტრულ წყალს არა მხოლოდ სამზარეულოში, არამედ აბაზანაში და სხვა სველ წერტილებში. წყლის ცენტრალურ ფილტრაციასთან ერთად შესაძლებელია გაკეთდეს ცალკეული ხაზების წყლის დარბილება. უპრიანი იქნება ამის გათვალისწინება სახლში რემონტის ან მშენებლობის მიმდინარეობის ეტაპზე.
ცენტრალური წყლის ფილტრის მეშვეობით მთელს სახლში გაქვთ ულტრაფილტრაციის დონეზე გაწმენდილი წყალი. ამ მეთოდით ხდება წყალში არსებული შეწონილი მინარევების (ბაქტერიების ჩათვლით) მოშორება.
წყლის დარბილება აბაზანაში უზრუნველყოფს წყლის პროცედურების განსაკუთრებულ კომფორტს. დარბილებული წყლით რეცხვა დაიცავს სარეცხ მანქანას ხისტი წყლით დაზიანებისაგან, გარეცხილ ტანსაცმელს და თეთრეულს კი შესძენს სირბილეს.
იხ. მეტი წყლის დარბილებაზე
წყლის მექანიკური პრე ფილტრი GUARD 3 მანომეტრით და ჩამრეცხით
ცენტრალური წყლის ფილტრი სახლისათვის
წყლის დამარბილებელი მთელი სახლისათვის
უკუ ოსმოსის საფილტრაციო სისტემა ABSOLUTE 5S
მომზადებულია kamkama.ge-ს მიერ. ნაწილობრივი ან სრული კოპირება შესაძლებელია მხოლოდ საიტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით და წყაროს მითითებით. გაფილტრვა და არა გაფილტვრა – იმიტომ რომ ფილტრი და არა ფილტვრი 🙂