ჯანმრთელობა, ჯანსაღი ცხოვრება და კომფორტი

უკუ ოსმოსი

წყლის ფილტრაციის სისტემები

უკუოსმოსის სისტემის ძირითადი ნაწილია ნახევრადგამტარი მემბრანა. ის ატარებს წყლის მოლეკულას და გახსნილ გაზებს, მაგალითად, ჟანგბადს. ყველა სხვა იონი, მარილი, მინარევი, ბაქტერია და ვირუსი ვერ გადის მემბრანაში და ირეცხება გადინების ხაზში. შედეგად, ვიღებთ შესანიშნავად სუფთა წყალს, რომელიც არ შეიცავს უცხო მინარევებს.

უკუოსმოსის ფილტრი ასუფთავებს წყალს თითქმის ნებისმიერი დამაბინძურებლისგან, როგორიცაა ქლორი, მძიმე მეტალები, გახსნილი რკინა, პესტიციდები, ჰერბიციდები და ა.შ. ამავე დროს, გაწმენდილი წყალი არ არის გამოხდილი და ძალიან კარგი გემო აქვს.

წყლის სხვა ფილტრებისგან განსხვავებით, უკუოსმოსის სისტემა შიგნით არ აგროვებს გაფილტვრის შემდეგ დარჩენილ დაბინძურებას, არამედ გადაისვრის მას კანალიზაციაში. ტრადიციულ ფილტრებში დროთა განმავლობაში მცირდება  წმენდის ხარისხი, კარტრიჯი იჭედება ჭუჭყით, მემბრანული სისტემები კი ყოველთვის სუფთა წყალს აწარმოებენ. შედეგად უკუოსმოსის სისტემები წმენდის ხარისხითაც და რესურსითაც უფრო ძლიერია, ლიტრ გაწმენდილ წყალზე თუ დავითვლით, შედარებით იაფიც ექსპლუატაციაში. 

იდეალური ბუნებრივი გამწმენდი

უკუოსმოსი უფრო მეტია ვიდრე მხოლოდ წყლის გაწმენდა. ოსმოსი არის წყლის იდეალური და ბუნებრივი გამწმენდი. უკუოსმოსის ფილტრში გავლის შემდეგ წყალი არ ტოვებს ნალექს, არ შეიცავს საშიშ მინარევებს, იწმინდება ბაქტერიებისა და ვირუსებისგან. ასეთი წყლის დალევა შესაძლებელია ადუღების გარეშე, მისი საშუალებით შესაძლებელია საჭმლისა და სასმელის მომზადება, თუნდაც ჩვილებისთვის. უმნიშვნელოვანესია ის, რომ სახლში ყოველთვის გექნებათ უსაფრთხო და სუფთა წყალი, რაც ხელს შეუწყობს თქვენი ჯანმრთელობის შენარჩუნებას მრავალი წლის განმავლობაში.

უკუ-ოსმოსის-5-საფეხურიანი-უტუმბო-სისტემა-E01C-5

ჯანსაღი და უსაფრთხო კვება არასოდეს ყოფილა ასე მარტივი: არ მოგიწევთ წყლის მძიმე ბოთლების მაღაზიიდან ტარება. უკუოსმოსით გაფილტრული წყალი, არათუ რამით ჩამოუვარდება ბოთლის წყალს, არამედ, უმჯობესია მასზე. ბოთლის წყლების ნაწილი იწარმოება სწორედ რომ უკუოსმოსის მოწყობილობების საშუალებით, მხოლოდ ინდუსტრიულ მასშტაბებში. ცუდი კი ისაა, რომ ამ შემთხვევაში, ბოთლებში წყლის ჩამოსხმის პროცესის კონტროლი მომხმარებლის მხრიდან ნულოვანია და ხარისხის გარჩევა ლაბორატორიული ანალიზის გარეშე შეუძლებელია.

მხოლოდ უკუოსმოსის ფილტრები  სრულად წყვეტენ წყლის სიხისტის და ნადების წარმოშობის პრობლემას. წყლის წმენდის არცერთი სხვა ტექნოლოგია, მათ შორის, იონგაცვლითი მასალების გამოყენებით ისე ეფექტურად ვერ ახდენს წყლის დარბილებას, როგორც ამას უკუოსმოსის სისტემები აკეთებენ. ნადებზე გამარჯვებაში უკუოსმოსის ფილტრი უალტერნატივოა. 

უკუ ოსმოსი

უკუოსმოსის ფილტრების საშუალებით სახლის პირობებში მიღებული წყალი ხარისხით უკეთესია და რამდენჯერმე იაფი ბოთლის გაფილტრულ წყლებთან შედარებით.

რა გავლენას ახდენს წყლის მინარევები

წყლის მინარევები, როგორც წესი, პირდაპირ გავლენას ახდენენ თქვენს მიერ მომზადებული საკვების და სასმელების გემოზეც. აღმოაჩინეთ ჩაის და ყავის ნამდვილი არომატი, დატკბით კერძების დაუვიწყარი გემოთი. უკუ ოსმოსით გაფილტრული წყალი ხაზს გაუსვამს თქვენს კულინარიულ შესაძლებლობებს.

მომზადებულია kamkama.ge-ს მიერ. ნაწილობრივი ან სრული კოპირება შესაძლებელია მხოლოდ საიტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით და წყაროს მითითებით. გაფილტრვა და არა გაფილტვრა – იმიტომ რომ ფილტრი და არა ფილტვრი 🙂