წყლის საფილტრაციო დისპენსერები
Posted by
administrator
On 13 მაისი, 2021
გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: წყლის საფილტრაციო დისპენსერები
ერთი შეხედვით დისპენსერიდან ბოცის წყლის დალევა ბევრად უსაფრთხო და სასიამოვნოა ვიდრე ონკანის წყლის. მართლაც, ონკანის წყალში ქლორის, რკინის და სხვა შესაძლო მინარევის არსებობა, არა თუ არასასიამოვნო გემოს იწვევს, ჯანმრთელობისთვისაც მავნეა. ამ დროს წყლის ადუღებაც გამოსავალი არაა, რადგან ქლორირებული წყალი, ადუღების შემთხვევაში არანაკლებ საშიშია ორგანიზმისთვის.
ამ მხრივ, რომ დავფიქრდეთ, რამდენად სუფთაა ბოცებში ჩასხმული წყალი, ბოცები ან თავად დისპენსერი? რამდენად სწორად ირეცხება მრავალჯერადი გამოყენების ბოცები და საერთოდ ირეცხება თუ არა დისპენსერები?
საბედნიეროდ, ტექნოლოგია წინ მიიწევს და უკვე შეგვიძლია შევიძინოთ წყლის საფილტრაციო დისპენსერები. შეიძლება ითქვას ისინი, დისპენსერების ახალ თაობას წარმოადგენენ.
რით განსხვავდებიან წყლის საფილტრაციო და ჩვეულებრივი დისპენსერები?
სუფთა წყლის მიღების სისტემა სახლში თუ ოფისში – წყლის დისპენსერი ფილტრით. ესაა მოწყობილობა, რომელიც უშუალოდ წყალსადენის სისტემას უერთდება და გამოიყურება, როგორც ჩვეულებრივი ქულერი. წყალი ადუღების გარეშე რომ იყოს უსაფრთხო და სასმელად ვარგისი, მოწყობილობის შიგნით მონტაჟდება ფილტრების სისტემა; სხვადასხვა მოდელებში განსხვავებული კარტრიჯებით. ფაქტიურად, შეიძლება ითქვას, წყლის დისპენსერები ფილტრაციის სისტემით – წყლის ჩამოსხმის საკუთარი წარმოებაა.
თუ გექნებათ წყლის დისპენსერი ფილტრით, შემდეგში აღარ მოგიწევთ დიდი და მძიმე წყლის ბოთლების შეძენა და იმაზე ფიქრი, თუ სად განათავსოთ ეს ბოთლები. რაც მთავარია, ზუსტად გეცოდინებათ, როგორი ფილტრებია დისპენსერში და როგორ ხდება წყლის გაწმენდა. იკითხავთ, ისეთივე გაწმენდილი წყალი არაა ბოცებში? არა – რადგან ამ შემთხვევაში წყლის წმენდა ხდება საწარმოში და სამწუხაროდ, ყოველთვის არ ვიცით, ზუსტად რა პროცედურებს მოიცავს წყლის წმენდის პროცესი. ასევე, გარკვეული კითხვები არსებობს მრავალჯერადი ბოცების სისუფთავესთან დაკავშირებით.
ბოთლების დეზინფექციის აუცილებლობა
წყლით შევსებამდე თითოეული ბოთლი უნდა დამუშავდეს ორი საშუალებით: ტუტე, შემდეგ მჟავე – შემდეგ კი გაირეცხოს სუფთა წყლით. თუ ეს ალგორითმი დარღვეულია, ბოთლის შიგნით გროვდება ბაქტერიები, მიკროწყალმცნარეები, რომლებიც ადამიანის ორგანიზმისთვის მავნე ნივთიერებებს გამოყოფენ – საუკეთესო შემთხვევაში, ასეთი დაბინძურებული წყლის მოხმარებას მივყავართ კუჭ-ნაწლავის პრობლემებთან.
სტანდარტული მოცულობის 19 ლიტრიანი ბოთლები მრავალჯერადია, წყლის მომწოდებელს მიაქვს ისინი, რეცხავს საწარმოო წესით; ავსებს წყლით და მოაქვს უკან. ამას გარდა, სასურველია, 6 თვეში ერთხელ მსგავსადვე მოხდეს დისპენსერის დამუშავებაც.
ჩვეულბრივ ქულერებში წყლის დაბინძურების მეორე მიზეზია – მომხმარებლის და გადამზიდავების მხრიდან ხელით ხშირი შეხება ბოთლის სარქველთან. თუკი ქულერის ბოთლს დაუბანელი ხელებით შევცლით, წყლის დაბინძურების ალბათობა მკვეთრად იზრდება.
ფილტრებიან უბოცო დისპენსერში ეს პრობლემა მოხსნილია – აპარატი დახურულია, გამწმენდ მექანიზმში ზედმეტი არაფერი ხვდება.
ბაქტერიები მიგრირებენ და მრავლდებიან დისპენსერის შიდა მექანიზმებშიც. ასეთ დროს, აღარ აქვს მნიშვნელობა მოწოდებული წყლის და ბოცების სისუფთავეს, ვინაიდან ძირითადი დაბინძურება დისპენსერის შიგნით, ბოცის განთავსების მერე ხდება.
წყლის ბიოლოგიური დაბინძურების პრევენციისთვის, ბოცებთან ერთად, აუცილებელია დისპენსერების შიდა ავზების, მილაკების და ონკანების რეგულარული სანიტარული დამუშავება და დეზინფექცია.
ალბათ იფიქრებთ, რომ ქულერთან და ბოთლის წყლის მიწოდებასთან შედარებით, წყლის დისპენსერები ფილტრით ძვირი უნდა ღირდეს; ნამდვილად, ფილტრიანი დისპენსერის კონსტრუქცია და აღჭურვილობა, შედარებით ძვირია ქულერთად მიმართებაში. მაგრამ, რომ გავითვალისწინოთ შემდგომში მიღებული ეკონომია, ფილტრიანი წლის დისპენსერი გაცილებით იაფი გამოვა. მოდით, დავთვალოთ:
თუ ერთი 19ლიტრიანი ბოცის მოწოდება 10 ლარი ღირს, ლიტრი წყლის ფასი 0,52ლარი გამოვა. ამ ღირებულების 80% შეფუთვისა და მიწოდების ხარჯია. თუ ფილტრიან წყლის დისპენსერს დააყენებთ, 1 ლიტრი წყლის ღირებულება მხოლოდ 0,0065 ლარი იქნება. დამატებით გექნებათ მხოლოდ ფილტრების პერიოდული განახლების ხარჯი.
თქვენი მოხმარებიდან გამომდინარე, მარტივად შეგიძლიათ დათვალოთ, თუ რა იქნება წყლის დისპენსერის ამოგების ვადა. მაგალითად, თვეში 10 ბოცის მოხმარების შემთხვევაში, დაზოგილი თანხით საფილტრაციო დისპენსერის ღირებულების გადაფარვას 2 წელიწადში შეძლებთ. 20 ბოცზე ეს ვადა 1 წლამდე მცირდება. შემდეგ კი, ბოთლების შეძენასთან შედარებით, წყალი, პრაქტიკულად, უფასოდ გექნებათ. დეტალური შედარება იხილეთ ჩვენს სტატიაში.
წყლის დისპენსერი ფილტრაციის სისტემით ICEBERG
₾1,735 – ₾1,905
შეფასება 5.00, 5-დან
მოქმედი შეთავაზებები:
აქცია - „უზრუნველი 3 წელი“ (დეტალურად)
აქცია - „დამწყები ბიზნესი“ (დეტალურად)
შენიშვნა: ერთდროულად დისპენსერის მხოლოდ ერთი აქციით შეგიძლიათ ისარგებლოთ. წყლის დისპენსერი აღჭურვილია წყლის მრავალსაფეხურიანი საფილტრაციო სისტემით:- UF მოდელი - ულტრაფილტრაციის ტექნოლოგია
- RO მოდელი - უკუოსმოსის ტექნოლოგია
არჩევის პარამეტრები
This product has multiple variants. The options may be chosen on the product page
დისპენსერის ფილტრების კომბინაცია
ფილტრაციის კონკრეტულად რა სისტემები მონტაჟდება დისპენსერში? როგორც წესი, ყენდება რამდენიმე ფილტრი, რომლებიც ერთობლიობაში უზრუნველყოფენ წყლის წმენდას ყველა სახის დამაბინძურებლისგან. წყალი უნდა გაიწმინდოს, როგორც მსხვილი ნაწილაკებისგან, ისე უმცირესებისგან, ასევე ბაქტერიებისგანაც. ამასთან, ისე უნდა გაკეთდეს ყველაფერი, რომ წყალი გემრიელი და სასიამოვნო დასალევი იყოს. საუკეთესო კომბინაციათ ფილტრაციის 4 საფეხური + დეზინფექცია ითვლება:
- პირველადი წმენდის ფილტრი: აშორებს მსხვილ დამაბინძურებლებს, როგორიცაა ქვიშა და ჟანგი, რომლებიც შესაძლოა მილებში იყოს.
- ნახშირის ფილტრი (მიღებულია ქოქოსის ნაჭუჭებიდან): აშორებს ქლორს და მძიმე მეტალებს, ასევე აშორებს ორგანულ დამაბინძურებლებს და ბაქტერიებს
- ფილტრაციის მემბრანა
- UF მემბრანა – ულტრაფილტრაციის მოდელებში წყლის ღრმა წმენდისთვის
- RO მემბრანა – უკუ ოსმოსის მოდელებში წყლის აბსოლუტური წმენდისთვის
- ნახშირის პოსტფილტრი უზრუნველყოფს საბოლოო წმენდას, აშორებს სუნს, აუმჯობესებს წყლის გემოს, წყალი ხდება სრულიად გამჭვირვალე.
- გაფილტრული წყლის დაგროვების ავზში მოთავსებული ულტრაიისფერი ნათურა ახდენს წყლის ანტიმიკრობულ, ანტიბაქტერიულ დამუშავებას და წყლის მეორადი დაბინძურების პრევენციას.
წყლის საფილტრაციო დისპენსერები მახასიათებლების მიხედვით
თუ რა აუცილებელი ფუნქციებით იქნება აღჭურვილი წყლის დისპენსერი ფილტრით, დამოკიდებულია იმაზე, სახლში იდგმება, თუ ოფისში. მეორე შემთხვევაში მისი მოხმარება იქნება ძალიან ხშირი, დიდი რაოდენობით ადამიანების მიერ. შესაბამისად, მოთხოვნებიც უფრო მაღალი იქნება. მაგალითად, თუ კომპანიაში ბევრი ადამიანია, უნდა გავითვალისწინოთ გამტარუნარიანობა და დაგროვების ავზის მოცულობა. სახლისთვის და სამზარეულოსთვის პატარა სამაგიდე დისპენსერებიც გამოგვადგება.
ორივე შემთხვევაში, თანამედროვე წყლის დისპენსერი აღჭურვილი უნდა იყოს ფილტრების ხარისხიანი სისტემით. რა თქმა უნდა, რომ მას უნდა ჰქონდეს წყლის გაცხელების და გაცივების ფუნქცია. ამასთან, ფილტრიანი წყლის დისპენსერები აფრთხილებენ მომხმარებელს ფილტრების გამოცვლის აუცილებლობაზე.
ყველა სიკეთესთან ერთად, წყლის დისპენსერი არის ინტერიერის ნაწილი. ამიტომ, დისპენსერის ერგონომიული დიზაინი მნიშვნელოვანია თანამედროვე, ჰარმონიული გარემოს შესაქმნელად.
არანაკლებ მნიშვნელოვანი
ბოციანი "ქულერი" VS წყლის საფილტრაციო დისპენსერი
დამატებითი კრიტერიუმების შედარება
- მრავალჯერადი ბოცების სისუფთავის და წყლის ხარისხის მუდმივი კონტროლის შეზღუდული შესაძლებლობა.
- ჩამოსხმის, ბოცებით ტრანსპორტირების და სადისტრიბუციო კომპანიის მოგების გამო წყლის მაღალი ფასი
- წყლის პერიოდული შეკვეთები და ლოდინი, მოწოდების შეფერხებები პიკურ სეზონზე, ყველაზე საჭირო მომენტში
- მძიმე ბოცების გადატანის და დისპენსერზე ინსტალაციის საჭიროება
- ადგილი ცარიელი და წინასწარ შეძენილი წყლის ბოცების შესანახად
- ბოციანი დისპენსერის შეუხედავი დიზაინი
- ღია კონსტრუქცია, ბაქტერიების გაჩენის მაღალი ალბათობა
- ბოცის გამო დადაბლებული მოუხერხებელი დისპენსერი
- ბოცები დამზადებულია პოლიკარბონატისაგან რომელიც მავნე ესთროგენს BPA-ს შეიცავს.
- ფილტრაციის თვალსაჩინოების ხარჯზე სასმელი წყლის მაღალი ხარისხი და საიმედოობა
- მნიშვნელოვანი ეკონომია, ბოცებით მოტანილ წყალთან შედარებით. იხილეთ შედარება
- წყლის მოწოდების სტაბილურობა, ლოდინის და შეფერხების გარეშე
- მძიმე ბოცების აწევის და გადაადგილების საჭიროების არარსებობა
- ბოცების შენახვის არარსებობით გამონთავისუფლებული ადგილი
- ჰარმონიული დიზაინი ბოცის გარეშე
- ჰერმეტიული კონსტრუქცია მაქსიმალური ჰიგიენურობისთვის
- მომხმარებლისთვის მოსახერხებელი სიმაღლე
- საფილტრაციო დისპენსერს წყალი მოეწოდება გამდინარე რეჟიმში, რაც გამორიცხავს ბოცების გამოყენებას.
დღეისთვის, წყლის საფილტრაციო დისპენსერები ყველაზე მოსახერხებელი და უსაფრთხო მოწყობილობაა წყლის გასანაწილებლად. არაა საჭირო მუდმივად წყლის ყიდვა, რომლის ხარისხიც ეჭვქვეშაა და იაფიც არ გამოდის. ქულერების და მრავალჯერადი ბოთლების ჰიგიენურობა, ფილტრიან დისპენსერთან შედარებით, ასევე ძალიან საეჭვოა. ამიტომაც, სულ უფრო მეტი ადამიანი ირჩევს წყლის დისპენსერს ფილტრაციის სისტემით. ალბათ იმიტომ, რომ ეს წინდახედული არჩევანია!
მომზადებულია kamkama.ge-ს მიერ. ნაწილობრივი ან სრული კოპირება შესაძლებელია მხოლოდ საიტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით და წყაროს მითითებით. გაფილტრვა და არა გაფილტვრა – იმიტომ რომ ფილტრი და არა ფილტვრი 🙂