უკუ ოსმოსი და ულტრაფილტრაცია წყლის მემბრანული წმენდის მეთოდებია. წყლის და მასში არსებული მინარევების მოლეკულების ზომა განსხვავებულია. მემბრანა გამტარია მხოლოდ მის ფორებზე ნაკლები ზომის მოლეკულების და იონებისთვის, ფორებზე დიდი ზომის ნაწილაკები კი მემბრანის გარეთ რჩება. ორივე სისტემაში ფილტრაციის პროცესი მიმდინარეობს წყალზე ქიმიურ და თერმულ ზემოქმედების გარეშე.
წყლის დისპენსერი ფილტრაციის სისტემით ICEBERG
- UF მოდელი - ულტრაფილტრაციის ტექნოლოგია
- RO მოდელი - უკუოსმოსის ტექნოლოგია

ულტრაფილტრაციის სისტემა MINERAL 3S

ულტრაფილტრაციის სისტემა MINERAL 5

უკუ ოსმოსის საფილტრაციო სისტემა ABSOLUTE 5S

დღეს ევროპაში ცოტა ვინმე თუ გამოიყენებს ბოთლის წყალს საკვების და სასმელის მოსამზადებლად, საყოფაცხოვრებო წყლის გასაფილტრად გამოიყენება უკუოსმოსი და ულტრაფილტრაცია. ამასთან უნდა ვიცოდეთ, რომ ბოთლებში ჩამოსხმამდე წყალი სწორედ უკუოსმოსის ან ულტრაფილტრაციის ტექნოლოგიით იწმინდება.

როგორც წესი, ულტრაფილტრაციას იყენებენ იმ მიზნით, რომ მოხდეს დამატებითი გაწმენდა იმ წყლისა, რომელიც უკვე გაიწმინდა ქალაქის მუნიციპალური სამსახურების მიერ. ულტრაფილტრაციის სისტემები იდეალური გამოსავალია მათთვის, ვინც კმაყოფილია წყლის საწყისი ხარისხით, მაგრამ მათ სჭირდებათ წყლის საბოლოო დელიკატური გაწმენდა, რადგან ასეთი ფილტრით წმენდისას ხდება წყლის ბუნებრივი მარილოვანი შემადგენლობის შენარჩუნება.

უკუოსმოსის მეთოდის გამოყენებით სახლის პირობებში შეგიძლიათ წყლის თითქმის აბსოლუტური წმენდა მოახდინოთ. წყლის სისუფთავე 95-99%-ს აღწევს. უკუოსმოსის სისტემა არ იყენებს ქიმიურ რეაგენტებს, ეკონომიურია და ეკოლოგიური, რაც განაპირობებს მის პოპულარობას და გავრცელებას მთელს მსოფლიაში.
უკუ ოსმოსი და ულტრაფილტრაცია სხვადასხვა ხარისხის გამწმენდით არიან აღჭურვილნი. ულტრაფილტრაციის სისტემები წყალს ასუფთავებენ სხვადასხვა დაბინძურებისაგან, ეფექტურად წმენდენ წყალს მექანიკური მინარევებისგან, წყალმცენარეებისაგან, წყალში გაუხსნელი მინარევების, მათ შორის მიკროორგანიზმების და ბაქტერიებისაგან.

როდესაც წყალი იწმინდება უკუოსმოსით, ქრება ყველა მაღალი მოლეკულური წონის დამაბინძურებელი. ფილტრი ატარებს მხოლოდ 0.3 ნმ სიდიდის მოლეკულებს, რაც ნიშნავს იმას, რომ სისტემა აკავებს პესტიციდებს, ნიტრატებს, სულფატებს, ჰერბიციდებს, რადიონუკლიდებს, ვირუსებს, მიკროორგანიზმების (რომელთა ზომები მერყეობს 20-500ნმ-მდე) და მავნე ქიმიურ მინარევებს. იდეალურად სუფთა წყალი გადადის ჰიდროპნევმატურ ავზში, სადაც ინახება წნევის ქვეშ, მანამ სანამ არ დასჭირდება მომხმარებელს.

მომზადებულია kamkama.ge-ს მიერ. ნაწილობრივი ან სრული კოპირება შესაძლებელია მხოლოდ საიტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით და წყაროს მითითებით. გაფილტრვა და არა გაფილტვრა – იმიტომ რომ ფილტრი და არა ფილტვრი 🙂
წყლის დისპენსერი ფილტრაციის სისტემით ICEBERG
- UF მოდელი - ულტრაფილტრაციის ტექნოლოგია
- RO მოდელი - უკუოსმოსის ტექნოლოგია

ულტრაფილტრაციის სისტემა MINERAL 3S

უკუ ოსმოსის საფილტრაციო სისტემა ABSOLUTE 5S

უკუ ოსმოსის საფილტრაციო სისტემა ABSOLUTE 5

One thought on “რით განსხვავდება უკუოსმოსის და ულტრაფილტრაციის სისტემები?”
Comments are closed.