ალბათ, ბევრ თქვენგანს ხიბლავს აკვარიუმი სახლის დეკორში, რასაც ასევე აქტიურად შეხვდებით საოფისე თუ სხვა უფრო დიდ ფართებში, სასიამოვნო გარემოს შესაქმნელად. საინტერესოა თუ იცით, რომ ჯანსაღი საცხოვრებელი გარემოს შესაქმნელად მხოლოდ დიდი ზომის აკვარიუმი არ კმარა და არსებობს რიგი განსაზღვრული ნორმებისა, რომელსაც უნდა იცავდეთ, თუ გსურთ რომ აკვარიუმის თევზები მოაშენოთ.
მაშინ, როდესაც ადამიანის ჯანმრთელობასაც კი შეიძლება მიაყენოს ზიანი არასათანადოდ დამუშავებულმა წყალმა, დეკორატიულ თევზებს განსაკუთრებით უჭირთ შეუსაბამო პირობებში არსებობა. ონკანის წყალში ძირითადად არ არის მჟავიანობა და არის ტუტე. ხოლო აკვარიუმის დეკორატიულ თევზების უმეტესობას მსუბუქი მჟავიანობის და დაბალანსებული სიხისტის წყალი სჭირდება. საინტერესო იქნება თუ ერთად განვიხილავთ აქტუალურ პრობლემებს ამ საკითხის გარშემო და გადაჭრის საუკეთესო გზას.
მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომელსაც უნდა აკმაყოფილებდეს აკვარიუმის ფილტრი
მოგეხსენებათ, აკვარიუმის შევსება პირდაპირ ონკანიდან თევზისთვის ძალიან სახიფათოა, რადგან წყლის შემადგენლობა ჩვენთვის უცნობია. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა შეესაბამებოდეს ადამიანის სიცოცხლისთვის შესაბამის სტანდარტებს, არ ნიშნავს რომ თევზისთვისაც უსაფრთხოა. მათ სჭირდებათ წინასწარ განსაზღვრული ჯანსაღი საცხოვრებელი გარემო.
საინტერესოა თუ იცით, როგორი პირობები სჭირდება წყლის ბინადრებს საარსებოდ, იქნება ეს აკვარიუმის თევზი თუ მარჯანი?
არსებობს ორი ფაქტორი, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ აკვარიუმის მოწყობის პროცესში:
- PH მაჩვენებელი - რომელიც არის მჟავა-ტუტოვანი ბალანსის აღმნიშვნელი;
- სიხისტე - რომელიც გამოწვეულია წყალში კალციუმის და მაგნიუმის მაღალი შემცველობით.
აკვარიუმის თევზები და სიხისტე
მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ წყლის სიხისტეს განაპირობებს კალციუმისა და მაგნიუმის მაღალი შემცველობა, რაც იშვიათი არ არის ონკანის წყლის შემთხვევაში.
სიხისტე აკვარიუმის წყალში ფაქტობრივად განაპირობებს იმას, თუ რომელი ჯიშის თევზების გამრავლებას შეძლებთ. გაინტერესებთ რატომ? მოგვყევით.
აკვარიუმის თევზები უამრავი სახეობით არის წარმოდგენილი. ზოგიერთ მათგანს შეუძლია ხისტი წყლის პირობებში ადაპტირება და პირიქით, არის სახეობები, რომლებიც დარბილებული წყლის გარდა, სხვა გარემოს ვერ ეგუებიან.
უკუ ოსმოსის აკვარიუმის ფილტრი წყალს ხდის რბილს და ნეიტრალურს. რაც საშუალებას გაძლევთ, თქვენს აკვარიუმში შექმნათ ჯანსაღი და სიცოცხლისუნარიანი გარემო თევზებისთვის.
Ph მაჩვენებელი, ანუ მჟავიანობის განსაზღვრა აკვარიუმში
ზოგადად, PH-ის გაზომვით განისაზღვრება რამდენად მჟავე ან ტუტეა წყალი თქვენს აკვარიუმში. მაგალითად, PH იზომება 1-დან 14-მდე შკალაზე, საშუალო მაჩვენებელი ანუ 7 გახლავთ ნეიტრალური დონე. 7-ზე ნაკლების შემთხვევაში წყალი არის მჟავე, ხოლო პირიქით - ტუტე.
საინტერესო ფაქტია, რომ ისეთი აკვარიუმის თევზის ჯიში, რომელიც ცხოვრობს დარბილებულ წყლებში, სჭირდება შედარებით მაღალი PH გარემო, ხოლო ხისტ წყლებში ადაპტირებადი თევზები ტუტე წყლებს ამჯობინებენ.
თქვენს აკვარიუმში სტაბილური, დაბალანსებული გარემოს შექმნა ძალიან მნიშვნელოვანია. აუცილებელია, რომ PH მაჩვენებელი აკვარიუმის ბინადრებისთვის იყოს თავსებადი. სხვა შემთხვევაში, აკვარიუმის თევზები იქამდე ვერ შეძლებენ გამრავლებას, სანამ მათი სახეობისთვის მშობლიურ საცხოვრებელ პირობებს არ შეუქმნით. მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ შეუსაბამო ტემპერატურის და Ph დონის ფარგლებში, შესაძლოა თევზმა ფერი დაკარგოს.
უკუ ოსმოსის პორტატული ფილტრი აკვარიუმისთვის
დაგვეთანხმებით, ზემოთ წამოჭრილი საკითხები ნათელს ხდის იმ ფაქტს, რომ აკვარიუმის თევზების მოსაშენებლად მხოლოდ ვიზუალური მხარე არ კმარა. როგორც უკვე იცით, მრავალი ფაქტორის გათვალისწინება და ნორმის დაცვაა საჭირო, იმისათვის რომ აკვარიუმში თევზების სიცოცხლისთვის უსაფრთხო გარემო შექმნათ.
შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ უკუ ოსმოსის აკვარიუმის ფილტრი საწყისი წერტილია მათთვის, ვისაც თევზის მოშენების სურვილი აქვს. აღნიშნული ფილტრი ერთდროულად მოგიგვარებთ ისეთ პრობლემებს, როგორიც არის სიხისტისა და PH-ის დაბალანსება. ასევე გაფილტრავს ყველა ტიპის მავნე მინარევს, როგორიც არის მტვერი, ქვიშა, მძიმე მეტალები, ბაქტერიები და ვირუსები. შესაბამისად, აკვარიუმს აბსოლუტურად სუფთა წყლით შეავსებთ.
ასევე, უკუ ოსმოსის სისტემის აკვარიუმის ფილტრის პორტატული ფორმა და ზომა საშუალებას გაძლევთ დაამონტაჟოთ იგი, ფართის მინიმალური დანაკარგებით. საბოლოო ჯამში, ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, აკვარიუმის წყალი იქნება უსაფრთხო, დაბალანსებული და მაქსიმალურად მორგებული თევზების მოვლა-გამრავლებისათვის საჭირო მოთხოვნებზე.