ულტრაფილტრაცია
ულტრაფილტრაცია არის მემბრანული გაწმენდის მეთოდი, რომელიც დაფუძნებულია წყლის და მასში გაზავებული მინარევების მოლეკულების ზომების განსხვავებაზე. წნევის ზემოქმედებით, მებრანა ატარებს მხოლოდ იმ მოლეკულებს და იონებს, რომელთა მასა მემბრანის ფორებზე ნაკლებია, ხოლო უფრო მსხვილი მოლეკულები და ნაწილაკები რჩებიან მებრანის გარეთ. წყალი არ განიცდის არც ქიმიურ და არც თერმულ ზემოქმედებას.
ულტრაფილტრაცია წყლის გაწმენდის ყველაზე ეკონომიური და ეფექტური საშუალება გახლავთ. მემბრანის ფორების ზომა არის 0.01 მკმ, რაც განაპირობებს კოლოიდური, წვრილდისპერსიული მინარევების, მიკროორგანიზმების, ბაქტერიების, მაკრომოლეკულების, წყლამცენარეების, ერთუჯრედიანი მიკროორგანიზმების, ცისტების შეკავებას.
ულტრაფილტრაციის ეფექტურობა
ულტრაფილტრაციისადმი ინტერესი გამოწვეულია მთელი რიგი საკითხების გამო, უპირველესად კი ეს ეხება ქალაქებში წყლის არადამაკმაყოფილებელ ხარისხს, რაც კავშირშია მუნიციპალური გამწმენდი მოწყობილობების შეზღუდულ შესაძლებლობებთან. ასევე, სანამ თქვენამდე მოვა წყალი, ის გაივლის კილომეტრობით მილსადენებს. ამ მილებში კი ყველაფერი შეიძლება იყოს: ჟანგის წანაზარდები, დარღვეული ჰერმეტიზაცია, შედეგად – მიკროორგანიზმების შეჭრა მილში. გსურთ დარწმუნდეთ, რომ წყალსადენის მილებში ბაქტერიები ბინადრობენ? სცადეთ შეყოთ თითი ონკანში და თუ იგრძნობთ ლორწოს – სწორედ ეს არის მიკროორგანიზმები.
წყალსადენის წყლის წმენდის ნორმატივები ერთნაირია საქართველოს, აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში. მაგრამ ექსპერტები ირწმუნებიან, რომ ამერიკაში და ევროპაში წყალი უფრო სუფთაა. მათი ვარაუდით, საქმე, ძირითადად, ცუდ კომუნიკაციებში და ამასთან დაკავშირებულ მეორად დაბინძურებაშია.
ძველი, გაცვეთილი მილების შეცვლა ძალიან შრომატევადი და ძვირადღირებული პროცესია. ამიტომ მთავარ გამაუვნებელყოფელ მეთოდად რჩება წყალსადენის წყლის ქლორირება. რა თქმა უნდა, ქლორი კლავს წყალში მობინადრე მიკრობების უმრავლესობას, მაგრამ მაინც ვერ უმკლავდება ყველა მიკროორგამიზმს.
ქლორის არაეფექტურობა
წყლის გაუვნებელყოფისას, კერძოდ, ქლორირებისას, მასში წარმოიქმნება ახალი ქლორორგანული (ჰალოგენური) ნაერთები. მოხმარება წყლის, რომელიც შეიცავს ჰალოგენურ ნაერთებს, სახიფათოა, რამდენადაც უარყოფითად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე, იწვევს ღვიძლის, თირკმლების, კუჭქვეშა და ფარისებრთა ჯირკვლების, ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებებს. ზოგიერთი ჰალოგენი კანცეროგენია.
მიკრობების (დიზენტერიული ამება (Entamoeba histolytica), ლამბლია (G. lamblia) და კრიპტოსპორიდიოზი (Cryptosporidium)) კვერცხებს აქვთ ძალიან მკვრივი დამცავი გარსი, რომელშიც ვერ აღწევენ ქლორის ნაერთები. ამრიგად, მიკრობების განადგურების პარალელურად, წყლის დეზინფექცია ქლორის ნაერთებით არაეფექტურია მათი კვერცხების (ცისტების) წინააღმდეგ.
ამ პრობლემას აგვარებს ულტრაფილტრაციის მემბრანა, რომელიც ფილტრავს ქლორის მიმართ მდგრადი მიკრობების კვერცხებს, ისევე, როგორც დაქლორვის შედეგად მოკლულ მიკრობებს.
მუნიციპალური წყალსადენების წყლების გაწმენდაში ულტრაფილტრაციის სისტემები არ ჩამორჩებიან ეფექტურობით უფრო მაღალფასიან ოსმოსის სისტემებს, ვინაიდან აღნიშნული წყლები, როგორც წესი, არ შეიცავენ ჭარბ მარილებს, ტოქსიკურ ქიმიკატებს, დარიშხანს და მძიმე მეტალებს.
მომხმარებელი, რომელიც აირჩევს ულტრაფილტრაციაზე დაფუძნებულ ფილტრებს, კმაყოფილი დარჩება იმით, რომ ეს ფილტრები მარტივია ექსპლუატაციაში, გამძლეა და უსაფრთხოა გარემოსთვის.
ამ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ფილტრების გამოყენებით სუფთა და ბაქტერიოლოგიურად უსაფრთხო წყალი მუდმივად ხელმისაწვდომი იქნება
მომზადებულია kamkama.ge-ს მიერ. ნაწილობრივი ან სრული კოპირება შესაძლებელია მხოლოდ საიტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით და წყაროს მითითებით. გაფილტრვა და არა გაფილტვრა – იმიტომ რომ ფილტრი და არა ფილტვრი 🙂
წყლის დისპენსერი ფილტრაციის სისტემით ICEBERG
₾1,735 – ₾1,905
შეფასება 5.00, 5-დან
მოქმედი შეთავაზებები:
აქცია - „უზრუნველი 3 წელი“ (დეტალურად)
აქცია - „დამწყები ბიზნესი“ (დეტალურად)
შენიშვნა: ერთდროულად დისპენსერის მხოლოდ ერთი აქციით შეგიძლიათ ისარგებლოთ. წყლის დისპენსერი აღჭურვილია წყლის მრავალსაფეხურიანი საფილტრაციო სისტემით:- UF მოდელი - ულტრაფილტრაციის ტექნოლოგია
- RO მოდელი - უკუოსმოსის ტექნოლოგია
არჩევის პარამეტრები
This product has multiple variants. The options may be chosen on the product page
ულტრაფილტრაციის სისტემა MINERAL 5
₾194 – ₾254
შეფასება 4.00, 5-დან
ცალკე ონკანით დაკომპლექტებული ულტრაფილტრაციის ხუთსაფეხურიანი სისტემა
უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით
მონტაჟი: 60 ლარი * (თანხაში გათვალისწინებულია მხოლოდ პროდუქციის კომპლექტში შემავალი აქსესუარები). *ტარიფის მოქმედების არეალი
საჭიროებისამებრ დამატებით გამოყენებული მასალები დაითვლება ადგილზე პრეისკურანტის მიხედვით
არჩევის პარამეტრები
This product has multiple variants. The options may be chosen on the product page
ულტრაფილტრაციის სისტემა MINERAL 3S
₾144 – ₾194
შეფასება 5.00, 5-დან
ცალკე ონკანით დაკომპლექტებული ულტრაფილტრაციის სამსაფეხურიანი სისტემა
მოყვება სტანდარტული მონტაჟისთვის საჭირო აქსესუარები
უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით
მონტაჟი: 50 ლარი * (თანხაში გათვალისწინებულია მხოლოდ პროდუქციის კომპლექტში შემავალი აქსესუარები). *ტარიფის მოქმედების არეალი
საჭიროებისამებრ დამატებით გამოყენებული მასალები დაითვლება ადგილზე პრეისკურანტის მიხედვით
არჩევის პარამეტრები
This product has multiple variants. The options may be chosen on the product page
ცენტრალური წყლის ფილტრი სახლისათვის
₾973 – ₾1,365
შეფასება 5.00, 5-დან
ცენტრალური წყლის ფილტრი განკუთვნილია ბინაში, სახლში ან ოფისში შემომავალი ცივი წყლის გაწმენდისათვის. ცენტრალური ფილტრი ახორციელებს წყლის ულტრაფილტრაციას მექანიკური მინარევებისგან, აჩერებს ორგანულ მოლეკულებს, მცენარეთა მტვერს, მოლეკულურ კლასტერებს, მსხვილ ორგანულ მოლეკულებს, ბაქტერიების უმეტესობას, მიკროორგანიზმებს და ვირუსებს.
დელიკატურად წმენდს წყალს უმეტესი დამაბინძურებლებისგან და ამავდროულად ინარჩუნებს ყველა სასარგებლო მინერალს და მიკროელემენტს.
ცენტრალური ფილტრის მემბრანის დასაცავად რეკომენდირებულია მის წინ მექანიკური პრე ფილტრის დაყენება.
უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით
არჩევის პარამეტრები
This product has multiple variants. The options may be chosen on the product page
4 thoughts on “ულტრაფილტრაცია”
Comments are closed.