ცოცხალ ორგანიზმს აუცილებლად სჭირდება წყალი, სწორედ წყალია ძირითადი შემადგენელი ელემენტი ცხოველებისთვის და მცენარეებისთვის. ზრდასრული ადამიანის ორგანიზმის დაახლოებით 70% შედგება წყლისგან, მაშინ როცა მედუზასა და კიტრში მთელი 99% წყალია. წყალი აუცილებელია ორგანიზმის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ყველა პროცესისთვის, როგორიცაა სისხლის მიმოქცევა, სუნთქვა, საჭმლის მონელება.
წყალს დედამიწაზე უზარმაზარი ფართობი უჭირავს: ის ფარავს ზედაპირის 500 მილიონზე მეტ კვადრატულ კილომეტრს. მტკნარი წყალი 25 მილიონ კუბურ კილომეტრზე ნაკლებია – ეს ოკეანეების და ზღვების მთლიანი მასის მხოლოდ 2%-მდეა. აღსანიშნავია, რომ აქედან 23 მლნ მოდის გრენლანდიის და ანტარქტიდის მყინვარებზე.
მიუხედავად გარემოში არსებული წყლის უზარმაზარი მარაგებისა, ქიმიურად სუფთა წყალი არ არსებობს არც ბუნებაში და არც წყალსადენებში. როგორც წესი, მასში გახსნილია უამრავი გარედან შემოსული ნივთიერება: მარილები, შაქარი, ცილები. თუ ზოგიერთი ელემენტი საკმაოდ უწყინარია, არის კიდევ სხვა, მაგალითად, მძიმე მეტალების მარილები, ან ქოლერის, დიფტერიის ან ჰეპატიტის ვირუსები, რომლებიც უქმნიან რეალურ საფრთხეს ჩვენს ორგანიზმს და სიცოცხლესაც კი.

თავში მოსული პირველი პასუხი ასეთია: ავადუღოთ! მაგრამ სამწუხაროდ, ადუღება ყველაფერს ვერ შველის. პირველ რიგში, ადუღება არ კლავს ყველა ვირუსს და ბაქტერიას, მეორე – საერთოდ არ ათავისუფლებს წყალს სხვა მინარევებისგან.
ამიტომ საუკეთესო, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ, მიირთვათ სანდო წარმოშობის ბოთლის წყლები ან ისარგებლოთ ფილტრით წყლის გასაწმენდად.
სასმელი წყლის საყოფაცხოვრებო ფილტრაციის ორი ვარიანტი არსებობს:
პირველი – ღრმა ფილტრაციის სისტემები. ასეთში მოცემულია ულტრაფილტრაციის კარტრიჯი, რომელიც ეფექტურად მოაშორებს წყალს ვირუსებს, ბაქტერიებს და ყველა შეწონილ მინარევს. ამავდროულად, ხდება წყალში გაზავებული ბუნებრივი მინერალების შენარჩუნება.
მეორე – აბსოლუტური ფილტრაციის სისტემები. ასეთი სისტებები აღჭურვილია უკუოსმოსური მემბრანით. ის ეფექტურია, როგორც მიკროორგანიზმების, ასევე, წყალში გაზავებული 98% სხვა მინარევების მიმართაც.
ულტრაფილტრაციის შემთხვევაში, კარტრიჯები აკავებენ პრაქტიკულად ყველა ბაქტერიას, ვირუსებს, რომლებიც შეიძლება იყოს წყალში. ეს ადუღებაზე ეფექტურიც კია, რადგან ადუღება ყველა მიკრობს ვერ კლავს. ადუღებულ წყალში რჩება მკვდარი ბაქტერიები და მათი კვერცხები.
ფილტრები უზრუნველყოფენ მთელს ოჯახს საუკეთესო წყლით, ვირუსების, ბაქტერიების და მავნე მინარევების გარეშე. თქვენ მიიღებთ სუფთა და უსაფრთხო წყალს სასურველ დროს და სასურველი რაოდენობით, აღმოაჩენთ კერძებისა და სასმელების ნამდვილ გემოებს.
უკუოსმოსს აქვს მემბრანა უჩვეულოდ მცირე ზომის ფორებით, საიდანაც მხოლოდ წყლის მოლეკულებს შეუძლიათ გასვლა. წმენდის ეფექტურობა ამ შემთხვევაში 98%-ზე მაღალია. ამ ტექნოლოგიის გამოყენებით, თქვენ სამუდამოდ მოაგვარებთ ჩაიდანში ნალექის პრობლემას.
წყლის თერმოსი “PREMIER”

- უჟანგავი ფოლადის პრემიუმ თერმოსი 500მლ
- ფინჯანი
წყლისგან რომ მეტი სარგებელი მივიღოთ
ის უნდა იყოს სუფთა. არ უნდა შეიცავდეს მავნე ქლორის მინარევებს, სიხისტის მარილებს, მძიმე მეტალების მარილებს, პათოგენებს. ხარისხის მისაღებად უმჯობესია წყალი გაიწმინდოს ფილტრების საშუალებით.
არ უნდა მივიღოთ წყალი ჭარბი რაოდენობით. ჭარბი სითხე ორგანიზმში იწვევს შეშუპებას და სხვა დარღვევებს.
არ დავლიოთ ბევრი წყალი უზმოზე. განსაკუთრებით ძლიერი ფიზიკური დატვირთვის და საუნის შემდეგ. წყალი უნდა დავლიოთ აჩქარების გარეშე და პატარა ყლუპებით. შევეცადოთ ცოტა ხნით დავაყოვნოთ წყალი პირში, ასე უფრო კარგად ავითვისებთ და მეტ სარგებელსაც მოვუტანთ ორგანიზმს, ვიდრე მთელი ლიტრი წყლის ერთიანად მიღების შემთხვევაში.
მოვერიდოთ ძალიან ცივი წყლის დალევას. ეს ცუდია კუჭისთვის. ამას გარდა, გაყინული წყალი ნელა კლავს წყურვილს, რადგან ორგანიზმმა რომ აითვისოს, საჭიროა ის გათბეს სხეულის ტემპერატურამდე, ანუ 36-37 გრადუსამდე.
რამდენი წყალი უნდა მივიღოთ დღის განმავლობაში?
წყლის უკმარისობა იწვევს ორგანიზმში ბევრი ფუნქციის დარღვევას: მცირდება სხეულის მასა, იზრდება სისხლის სიბლანტე, ხშირდება სუნთქვა, პულსი, იწევს ტემპერატურა, ჩნდება წყურვილი, გულისრევა, მცირდება შრომისუნარიანობა.
ადამიანისთვის აუცილებელი სითხის რაოდენობა პირდაპირაა დამოკიდებული ჰაერის ტემპერატურაზე და შესასრულებელი სამუშაოს სიმძიმესა და ტიპზე. ძირითადად კი, ინტენსიური ფიზიკური დატვირთვის არ არსებობის შემთხვევაში და საშუალო ტემპერატურების დროს, დღიურად მიიღეთ თქვენი წონის 3% ოდენობის სუფთა წყალი. ეს ფორმულა აქტუალურია ბავშვებისთვისაც.
აღსანიშნავია, რომ დიდი ხნის განმავლობაში წყლის მიღების რეჟიმის დარღვევის შემთხვევაშიც კი, თუ ადამიანი დაიწყებს რეგულარულად და საკმარისი რაოდენობით წყლის მიღებას, ნორმიდან გადახრილი ყველა პროცესი სწრაფად აღდგება.
წყლის თერმოსი “PREMIER”

- უჟანგავი ფოლადის პრემიუმ თერმოსი 500მლ
- ფინჯანი
წყლის დისპენსერი ფილტრაციის სისტემით ICEBERG
- UF მოდელი - ულტრაფილტრაციის ტექნოლოგია
- RO მოდელი - უკუოსმოსის ტექნოლოგია
ცენტრალური წყლის ფილტრი სახლისათვის

ულტრაფილტრაციის სისტემა MINERAL 3S

ონკანის წყლის ფილტრი COMPACT-5 UF მემბრანით
- ონკანის ფილტრი
- ხუთსაფეხურიანი კარტრიჯი
- სამონტაჟო აქსესუარები

საბავშვო თერმოსი კომპლექტით
- უჟანგავი ფოლადის თერმოსი 550მლ
- ჩანთა დიდი ჯიბით და ღვედით
- თავსახური საწრუპით (გრილი სასმელებისთვის)
- თერმოთავსახური ღილაკით (ცხელი სასმელებისთვის)
- ფინჯანი (ცხელი სასმელებისთვის)

უკუ ოსმოსის საფილტრაციო სისტემა ABSOLUTE 5S

უკუ ოსმოსის საფილტრაციო სისტემა ABSOLUTE 5

ულტრაფილტრაციის სისტემა MINERAL 5

პირველადი წმენდის 3 კარტრიჯი + ნახშირის პოსტ კარტრიჯი
- ბიოლოგიური დაბინძურების მიმართ მდგრადი პოლიპროპილენის კარტრიჯი PP-10 აცილებს ჟანგს, ლამს, თიხას, ქვიშას, მიკროორგანიზმებს, ტორფის ბოჭკოს, სხვა ორგანულ და არაორგანულ მინარევებს. გამოცვლის სიხშირე: 3-6 თვე
- ქოქოსის გრანულირებული ნახშირის კარტრიჯი GAC-10. აშორებს ქლორს და მის შენაერთებს, პესტიციდებს და ჰერბიციდებს, ორგანულ ნივთიერებებს და ზოგირთ მეტალს (ბენზოლნაერთები), აირებს. აუმჯობესებს გემოვნურ თვისებებს. გამოცვლის სიხშირე: 6-12 თვე
- ქოქოსის დაპრესილი ნახშირის კარტრიჯი CTO-10. აშორებს მავნე ორგანულ მინარევებს და ნარჩენ ქლორს. გამოცვლის სიხშირე: 6-12 თვე
- ნახშირის პოსტფილტრი In-Line T-33. აშორებს უსიამოვნო სუნს, აუმჯობესებს წყლის გემოვნურ თვისებებს. გამოცვლის სიხშირე: 6-12 თვე
მომზადებულია kamkama.ge-ს მიერ. ნაწილობრივი ან სრული კოპირება შესაძლებელია მხოლოდ საიტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით და წყაროს მითითებით. გაფილტრვა და არა გაფილტვრა – იმიტომ რომ ფილტრი და არა ფილტვრი 🙂
3 ციტირება
Comments are closed.