დეტოქს წყალი
რას ნიშნავს DETOX ან არომატიზებული წყალი?
წყალი ჩვენი ორგანიზმის მასის თითქმის ორ მესამედს შეადგენს. რბილი ქსოვილებიდან ყველაზე ნაკლები წყალი არის ცხიმოვან ქსოვილებში. წყლოვანი ჰომეოსტაზის შენარჩუნებისთვის ჩვენ უნდა მოვიხმარდეთ იმდენ წყალს, რამდენსაც ვკარგავთ დღის განმავლობაში. საშუალო სტატისტიკური ნორმა ზრდასრული ადამიანისთვის 2 ლიტრს შეადგენს. უმჯობესია, ეს იყოს სუფთა წყალი და არა წვენი, ჩაი, ტკბილი გაზირებული წყალი ან კომპოტი.
არომატიზებული წყალი, ან როგორც მას სხვაგვარად უწოდებენ, დეტოქს წყალი – არის ხილის, ბალახეულის, კენკრის ან ბოსტნეულის სხვადასხვა კომბინაციებზე დაყენებული სასმელი წყალი. კვლევები ადასტურებს, რომ დეტოქს წყალი აჩქარებს მეტაბოლიზმს და ხელს უწყობს ცხიმების წვას. ჩვეულებრივ წყალთან შედარებით, მისი უპირატესობაა გემო და არომატი; არ შეიცავს კალორიებს და ადვილი ასათვისებელია ორგანიზმისთვის. თქვენ უფრო მარტივად და სიამოვნებით ასრულებთ წყლის მიღების დღიურ ნორმას!
DETOX წყლის მომზადება
ამგვარად, DETOX წყალი – ეს არის წყალი, რომელიც სხვადასხვა ბოსტნეულის, ხილის და ბალახეულის გამოყენების შედეგად, ხასიათდება გამორჩეული გემოებით და მდიდარია ვიტამინებით. არსებობს DETOX წყლისუამრავი ვარიაცია. როგორც წესი, ასეთ წყალში არ არის შაქარი, შესაბამისად, დაბალკალორიულია, ამასთან სავსეა მიკროელემენტებითაც.
DETOX წყლის მომზადების მეთოდი ერთია ნებისმიერი კომბინაციისთვის
ყველა ინგრედიენტს ვათავსებთ ბოთლის შესაბამის განყოფილებაში; ვამატებთ სუფთა სასმელ წყალს და ვაყენებთ 1-2 საათის განმავლობაში – რათა ყველა სასარგებლო ნივთიერება გადავიდეს წყალში და მისცეს მას განსაკუთრებული გემო! რაც მეტ ხილს თუ ბოსტნეულს დაამატებთ, მით უფრო მრავალფეროვანი იქნება წყლის არომატი. გამაგრილებელი ეფექტის გასაზრდელად, ზაფხულობით შესაძლებელია ყინულის დამატებაც.
დეტოქს წყალი – წყლის უფრო გემრიელი ვერსიაა. ასრულებს იგივე ფუნქციებს, რასაც უბრალო წყალი. ამიტომ, თუ თქვენთვის სირთულეს წარმოადგენს წყლის დღიური ნორმის მიღება, დეტოქს წყალი თქვენთვისაა ზედგამოჭრილი. მიირთვით გემრიელად და შეინარჩუნეთ ჯანმრთელობა.
წყლის რეგულარული გამოყენება ხელს უწყობს წონის კლებასაც. წყალი აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას, წმენდს კანს, აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას და აძლიერებს ორგანიზმს.
არომატიზებული წყალი
ყველაზე გავრცელებული და პოპულარული ინგრედიენტები
სარგებლის მიხედვით
თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ეს პროდუქტები ნებისმიერი კომბინაციით, დაამატოთ სხვა, თქვენთვის სასურველი ხილი თუ ბოსტნეული. თამამად ატარეთ ექსპერიმენტები გემოებთან და არომატებთან, შექმენით თქვენი საკუთარი კოქტეილები. მრავალფეროვანი პროდუქტებით მომზადებული არომატიზებული წყლები დააბალანსებს დეტოქს წყლის სასარგებლო ეფექტებს და გაგიადვილებთ წყლის აუცილებელი რაოდენობით მიღებას.სუფთა სასმელი წყლის და საყვარელი ინგრედიენტების გამოყენებით, თქვენ მარტივად მოამზადებთ სასურველი გემოს სასარგებლო არომატიზებულ წყალს. დეტოქს ბოთლი კი დაგეხმარებათ, რომ ეს გემო წაიღოთ ყველგან, სადაც მოისურვებთ!
მომზადებულია kamkama.ge-ს მიერ. ნაწილობრივი ან სრული კოპირება შესაძლებელია მხოლოდ საიტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით და წყაროს მითითებით. გაფილტრვა და არა გაფილტვრა – იმიტომ რომ ფილტრი და არა ფილტვრი 🙂
კარგი კომპანია ხართ თქვენ. მომწონს საიტი როგორ გაქვთ გაკეთებული, როგორ ცდილობთ რომ მომხმარებელს სწორი და დაზუსტებული ინფორმაცია მიაწოდოთ, რაც ჩვენს ბაზარზე საკმაო იშვიათობაა )) მადლობას გიხდით ამისთვის და გისურვებთ მალე ზრდას და განვითარებას.