უკუოსმოსი: კარტრიჯების გამოცვლის პერიოდულობა
Posted by
administrator
On 11 აპრილი, 2021
გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: უკუოსმოსი: კარტრიჯების გამოცვლის პერიოდულობა
უკუოსმოსის სისტემებში კარტრიჯები სამ ჯგუფად იყოფა:
- წინასწარი წმენდის კარტრიჯები. ამ საფეხურის ფილტრების ამოცანაა მოახდინონ მემბრანაზე მიმავალი წყლის შემზადება, მემბრანაზე დატვირთვის შემცირება და მისი დაცვა მექანიკური მინარევებისგან და ქლორის ნაერთებისგან.
- უკუოსმოსური მემბრანა. მემბრანა არის უკუოსმოსის სისტემის მთავარი ელემენტი. სწორედ ის ახდენს წყლის დაყოფას “სუფთა” და “ჭუჭყიან” ნაკადებად, რაც უზრუნველყოფს მომხმარებლისთვის იდეალურად სუფთა წყლის მიწოდებას.
- ბოლო საფეხურის ფილტრები. მათ ასევე პოსტფილტრებს უწოდებენ, რადგან ისინი გამოიყენება მემბრანის ან დაგროვების ავზის შემდგომ. ამ საფეხურის მთავარი დანიშნულებაა წყლის გემოვნური თვისებების დაბალანსება.
მემბრანის მუშაობის ხანგრძივობის, შესაბამისად მოხმარებული წყლის ხარისხის ერთ-ერთი უმთავრესი განმაპირობებელია წინასწარი წმენდის კარტრიჯების დროული გამოცვლა. რეკომენდაციების დარღვევამ ან ეკონომიის გაწევის მცდელობებმა შესაძლოა სისტემის ყველაზე ძვირიანი კომპონენტის (მემბრანის) დაზიანება გამოიწვიოს. ამიტომ, სისტემის გამართული და ხარისხიანი ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანია მისი პერიოდული მომსახურება.
Big Blue ფილტრის კარტრიჯები
₾19 – ₾62
არჩევის პარამეტრები
This product has multiple variants. The options may be chosen on the product page
იმის გათვალისწინებით, რომ მოხმარებული წყლის რაოდენობა განსხვავდება ყველა ოჯახში, კარტრიჯების გამოცვლის პერიოდულობაც განსხვავებულია. თუ კი იმასაც გავითვალისწინებთ, რომ წყლის ხარისხიც იცვლება ერთი ქალაქის ან რაიონის მასშტაბით, კარტრიჯების გამოცვლის სიხშირე ვერ იქნება ყველასთვის ერთნაერი.
შემდეგი ინფორმაციის გათვალისწინებით თქვენ შეძლებთ თავად განსაზღვროთ კარტრიჯების განახლების მომენტი.
არსებობს რამდენიმე სახასიათო ნიშანი, რითაც მომხმარებელს შეუძლია დააკვირდეს სისტემის მუშაობის გამართულობას და კარტრიჯების მდგომარეობას:
- პირველი საფეხურის კარტრიჯის ფერის ცვლილება. დასაშვები მდგომარეობა – ღია ყავისფერი.
- ფილტრის ონკანში წყლის ნაკადის შემცირება კარტრიჯების გაბიდვნაზე მიუთითებს.
- ფილტრიდან გამომავალი წყლის და ცხელი სასმელების (ჩაი, ყავა) შეცვლილი გემო.
- ცხელი სასმელების ზედაპირზე თეთრი აპკის, ხოლო ჩაიდანში ნალექის გაჩენა.
ყველა ეს სიმპტომი მიუთითებს სისტემის პროფილაქტიკის აუცილებლობაზე
გამოცვლის ალგორითმი
იმისთვის რომ არ ელოდოთ ზემოთხსენებულ ნიშნებს და მუდმივად გქონდეთ საუკეთესო ხარისხის წყალი, შემოიღეთ წესად კარტრიჯების და მემბრანების დროული გამოცვლა შემდეგი პრინციპების მიხედვით:
ტელეფონის ორგანაზეირში ან უბრალოდ ბლოკნოტში აწარმოეთ კარტრიჯების გამოცვლის კალენდარი. ასევე, შესაძლებელია ხელშეკრულების გაფორმება უკუოსმოსის სისტემის რეგულარულ მომსახურებაზე.
როგორ გამოვიყენოთ ფილტრი ხანგრძვლივი გაჩერების შემდეგ?
თუ დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში არ იყავით სახლში:
ამ შემთხვევაში არაფერი განსაკუთრებულის გაკეთბა არაა საჭირო. საკმარისია ფილტრის კოლბების გამორეცხვა, რათა გავასუფთაოთ დამდგარი წყლისგან. ამისათვის, თუ უავზო წყლის ფილტრი გაქვთ, საკმარისი იქნება 10-15 წუთით გახსნათ ონკანი და ადინოთ წყალი. თუ უკუოსმოსის ფილტრი გაქვთ, აუცილებელია ავზის სრულად დაცლა, შემდეგ ველოდებით ავზის კვლავ გავსებას და დავცლით განმეორებით.
თუ კი ფილტრი იყო გაჩერებული 2 კვირაზე მეტი ხნით:
რეკომენდებულია ჩაატაროთ ფილტრის პროფილაქტიკური სამუშაოები. კოლბებში არსებული წყალი თბება გარემო ტემპერატურის დონეზე და ნახშირის კარტრიჯებზე იწყება პათოგენური მიკროფლორის გამრავლება.
წყლის ფილტრში აუცილებელია ყველა კარტრიჯის შეცვლა, მემბრანების გარდა. ასევე, ახალი კარტრიჯების ჩადებამდე, რეკომენდირებულია ჩატარდეს სისტემის და ავზის დეზინფექცია 5%ანი ნატრიუმის ჰიპოქლორიდის ხსნარით (მაგ. ACE, მუშავდება ავზი და ცარიელი სისტემა კარტრიჯების და მემბრანის გარეშე).
სისტემის დეზინფექციის შემდეგ დააყენეთ ფილტრის ყველა კარტრიჯი და მემბრანა, ავზი გაავსეთ და დაცალეთ მინიმუმ 2 ჯერ, ჰიპოქლორიდის სუნის გაქრობამდე. შემდეგ შეგიძლიათ გააგრძელოთ სისტემის გამოყენება.
თუ მემბრანა გამოიყენებოდა წელიწადნახევარზე მეტი ხნის მანძილზე ან არ იქნება გამოყენებული სამ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში, ის ასევე ექვემდებარება უტილიზაციას. გამგზავრებამდე თქვენ ასევე უნდა შეუკვეთოთ საჭირო რაოდენობის ფილტრის კარტრიჯები, რომლებიც დამონტაჟდება თქვენი დაბრუნებისთანავე.
პროფილაქტიკური სამუშაოებისთვის და ფილტრაციის სისტემის რეგულარული მომსახურებისთვის შესაძლებელია მომსახურების ხელშეკრულების გაფორმება.
მომზადებულია kamkama.ge-ს მიერ. ნაწილობრივი ან სრული კოპირება შესაძლებელია მხოლოდ საიტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით და წყაროს მითითებით.