ჯანმრთელობა, ჯანსაღი ცხოვრება და კომფორტი

ულტრაფილტრაცია

ულტრაფილტრაცია არის მემბრანული გაწმენდის მეთოდი, რომელიც დაფუძნებულია წყლის და მასში გაზავებული მინარევების მოლეკულების ზომების განსხვავებაზე. წნევის ზემოქმედებით, მებრანა ატარებს მხოლოდ იმ მოლეკულებს და იონებს, რომელთა მასა მემბრანის ფორებზე ნაკლებია, ხოლო უფრო მსხვილი მოლეკულები და ნაწილაკები რჩებიან მებრანის გარეთ. წყალი არ განიცდის არც ქიმიურ და არც თერმულ ზემოქმედებას.

ულტრაფილტრაცია  წყლის გაწმენდის ყველაზე ეკონომიური და ეფექტური საშუალება გახლავთ. მემბრანის ფორების ზომა არის 0.01 მკმ, რაც განაპირობებს კოლოიდური, წვრილდისპერსიული მინარევების, მიკროორგანიზმების, ბაქტერიების, მაკრომოლეკულების, წყლამცენარეების, ერთუჯრედიანი მიკროორგანიზმების, ცისტების შეკავებას.

wyaliულტრაფილტრაციის მეთოდის ერთ-ერთი დადებითი მხარეა პათოგენური მიკროორგანიზმების და მინარევების მოცილებასთან ერთად, წყლის მარილოვანი შემადგენლობის (ნატრიუმი, კალიუმი, კალციუმი, ქლორიდები) შესაბამისად, მისი ბუნებრივი გემოს შენარჩუნება.

ულტრაფილტრაციის ეფექტურობა

ულტრაფილტრაციისადმი ინტერესი გამოწვეულია მთელი რიგი საკითხების გამო, უპირველესად კი ეს ეხება ქალაქებში წყლის არადამაკმაყოფილებელ  ხარისხს, რაც კავშირშია მუნიციპალური გამწმენდი მოწყობილობების შეზღუდულ შესაძლებლობებთან. ასევე, სანამ თქვენამდე მოვა წყალი, ის გაივლის კილომეტრობით მილსადენებს. ამ მილებში კი ყველაფერი შეიძლება იყოს: ჟანგის წანაზარდები, დარღვეული ჰერმეტიზაცია, შედეგად – მიკროორგანიზმების შეჭრა მილში. გსურთ დარწმუნდეთ, რომ წყალსადენის მილებში ბაქტერიები ბინადრობენ? სცადეთ შეყოთ თითი ონკანში და თუ იგრძნობთ ლორწოს – სწორედ ეს არის მიკროორგანიზმები.  

წყალსადენის წყლის წმენდის ნორმატივები ერთნაირია საქართველოს, აშშ-სა და ევროპის ქვეყნებში. მაგრამ ექსპერტები ირწმუნებიან, რომ ამერიკაში და ევროპაში წყალი უფრო სუფთაა. მათი ვარაუდით, საქმე, ძირითადად, ცუდ კომუნიკაციებში და ამასთან დაკავშირებულ მეორად დაბინძურებაშია.

ძველი, გაცვეთილი მილების შეცვლა ძალიან შრომატევადი და ძვირადღირებული პროცესია. ამიტომ მთავარ გამაუვნებელყოფელ მეთოდად რჩება წყალსადენის წყლის ქლორირება. რა თქმა უნდა, ქლორი კლავს წყალში მობინადრე მიკრობების უმრავლესობას, მაგრამ მაინც ვერ უმკლავდება ყველა მიკროორგამიზმს. 

ქლორის არაეფექტურობა

წყლის გაუვნებელყოფისას, კერძოდ, ქლორირებისას, მასში წარმოიქმნება ახალი ქლორორგანული (ჰალოგენური) ნაერთები. მოხმარება წყლის, რომელიც შეიცავს ჰალოგენურ ნაერთებს, სახიფათოა, რამდენადაც უარყოფითად მოქმედებს იმუნურ სისტემაზე, იწვევს ღვიძლის, თირკმლების, კუჭქვეშა და ფარისებრთა ჯირკვლების, ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებებს. ზოგიერთი ჰალოგენი კანცეროგენია.

მიკრობების (დიზენტერიული ამება (Entamoeba histolytica), ლამბლია (G. lamblia) და კრიპტოსპორიდიოზი (Cryptosporidium)) კვერცხებს აქვთ ძალიან მკვრივი დამცავი გარსი, რომელშიც ვერ აღწევენ ქლორის ნაერთები. ამრიგად, მიკრობების განადგურების პარალელურად, წყლის დეზინფექცია ქლორის ნაერთებით არაეფექტურია მათი კვერცხების (ცისტების) წინააღმდეგ.

ამ პრობლემას აგვარებს ულტრაფილტრაციის მემბრანა, რომელიც ფილტრავს ქლორის მიმართ მდგრადი მიკრობების კვერცხებს, ისევე, როგორც დაქლორვის შედეგად მოკლულ მიკრობებს.  

მუნიციპალური წყალსადენების წყლების გაწმენდაში ულტრაფილტრაციის სისტემები არ ჩამორჩებიან ეფექტურობით უფრო მაღალფასიან ოსმოსის სისტემებს, ვინაიდან აღნიშნული წყლები, როგორც წესი, არ შეიცავენ ჭარბ მარილებს, ტოქსიკურ ქიმიკატებს, დარიშხანს და მძიმე მეტალებს.

11

მომხმარებელი, რომელიც აირჩევს ულტრაფილტრაციაზე დაფუძნებულ ფილტრებს, კმაყოფილი დარჩება იმით, რომ ეს ფილტრები მარტივია ექსპლუატაციაში, გამძლეა და უსაფრთხოა გარემოსთვის.  

wyali

ამ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ფილტრების გამოყენებით  სუფთა და ბაქტერიოლოგიურად უსაფრთხო წყალი მუდმივად ხელმისაწვდომი იქნება

მომზადებულია kamkama.ge-ს მიერ. ნაწილობრივი ან სრული კოპირება შესაძლებელია მხოლოდ საიტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით და წყაროს მითითებით. გაფილტრვა და არა გაფილტვრა – იმიტომ რომ ფილტრი და არა ფილტვრი 🙂