ფილტრი ყავის აპარატისთვის FILTRESSO IO

523835

პროფესიონალური წყლის ფილტრი FILTRESSO IO შექმნილია სპეციალურად ყავის აპარატების დასაცავად და ყავის სრულყოფილი გემოს მისაღებად.


ეფექტურად ასუფთავებს ხისტ წყალს და ხელს უშლის საზიანო
კირქვოვანი ნადების დაგროვებას, რაც იცავს აპარატს და ინარჩუნებს ყავის პირვანდელ გემოვნურ თვისებებს.
გამოიყენება როგორც კომერციულ სექტორში, ასევე პირადი, საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის.
 

უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით 

აღწერა
ყავის აპარატის ფილტრი - ძვირადღირებული ტექნიკის ეფექტური დაცვა

ყოველთვის გამართული აპარატი და ყავის პირვანდელი გემო

თუ თქვენი მომზადებული ყავის გემო აღარ გხიბლავთ ან ყავის აპარატის ჰიგიენურ/ტექნიკურ მოვლაზე უჩვეულოდ დიდ რესურსს ხარჯავთ, უნდა იცოდეთ რომ მთავარი დამნაშავე ხისტი წყალია.  

ძირითადად, აპარატების მწყობრიდან გამოსვლა, სწორედ ქლორიანი წყლის დამსახურებაა, პრევენცია კი – მხოლოდ ეფექტური ფილტრაციითაა შესაძლებელი.  

დღეს, ყავა ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილია – სახლში თუ ოფისში, კაფესა თუ რესტორანში, ღია ცის ქვეშ თუ მანქანაში… ფაქტობრივად, ესაა სასმელი, რომელიც ყველგან და ყოველთვის სურთ ადამიანებს, ამიტომაც ყავის აპარატებმა მარტივად დაიკავეს მნიშვნელოვანი ადგილი საყოფაცხოვრებო და კომერციულ სფეროებში. 

თუმცა, სამწუხაროდ, ხისტი წყლის ნეგატიურ გავლენასა და საფრთხეებს სათანადო ყურადღება არ ეთმობა, რის გამოც ყველაზე ხარისხიანი აპარატის ექსპლუატაციის ვადაც კი მცირდება, ხოლო ძვირფასი ყავის პირვანდელი გემო კი იკარგება.  

 ყავის აპარატის ფილტრი FILTRESSO IO შექმნილია სწორედ ამ პრობლემის გადაჭრისა და პრემიუმ გამოცდილებისთვის ყავის ინდუსტრიაში: იცავს ყავის აპარატს ნალექისა და კირქვოვანი ნადების დაგროვებისგან, აქრობს წყლის უსიამოვნო სუნსა და გემოს, რითაც ყავას ავთენტურ გემოვნურ თვისებებს უნარჩუნებს. ყავის აპარატის ფილტრის კომპაქტური ზომა საშუალებას იძლევა მარტივად დამონტაჟდეს ნებისმიერ სივრცეში, ხოლო მისი ეფექტურობა კი– გარანტიაა იმისა, რომ აპარატი დიდხანს და გამართულად იმუშავებს.  

ყავის აპარატის ფილტრი ყავის გემოსთვის
წყლის ხარისხი და ყავის აპარატი

რატომაა საჭირო ყავის აპარატის ფილტრი ?

ყავის აპარატის მფლობელებისთვის საკმაოდ ნაცნობია ხისტი წყლის გამოყენებით გამოწვეული პრობლემები. აპარატის გაუმართაობა, ყავის შეცვლილი გემო და სუნი - ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმ ზიანისა, რაც გაუფილტრავი წყლის გამოყენებას მოაქვს. 

რეალურად, წყლის ყოველი წვეთი, რომელიც თქვენი ყავის აპარატის სისტემაში გაივლის, განსაზღვრავს აპარატის სიცოცხლისუნარიანობასაც კი. 

ყავის აპარატი სუფთა დარბილებული წყალი
ხისტი წყლით გამოწვეული პრობლემების პრევენცია

ერთი ყავის აპარატის ფილტრი - ოთხმაგი შედეგი

გაუფილტრავი წყალი, რომელსაც აპარატი მუშაობისას იყენებს, წარმოქმნის ნალექს და ხელს უწყობს კირქვოვანი ნადების დაგროვებას სისტემაში. კირქვოვანი ნადები მარტივად აზიანებს აპარატის შიდა მექანიზმებს - იწვევს წარმადობის შემცირებას, გაუმართაობას, ამცირებს მუშაობის ეფექტურობას, აუარესებს ყავის გემოს და საბოლოოდ, გაუთვალისწინებელი ხარჯების მიზეზიც ხდება. 

ამასთან, გაუფილტრავ წყალზე მომუშავე ტექნიკა მოიხმარს მეტ წყალს, ელექტროენერგიას და ბუნებრივ აირს, რაც ზრდის კომუნალურ დანახარჯებსაც. 

ყავის აპარატის ფილტრი FILTRESSO IO წარმოადგენს წყლით გამოწვეული პრობლემების ეფექტურ გადაწყვეტას, რომელიც უზრუნველყოფს ორმაგ სარგებელს ერთი კომპაქტური სისტემით:  

ყოველთვის ახალი პირვანდელი გემო ყავის აპარატი
  • არბილებს ხისტ წყალს და უმჯობესებს მის ხარისხს; 
  • ხელს უშლის საზიანო ნალექის წარმოქმნასა და კირქვის ნადების დაგროვებას, რითაც ზრდის აპარატის ექსპლუატაციის ვადას; 
  • ამცირებს აპარატის გაუმართაობით გამოწვეულ, მოულოდნელ სერვისის ხარჯებს; 
  • იცავს და ინარჩუნებს ყავის პირვანდელ გემოს.
ყავის აპარატის ფილტრი - მარტივი, ეფექტური და კომპაქტური

FILTRESSO IO-ს მახასიათებლები

FILTRESSO IO გამოირჩევა კომპაქტურობით, რაც საშუალებას იძლევა მარტივად დამონტაჟდეს ნებისმიერი ზომის და ტიპის სივრცეში: იქნება ეს სამზარეულო, ოფისი, პატარა კაფე თუ, თუ სხვა. 

  • ფილტრი ზედმეტი ძალისმევის გარეშე უერთდება ქსელს და ყავის აპარატს;
  • FILTRESSO -IO წინასწარ შევსებულია; მაღალი ხარისხის საფილტრაციო მასალით;
  • შექმნილია მრავალჯერადი გამოყენებისთვის;
  • ექვემდებარება რეგენერაციას, შესაბამისად რესურსის ამოწურვის შემდეგ, საჭიროებს სერვისს სპეციალისტის მიერ;

როგორ მუშაობს ყავის აპარატის ფილტრი

FILTRESSO IO   მარტივი და ეფექტური პრინციპით მუშაობს. ქსელიდან წყალი შედის ფილტრის კორპუსში, საიდანაც ჩაედინება სიღრმეში, კოლონის ძირისკენ. აქ, ოპტიმალური წნევის პირობებში, წყალი თანმიმდევრულად გაივლის აფილტრაციო ფენებს, რა დროსაც ხდება მისი  მისი სრული გაწმენდა და დარბილება. საბოლოოდ კი- უკვე სრულად დამუშავებულ მდგომარეობაში იგი გაედინება გამავალი არხიდან. 

FILTRESSO IO  -ით დამუშავებული წყლის რაოდენობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია წყლის ხარისხზე, რომელსაც იყენებს ყავის აპარატი.

ტექნიკური მახასიათებლები

  • დიამეტრი და სიმაღლე:

  • მოცულობა:
  • ფილტრზე დაერთება:
  • მილების დაერთება:
  • სამუშაო წნევა:
  • წყლის დასაშვები ტემპერატურა:
  • 20*43 სმ 20*89 სმ

  • 8 ლ ; 16 ლ ;
  • 2.5"
  • 3/4''
  • 2.5-6 ატმ

  • +5-+45°C

უპირატესობები

  • წყლის ეფექტური დარბილება 
  • კირქვოვანი ნადების 99.9%-ით შემცირება 
  • მინერალური ბალანსის ოპტიმიზაცია ყავის პირვანდელი გემოსთვის შესანარჩუნებლად
  • აპარატის სასიცოცხლო ციკლის 2.5-ჯერ გაზრდა 
  • უნივერსალური თავსებადობა ნებისმიერი ზომის სივრცისთვის 

როგორ შევარჩიოთ წყლის ფილტრი?