წყლის ფილტრი, ჯანმრთელობა, ჯანსაღი ცხოვრება და კომფორტი

ჭის და ჭაბურღილის წყლის გაწმენდა

ჭა და ჭაბურღილი სოფლებში უწყლობის პრობლემის გავრცელებული გადაწყვეტაა. ამ პოპულარულობას “ხელს უწყობს” რეგიონალურ წყალსადენებში წყლის ცუდი ხარისხი ან უკმარისობა. არსებობს მცდარი აზრი, რომ ჭის, ჭაბურღილის წყალი სასარგებლოა და გაწმენდა არაა აუცილებელი. სამწუხაროდ, მდგომარეობა სრულიად სხვაგვარადაა.

რატომ არ არის ჭაბურღილების წყალი ისეთი სუფთა, როგორც ეს ჩვეულებრივ ითვლება? 

ჭაბურღილის წყალი შეიძლება ჩანდეს სრულიად სუფთა, რაიმე განსაკუთრებული უცხო სუნის გარეშე, გარეგნულად გამჭვირვალე, მაგრამ ეს მაინც არ ნიშნავს, რომ ის უსაფრთხოა დასალევად და არ შეიცავს მავნე მინარევებს. ზუსტი დასკვნა მხოლოდ წყლის ლაბორატორიული ანალიზის შემდეგ არის შესაძლებელი. 

დღეს თითქმის შეუძლებელია ისეთი ადგილის პოვნა, თუნდაც ქალაქგარეთ, სადაც რაიმე სახის დადაბინძურების კერა არ იყოს. არავისთვის არის საიდუმლო, რომ წყლის ნებისმიერი წყარო, იქნება ეს ჭა თუ ჭაბურღილი, რომლის სიღრმე არ აღემატება ოც მეტრს, იმყოფება ზედაპირული წყლებით დაბინძურების საფრთხის ქვეშ. ასეთი წყლები კი, უმეტესწილად, ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო სხვადასხვა მინარევებს შეიცავენ.

გრუნტის წყლების დაბინძურება

მიწისქვეშა წყლების დაბინძურება ხდება ზედაპირზე არსებული მავნე ნივთიერებების ინფილტრაციის პროცესში. გრუნტის ფენები წარმოადგენენ დამაბინძურებლების დაგროვების საბოლოო რეზერვუარს. მოცემულობას ისიც ართულებს, რომ სასმელად და სამეურნეო საჭიროებისთვის ვარგისი წყალი ზედა, დაბინძურების ადვილად შესაღწევ ნაწილშია მოქცეული, სადაც თვითგაწმენდის პროცესებიც მკვეთრად შენელებულია.

გარემოზე მზარდმა ტექნოგენურმა დატვირთვამ მიგვიყვანა მიწისქვეშა წყლების დაბინძურებამდე. პლანეტაზე სწრაფად მცირდება სასმელი წყლის მარაგი, უარესდება ხარისხი. ქალაქების ზრდამ, მრეწველობის და სოფლის მეურნეობის განვითარებამ მიწისქვეშა წყლების ფიზიკური და ქიმიური მდგომარეობის ცვლილების გამამპირობებელი გახდა.

ჭის და ჭაბურღილის წყლის გაწმენდა/ფილტრაცია

ჭის და ჭაბურღილის წყლისთვის ფილტრი უნდა შეირჩეს წყლის ანალიზის საფუძველზე. ანალიზის გარეშე ფილტრაციის სისტემის შერჩევა, დიდი ალბათობით, ვერ იქნება ეფექტური; მალე გამოვა მწყობრიდან ან მოითხოვს მოდერნიზებას. ასევე, ის ვერ იქნება ოპტიმალური ფინანსურადაც. ზედმეტი ხარჯების და პრობლემების არიდებისთვის, უმჯობესია თავიდანვე წყლის სწორი ანალიზის ჩატარება და აღმოჩენილი მინარევების შესაბამისი ფილტრების შერჩევა, რათა ჭაბურღილის წყლის გაწმენდა რეალური შედეგის მომტანი იყოს. 

როგორ ავიღოთ წყლის სინჯი ანალიზისათვის?

სინჯის აღებამდე მოუშვით წყალი რამდენიმე წუთის განმავლობაში. ბოლომდე შეავსეთ წინასწარ მომზადებული სუფთა ჭურჭელი ისე, რომ არ დარჩეს ჰაერის ფენა თავსახურის ქვეშ. მაქსიმალურად სწრაფად მიიტანეთ წყალი ლაბორატორიაში.

ჭის და ჭაბურღილის წყლის ხარისხი და მისგან მომდინარე საფრთხეები

ჭის და ჭაბურღილის წყალი ხშირად შეიცავს:

  • მექანიკურ მინარევებს - ქვიშა, თიხა
  • რკინას და მანგანუმს
  • სიხისტის მარილებს
  • გოგირდწყალბადს და სხვა აირებს
  • ორგანული მინარევებს - ნიტრატებს
  • ჭარბ ქლორიდებს და სხვა მარილებს
  • ბაქტერიოლოგიურ დამაბინძურებლებს - ბაქტერიებს და ვირუსებს

ჭის და ჭაბურღილის წყლის გამოყენება დამუშავების გარეშე შესაძლოა გახდეს ჯანმრთელობის პრობლემების მიზეზი. წყალ-მარილოვანი ბალანსის დარღვავა იწვევს ნაღვლის და შარდ-კენჭოვან დაავადებებს. წყლის ხარისხი დაკავშირებულია ღვიძლის, თირკმლების, ვირუსულ და ინფექციურ დაავადებებთან. მინარევები ართულებენ საოჯახო ტექნიკის მუშაობას, წყლის გაცხელების დროს ჩნდება ნალექი ჩაიდანში, წყალგამაცხელებელში, სარეცხ და ჭურჭლისსარეცხ მანქანებში, ჟანგის კვალი და შავი ლაქები სანტექნიკაზე.

რკინის და მანგანუმის ფილტრები

რკინის ჭარბი შემცველობა – ჭაბურღილის წყლის ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. ორვალენტიანი რკინა გახსნილია და ერთი შეხედვით შეუმჩნეველია ჭაბურღილიდან ახალ ამოღებულ წყალში. ჰაერთან შეხების მერე იწყება ჟანგვის ბუნებრივი პროცესი. რკინა იძენს რუხ ან ნარინჯისფერ შეფერილობას და ილექება. რკინის დასაშვები ზღვრული კონცენტრაცია 0,3 მგ/ლ-ა. ამ მაჩვენებლის გადაჭარბება იჩენს თავს წყლის უსიამოვნო გემოში, ლაქებში ტანსაცმელზე და სანტექნიკაზე; საოჯახო ტექნიკის სწრაფ დაზიანებაში. მანგანუმი ხშირად თან ახლავს რკინას. წყალში მანგანუმის არსებობას მოწმობს ადუღებისას ჭურჭელზე შავი კანტის გაჩენა, სანტექნიკაზე შავი ლაქები და წყლის უსიამოვნო შაბიანი გემო.

რკინის და მანგანუმისგან წყლის გაწმენდის რამდენიმე მეთოდი არსებობს

რკინის მოსაშორებელი ფილტრი – წარმოადგენს ჭურჭელს, სადაც მოთავსებულია მფილტრავი შემავსებელი. წყლის შემავსებელში გავლისას, გახსნილი რკინა შედის მასთან რეაქციაში და ილექება შემავსებლის ფენებში.

ჟანგიანი წყალი
რკინის მაღალი შემცველობის შემთხვევაში ამ სისტემას უმატებენ სპეციალური კატალიზატორის დოზატორს, რომელიც აჩქარებს ჟანგვის რეაქციას. რკინის მოცილების მესამე ხერხია აერაცია. სააერაციო მოწყობილობა ტუმბავს წყალში ჰაერს, რკინა შედის რეაქციაში ჟანგბადთან. იწყება ჟანგვის და დალექვის პროცესები.

წყლის გოგირდწყალბადისგან წმენდა

წყალში გახსნილი გოგირდწყალბადი თავს იჩენს გაფუჭებული კვერცხის სუნით. ის წარმოადგენს ტოქსიკურ აირს, რომელიც იწვევს მოწამლვას, თავის ტკივილს, ცხვირხახის ლორწოს ანთებას, მაღალი კონცენტრაციის დროს – ფილტვების შეშუპებას.  მაღალი კონცენტრაციისას გოგირდწყალბადი ხდება მომწავლელი და ადვილადაალებადი. საყოფაცხოვრებო ტექნიკისთვის გოგირდწყალბადი სახიფათოა მაღალი კოროზიული აქტივობის გამო.

გოგირდწყალბადი

ჭაბურღილის წყლის გაწმენდა გოგირდწყალბადისგან და წყალში გახსნილი სხვა აირებისგან

დოზირების სადგური – რეაგენტის მეშვეობით ხდება გოგირდწყალბადის დაჟანგვა და შემდგომი მოცილება სორბცირების ფილტრის მეშვეობით.

აერაცია – სააერაციო დანადგარში იტუმბება ჰაერი. გოგირდწყალბადი და სხვა ჰაერზე მჩატე აირები გამოიდევნება წყლიდან სპეციალური სარქველის მეშვეობით.

წყლის დარბილება. წყლიდან კირის მოცილება.

ყველაზე გავრცელებულია იონების გაცვლის პრინციპზე მომუშავე დამარბილებლები. წმენდის პროცესში წყალი გაივლის სპეციალურ ფისში. კალცის და მაგნუმის იონები იცვლება ნატრიუმის იონებით. ნატრიუმი არ წარმოქმნის ნალექს და არ არის სახიფათო ტექნიკისთვის. თანამედროვე დამარბილებლები აღჭურვილია მართვის სისტემით, რომელიც პროგრამის მეშვეობით ახდენს ფილტრაციის და ფისის რეგენერაციის პროცესის სრულ ავტომატიზაციას.

უკუ ოსმოსი – ღრმა ფილტრაციის მეთოდია, თუმცა ძვირადღირებული მაღალი წარმადობის შემთხვევაში.

ჭის და ჭაბურღილის წყლის გაწმენდა ქვიშა და თიხისგან

მექანიკური მინარევები სანტექნიკის და საყოფაცხოვრებო ტექნიკისთვის რეალური საფრთხეა. ქვიშას გამოყავს მწყობრიდან შემრევების ჩამკეტი არმატურა. ამის ნათელი მაგალითია ჩაკეტილი ონკანებიდან წყლის წვეთების გაჟონვა. თიხა ბიდნავს მილებს და სანტექნიკური მოწყობილობების აერატორებს.

Unfinished,Draw-well,Pumping,The,First,Underground,Water.

ჭაბურღილის წყლის ქვიშის და თიხისგან გაწმენდისთვის განკუთვნილი საშუალებები

წყლის მექანიკური პრე ფილტრი GUARD 3 მანომეტრით და ჩამრეცხით

119
კალათაში დამატება

პირველადი წმენდის მექანიკური ფილტრების ძირითად კომპონენტს წარმოადგენს ბადის კარტრიჯი. ის ეფექტურად აკავებს მსხვილ მინარევებს. ასეთ ფილტრებს ესაჭიროება კარტრიჯის პერიოდული გამორეცხვა. თანამედროვე ფილტრებში ამის გაკეთება შესაძლებელია ფილტრის დაშლის გარეშე.

მექანიკური წმენდის ფილტრების სახეობაა – დისკური ფილტრები. ამ შემთხვევაში მფილტრავ ელემენტს წარმოადგენს დისკების შემჭიდროვებული კომპლექტი.

თიხის წინააღმდეგ ბადე ფილტრები სრულად არაეფექტურია. თიხა მომენტალურად ავსებს ბადის ფორებს, რაც უშლის ხელს წყლის გასვლას და საგრძნობლად ამცირებს ნაკადს.

თუ თიხის შემცველობა დაბალია, უპრიანია BIG BLUE ფილტრის გამოყენება. ნაკეცებიან კარტრიჯთან ერთად ის ბევრად ეფექტურია წყლიდან თიხის მოცილებისთვის. გაწმენდის და გამორეცხვის შემდეგ შესაძლებელია მფილტრავი კარტრიჯის მრავალჯერადი გამოყენება.

თუ კი თიხის შემცველობა მაღალია, ასეთი ფილტრები  არ გამოდგება. ამ შემთხვევაში შესაძლებელია დიდი სალექარი ავზის მოწყობა. გაჩერებულ წყალში თიხა იწყებს დალექვას. ნალექის დაგროვების შესაბამისად აუცილებელია ავზის პერიოდული გაწმენდა და გამორეცხვა.

სალექარი ავის ალტერნატივად, თიხის მაღალი შემცველობის და წყლის მაღალი სიმღვრივის პირობებში საუკეთესო გამოსავალია გამორეცხვადი მემბრანული ფილტრი. სალექარში გაფილტრული მინარევების დაგროვებისთან ერთად, პერიოდულად ხდება მათი ჩამორეცხვა და ფილტრის დაუშლელად სალექარის გამორეცხვა.

ასეთ ფილტრებს წარმატებით იყენებენ მდინარეს წყალზეც. უაცრად მოვარდნილი ტალახინი წყლით ფილტრის გაბიდვნის შემთხვევაში, შესაძლებელია მისი მარტივად დაშლა და მემბრანის ხელით გარეცხვა.

წყლის წმენდა ქლორიდებისგან

ღრმა ჭაბურღილის (100 მეტრზე მეტი) წყალში ხშირად ფიქსირდება ქლორიდების და სხვა მარილების შემადგენლობის ნორმატივების გადაჭარბება. სასმელი წყლისთვის მარილის შემცველობის უსაფრთხო მაჩვენებელი არ უნდა აღემატებოდეს 500 მგ/ლ. 1000 და უფრო მაღალი მაჩვენებლის შემთხვევაში სითხე ღებულობს აშკარა მარილის გემოს. ასეთი წყლის გამოყენება არაა სასურველი მაღალი წნევის მქონე ადამიანებისთვის. მაღალი მინერალიზაციის მქონე წყალი ხელს უწყობს ტექნიკის და მოწყობილობების სწრაფ ცვეთას, კოროზიული აქტივობიდან გამომდინარე.

წყლის ქლორიდისგან და სხვა მარილებისგან გასაწმენდად გამოიყნებენ უკუ ოსმოსს. წმენდის ასეთი სისტემების მუშაობის პრინციპი დაფუძნებულია ოსმოსურ წნევაზე. წყალი გადის სპეციალურ მემბრანაში. ის ატარებს წყლის მოლეკულას და გახსნილ გაზებს, მაგალითად, ჟანგბადს. ყველა სხვა იონი, მარილი, მინარევი, ბაქტერია და ვირუსი ვერ გადის მემბრანაში და ირეცხება გადინების ხაზში. ასეთი დანადგარები ძვირი ღირს, მაგრამ არ აქვთ ანალოგი წმენდის ეფექტურობაში.

ჭაბურღილის წყლის წმენდა ორგანული მინარევებისგან

სასუქები - ნიტრატები

არც ისე იშვიათად ჭაბურღილის წყალი შეიცავს ბუნებრივი წარმოშობის ორგანულ მინარევებს – ჰუმინის მჟავებსხშირად, სეზონური სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების დროს, წყალსატევებში ხვდება ნიტრატები. 

ეს ნივთიერებები საშიშია იმით, რომ მათ ახასიათებთ ორგანიზმში დაგროვების უნარი. ორგანიზმში დიდი რაოდენობით მოხვედრისას (45 მგ/ლ-ზე მეტი ზრდასრული ადამიანებსთვის და 10 მგ/ლ ბავშვისთვის) იწვევენ ჟანგბადის დეფიციტს, დახრჩობამდეც კი, ასევე ბევრ სხვა სერიოზულ დაავადებასაც. 

გრუნტის წყლებში ნიტრატების მოხვედრის ძირითადი განმაპირობებელი ფაქტორებია:
  • ყოველწლიურად, ჰაერიდან, ნალექებთან ერთად გრუნტში 1 ჰეკტარზე 12 კილოგრამამდე აზოტი ხვდება;
  • კერძო სექტორის და სამრეწველო ობიექტების ჩამდინარე წყლები;
  • აგრო სექტორში მინდვრების გამდიდრება ნაკელით და ქიმიური სასუქებით;
  • ბაქტერიის ზემოქმედებით ამიაკის გარდაქმნა ნიტრიტებიდან ნიტრატებად.

იმ რაიონებში, სადაც  საძოვრები და მეცხოველეობის ფერმებია განლაგებული, ჰაერში ამიაკის მაღალი მაჩვენებელი, ნიადაგში კი ქიმიური ელემენტების და ცხოველების ცხოველქმედების პროდუქტების სიჭარბეა.

წყლის ორგანული მინარევებისგან გასაწმენდად იყენებენ სპეციალურ მრავალკომპონენტიანი მედია ფილტრებს, რომლებიც დაფუძნებულია იონგაცვლით ფისებზე. ამ ფილტრების მუშაობის პრინციპი ჩვეულებრივი დამარბილებლის მსგავსია. მინარევები შედიან ურთიერთრეაქციაში ფილტრის მედიასტან და წყალი თავისუფლდება დაბინძურებისგან. დატვირთვის გამფილტრავი უნარის შემცირებისას უნდა მოხდეს მისი რეგენირება სუფრის მარილის ხსნარით.

ჭაბურღილის წყლის გაუვნებელყოფა

ბაქტერიები წყალში

დაბინძურების კიდევ ერთი ფორმა მჭიდროდაა დაკავშირებული სოფლის მეურნეობასთან და მეცხოველეობასთან. მეფრინველეობის თუ სხვა ფერმებთან მეზობლობა და კერძო მეურნეობა შესაძლოა გახდეს ჭაბურღილის ბაქტერიოლოგიური დაბინძურების მიზეზი. შესამჩნევ გამოვლინებას წარმოადგენს ამღვრეული ნალექი.

ნიტრატებით გაჯერებულ წყალში ბაქტერიები უფრო სწრაფად მრავლდებიან.

ჭაბურღილის წყლის გაუვნებელყოფის საშუალებები

ულტრაიისფერი სტერილიზატორი. ის შედგება რეაქციული კამერისგან და ულტრაიისფერი ნათურისგან. ულტრაიისფერი გამოსხივების ზემოქმედების შედეგად, წყალში არსებული მიკროორგანიზმები კარგავენ გამრავლების შესაძლებლობას.

ქლორირება და ოზონირება. ეს მეთოდი იშვიათად გამოიყენება ქალაქგარეთ სახლებში და კოტეჯებში, რადგან ისინი საჭიროებენ საშიში რეაგენტების შენახვას და გამოყენების შემდგომ ამ ნივთიერებებიდან წყლის წმენდას (დექლორირება).

 

ჭაბურღილის წყლის წმენდა სასმელი წყლის დონემდე

რათა მთელს სახლში იყოს სუფთა და უსაფრთხო წყალი, ხშირად საჭიროა წმენდის რამდენიმე ეტაპის გავლა. ეტაპების რაოდენობა დამოკიდებულია ნორმაგადაჭარბებულ მინარევების რიცხვზე. შესაძლოა, თითოეული პარამეტრის ნორმაში მოსაყვანად ცალკე ფილტრი დაგვჭირდეს. თუმცა არსებობს კომპლექსური წმენდის უნივერსალური ფილტრებიც.

ჭაბურღილის წყლის ფილტრაციის სისტემის შერჩევისას, არ უნდა დაგვავიწყდეს სასმელი და საკვების მოსამზადებელი წყლის საკითხიც. ამ მიზნისთვის რეკომენდირებულია უკუ ოსმოსზე დაფუძნებული ფილტრების გამოყენება. უკუ ოსმოსი წყლიდან ყველა ტიპის დამაბინძურებლის მოშორების უნიერსალური მეთოდია. ის წმენდს წყალს ყველა მინარევისგან 99%-ით. 

ამგვარად, წყალი გარანტირებულად სუფთა და უსაფრთხო ხდება. ასეთ წყალზე მომზადებულ კერძებს და სასმელებს კი უბრუნდებათ ნამდვილი გემო და არომატი. 

მომზადებულია kamkama.ge-ს მიერ. ნაწილობრივი ან სრული კოპირება შესაძლებელია მხოლოდ საიტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით და წყაროს მითითებით. გაფილტრვა და არა გაფილტვრა – იმიტომ რომ ფილტრი და არა ფილტვრი 🙂