ეკონომია, ჯანმრთელობა, ჯანსაღი ცხოვრება და კომფორტი

როგორ გავაქროთ ჩაიდანში ნადები სამუდამოდ?

ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ჩაიდანი დღეში არაერთ ლიტრ წყალს ადუღებს. შედეგად მის კედლებზე და ძირზე იქმნება ნადები – დუღილის გვერდითი პროდუქტი. უმეტესწილად, ონკანის წყალი ჭარბად შეიცავს კალციუმის და მაგნიუმის მარილებს – სწორედ მათი ნაერთი წარმოქმნის ნადებს ჩვენს ჩაიდნებზე . საქართველოში, დიასახლისებს ხშირად უწევთ ამ ნადების მოშორებაზე ზრუნვა. თან, ის ხომ ჯანმრთელობისთვისაც საზიანოა. ჩვენ გეტყვით, რატომ ჩნდება ნადები და გირჩევთ, როგორ მოიშოროთ ის ერთხელ და სამუდამოდ!

წყლის სიხისტე

თქვენს ონკანში წყლის სიხისტე დამოკიდებულია იმ წყაროზე, საიდანაც წყლის აღება ხდება (მუნიციპალური წყალსაცავების წყლით შევსება). 

ჩვენს დედაქალაქში წყლის საერთო სიხისტე მერყეობს 150-180 ppm დიაპაზონში.

 ჭა და ჭაბურღილში ხისტი წყლის გამომწვევი მიზეზი არის მიმდებარე გრუნტში არსებული თაბაშირი, დოლომიტი ან კირქვა. ერთ ქუჩაზე მდებარე ჭებს შესაძლოა სიხისტის მკვეთრად განსხვავებული მაჩვენებლები ჰქონდეს. ასევე, მარილების კონცენტრაცია სეზონის მიხედვითაც იცვლება: ცივ სეზონზე კლებულობს და სიცხეში მატულობს. მსოფლიო ნორმატივების მიხედვით, 500 ppm-ზე მაღალი სიხისტის წყალი უვარგისია დასალევად და საკვებში გამოსაყენებლად.

რა იწვევს ჩაიდანში მყარი ნალექის გაჩენას?

ჩაიდანში მყარი მოთეთრო ნალექის მუდმივად წარმოქმნა მიუთითებს ონკანის წყლის სიხისტეზე. საქართველოში მომხმარებელთა დიდ ნაწილს ხისტი წყალი მიეწოდება. გაცხელების დროს სიხისტის მარილები (კალციუმი, მაგნიუმი) იშლება, წარმოქმნება ნალექი, რომელიც არ იხსნება წყალში და ეწებება საყოფაცხოვრებო ტექნიკის კედლებსა და გამათბობელ ელემენტებს. მას თავდაპირველად რბილი, ფოროვანი სტრუქტურა აქვს, ადვილად იშლება, მაგრამ შემდგომ გაცხელებებთან ერთად, სქელდება, უფრო მკვრივი და მყარი ხდება. 

ნალექი ძირზე და კედლებზე არის თბოიზოლაციის ფენა, რომელიც მნიშვნელოვნად აფერხებს ლითონის ბუნებრივ თბოგამტარობას და საგრძნობლად მოქმედებს წყლის გაცხელების დროზე და ენერგიის მოხმარებაზე. ელექტრო ჩაიდნებში ნალექმა შეიძლება გამოიწვიოს როგორც ტენების, ასევე მთლიანი მოწყობილობის გაუმართაობა.

ნადები ელექტრონულ მიკროსკოპში

რა რისკებს შეიცავს ხისტი წყლის მოხმარება?

 ნალექის მუდმივი ფორმირება უამრავ უარყოფით შედეგს იწვევს:  

  • საყოფაცხოვრებო ტექნიკის სწრაფი ცვეთა, მათი ნაადრევი დაზიანება; 
  • წყლის გასაცხელებლად მეტი ელექტროენერგიის ან გაზის ხარჯვა
  • მარილების დაგროვება ადამიანის ორგანიზმში. შედეგად, სისხლძარღვთა, თირკმელების, სახსრების და სხვა სისტემების დარღვევები;  

ჯანმრთელობის პრობლემები თანდათან ჩნდება სისხლძარღვების კედლებზე მარილების დალექვის გამო. ზოგჯერ ისინი წარმოქმნიან კენჭებს, აძლიერებენ კანის სიმშრალეს, აზიანებენ კბილებს, ავრცელებენ ბაქტერიებს და აფერხებენ საჭმლის მონელებას. 

ხისტი წყლის და ნალექიანი ჭურჭლის მუდმივი გამოყენების დამატებითი მინუსიაა – ცხელი სასმელების გემოს და ფერის გაუარესება. ხისტ წყალზე მომზადებულ ცხელ კერძებს ეკარგება სასარგებლო თვისებები და ეცვლება გემო.

გაუფილტრავი ონკანის წყალი | გაფილტრული წყალი

ჯერ კიდევ 1990-იან წლებში ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ხისტი წყლის კალციუმის კარბონატი (CaCO3) შედის რეაქციაში ჩაის ფოთლის ზეთებთან და მთავარ როლს ასრულებს ზედაპირზე არამიმზიდველი აპკის ფორმირებაში.

როგორ ავიცილოთ ნალექის დაგროვება ჩაიდანში?

ხშირად გვირჩევენ ნალექთან გამკლავებას ხალხური საშუალებების (ლიმონი, ძმარი, სოდა) ან საყოფაცხოვრებო ქიმიის დახმარებით. ეს საკმაოდ მარტივია, მაგრამ ასეთი მიდგომა არ წყვეტს ზემოთჩამოთვლილ პრობლემებს, რადგან მარილები მუდმივად აგრძელებენ დალექვას კედლებზე და გამათბობელ ელემენტებზე. ნადების ხელახლა გამოჩენისთვის საკმარისია ხისტი წყლის ადუღების სულ  რამდენიმე ციკლი. ერთადერთი ეფექტური მეთოდია მარილებისგან გამწმენდი ფილტრების გამოყენება. 

ასეთ შემთხევაში კი, საუბარია ნალექის პრევენციაზე ანუ იმაზე, რომ ჩაიდანში ნალექი საერთოდ არ წარმოიქმნას!

როგორ მივაღწიოთ ამას? 

უბრალოდ უნდა დააყენოთ შესაბამისი წყლის ფილტრი. ამის შემდეგ, ეს მოწყობილობა მოაშორებს ჭარბ სიხისტის მარილებს, რაც ჩაიდნის კედლებზე და ძირზე ყოველგვარ ნალექს გამორიცხავს

ოღონდ, ამისათვის, უნდა აირჩიოთ სპეციალური ფილტრი, რადგან ყველა მოდელს არ შეუძლია გაუმკლავდეს ამ ამოცანას. 

რომელი ფილტრი ავირჩიოთ ჩაიდნის დასაცავად?

საპირისპირო ოსმოსის ABSOLUTE სერიის ფილტრები – უნივერსალური გამოსავალია. ის აღჭურვილია უკუ ოსმოსის მემბრანით, რომელიც აშორებს წყალს მავნე მინარევებს და სიხისტის მარილებს. ანუ ის ასუფთავებს და არბილებს წყალს, აუმჯობესებს გაწმენდილი წყლის გემოვნურ თვისებებს. 

სიხისტის შემცირებასთან ერთად, ABSOLUTE სერიის ფილტრები აშორებენ წყალს პათოგენურ ბაქტერიებს და ვირუსებს. ასე რომ, ამ წყლის გადადუღების გარეშე დალევა შეიძლება ბავშვისთვის და ახალშობილისთვისაც. ის გემრიელი, სრულად უსაფრთხო და ჯანსაღია. 

აქედან გამომდინარე, საპირისპირო ოსმოსის 5 საფეხურიანი ფილტრი ითვლება კომპლექსურ გადაწყვეტად. მის მიერ გაწმენდილი წყალი შესაფერისია ნებისმიერი მიზნისთვის:  

  • წყურვილის მოსაკლავად;  
  • ბავშვის დასალევად და ხელოვნური კვების მოსამზადებლად;
  • გემრიელი კერძების მოსამზადებლად;  
  • პურის და ნამცხვრების ცხობისთვის;
  • არომატული ჩაის ან ყავის მოსამზადებლად.  

რა თქმა უნდა, ჩაიდანში ნალექი აღარასდროს გაგახსენდებათ. ABSOLUTE სერიის ფილტრებით გაწმენდის შემდეგ, წყალი მაქსიმალურად რბილია. ასეთი წყლის გაცხელებისას, ნალექი აღარ წარმოიქმნება!

როგორ მოვაშოროთ ნადები ჩაიდანში

მომზადებულია kamkama.ge-ს მიერ. ნაწილობრივი ან სრული კოპირება შესაძლებელია მხოლოდ საიტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით და წყაროს მითითებით. გაფილტრვა და არა გაფილტვრა – იმიტომ რომ ფილტრი და არა ფილტვრი 🙂