ეკონომია, ჯანსაღი ცხოვრება და კომფორტი

წყლის ქულერის ეკონომიური ალტერნატივა

დღეს პრაქტიუკულად ყველა ოფისში, სკოლაში, სხვადასხვა საზოგადოებრივ დაწესებულებაში ზრუნავენ იმაზე, რომ ქონდეთ სუფთა წყალი. ტრადიციულად ეს საკითი ასე გვარდება: ვაყენებთ ქულერებს და ვყიდულობთ ბოთლის წყალს. ჯერ კიდევ ბევრა არ იცის ამ საკითხთან უფრო თანამედროვე მიდგომაზე. ან შეიძლება ფიქრობენ ამ სიახლის სიძვირეზე. არადა, ქულერის და ბოთლის წყლის ეკონომიკური სარგებლიანობა, წყლის საფილტრაციო დისპენსერთან შედარებით – მოჩვენებითია.

დისპენსერის კონსტრუქცია

წყლის საფილტრაციო დისპენსერი (პურიფაიერი-Purifier) –  ვიზუალურად ტრადიციული ქულერის მსგავსი მოწყობილობაა. მთავარი გამანსხვავებელი – ინტეგრირებული წყლის საფილტრაციო სისტემაა. მაგისტრალური წყლის ეფექტური წმენდასთან ერთად მას ასევე გააჩნია სტანდარტული გაცივება, გაცხელების ფუნქციები.

როგორც წესი, პურიფაიერებში რამდენიმე ფილტრია, რომლებიც ერთობლიობაში უზრუნველყოფენ წყლის წმენდას ყველა სახის დამაბინძურებლისგან. წყალი უნდა გაიწმინდოს, როგორც მსხვილი ნაწილაკებისგან, ისე უმცირესებისგან, ქლორი და სხვა შესაძლო მინარევებისაგან.

მაგისტრალური წყლის ხარისხი განსხვავდება რეგიონების, ქალაქების და უბნების მიხედვითაც კი. ჩვენი კომპანიის სპეციალისტები დაგეხმარებიან შეარჩიოთ საფილტრციო დისპენსერის ოპტიმალური მოდელი საუკეთესო ხარისხის და გემოვნური თვისებების სასმელი წყლის მისაღებად.

დისპენსერის და ქულერის ეკონომიკური მაჩვენებლები​

მოდით, ვნახოთ, რა წლიური ხარჯები გვაქვს დისპენსერის და ქულერის შემთხვევაში: 

ვთქვათ, ოფისში (დაწესებულებაში) მუშაობს 20 ადამიანი. ერთ ადამიანზე წყლის მოხმარების დღიური ნორმა (წყალი, ჩაი, ყავა…) საშუალოდ 1 ლიტრია, თვეში სამუშაო დღეების რაოდენობად ავიღოთ მინიმალური 22 დღე.  

ტრადიციული ქულერები

ქულერის 19 ლიტრიანი ბოთლი ღირს დაახლოებით 10-12 ლარი, შესაბამისად, მოტანილი წყლის 1 ლიტრი ღირს მინიმუმ 10/19=0,52 ლარი.  

გამოდის, რომ თვეში ერთი ადამიანი მოიხმარს – 22დღე*1ლიტრი*0,52ლარი=11,57 ლარის ღირებულების წყალს.  

ოფისი, სადაც მუშაობს 20 ადამიანი, თვეში მოიხმარს 20*11,57=231 ლარის წყალს. წელიწადზე კი, 231ლარი*12თვე=2778 ლარს მივიღებთ. 

საფილტრაციო დისპენსერი

ონკანის წყლის კომერციული ტარიფია 6.5 ლარი – 1 კუბ. მეტრი. შესაბამისად, ლიტრი წყალი 0,0065 ლარი ღირს.

ანალოგიურად, ერთ ადამიანზე მივიღებთ 22დღე*1ლიტრი*0,0065ლარი=0,143 ლარის წყლის მოხმარებას.

20 ადამიანზე კი, თვეში 20*0,088=2,86 ლარი გამოგვივა. წელიწადში 2,86ლარი*12თვე=34,32 ლარი.

 

ამასთან, ვიანგარიშეთ მხოლოდ 20 ადამიანზე. ნათელია, რომ ეს განსხვავება გაიზრდება დასაქმებული ადამიანების პროპორციულად. 

წყლის საფილტრაციო დისპენსერის, მაგალითად,  ICEBERG UF-ის ღირებულება შეადგენს 1865 ლარს: მისი წლიური მომსახურების ღირებულება, კარტრიჯების გამოცვლის ჩათვლით – არის 200ლარი. შესაბამისად, პირველი წლის 1865+200=2065 ლარი დანახარჯიც კი, ნაკლებია ბოცების წყალზე გაწეულ ხარჯებზე. ყოველ მომდევნო წელს წყალი, პრაქტიკულად, უფასოდ გაქვთ.

ეკონომიკური სარგებელი ქულერებთან შედარებით, დისპენსერის მუშაობის პირველივე წელსაა თვალსაჩინო. შემდგომ წლებში კი, საფილტრაციო დისპენსერების გამოყენების შემთხვევაში, ფაქტიურად არანაირი დანახარჯი არ გექნებათ, გარდა მომსახურებისა, რომელიც მარტივად, თქვენითაც შეგიძლიათ შეასრულოთ.

წყლის საფილტრაციო დისპენსერი

ამასთან, დისპენსერების და ქულერების ეკონომიკური შედარებისას, არ გაგვითვალისწინებია ქულერების ღირებულება,  ბოთლების ტარების, შენახვის, ადმინისტრირების ხარჯები. ამას გარდა, არ გჭირდებათ მუდმივად წყლის შეკვეთები, საბუთების გაფორმება, მოწოდების ლოდინი! ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ცხელი სეზონის პიკზე, მოწოდების შეფერხებები ზუსტად მაშინ იწყება, როცა წყალი ყველაზე მეტად გჭირდებათ. ასევე მნიშვნელოვანია, რომ თქვენი თვალწინ გაფილტრული წყალი, უფრო სანდოა, ვიდრე წყლის ჩამოსასხმელი საამქროებიდან ბოცებით მოწოდებული. დეტალურად ამის შესახებ იხილეთ სტატია.  

საფილტრაციო უბოცო დისპენსერის კონსტრუქციაც, ტრადიციულ წყლის ქულერებთან შედარებით, ბევრად უკეთესად იცავს წყალს მეორადი დაბინძურებისაგანაც. საფილტრაციო დისპენსერის სწორი ექსპლუატაციის და კარტრიჯების დროული გამოცვლის პირობებში თქვენ გარანტირებულად იღებთ ჯანსაღ და უსაფრთხო სასმელ წყალს, თანაც ფინანსების საგრძნობი ეკონომიით! 

მომზადებულია kamkama.ge-ს მიერ. ნაწილობრივი ან სრული კოპირება შესაძლებელია მხოლოდ საიტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით და წყაროს მითითებით. გაფილტრვა და არა გაფილტვრა – იმიტომ რომ ფილტრი და არა ფილტვრი 🙂

    ყველა სტატია

    კომენტარის დატოვება

    თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.