როგორ შევაგროვოთ ნამი ველურ პირობებში გადასარჩენად
Posted by
Barbare Berishvili
On 31 აგვისტო, 2023
გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: როგორ შევაგროვოთ ნამი ველურ პირობებში გადასარჩენად
ველურ ბუნებაში ლაშქრობის დროს, ყოველთვის მზად უნდა იყოთ გაუთვალისწინებელი შემთხვევებისთვის. სრულიად შესაძლებელია, რომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი რესურსების გარეშე აღმოჩნდეთ. წარმოიდგინეთ მდგომარეობა, როცა არც წვიმის წყალზე მიგიწვდებათ ხელი და არც მცირე ზომის გუბურაზე. ამ დროს წყლის ბოლო წყაროდ შესაძლოა დილაობით ბალახზე გაჩენილი ნამი იქცეს. რეგიონების მიხედვით, საქართველოში, ნამი თითქმის რვა თვის განმავლობაში წარმოიქმნება.
ასე რომ, თუ ახლო მომავალში სალაშქროდ წასვლას გეგმავთ, უნდა იცოდეთ, როგორ შეაგროვოთ ნამი ბალახიდან ან სხვა ზედაპირებიდან.
წყალი და ჰაერი
1. ნამი - ჰაერიდან წარმოქმნილი კონდენსატია
კონდენსაცია არის პროცესი, რომლის დროსაც ჰაერში არსებული წყლის ორთქლი წყლად გადაიქცევა. წყლის წვეთებს, რომლებიც ამ პროცესის შედეგად სხვადასხვა ზედაპირზე წარმოქმნება ნამი ეწოდება.
ცივი ჰაერი ვერ ინარჩუნებს ბევრ წყლის ორთქლს, რაც იწვევს წყლის ორთქლის კონდენსაციას ჰაერში გაცივებული ობიექტების გარშემო. ფორმირდება წყლის პაწაწინა წვეთები - ნამი. კონდენსაცია ჩვეულებრივ ხდება ღამით, როდესაც ტემპერატურა ეცემა და ყველაფერი გაცივებას იწყებს. ცივ ზედაპირზე, რომელსაც ღამის ჰაერი ფარავს, წარმოიქმნება ნამის წვეთები.
ტემპერატურას, როცა ნამი წარმოქმნება "ნამის წერტილი" ეწოდება. ნამის წერტილი მნიშვნელოვნად განსხვავდება მდებარეობის, ამინდის, დღის დროის მონაკვეთის და სეზონის მიხედვით. გაზაფხულზე, ზაფხულში ან შემოდგომაზე ნამი წყლის, ხოლო ზამთარში თრთვილის სახით წარმოიქმნება.
შეაგროვეთ ნამი უსაფრთხო ტერიტორიებზე
2. მოძებნეთ სუფთა გარემო ნამის შესაგოვებლად
პირველი, რაც თქვენ უნდა უზრუნველყოთ, სუფთა ნამის მოძებნა და მისი მოხერხებულად ჩასხმაა შესაბამის ჭურჭელში. დეჰიდრატაცია ცუდია, მაგრამ არც დაბინძურებული წყლის დალევაა უკეთესი ალტერნატივა.
ასევე გახსოვდეთ, როგორ ტერიტორიებზე არსებული ბალახიდან არ უნდა შეაგროვოთ წყალი:
- გზების და მაღალი გამავლობის გზატკეცილების სიახლოვეს. ტრასები, ძირითადად, დაფარულია გამონაბოლქვით, ქვიშით, მტვრით, ორთქლითა და კუპრით. ეს ყველაფერი კი საბოლოოდ მიმდებარედ არსებულ ნებისმიერ ზედაპირზეც ვრცელდება.
- ქიმიკატებითა და პესტიციდებით დამუშავებულ ტერიტორიაზე. მოერიდეთ ნებისმიერი ტიპის ბუჩქს, ბალახსა თუ გაზონს, რომლებზეც ვარაუდობთ, რომ ქიმიკატებით იწამლება.
- ცხოველის ფეკალური მასებით დაბინძურებულ ადგილებს. მოერიდეთ ცხოველებით სავსე ადგილებს, რადგან დიდი შანსია, ასეთი ლოკაციები ჭარბად იყოს სავსე მათი ფეკალიებით.
- შხამიანი მცენარეების სიახლოვეს. შხამიანი სურო, ლენცოფა, ლემა და ოლეანდრა მცირე ჩამონათვალია იმ შხამიანი მცენარეებისა, რომლებიც საქართველოშია გავრცელებული. ამიტომ უმჯობესია, ვიზუალურად მაინც თუ ეცდებით მათ დამახასოვრებას, რომ საჭირო დროს საფრთხეს თავი აარიდოთ.
ვისწავლოთ, როგორ შევაგროვოთ ნამი
3. წყლის მოპოვება ზედმეტი ძალისხმევის გარეშე
ახლა დროა ვისწავლოთ, თუ როგორ შევაგროვოთ ნამი სწორად. ნამის მოსაგროვებლად საუკეთესო დროა დილით ადრე 6 - 8 საათის პერიოდში, სანამ მზე თქვენს შეგროვების ზონას შეეხება და ნამს ააორთქლებს. მარტივად, გაუსვით ნამიან ბალახს თქვენს ხელთ არსებული სუფთა მატერია. როდესაც შეამჩნევთ, რომ ნაჭერი უკვე სველი და მძიმეა, გაწურეთ და ნამის წყალი მოსახერხებელ ჭურჭელში მოაგროვეთ. ღამით შეგიძლიათ დატოვოთ ნაჭერი გარეთ, რათა ის წინასწარ გაიჟღინთოს ნამით (რაც შეამცირებს პროცესს).
ამ პროცედურისთვის შეგიძლიათ გამოიყენოთ სუფთა მაისური, პირსახოცი ან ჩვარი. ასეთ დროს, ყველაზე მოსახერხებელი სპეციალური ბოჭკოვანი ტილოა, რომელიც წყალს კარგად იწოვს. რათა ნაკლები დრო და ენერგია დაგეხარჯოთ ნამის შეგროვებაზე.
დეზინფექცირება ველურ პირობებში
4. ნამის წყლის გაწმენდა
იმ შემთხვევაში, თუ ნამი მაქსიმალურად უსაფრთხო ადგილას და სუფთა ნაჭრით შეაგროვეთ, მაშინ შეგიძლიათ ის სუფთა ჭურჭელში მოათავსოთ და დალიოთ. თუმცა, ნაკლებად სავარაუდოა რომ ველურ პირობებში ამ ყველაფრის საშუალება მოგეცემათ.
თუ ადამიანი იმდენად რთულ სიტუაციაში აღმოჩნდება, რომ სასმელი წყლის ერთადერთი წყარო ნამი იქნება, სავარაუდოდ მას სხვა რესურსებიც ეწურება.
ასეთ სიტუაციაში, მოლაშქრეს არჩევანიც კი არ ექნება სად შეაგროვოს ნამი, რომ აღარაფერი ვთქვათ სუფთა ნაჭერზე.
მსგავს პირობებში, უმჯობესია მოგროვებული წყალი გამოყენებამდე გაიფილტროს ან ადუღდეს. ორივე საკმაოდ მარტივი პროცესია, არც დიდ დროს მოითხოვს და ამასთანავე, საგრძნობლად ამცირებს დაბინძურებული წყლით დაინფიცირების რისკებს.
პირველ ეტაპზე, საჭიროა ნამის წყლის გაფილტვრა. მოგროვებული ნამი უნდა გატარდეს ნაჭერში, იმდენჯერ, სანამ თვალით შესამჩნევი სიმღვრივე არ დაილექება. შემდეგი ეტაპი წყლის ადუღებაა. ეს არის მარტივი გზა ყველა ტიპის ბაქტერიისა და ვირუსის გასანეიტრალებლად, იქნება ეს ნამის თუ სხვა წარმომავლობის წყალი.
სასარგებლო ფაქტი მათეთრებელზე, რომელიც დღემდე არ იცოდით
5. ნამის წყლის გაუვნებელყოფა
ქლორის უფერული, არაარომატიზირებული მათეთრებლით წყლის ქიმიური დამუშავება შეიძლება გამოყენებულ იქნას ნამში მავნე მიკროორგანიზმების დეზინფიცირებისათვის.
აი, როგორ გამოვიყენოთ 5% ჰიპოქლორიტის მათეთრებელი ნამის წყლის გასაწმენდად:
- 8 - 10 წვეთი ქლორის მათეთრებელი დაამატეთ 5 ლ წინასწარ გაფილტრულ ნამის წყალში;
- მათეთრებლის თანაბარი გაზავებისათვის საფუძლიანად მოურიეთ წყალი;
- გააჩერეთ 30 წუთი.
ქიმიური დამუშავება შეიძლება იყოს ადუღების სასარგებლო ალტერნატივა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ცეცხლთან წვდომა შეზღუდულია.
ახალგაზრდა, ჯანმრთელმა ადამიანმა, რომელსაც ელემენტარული უნარჩვევები გააჩნია, 3 ლიტრამდე წყალი, საშუალოდ, 30-40 წუთში უნდა მოაგროვოს. წყლის ფილტრაცია და დეზინფექცირება დაახლოებით 10-15 წუთს საჭიროებს. საერთო ჯამში, კი ჩავთვალოთ, რომ 3 ლიტრამდე სუფთა, გაფილტრული ნამის წყლის მოგროვება დღეში ერთ საათს წაგართმევთ.
ეს პროცესი შეგიძლიათ ყოველდღე გაიმეოროთ. თუმცა ლაშქრობის დროს, გარანტია არ გექნებათ, რომ ნამი ყოველდღე დაგხვდებათ ბალახზე. ასეთ დროს საუკეთესო გადაწყვეტილება არის თითო ჯერზე იმდენი ნამის მოგროვება, რამდენიც შეგიძლიათ. ამ გზით, თქვენ აღარ მოგიწევთ წვიმიანი ამინდის ლოდინი თუ გუბეებისა ან ტბების ძიება.
მთელ ამ პროცესში, მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ სასმელი წყლის შესაგროვებლად სუფთა კონტეინერი გამოიყენოთ. მნიშვნელობა არ აქვს წვიმის, ნამის თუ მდინარის წყალს მოაგროვებთ, მთავარია რომ შეინახოთ სუფთა და უსაფრთხო ჭურჭელში.
წყლის ბოთლი DODGE
₾29 – ₾34
მოცულობა: 770/1100 მლ
წყლის ბოთლი DODGE მრავალჯერადი გამოყენებისთვის. წყლის ბოთლი დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო მასალა ტრიტანისგან. მისი საშუალებით შეგიძლიათ გაფილტრული ან DETOX წყლის ყველგან თან ტარება.
უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით
არჩევის პარამეტრები
This product has multiple variants. The options may be chosen on the product page
გავფილტროთ ნამი მარტივად
7. პორტატული სალაშქრო ფილტრი TACTICAL UF-C
მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი არსებობს გამოსავალი. წყლის პორტატული სალაშქრო ფილტრი ის აუცილებელია ნივთია, რომელიც ნებისმიერი მოლაშქრის ჩანთაში უნდა იკავებდეს ადგილს. სალაშქრო ფილტრი აღჭურვილია ორეტაპიანი ფილტრაციით:
წყლის პორტატული სალაშქრო ფილტრი პატარა ზომით და მოსახერხებელი დიზაინით გამოირჩევა. მარტივად ერგება ბოთლის სტანდარტული ზომის თავს. შესაბამისად, ჭურჭელში მოგროვებული ნამის, წვიმისა თუ მდინარის წყალი მარტივად შეგიძლიათ გაფილტროთ, ადუღებისა და ნაჭერში გატარების გარეშე.
წყლის პორტატული სალაშქრო ფილტრი საშუალებას გაძლევთ თადარიგი დაიკავოთ და წინასწარ აიცილოთ თავიდან არასასიამოვნო მოულოდნელობები. პორტატული და მსუბუქი წყლის ფილტრი იდეალურია ლაშქრობისთვის, ქვეყანაში მოგზაურობისთვის, სამხედრო მისიების და საგანგებო სიტუაციებისთვის. გამოუვალ სიტუაციაში თქვენ ნამს მოაგროვებთ, მდინარის, გუბურის თუ სხვა წარმომავლობის წყალს, აღარ დაგჭირდებათ სანთებელა და სხვა დამხმარე საშუალებები. შეძლებთ, რომ მშვიდად დალიოთ სასმელი წყალი, ბაქტერიებისა და სხვა სახიფათო მინარევებისგან დაცულმა.
8. და ბოლოს...
გახსოვდეთ, რომ წყალი ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსია, რომელიც ორგანიზმს სიცოცხლისუნარიანობას ანიჭებს. სხვადასხვა ცდებმა აჩვენა, რომ ადამიანს დეჰიდრატაციის ნიშნები წყლის ბოლო მიღებიდან სამ დღეში ეწყება. ველურ გარემოში დარჩენილ ადამიანს კი რომელსაც საკმარისი რაოდენობის წყალი გააჩნია, შეუძლია საკვების გარეშე ორ თვემდე მაინც იცოცხლოს.
ისეთი პრაქტიკული ცოდნა, როგორიც არის ნამის შეგროვება ბუნებაში არსებულ ზედაპირებზე, დიდ უპირატესობას მოგანიჭებთ გადამწყვეტ მომენტში. თუმცა, უნდა გახსოვდეთ, რომ ნამი ყოველთვის არ წარმოიქმნება, შეგროვებული კი - დამატებით გაწმენდას საჭიროებს. ამიტომ, უმჯობესია, სასმელი წყლის მოპოვების სხვა გზებიც ვისწავლოთ.