ონკანის წყლის გაფილტრვა უმნიშვნელოვანესია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, რადგან ჯანმრთელობა დამოკიდებულია არა მხოლოდ მოხმარებულ საკვებზე, არამედ, რა თქმა უნდა, წყალზეც. ზოგჯერ, შეიძლება მას არ ჰქონდეს გემო და სუნი, თუმცა, ამ შემთხვევაშიც კი, ონკანის წყალი იშვიათად არის აბსოლუტურად სუფთა. რა ვთქვათ წყალზე, რომლის თვისებებზეც მოწმობს მისი ორგანოლეპტიკური მახასიათებლები ანუ ის, რის განსაზღვრაც თავად შეგვიძლია, ლაბორატორიაში მიმართვის გარეშე, წყლის მხოლოდ დაგემოვნებით ან დაყნოსვით?
წყლის დაბინძურების ძირითადი სახეები
სამწუხაროდ, ქალაქის წყალგაყვანილობის ამორტიზების გამო, ონკანის წყალი ხშირად არ არის უსაფრთხო არა მხოლოდ საკვებში გამოსაყენებლად და დასალევად, არამედ საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვისაც, ამიტომ მის უსაფრთხოდ მოსახმარად აუცილებელია ონკანის წყლის გაფილტრვა.
რა საფრთხე შეიძლება დაემუქროს ჩვენს ჯანმრთელობას გაუფილტრავი წყლის მოხმარების გამო?
ვირუსები და ბაქტერიები
მიკროორგანიზმები
ქლორი და მისი ნაერთები ტრადიციულად გამოიყენება წყლის მიკროორგანიზმებისაგან გაუვნებელყოფისათვის. ეს დეზინფექციის შედარებით იაფი მეთოდია, ამიტომ მეტად გავრცელებულიც. გარდა იმისა, რომ ქლორი გავლენას ახდენს წყლის სუნსა და გემოზე, მას ასევე შეუძლია რეაქციაში შევიდეს ცალკეულ ნივთიერებებთან, რომლებიც წყალგაყვანილობის მილების კედლებზეა წარმოდგენილი და წარმოქმნას ჩვენი ორგანიზმისთვის საშიშ ქლორორგანულ ნაერთებს.
მათ შემადგენლობაში შეიძლება შედიოდეს ფორმალინი და ფორმალდეჰიდი, რომლებმაც შესაძლოა გამოიწვიონ სიმსივნური დაავადებები.
ძალიან მცირე დოზით გამოყენების შემთხვევაშიც კი. ამას გარდა, ქლორით დამუშავებული წყლის ადუღებისას, მასში წარმოიქმნება ძალიან მავნე ტოქსინი – დიოქსინი.
დეზინფექცია ქლორის გამოყენებით არ არის გარანტირებულად უსაფრთხო. არსებობს ბაქტერიების ჯგუფი, რომლებიც არ ექვემდებარებიან ქლორის მოქმედებას.
ონკანის სამმოდულიანი სამაგიდე ფილტრი
ონკანის ორმოდულიანი სამაგიდე ფილტრი
ონკანის ერთმოდულიანი სამაგიდე ფილტრი
ტყვია
ფტალატები
ფტალატები – ასე ეწოდება ქიმიურ ნაერთებს, რომლებიც გამოიყენება პლასტმასის ნაწარმისთვის საჭირო ფორმის მისაცემად. მაგალითად: პლასტმასის კონტეინერების წარმოებისას. ორგანიზმში მოხვედრისას ისინი აზიანებენ ენდოკრინულ სისტემას, რომელიც პასუხისმგებელია ჰორმონების წარმოქმნაზე, ასევე ყველა მთავარი ფუნქციის და ორგანოს მუშაობაზე: რეპროდუქციულ ფუნქციაზე, აზროვნებაზე, სუნთქვაზე და ა.შ. ენდოკრინულ სისტემაში დარღვევებმა შეიძლება გამოიწვიოს ონკოლოგიური პრობლემები, მუცლის მოშლა და სხვა სერიოზული დაავადებები.
პესტიციდები
პესტიციდები – ეს არის ზოგადი სახელწოდება მთელი რიგი ნივთიერებებისა, რომლებიც გამოიყენება აგრარულ სფეროში მავნებლების გასანადგურებლად, როგორც მცენარეების, ისე ცხოველებისათვის. მათ შორის, არის შედარებით უსაფრთხოც, თუმცა, მიუხედავად ამისა, ყველა პესტიციდი ტოქსიკურია, ზოგიერთი მათგანი კი იწვევს სიმსივნის განვითარებას.
ონკანის სამმოდულიანი სამაგიდე ფილტრი
ონკანის ორმოდულიანი სამაგიდე ფილტრი
ონკანის ერთმოდულიანი სამაგიდე ფილტრი
ონკანის წყლის ფილტრი COMPACT-5 UF მემბრანით
- ონკანის ფილტრი
- ხუთსაფეხურიანი კარტრიჯი
- სამონტაჟო აქსესუარები
დაავადებების პრევენცია
მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის სპეციალისტების აზრით, ადამიანები შეძლებენ დაავადებების დიდი ნაწილის წარსულში დატოვებას, თუკი გამოიყენებენ სუფთა წყალს, ყოველგვარი მინარევების გარეშე. სამწუხაროდ, დასახლებული პუნქტების უმრავლესობაში ონკანის წყლის მოხმარება წინასწარი გაწმენდის გარეშე საშიშიც კი არის. გავრცელებული მოსაზრების მიხედვით, სასმელი წყალი არ უნდა შეიცავდეს უცხო ქიმიურ მინარევებს, ამ პრობლემებს კი ონკანის წყლის გაფილტრვა აგვარებს.
რა თქმა უნდა, წყალი შეიცავს მიკროელემენტებსაც, როგორებიცაა: იოდი, კალციუმი, კალიუმი, მაგნიუმი, ფტორი… მათი ნაკლებობა უარყოფითად მოქმედებს ჯანმრთელობაზე. წყლიდან ადამიანი საჭირო მიკროელემენტების მხოლოდ 5%-ს ითვისებს, ხოლო ძირითად ნაწილს კი საკვებიდან.
წყლის ხარისხის ანალიზი
სასარგებლო მინერალური ნივთიერებების სასმელ წყალში სიმცირე ნაკლებ სანერვიულოა, ვიდრე მასში ტოქსიკური და მავნე ქიმიური სუბსტანციების არსებობა. ონკანის წყალში მათი კონცენტრაცია არც თუ მაღალია, მაგრამ მათ ახასიათებთ დალექვა სხვადასხვა ორგანოში, რაც ბევრი გავრცელებული დაავადების მაპროვოცირებელი შეიძლება იყოს, მათ შორის სიმსივნური წარმონაქმნებისაც კი.
ქიმიური მინარევების არსებობა წყალში რთული დასადგენია სპეციალური საშუალებების გარეშე, რომლებიც ხელმისაწვდომია მხოლოდ ლაბორატორიებში. საყოფაცხოვრებოდ კი გვაქვს შესაძლებლობა თავი დავიცვათ მავნე ნივთიერებისაგან წყლის გამწმენდი ფილტრების დახმარებით.
უკუ ოსმოსის საფილტრაციო სისტემა ABSOLUTE 5S
ულტრაფილტრაციის სისტემა MINERAL 5
უკუ ოსმოსის საფილტრაციო სისტემა ABSOLUTE 5
ულტრაფილტრაციის სისტემა MINERAL 3S
მომზადებულია kamkama.ge-ს მიერ. ნაწილობრივი ან სრული კოპირება შესაძლებელია მხოლოდ საიტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით და წყაროს მითითებით. გაფილტრვა და არა გაფილტვრა – იმიტომ რომ ფილტრი და არა ფილტვრი 🙂
1 thoughts on “ონკანის წყალი ქალაქსა თუ რეგიონში”
Comments are closed.