როგორ დავიცვათ წყალი ბაქტერიებისა და ვირუსებისაგან?
Posted by
ვლადიმერ ჩარგეიშვილი
On 1 თებერვალი, 2022
გამორთულია კომენტარი ჩანაწერზე: როგორ დავიცვათ წყალი ბაქტერიებისა და ვირუსებისაგან?
როგორ ხვდებიან ბაქტერიები, ვირუსები და მიკროორგანიზმები წყალში?
უმეტესად ეს არის წყლის სამრეწველო, სოფლის მეურნეობის და ბუნებრივი ნარჩენებით დაბინძურების შედეგი. დამუშავების შემდეგ წყალში ბაქტერიების არსებობა გამწმენდ ნაგებობებში გარკვეული პრობლემების მიმანიშნებელია. ამიტომაცაა რომ ონკანის წყალში პოულობენ ხან ერთ, ხან მეორე ტიპის პათოგენს, ჭის და ჭაბურღილის წყლებში არაერთხელ აღმოუჩენიათ წყალმცენარეებიც კი.
სწორედ ამიტომაა ასე მნიშვნელოვანი წყლის გაწმენდა არა მხოლოდ მექანიკური ნაწილაკებისგან, არამედ ადამიანის თვალისთვის უხილავი დაბინძურებისგან - ვირუსებისა და ბაქტერიებისგან. მოდით განვიხილოთ ვარიანტები.
წყლის გაუვნებელყოფის ძირითადი მეთოდები ორ ჯგუფად იყოფა
რეაგენტული
ქლორირება, ოზონირება, ბრომის და აქტიური ჟანგბადის გამოყენება
ურეაგენტო
წყლის გაუვნებელყოფა ულტრაიისფერი სსხივით, იონიზაციით, ფილტრაციის სისტემების გამოყენებით
საქართველოში წყლის დეზინფექციისთვის მუნიციპალური სამსახურები ყველაზე ფართოდ იყენებენ დაქლორვის მეთოდს. ასევე, ახალ მოწყობილ სადეზინფექზიო სადგურებში დაინერგა წყლის გაუვნებელყოფის უფრო თანამედროვე ტექნოლოგია, ნატრიუმის ჰიპოქლორიტის გამოყენებით.
გვიცავს თუ არა ქლორი?
თუ ჩვენი ონკანის წყალი იქლორება, მაშინ რატომ უნდა ვიდარდოთ ბაქტერიებზე და ვირუსებზე ?
პირველი - ბაქტერიების ყველა სახეობის განადგურება ქლორს არ შეუძლია. ისევე, როგორც სხვა რეაგენტული საშუალებები, ქლორიც ვერ უმკლავდება ბაქტერიულ სპორებს, ცისტებს.
მეორე - ქლორირება არის წყლის დეზინფექციის რეაგენტული მეთოდი. ყველა რეაგენტული მეთოდის მინუსი არის ის, რომ რეაგენტები რჩებიან წყალში და აფუჭებენ წყლის ხარისხს. მაგალითად, იგივე ქლორი დუღილისას წარმოშობს ქლორორგანულ ნივთიერებებს, რომლებსაც შეუძლიათ ორგანიზმში ონკოლოგიური დაავადებების პროვოცირება. აქედან გამომდინარე, გვიწევს თავი დავიცვათ ნარჩენი ქლორისგან და პათოგენებისგან, რომლებზეც არ მოქმედებს ქლორი.
მესამე - რამდენად კარგადაც არ უნდა გაწმინდონ წყალი საცავებში, წმენდის შემდეგ ის გაივლის კილომეტრობით წყალსადენ მილებს, რომელთა კედლებზეც შექმნილია ხელსაყრელი გარემო ბაქტერიების გამრავლებისათვის.
ბუნებრივ წყალში მიკროორგანიზმები ყოველთვის არიან, მაგრამ უმცირესი ზომის გამო ისინი უხილავია შეუიარაღებელი თვალისთვის. ჯანმრთელი ზრდასრული ადამიანსთვის მიკრობების უმეტესობა ნაკლებად საშიშია, მაგრამ იმუნიტეტის დასუსტების პირობებში, ისევე, როგორც ბავშვების მყიფე იმუნური სისტემისთვის, უცხო პათოგენები საკმაოდ დამაზიანებელია.
ბაქტერიები, მიკრობები, ვირუსები, ჰელმინთები
დაავადებების წყაროები, რომლებიც შეიძლება გადაეცეს წყლის მეშვეობით
- E-coli (Escherichia coli), გავრცელებული ჯგუფი, რომლის ზოგიერთი შტამი იწვევს ძლიერ კვებით მოწამვლას.
- Klebsiella, Enterobacter, Serratia ჩამდინარე წყლებიდან წყალმომარაგებაში შესვლისას იწვევს ინფექციური დაავადებების სპექტრს (ბაქტერიემია, სასუნთქი გზების ან საშარდე გზების ინფექციები, პნევმონია, ცისტიტი, პიელონეფრიტი).
- ვირუსები – ადენოვირუსი, ასტროვირუსი, ენტეროვირუსი, A და C ჰეპატიტი, როტავირუსი („ნაწლავის გრიპი“).
- უმარტივესი პარაზიტებია პროტოზოული მიკროორგანიზმები, რომლებიც ცხოვრობენ და მრავლდებიან წყლის გარემოში, იწვევენ პროტოზოულ ინფექციებს, ამებიაზს, გიარდიაზს.
- Dracunculus medinensis, Schistosoma spp არის ჰელმინთები ქლორის მიმართ ზომიერი გამძლეობით.
- Salmonella არის სალმონელების დიდი ჯგუფი, რომელიც იწვევს ტიფურ ცხელებას, პარატიფოიდულ ცხელებას და სალმონელოზს.
- Shigella dysenteriae არის გრამუარყოფითი, ღეროს ფორმის ბაქტერია, რომელიც იწვევს ბაცილურ დიზენტერიას.
ეს არის პათოგენების არასრული სია, რომელთა არსებობა წყალმომარაგების სისტემაში საშიშია სამედიცინო და სანიტარული თვალსაზრისით.
ვირუსები პარაზიტებია, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი დამოუკიდებლად ვერ გადარჩებიან, განსხვავებით ბაქტერიებისგან. ვირუსები საცხოვრებლად იყენებენ უჯრედებს (ადამიანი, მცენარე, ცხოველი). თუ ვირუსი უჯრედის გარეთაა, ის არსებობს ვირუსული ნაწილაკების სახით და შეიძლება მაინც საშიში იყოს: ცოცხალ უჯრედთან ნებისმიერმა კონტაქტმა შესაძლოა გაააქტიუროს იგი.
ვირუსები ბაქტერიებზე უფრო საფრთხილოა, გენეტიკურ დონეზე ცვლილების უნარის გამო.
მაშ, როგორ დავიცვათ თავი ბაქტერიებისა და ვირუსებისგან, რომლებმაც საცხოვრებელ გარემოდ ჩვენი სასმელი წყალი აირჩიეს?
განვიხილოთ ყველაზე გავრცელებული და საყოფაცხოვრებო დონეზე მარტივად ხელმისაწვდომი წყლის დამუშავების ტექნოლოგიები:
მიკროფილტრაცია
მიკროფილტრაციის შემთხვევაში, ფილტრის ფორების ზომა საშუალოდ 0,1 მკმ-ა (ფორების ზომის დიაპაზონი არის 0,05 მკმ-დან 5 მკმ-მდე).
მიკროფილტრაცია ეფექტურია უმარტივესი ორგანიზმების მოშორების კუთხით (მაგ., Cryptosporidium, Giardia).
ზომიერად ეფექტური ბაქტერიებთან (მაგ., Campylobacter, Salmonella, Shigella, ნაწლავის ჩხირი).
არაა ეფექტური ვირუსების (მაგ., ჰეპატიტი A, ნოროვირუსი, როტავირუსი), ასევე, ქიმიური ნივთიერებების წინააღმდეგ.
ულტრაფილტრაცია
ულტრაფილტრაციის შემთხვევაში, ფილტრის ფორების ზომა საშუალოდ 0,01 მკმ-ა (ფორების დიაპაზონი 0,001 მკმ-დან 0,05 მკმ-მდეა; მოლეკულარული წონა 13000-დან 20000 დალტონამდე).
ულტრაფილტრაცია მაღალეფექტურია უმარტივესი ორგანიზმების (მაგ., Cryptosporidium, Giardia), ბაქტერიების (მაგ., Campylobacter, Salmonella, Shigella, ნაწლავის ჩხირი) მოცილებაში.
ზომიერად ეფექტურია ვირუსების წინააღმდეგ (მაგ., ენტეროვირუსი, ჰეპატიტი A, ნოროვირუსი, როტავირუსი).
ნაკლებეფექტურია ქიმიური ნივთიერებების კუთხით.
ნანოფილტრაცია
ნანოფილტრაციის შემთხვევაში ფილტრის ფორების ზომაა საშუალოდ 0,001 მიკრონი (ფორების ზომის დიაპაზონი არის 0,008 მკმ-დან 0,01 მკმ-მდე, მოლეკურალური წონა 200-დან 2000 დალტონამდე).
ნანოფილტრაცია მაღალეფეტურია უმარტივესი ორგანიზმების (მაგ., Cryptosporidium, Giardia), ბაქტერიების (მაგ., Campylobacter, Salmonella, Shigella, E.coli), ვირუსების (მაგ., ენტეროვირუსი, ჰეპატიტი A, ნოროვირუსი, როტავირუსი) წინააღმდეგ.
ზომიერად ეფექტურია ქიმიური ნივთიერებების მოცილების მხრივ.
უკუ ოსმოსის სისტემები
უკუ ოსმოსი – პროცესი, რომლის დროსაც ხდება წყლის ნაკადის მიმართვა უფრო კონცენტრირებული ხსნარიდან უფრო გახნილ ხსნარამდე, სპეციალური მემბრანის გავლით. უკუ ოსმოსის ფილტრის ფორების ზომაა დაახლოებით 0,0001 მიკრონი.
უკუ ოსმოსის სისტემები მაღალეფექტურია უმარტივესი ორგანიზმების (მაგ., Cryptosporidium, Giardia), ბაქტერიების (მაგ., Campylobacter, Salmonella, Shigella, ნაწლავის ჩხირი), ვირუსების (მაგ., ნაწლავის ჩხირი, ჰეპატიტი A, ნოროვირუსი, როტავირუსი) წინააღმდეგ.
უკუ ოსმოსის სისტემა წყალს წმენდს ზოგადი ქიმიური დამაბინძურებლებისგან (მეტალის იონები, წყლის მარილები), მათ შორისაა ნატრიუმი, ქლორიდები, სპილენძი, ქრომი, ტყვია; ამცირებს დარიშხანის, ფტორის, რადიუმის, სულფატების, კალციუმის, მაგნიუმის, კალიუმის, ნიტრატების და ფოსფორის რაოდენობას.
ულტრაიისფერი წმენდის სისტემები
პირველადი ფილტრაციის შემდეგ, ულტრაიისფერი ფილტრაციით წმენდა – ეს არის წყლის დამუშავების პროცესი, როდესაც წყლის დეზინფექციისთვის ან ბაქტერიების რაოდენობის შესამცირებლად გამოიყენებენ ულტრაიისფერ სხივს.
ულტრაიისფერი სისტემა მაღალეფექტურია უმარტივესი ორგანიზმების (მაგ., Cryptosporidium, Giardia), ბაქტერიების (მაგ., Campylobacter, Salmonella, Shigella, E.coli), ვირუსების (მაგ.,ენტეროვირუსი, ჰეპატიტი A, ნოროვირუსი, როტავირუსი) წინააღმდეგ.
UV სხივი არ გამოიყენება ქიმიური ნივთიერებების მოსაშორებლად.
როგორც უკვე ნახეთ, ფილტრაციის მეთოდები განსხვავდება გაწმენდის ხარისხით, მაგრამ ყველაზე უბრალო მემბრანულ ფილტრსაც კი, შეუძლია მიკრობული ფლორის მნიშვნელოვანი ნაწილის შეკავება.
თქვენი ოჯახის საშიში მიკროორგანიზმებისგან დაცვის ყველაზე პრაქტიკული და ხელმისაწვდომი საშუალება – წყლის ფილტრებია. ჯანმრთელობისადმი სერიოზული დამოკიდებულების შემთხვევაში, წყლის გაწმენდა ბაქტერიებისა და სხვა ორგანული ნივთიერებებისგან სასმელი წყლის ფილტრის გამოყენებით – ოჯახის წევრებზე ზრუნვის ერთ ერთი პრიორიტეტია.
არჩევის პარამეტრები
This product has multiple variants. The options may be chosen on the product page
უკუ ოსმოსის საფილტრაციო სისტემა ABSOLUTE 5S
შეფასება 5.00, 5-დან
₾743 – ₾843
არჩევის პარამეტრები
This product has multiple variants. The options may be chosen on the product page
ულტრაფილტრაციის სისტემა MINERAL 3S
შეფასება 5.00, 5-დან
₾144 – ₾194
არჩევის პარამეტრები
This product has multiple variants. The options may be chosen on the product page
უკუ ოსმოსის საფილტრაციო სისტემა ABSOLUTE 6 UV სტერილიზატორით
₾523 – ₾623მომზადებულია kamkama.ge-ს მიერ. ნაწილობრივი ან სრული კოპირება შესაძლებელია მხოლოდ საიტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით და წყაროს მითითებით. გაფილტრვა და არა გაფილტვრა – იმიტომ რომ ფილტრი და არა ფილტვრი 🙂