წყლის სენსორული დისპენსერი პოსტ-კოვიდ ოფისებში
Posted by
Barbare Berishvili
On 19 მაისი, 2023
გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: წყლის სენსორული დისპენსერი პოსტ-კოვიდ ოფისებში
რა თქმა უნდა, რომ COVID-19-ის პანდემიამ შეძრა და თავდაყირა დააყენა მსოფლიო. ამ პერიოდის განმავლობაში ბევრი რამ შეიცვალა ადამიანების ჩვეულ ქცევებსა და მოთხოვნილებებში. პანდემიის დასრულების შემდეგ კი ბევრი ოფისი ამუშავდა უსაფრთხოების ახალი სტანდარტებით. სადეზინფექციო საშუალებების მომარაგება და ინვენტარის რუტინული წმენდა ჩვეულ მოვლენად იქცა. საინტერესოა თუ იცით კიდევ რა არის მნიშვნელოვანი ოფისში უსაფრთხო გარემოსთვის პანდემიის შემდეგ. სასმელი წყლის უზრუნველყოფა სამუშაო სივრცეში ნებისმიერ დროს აქტუალურია. წყლის სენსორული დისპენსერი კი სწორედ ყველაზე საჭირო მოწყობილობაა, როგორც პოსტ ეპიდემიურ პერიოდში, ასევე სეზონური ვირუსების შემთხვევაშიც.
წყლის სენსორული დისპენსერი - ახალი სტანდარდები ყოველდღიურ ცხოვრებაში
რა არის სენსორული დისპენსერი?
წყლის სენსორული დისპენსერი არის იგივე წყლის შემავსებელი სადგური, რომელსაც გააჩნია სენსორული მართვის პანელი. აღნიშნული ოფისის თანამშრომლებს საშუალებას აძლევს შეავსონ წყლის ჭიქები და ბოთლები ონკანთან კონტაქტის გარეშე.
მიკრობებისა და პოტენციური დაბინძურების თავიდან ასაცილებლად, წყლის მიღების ეს ჰიგიენური მეთოდი გამორიცხავს მოწყობილობასთან კონტაქტს. შებამისად, აღარ იქნება საჭირო მისი ხშირი გაწმენდა და დეზინფექცირება.
ეს ნიუანსები მას მეტად ეფექტურს ხდის თანამშრომელთა ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და შესაბამისად კომპანიის სტაბილური ფუნქციონირების კუთხით, რაც მენეჯმენტისთვის უმნიშვნელოვანესია. განსაკუთრებით სეზონური ვირუსების გავრცელების და რა თქმა უნდა, პანდემიის პერიოდშიც. წყლის უკონტაქტო, იგივე სენსორული დისპენსერი განსაკუთრებით ფასდაუდებელია ღია სივრცეში გამოსაყენებლად. ოფისებში, ოთახებში, სკოლებში, კამპუსებში ან ნებისმიერ სხვა ადგილას, სადაც ბევრი ადამიანი მუშაობს ან სტუმრობს.
წყლის თანამედროვე სენსორული დისპენსერი
წყლის სენსორიანი დისპენსერები
წყლის სენსორული დისპენსერი საშუალებას გაძლევთ ჩამოასხათ ცხელი და ცივი წყალი ონკანთან შეხების გარეშე. საკმარისია დისპენსერის წინა პანელზე განთავსებულ სენსორთან თითის მიტანა, რათა გაიხსნას სარქველი და წყალი ჩამოისხას. სენსორიანი მართვის პანელით აღჭურვილი დისპენსერები მიკრობების და ვირუსების გავრცელების საუკეთესო პრევენციაა.
ეს ფუნქცია მნიშვნელოვანია თანამშრომლების ჯანმრთელობაზე მზრუნველი გარემოს შესაქმნელად და დისპენსერის წყლის გამოყენების სანდოობის გასაზრდელად.
სხვა საფილტრაციო დისპენსერები
მიუხედავად იმისა, რომ სენსორული დისპენსერები ყველაზე მოთხოვნადი და უსაფრთხოა, არსებობს სხვა ტიპის დისპენსერი, რომელიც ასევე გამოიყენება წყლის გასანაწილებლად.
ნანო ფილტრი ყავისა და ჩაისთვის
წყლის დისპენსერები პედლებით მართვით
წყლის დისპენსერი ღილაკებით
წყლის დისპენსერი ღილაკებით ასევე ნაკლებად არის ბაქტერიების გავრცელების წყარო. ამას განაპირობებს ის, რომ წყლის ჩამოსასხმელად საჭიროა ღილაკზე თითის დაჭერა, პროცესში კი ჭიქა თუ ბოთლი არ ეხება დისპენსერის ონკანს.
წყლის პედლიანი დისპენსერი
ერთპედლიან წყლის დისპენსერს აქვს პედალი, რომელიც ააქტიურებს ონკანს მხოლოდ ერთი, წინასწარ დაყენებულ წყლის ტემპერატურით.
ორპედლიანი წყლის დისპენსერი აღჭურვილია ორი პედლით: ერთი ხსნის ცხელი წყლის სარქველს, ხოლო მეორე ცივი წყლის.
სამპედლიანი წყლის დისპენსერი - ცივი, ცხელი და ოთახის ტემპერატურის წყლის მისაღებად.
წყლის დისპენსერები მისაწოლი მექანიზმით
წყლის დისპენსერი მისაწოლი მექანიზმით - ამ ტიპის ქულერებს აქვს სპეციალური ბერკეტი ჩამომსხმელი ონკანის უკან. მომხმარებელს შეუძლია მიადოს ფინჯანი ან ხელი და დააწვეს გამღებ მექანიზმს წყლის ჩამოსასხმელად.
დისპენსერი მისაწოლი მექანიზმით არ საჭიროებს უშუალოდ ონკანთან ხელით შეხებას. თუმცა, ეს არ არის ყველაზე ჰიგიენური ვარიანტი, რადგან ფინჯანიც და ხელიც, რომელიც ეხება გამღებ ბერკეტს, შეიძლება იყოს მიკრობების ან ვირუსების გადამტანი.
წყლის სენსორული დისპენსერი - მეტი უპირატესობა
რა უპირატესობები აქვს სენსორულ წყლის დისპენსერებს?
წყლის სენსორული დისპენსერები არის ეფექტური და ეკოლოგიურად სუფთა გზა თქვენი თანამშრომლების ჯანმრთელობის დასაცავად. კლასიკური ქულერებისგან განსხვავებით, რომლებიც საჭიროებენ ხშირ დეზინფექციას და გაწმენდას განსაკუთრებით COVID-19-ის ეპოქაში - უკონტაქტო დისპენსერებს არ სჭირდება იგივე დონის მოვლა .
ეს მაქსიმალურად ჰიგიენური ალტერნატივა თქვენს ოფისში დაზოგავს დროსა და ფულს, რომელსაც დახარჯავთ აღჭურვილობის დასუფთავებაზე. თქვენი თანამშრომლები კი მეტად მშვიდად და დაცულად იგრძნობენ თავს, რადგან უსაფრთხო წყლის შემავსებელ სადგურს გამოიყენებენ.
წყლის სენსორული დისპენსერი ქვევით წარმოდგენილი უპირატესობებით კიდევ უფრო მეტად გამოირჩევა.
- შეამცირეთ ნახშირორჟანგის გამოყოფა: სენსორული დისპენსერები ქულერებისგან განსხვავებით არ საჭიროებს ბოცებს. ამიტომ იგი ამცირებს ოფისში პლასტმასის მოხმარებას და ხელს უწყობს გარემოს ნაკლებად დაბინძურებას.
- ბოთლის შენახვის აუცილებლობის აღმოფხვრა: დისპენსერი მხოლოდ ამცირებს პლასტმასის სასტიკ ზემოქმედებას გარემოზე. გამორიცხავს ადამიანის კონტაქტს მრავალჯერ გამოყენებულ ბოცებთან, რაც პირველი ხელშემწყობი შესაძლოა იყოს ვირუსის გავრცელების. ბოცების გამოყენება ბაქტერიებს გავრცელების წყაროდაც შესაძლოა იქცეს, რადგან ხშირად ირღვევა გამოცვლის პერიოდულობა, ან ბოცების შევსება ხდება კუსტარულად, ონკანიდან.
- გაწმენდა და მოვლის პროცესი უფრო უსაფრთხო და მარტივია: რადგან სენსორულ დისპენსერებს თვითწმენდის ფუნქცია აქვს, მათ მართვაში ადამიანი მინიმალურად მონაწილეობს. ასევე, ზედაპირი უმეტესად ბრტყელია და ადვილად იწმდინება შესაბამისი საშუალებებით.
- მექანიკური დაზიანების თავიდან აცილება: სენსორული წყლის დისპენსერი ნაკლებად სავარაუდოა რომ გატყდეს, რადგან კორპუსი შედგება ნაკლებად მოძრავი გარე ნაწილებისგან.
სენსორული დისპენსერი - უსაფრთხო და მარტივი გამოსავალი
- დაზოგეთ ფული გრძელვადიან პერიოდში: საშუალოდ, წყლის სენსორული დისპენსერები უფრო მეტხანს ძლებს, ვიდრე სტანდარტული. ვინაიდან არ არსებობს ცვეთა, რაც პირდაპირ კავშირშია ონკანის სარქველის გამოყენებასთან. როგორც პრაქტიკა აჩვენებს, სენსორული დისპენსერები უფრო ეკონომიური გამოსავალია, ვიდრე მათი ტრადიციული ალტერნატივა - ქულერები.
- გაუადვილეთ წყალზე წვდომა განსაკუთრებული საჭიროების მქონე მომხმარებლებს: მოგეხსენებათ, სენსორულ დისპენსერებს არ სჭირდება ბერკეტზე დაჭერა ან გამოწევა. სწორედ ამიტომ უფრო ხელსაყრელია ფიზიკურად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მომხმარებლებისთვის.
- უსაფრთხო და მარტივი: რადგან ამ ტიპის დისპენსერებს თვითწმენდის ფუნქცია აქვს, მის მართვას ადამიანის ჩარევა ნაკლებად სჭირდება. ასევე, ზედაპირის უმეტესი ნაწილი ბრტყელია და ადვილად მისადგომი საწმენდი საშუალებებით.
- შეამცირეთ ვირუსის გავრცელება: როგორც უკვე აღვნიშნეთ, სენსორული წყლის დისპენსერები არ საჭიროებს ფიზიკურ შეხებას და რაც ამცირებს მიკრობების გავრცელებას. ასევე, ზოგიერთი მოდელი დამატებით აღჭურვილია UV ნათურით, რაც განაპირობებს ანტიმიკრობულ დაცვას.
წყლის სენსორული დისპენსერები: ძირითადი მიგნებები
წყლის სენსორული დისპენსერი არის უსაფრთხოების ერთ-ერთი მთავარი ზომა, რომელიც უნდა მიიღოთ თქვენი თანამშრომლების დასაცავად. COVID-19-ის პანდემიის ჩაცხრობასთან ერთად, ადამიანების ოფისში დაბრუნება მეტ სიფრთხილეს მოითხოვს. შეგვიძლია ვთქვათ, რომ სენსორული და ფეხის პედლიანი დისპენსერები ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს ჯანსაღ სასმელ წყალს და ამცირებს ვირუსის გავრცელების რისკს.
ყველაფერთან ერთად აღნიშნული დისპენსერები მარტივად მონტაჟდება. გარდა ამისა, ადვილად გამოსაყენებელია, ნაკლებ მოვლა-პატრონობას საჭიროებს და ეკონომიურია კომერციული ფართებისთვის.
კედლის წყლის დისპენსერი COMFY HEAT
₾380 – ₾460
კომპაქტური და ელეგანტური კედლის წყლის დისპენსერი გაცხელების ფუნქციით თავსებადია საოფისე, საყოფაცხოვრებო და კომერციული გარემოსთვის. წყლის საფილტრაციო სისტემასთან დაკავშირებული დისპენსერი უზრუნველყოფს ცხელი გაფილტრული წყლის მუდმივ ხელმისაწვდომობას.
-
- უჟანგავი ფოლადის (SS 304) ავზი - 3 ლიტრი
- მართვის სენსორული პანელი
- ავტომატური ბლოკირების მექანიზმი უსაფრთხოებისთვის
არჩევის პარამეტრები
This product has multiple variants. The options may be chosen on the product page
უბოცო დისპენსერი ICEBERG EDGE
₾1,240 – ₾1,320
შეფასება 5.00, 5-დან
მოქმედი შეთავაზებები:
აქცია - „ცხელი 2024“ -ის ფარგლებში ისარგებლეთ 20%-იანი ფასდაკლებით + უფასო მონტაჟი (დეტალურად)
აქცია - „დამწყები ბიზნესი“ (დეტალურად)
შენიშვნა: ერთდროულად დისპენსერის მხოლოდ ერთი აქციით შეგიძლიათ ისარგებლოთ.უბოცო დისპენსერი ICEBERG EDGE აღჭურვილია წყლის მრავალსაფეხურიანი საფილტრაციო სისტემებით:
-
- UF ტექნოლოგია - ულტრაფილტრაცია
- RO ტექნოლოგია - უკუოსმოსის ფილტრაცია
არჩევის პარამეტრები
This product has multiple variants. The options may be chosen on the product page
წყლის დისპენსერი ფილტრაციის სისტემით ICEBERG
₾1,735 – ₾1,905
შეფასება 5.00, 5-დან
მოქმედი შეთავაზებები:
აქცია - „უზრუნველი 3 წელი“ (დეტალურად)
აქცია - „დამწყები ბიზნესი“ (დეტალურად)
შენიშვნა: ერთდროულად დისპენსერის მხოლოდ ერთი აქციით შეგიძლიათ ისარგებლოთ. წყლის დისპენსერი აღჭურვილია წყლის მრავალსაფეხურიანი საფილტრაციო სისტემით:- UF მოდელი - ულტრაფილტრაციის ტექნოლოგია
- RO მოდელი - უკუოსმოსის ტექნოლოგია
არჩევის პარამეტრები
This product has multiple variants. The options may be chosen on the product page