ჯანმრთელობა

BPA და ჯანმრთელობა

წყლის ბოთლები ბფა-ს გარეშე

ბისფენოლი A არის ქიმიური ნაერთი, რომელიც გამოიყენება პლასტმასების გამკვრივებისათვის. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ამ ნივთიერებამ გამოიწვია მრავალი დისკუსია ჯანმრთელობისთვის მისი უსაფრთხოების შესახებ. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში მასალა აღიარებულ იქნა როგორც სახიფათო. ამ სტატიაში განვიხილავთ რა არის ბისფენოლი ა (BPA), რა გავლენას ახდენს ის ჯანმრთელობაზე და, ასევე, როგორ დაიცვათ თქვენი ორგანიზმი მისგან.

ბისფენოლ-A - ქიმიური ნაერთი

პლასტმასში წარმოდგენილი ჯანმრთელობისთვის ყველაზე საშიში ნივთიერებაა ბისფენოლ-A. ეს ნივთიერება გამოიყენება პოლიკარბონატის წყლის ბოთლებში და ბოცებში, შესაფუთ მასალებში, სამზარეულო აქსესუარებში. ბისფენოლ-A-ს ამატებენ კონსერვის ქილების შიდა საფარს, რომელიც იცავს მეტალს დაჟანგვისაგან და შესაბამისად ახანგრძლივებს კონსერვების შენახვის ვადას. ამ ნივთიერებას შეიცავს თერმოქაღალდი, რომელსაც სალარო აპარატებში ქვითრების დასაბეჭდად იყენებენ.

bpa სხვადასხვა ნაწარმში

ბისფენოლ-A და იმუნიტეტი

ბისფენოლ-A-ს მთავარი უარყოფითი ეფექტი მისი ენდოკრინული სისტემის დარღვევის თვისებაა. მას შეუძლია ადამიანის ბუნებრივი ჰორმონი ესტროგენის იმიტირება. მოხვდება რა ადამიანის ორგანიზმში, ის ერთვება ჩვენი ჰორმონალური სისტემის მუშაობაში. ცხადია ისიც, რომ ბავშვებისთვის ბისფენოლ-A უმცირესი დოზითაც კი შეიძლება ძალიან მავნე იყოს, რამდენადაც ჩარევა ხდება ჰორმონალურ სისტემაში მისი ჩამოყალიბების ყველაზე აქტიურ ეტაპზე. 

2011 წლიდან ევროკომისიამ აკრძალა ბისფენოლ-A-ს გამოყენება საბავშვო პლასტმასის ბოთლების წარმოებაში. 

რა გავლენა აქვს BPA-ს ჯანმრთელობაზე?

ბავშვების იმუნური სისტემის საფრთხესთან ერთად ცნობილია ბისფენოლ-A-ს გავლენა ზრდასრულებზეც. მისი ორგანიზმში დაგროვება დაკავშირებულია ჯანმრთელობის სხვადასხვა გართულებებებთან. 

მაგალითისთვის, ეს ნივთიერება იწვევს რეპროდუქციული სისტემის ფუნქციის დაქვეითებას, აჩქარებს სქესობრივ მომწიფებას და დაბერებას, უარყოფითად აისახება თავის ტვინის მუშაობაზე. ბისფენოლ-A-ს ძალუძს გამოიწვიოს სერიოზული ჰორმონალური დარღვევები, გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და ავთვისებიანი სიმსივნეც კი. 

არსებობს მოსაზრება, რომ ადამიანის ორგანიზმში ამ ნივთიერების სიჭარბე შესაძლოა გახდეს გონებრივი ჩამორჩენის და მეორე ტიპის დიაბეტის მიზეზი. კვლევებმა ასევე აჩვენეს, რომ ბისფენოლ-A-ს ჭარბი მოხმარება დაკავშირებულია ჯანმრთლობის ისეთ პრობლემებთან, როგორიცაა: ეროზიული კბილები, დეპრესია, მეხსიერების დაკარგვა, შენელებული სწავლა (ბავშვებში), ასთმა. 

შეამცირეთ BPA-ს მოხმარება და გაიუმჯობესეთ ჯანმრთელობა

ორგანიზმზე BPA-ს უარყოფითი ზეგავლენა გამოკვლეული და დამტკიცებულია. მისი გამოყენება შეზღუდულია ევროკავშირში, ამერიკაში, კანადაში, ჩინეთში, მალაიზიასა და ბევრ სხვა ქვეყანაში. პირველ რიგში შეზღუდვები საბავშვო ნაწარმს ეხება.

ჯანმრთელობაზე BPA-ს ზეგავლენის მინიმიზაციისათვის ექსპერტები გვირჩევენ:

  • შევამციროთ პოლიეთილენის (ბფა-ს მნიშვნელოვანი წყაროს) და სხვა ბფა-ს შემცვლელი პლასტმასების გამოყენება;
  • შევამციროთ მეტალის და პლასტმასის ქილებში დაკონსერვებული პროდუქტების მოხმარება;
  • საკვები პროდუქტები პლასტმასის კონტეინერების ნაცვლად შეინახეთ მინის, კერამიკის ან უჟანგავი ფოლადის ჭურჭელში;
  • მიაქციეთ მეტი ყურადღება ბავშვების სათამაშოების ხარისხს.
  • მინის და ალუმინის ქილებს შორის არჩევისას, უპირატესობა მიანიჭეთ მინას.
  • დაიბანეთ ხელები სალარო აპარატების ქვითრებთან შეხების მერე.

BPA-ს ადამიანის ორგანიზმში მოხვედრის ერთ-ერთი წყარო არის პოლიკარბონატის ბოთლებში და ბოცებში ჩამოსხმული წყალი. პოლიკარბონატი (Policarbonate) ძირითადი პოლიმერია მრავალჯერადი მოხმარების წყლის ბოთლების წარმოებაში. ამიტომ, წყლის ბოთლის, წყლის ან თუნდაც ღვინის ბოცის შერჩევისას, უკეთესი იქნება თუ სხვა ტიპის, BPA-ს გარეშე პლასტმასებისგან დამზადებულ ჭურჭელს მიანიჭებთ უპირატესობას.

ერთ-ერთი ასეთია ტრიტანი, ამერიკული კომპანია EASTMAN-ისაგან. ის 2007 წელს შეიქმნა და გავლილი აქვს სამეცნიერო ტესტირების ყველა ეტაპი. ტრიტანი ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო პოლიმერად მედიცინაში.

გავრცელებასთან ერთად ის სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება საყოფაცხოვრებო გამოყენებისთვისაც. ტრიტანისგან დამზადებული წყლის ბოთლები აღნიშნულია სპეციალური სიმბოლოთი და არის 100% BPA Free. 

BPA-ს გარეშე წყლის ბოთლები კამკამაზე

წყლის საფილტრაციო სისტემების დახმარებით მიიღებთ სუფთა წყალს სახლის პირობებში. გაფილტრული წყალი კი შეგიძლიათ ყველგან თან ატაროთ - საკუთარი BPA FREE ბოთლით .

მომზადებულია kamkama.ge-ს მიერ. ნაწილობრივი ან სრული კოპირება შესაძლებელია მხოლოდ საიტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით და წყაროს მითითებით. გაფილტრვა და არა გაფილტვრა – იმიტომ რომ ფილტრი და არა ფილტვრი 🙂