ეკონომია, წყალი ბავშვებისთვის, ჯანმრთელობა

სასმელი წყლის ხელმისაწვდომობა მოსწავლეებისთვის

სუფთა წყლის დადებით მხარეებზე არაერთხელ ვისაუბრეთ. აღნიშნულ ბლოგში გაეცნობით, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი სასმელი წყლის შადრევანი სასწავლო დაწესებულებებში. სკოლის მოსწავლეებისათვის განსაკუთრებით საჭიროა შესაბამისი რაოდენობით სასმელი წყლის მიღება, რათა დღის მანძილზე შეინარჩუნონ ენერგიულობა, კონცენტრირდნენ სწავლის პროცესში და თავიდან აიცილონ დეჰიდრატაცია.  

ერთი შეხედვით, ეს ყოველივე საკმაოდ ნორმალურია, მაგრამ, თუ ჩავუღრმავდებით აღმოვაჩენთ, რომ ჩვენ შემთხვევაში არც ისე მარტივი მდგომარეობაა. 

სასმელი წყალი სკოლებში

დღესდღეობით, საქართველოში ყველა ტიპის დაწესებულებაში არ არის ჩამოყალიბებული სასმელი წყლის შადრევნების კულტურა. მაგალითად, რა არის ის ერთადერთი წყარო, საიდანაც მოსწავლეებს შეუძლიათ წყლის მიღება?             – დიახ, უმეტეს შემთხვევაში, ეს არის ხელსაბნები სკოლის საპირფარეშოებში. 

დაგვეთანხმებით, ნამდვილად არასასიამოვნო და არაჰიგიენურია, როდესაც მოზარდებს უწევთ ისეთი ონკანიდან წყლის ბოთლების ავსება, სადაც უამრავი მიკრობი და ბაქტერიაა.

მათი ჯანმრთელობისათვის  აუცილებელია ჰიგიენური ნორმების დაცვა. საუკეთესო გამოსავალი კი –  სასმელი წყლის  სკოლის საპირფარეშოებიდან გამოყოფაა.

ამ კუთხით, მსოფლიო პრაქტიკა აჩვენებს, რომ სასმელი წყლის შადრევნები ყველაზე მოსახერხებელი და ეკონომიური საშუალებაა ბავშვების დღის რაციონში სითხის რაოდენობის გასაზრდელად და ერთგვარი ნორმის ჩამოსაყალიბებლად. 

ზემოთ აღნიშნული საკითხების ფონზე,  საყურადღებოა, რომ შადრევნები მაქსიმალურად დაცულია მიკრობებისგან, ხოლო სუფთა წყალი, რომელსაც ვიღებთ მეტად იაფი, ვიდრე ჩამოსხმული.  

სასმელი წყლის თანამედროვე შადრევნები

ჩვენი სასმელი წყლის შადრევანი დახვეწილი დიზაინით არის წარმოდგენილი. იგი კომპაქტურია და ეკონომიური, ასევე ქმნის მაქსიმალურ კომფორტს და უსაფრთხო გარემოს ბავშვებისთვის. 

აღსანიშნავია, რომ შადრევანს უჟანგავი ფოლადის ზედაპირი აქვს, რაც გამორიცხავს კოროზიას და მინიმუმამდე დაჰყავს ბაქტერიების გავრცელების საფრთხე. გარდა ამისა, მომხმარებლებს შეუძლიათ შეარჩიონ სტანდარტული ან საფილტრაციო სისტემით აღჭურვილი შადრევნები.  

ასევე, შადრევნებს აქვს დამატებით გაგრილების ფუნქციაც, რაც ზაფხულის ცხელ დღეებში ცივი წყლის მირთმევის საშუალებას გაძლევთ.  

ბოთლის შემავსებელი

მოგეხსენებათ, სტანდარტული შადრევნებიდან ბოთლის შესავსებად, საჭიროა დახრა და ონკანის ხელით მოშვება, თუმცა ბოლომდე მაინც ვერ ავსებთ მას.
 
ამ პრობლემის მოსაგვარებლად ჩვენი შადრევნები თანამედროვე კონსტრუქციით არის მოწყობილი. ის საშუალებას გაძლევთ, რომ ბოთლის შესავსებად დაიკავოთ იგი სწორ, ვერტიკალურ პოზიციაში და მარტივად მიიღოთ თქვენთვის სასურველი რაოდენობით წყალი.
გარდა ამისა, შადრევნები წარმოდგენილია როგორც სენსორიანი, ასევე მექანიკური მართვის პანელით. 
დამატებით სენსორიანი მოდელის შემთხვევაში, შეგიძლიათ მარტივად, მხოლოდ ბოთლის შემავსებელთან მიტანით ჩამოასხათ წყალი.

უჟანგავი ფოლადის შადრევანი COMPACT

უჟანგავი ფოლადისგან დამზადებული წყლის შადრევანი COMPACT კომპაქტური ზომებითა და პრაქტიკულობით გამოირჩევა. შადრევნის კორპუსი დამზადებულია უნაკეროდ, გადაბმების გარეშე. ეს ხელს უწყობს მის მდგრადობას დაბინძურებისა და ლაქების მიმართსწორედ ამიტომ ინარჩუნებს სასიამოვნო ვიზუალს წლების განმავლობაში.

კომპაქტური ზომებისა და ერგონომიული დიზაინის დამსახურებით, სასმელი წყლის შადრევანი COMPACT შესაძლებელია განათავსოთ როგორც ფოიეში, ასევე კორიდორებში. მონტაჟდება ნებისმიერ სიმაღლეზე, იმის მიხედვით თუ რა ასაკის ადამიანებზე გაქვთ გათვლა.

სასმელი წყლის შადრევანი COMPACT

წყლის ბოთლი SUPER LARGE

შავი
ცისფერი
2024
Select options This product has multiple variants. The options may be chosen on the product page

წყლის ბოთლი DAILY

ბორდოსფერი
თეთრი
ცისფერი
Original price was: ₾24.Current price is: ₾15.
Select options This product has multiple variants. The options may be chosen on the product page

წყლის ბოთლი LARGE

შავი
ცისფერი
1620
Select options This product has multiple variants. The options may be chosen on the product page

წყლის ბოთლი MINIMAL LIFE

ნაცრისფერი
წითელი
Original price was: ₾24.Current price is: ₾14.
Select options This product has multiple variants. The options may be chosen on the product page

სასმელი წყლის შადრევნები ყველასთვის

სასმელი წყლის შადრევანი ბოთლის შემავსებლით პასუხობს ყოველდღიურ გამოწვევებს და მაქსიმალურად მორგებულია ნებისმიერი ასაკის და სპეციალური საჭიროების მქონე პირებზე. 

შესაბამისად, ყოველივე ზემოთ აღნიშნული ნათლად გვაჩვენებს, რომ სასმელი წყლის შადრევნები არის ყველაზე აპრობირებული საშუალება, როგორც სასწავლო, ასევე ნებისმიერ საზოგადოებრივ დაწესებულებაში.