წყალი ბავშვებისთვის, ჯანსაღი ცხოვრება და კომფორტი

15 ხერხი, რომელიც ბავშვს წყლის მიღებას შეაყვარებს

შეფილდის უნივერსიტეტის ბრიტანელმა მეცნიერებმა ჩაატარეს კვლევა და მიიღეს მოულოდნელი შედეგი: აღმოჩნდა, რომ სკოლის ასაკის ბავშვების 60%-ზე ზაფხულობით განიცდის სხვადასხვა ხარისხის გაუწყლოებას, დღის განმავლობაში არასაკმარისი რაოდენობის წყლის მიღების გამო. შედეგები მძიმეა – საერთო სისუსტე, გონების დაკარგვამდე გადაღლა და თირკმელების დაზიანება. ამასთან, გაუწყლოება მოქმედებს აქტივობაზე, აუარესებს მეხსიერებას, ყურადღების კონცენტრაციას, რამდენადაც ბავშვი მუდმივად განიცდის ენერგიის უკმარისობას. ბავშვს წყლის მიღებას კი არავინ ასწავლის, როგორც ყოველდღიურ ჩვევას.

ბავშვს მოზრდილზე მეტი წყალი სჭირდება?

პროცენტულად – კი, რადგან ბავშვის ორგანიზმი მოზრდილის ორგანიზმზე მეტ წყალს შეიცავს- მთელ 80%-ს, როდესაც მოზრდილის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი დაახლოებით 60% ია. რა თქმა უნდა, როდესაც არ ცხელა,  გაუწყლოება ნელა დგება, მაგრამ მიუხედავად ამისა, ბავშვისთვის წყალი ყოველთვის აუცილებელია.    

ზრდის პერიოდში ბავშვის ორგანიზმში მუდმივად ახალ-ახალი უჯრედები ჩნდება. ისინი დიდი რაოდენობით წყალს შეიცავენ. 

იცით თუ არა, რისი შემადგენელია წყალი?

  • ბავშვის ტვინის 75%-ის 
  • სისხლის 83%-ის  
  • კუნთების 75%-ის   
  • ძვლების 22%-ის 

ორგანიზმის გაუწყლოების ნიშნები ბავშვებში:

  1. წყლის დალევის სურვილი (თუკი ბავშვს სურს დალიოს წყალი, ეს უკვე ნიშნავს, რომ მისი ორგანიზმი გაუწყლოებულია, 
    რადგან ორგანიზმი სიგნალს იძლევა დაგვიანებით) 
  2. დაღლილობა და სისუსტე – ბავშვის ორგანიზმში წყლის ხანგრძლივად ნაკლებობის გამომხატველი ყველაზე ხშირი ნიშნები.  
  3. ტკივილი სხეულსა და წელის არეში – კუნთებს სჭირდება წყალი  
  4. თავის ტკივილი – ტვინი ითხოვს წყალს  
  5. შეკრულობა  
  6. მუქი ფერის შარდი 
წყალი ბავშვის განვითარებისთვის

ბავშვის სწორი განვითარებისათვის წყალი:

  1. არეგულირებს ბავშვის სხეულის ტემპერატურას 

  2. ხელს უწყობს სიფხიზლის და ყურადღების შენარჩუნებას 

  3. ინარჩუნებს კუნთების აქტივობას 

  4. ეხმარება სხეულს საკვები ნივთიერებების ათვისებაში 

  5. ხელს უწყობს სახსრების მოქნილობის შენარჩუნებას 

  6. მონაწილეობს საკვების ენერგიად გარდაქმნაში 

  7. იცავს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებს 

  8. ეხმარება ორგანიზმს გათავისუფლდეს ტოქსიკური ნივთიერებებისგან 

ბავშვის წყალთან დამეგობრობისათვის შეგიძლიათ გამოიყენოთ მარტივი, მაგრამ ეფექტური მეთოდები

1. მოუყევით თქვენს ბავშვს წყლის სარგებელზე

ბავშვისთვის გასაგები ენით გააცანით წყლის მაგიური თვისებები, უთხარით, რომ წყალი მას უფრო ძლიერად და ჭკვიანად აქცევს! ამის დაჯერების შემდეგ, ბავშვს წყლის მიღებას უფრო იოლად მიაჩვევთ და ყოველ ახალ ყლუპთან ერთად, მართლაც ძალითა და ჭკუით შეივსება.

2. წყლის ბოთლი უფრო შესამჩნევი გახადეთ

ამისთვის აიღეთ ჩვეულებრივი ბოთლი, შემოაკარით ფერადი ლენტი და ყოველთვის იქონიეთ შესამჩნევ ადგილას. მოელაპარაკეთ ბავშვს რომ როგორც კი დაინახავს ბოთლს, დალიოს რამდენიმე ყლუპი.

3. წყლის სმა ნათელ ემოციებს დაუკავშირეთ

უყიდეთ ბავშვს განსაკუთრებული ჭიქა წყლისთვის. ჭიქა უნდა იყოს ლამაზი, რომ მოსწონდეს ბავშვს, შეიძლება იყოს მისი საყვარელი გმირებითაც.

4. წყალი უნდა იყოს ხელმისაწვდომი

წყლის ჭიქა ბავშვისთვის მარტივად ხელმისაწვდომი უნდა იყოს, მის ასაღებად სადმე აძრომა არ უნდა სჭირდებოდეს. წყლის ჭიქა უნდა იყოს არა მხოლოდ სამზარეულოში, არამედ ბავშვის ოთახშიც და მისაღებშიც კი!

5. აუცილებლად იქონიეთ წყალი მანქანაში

მგზავრობისას რეგულარულად შესთავაზეთ ბავშვს წყალი. წყლის ბოთლი მუდმივად ბავშვის გვერდით უნდა იყოს, რათა მან შეძლოს ჩვეული სიხშირით მიიღოს წყალი

6. გამოიყენეთ ბოთლები სკალით

წყლის ბოთლს გაუკეთეთ დანაყოფები. წყლის მიღების ყოველ ჯერზე ბავშვმა წყალი გარკვეულ დანაყოფამდე უნდა დალიოს. 

7. ყოველთის გაატანეთ წყალი ბავშვს სკოლაში

ნუ გექნებათ იქ დამონტაჟებული ქულერების იმედი. ქულერში ხშირად არ არის
წყალი ან ჭიქები. ქულერის სისუფთავეც და წყლის ხარისხიც ხშირად არ შეესაბამება ჰიგიენურ მოთხოვნებს.

8. გამოიყენეთ ყინული

წყლის გასაყინად უამრავი ფორმის მოძიება შეიძლება. იქონიეთ ასეთი ფორმა საყინულეში. ბავშვებს უხარიათ, როცა აძლევთ უფლებას ყინულის ნატეხი ჩააგდონ თავის ჭიქაში! არ ინერვიულოთ, ყინულის ერთი ნატეხით წყალი არ გაიყინება.

9. ჭიქა წყლით უფრო მიმზიდველად გახადეთ

ხილის გაყინული ნაჭრები – ძალიან უხარიათ, როგორც პატარებს ისე დიდ
ბავშვებსაც! ფორმებში შეგიძლიათ გაყინოთ კენკრა და შემდეგ წყლის ჭიქაში
ჩააგდოთ.

10. პროცესი უფრო საინტერესოდ და მხიარულად აქციეთ

წყლის დალევა აქციეთ ზეიმად წყლის საწრუპების გამოყენებით. უმეტესად საწრუპებს წვენსა და კოქტეილისთვის იყენებენ, მაგრამ არავის აუკრძალავს საწრუპით წყლის დალევა. საწრუპებიც იქონიეთ ხელმისაწვდომ ადგილას.

11. ასწავლეთ ბავშვს თვითმომსახურება

დაე, იცოდნენ როგორ დაისხან წყალი, სად აიღონ საწრუპი, ყინული და ა.შ. 

12. იყავით მისაბაძი მაგალითი

შეაქეთ წყალი ბავშვის თანდასწრებით, თქვით, რომ წყალი ყველაზე კარგი სასმელია მსოფლიოში, ხშირად გაიმეორეთ, თუ როგორ გიყვართ წყალი და როგორი გემრიელია ის. როდესაც თქვენთვის ისხამთ წყალს, აუცილებლად შესთავაზეთ ბავშვსაც. 

ქალი ბავშვი წყალი
ბავშვი და წყალი

რაც ყველაზე მთავარია, ბავშვისთვის მშობელი დიდი ავტორიტეტია, ამიტომ, თუ კი თავად დაიცავთ წყლის მიღების დისციპლინას, ბავშვიც მარტივად შეეჩვევა სწორ რეჟიმს.

13. აღნიშნეთ წარმატებები ყოვლედღიურად

გააკეთეთ პლაკატი, სადაც თქვენ და ბავშვი აღნიშნავთ, თუ რამდენი წყალი დალიეთ. შეიძლება დავხატოთ ბოთლი დანაყოფებით და წყლის დალევის ყოველ ჯერზე გავაფერადოთ დანაყოფები. ან დახატეთ ადამიანის სილუეტი და გააფერადეთ ტერფებიდან თავამდე. დავალება – საღამოსთვის სრულად იყოს გაფერადებილი ბოთლი ან სილუეტი. შეგიძლიათ სტიკერებით დაასაჩუქროთ ერთმანეთი, იმის აღსანიშნად, თუ როგორ კარგად გაართვით თავი წყლის მიღების ამოცანას, დღის განმავლობაში!

14. დაადგინეთ წესები: ჯერ წყალი - შემდეგ წვენი

თუ ბავშვი უპირატესობას ანიჭებს სხვადასხვა სასმელებსმაგალითადწვენს, წვენი აქციეთ ჯილდოდ დალეული წყლისთვის.

15. შეზღუდეთ სასმელების რაოდენობა თქვენს სახლში

თუ ბავშვს სასმელების დიდი არჩევანი აქვს, ვთქვათ, წვენი, კომპოტი, გაზიანი სასმელი, რძე, წყალი, უფრო მეტად სავარაუდოა, რომ ბავშვმა ტკბილი სასმელები აირჩიოს. ამიტომ, როდესაც ბავშვს ვასწავლით წყლის მიღებას, ყველაფერი ზედმეტი უნდა მოვაშოროთ. დატოვეთ მხოლოდ წყალი, რძე და ცოტა წვენი. დღის მანძილზე მიაწოდეთ მონაცვლეობით, უპირატესობა მიანიჭეთ წყალს.

წყლის მიღების ჩვევა ბავშვს უფრო ჯანმრთელად, ჭკვიანად და ენერგიულად აქცევს. მეტიც, ბავშვობაში შეძენილი ჩვევა მასთან დარჩება მთელი ცხოვრების განმავლობაში და ბავშვი ამისთვის თქვენი მადლობელი იქნება!  

მომზადებულია kamkama.ge-ს მიერ. ნაწილობრივი ან სრული კოპირება შესაძლებელია მხოლოდ საიტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით და წყაროს მითითებით. გაფილტრვა და არა გაფილტვრა – იმიტომ რომ ფილტრი და არა ფილტვრი 🙂

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site is protected by reCAPTCHA and the Google Privacy Policy and Terms of Service apply.