ეკოლოგია, ჯანმრთელობა

გაზაფხულობით ონკანის წყლის ხარისხი უარესდება

წყლის ხარისხი გაზაფხულზე

გაზაფხულზე ქალაქის წყალმომარაგების სისტემაში წყალი ყველაზე მეტ მინარევს შეიცავს. თოვლის, მყინვარების დნობის და წვიმების გახშირების დროს, წყალსაცავებში იმატებს მძიმე მეტალების, ქიმიური სასუქების, ვირუსების და ბაქტერიების კონცენტრაცია. შესაბამისად სასმელი წყლის ხარისხი საგრძნობლად უარესდება. 

მოდით, ერთად შევეცადოთ გავერკვეთ, თუ რა იწვევს წყლის ხარისხთან დაკავშირებულ ამ სახის ცვლილებებს და როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ რიგით მომხმარებლებს.

რატომ უარესდება წყლის ხარისხი გაზაფხულზე

მნიშვნელოვანი ფაქტორები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოთ

მოგეხსენებათ, ზამთარში როგორც ქალაქებში, ასევე საქალაქთაშორისო გზებზე ყინულის თავიდან აცილების მიზნით, საგზაო სამსახურები გზებს ტექნიკური მარილით ამუშავებენ. საბოლოოდ აღნიშნული მარილი, ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის ტოქსინები, საბურავების ცვეთის მტვერი გზებიდან მდინარეებში ჩაირეცხება ანდა გრუნტის წყლებში ჩაედინება.   

წყლის ხარისხი უარესდება გაზაფხულზე

ყინული და თოვლის საფარი ატმოსფერული ჰაერიდან დალექილი სხვადასხვა დამაბინძურებლების ეფექტური აკუმულატორია. ზამთრის პერიოდში თოვლზე და გრუნტის ზედაპირზე ილექება სამრეწველო გამონაბოლქვის სხვადასხვა ქიმიური ელემენტი. 

გაზაფხულზე თოვლის დნობის და წვიმების გახშირების გამო ბუნებრივ წყალსაცავებში აქტიურად ხვდება სასოფლო სასუქები, პესტიციდები დააგრარული სექტორის სხვა ქიმიკატები.  სახნავებიდან და ბაღებიდან ბუნებრივ წყალსაცავებში მოხვედრილი ნიტრატები საუკეთესო საკვებია ბაქტერიებისა და მიკროორგანიზმებისთვის.  

წყლის ხარისხი

ამ პერიოდში, წყალმომარაგების სისტემაში მიკროორგანიზმების შეღწევის რისკის შესამცირებლად, კომუნალური სამსახურები ცვლიან წყლის დამუშავების პროცედურას. კერძოდ, ერთნახევარ-ორჯერ ზრდიან წყალში ქლორის კონცენტრაციას. 

წყლის დაბინძურება სოფელში

წყალში ნიტრატების დამატებითი წყაროა კუსტარული ან დაზიანებული კანალიზაცია, პირუტყვის ნაკელი და აგრარული სასუქები. სოფლის მჭიდრო დასახლებებში, სეპტიკური ავზების მაღალი ინტენსივობის ტერიტორიებზე და მეცხოველეობის მეურნეობებთან ახლოს მდებარე სასმელი წყლის წყაროები ყველაზე დაუცველია ნიტრატებით დაბინძურების მიმართ. 

საყურადღებოა სასოფლო-სამეურნეო წარმოშობის გრუნტის წყლებიც. ვინაიდან, პირუტყვის ფეკალური მასები აქტიურად გამოიყენება სამეურნეო მიწების გასაფხვიერებლად. ამიტომ, საკმაოდ დიდია შანსი, რომ თქვენი ან მიმდებარედ არსებული ფერმებიდან, გრუნტის წყლებით ფეკალური დაბინძურებაც მოხვდეს ჭაში ან ჭაბურღილში.

მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ წლის ზოგიერთ სეზონზე ღია წყაროებიდან წყლის დალევა უსაფრთხოა მხოლოდ წინასწარი გაწმენდის შემდეგ. სუფთა სასმელი წყლის მიღება კი, შესაძლებელია საყოფაცხოვრებო ფილტრების გამოყენებით.

მიწის გაფხვიერება ფეკალიებით აისახება წყალზე

მიუხედავად იმისა, რომ ნიტრატები ადრე იყო „ჭის წყლის“ პრობლემა, ახლა უკვე ურბანული წყლის გამანაწილებელ კომპანიებსაც უწევთ მუშაობა ნიტრატების დონის დასარეგულირებლად. 

წყალში ნიტრატების გადაჭარბებულ დონესთან დაკავშირებული ჯანმრთელობის უპირველესი საფრთხე არის ე.წ. ლურჯი ბავშვის სინდრომი, მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს სისხლზე, როგორც წესი, 6 თვის ან უმცროსი ასაკის ჩვილებში. ახალშობილების საჭმლის მომნელებელი სისტემა ნიტრატებს ნიტრიტებად გარდაქმნის, ეს შეიძლება ფატალურადაც კი დასრულდეს.

როგორ ვაკონტროლოთ წყლის ხარისხი, რომელსაც ვსვამთ

ქლორით გაწმენდილი წყალი უნდა გაიწმინდოს ქლორისგან

იმისდა მიუხედავად, რომ  თხევადი ქლორის ალტერნატივა – ნატრიუმის ჰიპოქლორიტი შედარებით უვნებელია, ონკანის წყალში ქლორის სუნი მაინც საკმაოდ შესამჩნევია. ბევრმა მომხმარებელმა იცის, რომ ასეთი წყლის ადუღება საშიშია, ვინაიდან მისი გაცხელებისას წყალში წარმოიქმნება ტოქსიკური ქლორნაერთები.    

წყალში ქლორის ნაკლებობა ზრდის პათოგენების დარჩენის რისკს, მაგრამ ქლორის ჭარბი რაოდენობა საშიშია ადამიანის ორგანიზმისთვის.

გაზაფხულზე ექსპერტები გვირჩევენ, არ დავლიოთ ონკანის წყალი დამატებითი გაწმენდის გარეშე. საკმარისია წყალი რამდენიმე საათით გააჩეროთ ჭურჭელში და ქლორი, როგორც უკიდურესად აქროლადი ნივთიერება, მთლიანად აორთქლდება. ვინაიდან წყალში შესაძლოა იყოს სხვა მინარევებიც, ამიტომ გადმოიტანეთ დაგროვებული წყლის მხოლოდ 2/3, დანარჩენი კი გადაასხით. ამის შემდეგ დაყოვნებული წყალი უნდა ადუღდეს.  

წყლის ხარისხი უმჯობესდება ფილტრაციით
სეზონურობა წყაროს და ჭის წყლებში

სეზონურად, სასმელი წყლის ხარისხის ვარდნა შესამჩნევია სოფლებშიც. ექსპერტები გვაფრთხილებენ, რომ გაზაფხულზე ჭებსა და ნაკლებად ღრმა ჭაბურღილებში შეიძლება შეაღწიოს ზედაპირული გრუნტის წყლებმა. თუ ჭასთან ან წყაროსთან ახლოს არის გზატკეცილი, მაშინ წყალში შესაძლოა ტოქსინები და მძიმე ლითონებიც აღმოჩნდეს. ასეთი წყალი ასევე საჭიროებს გაწმენდას და დეზინფექციას.   

რამდენიმე საათით გაჩერება აქაც გამოდგება წყლის გასაწმენდად. მთავარია არ დაიზაროთ! ადუღებისას ჭაბურღილის წყლიდან მსუბუქი ნახშირწყალბადები აქროლდება. ხოლო წყლის გაჩერება დაასრულებს პირველადი გაწმენდის პროცესს, რადგან მძიმე მეტალები ჭურჭლის ძირზე დაილექება. 

რა შემთხვევაში გვჭირდება წყლის ფილტრაცია?

რთულად მოსაშორებელი დამაბინძურებელი

ნიტრატები და ნიტრიტები ძალიან ხსნადი ნივთიერებებია. ისინი არ ილექებიან წყალში. შესაბამისად დაყოვნების მეთოდი არ გამოდგება წყლიდან ამ ელემენტების მოსაშორებლად. ეს ნიშნავს, რომ წყალი უნდა დამუშავდეს მოლეკულარულ დონეზე,  ქიმიური ან ბიოლოგიური პროცესით. ნიტრატებით დაბინძურებისგან გასაწმენდად გამოიყენება საპირისპირო (უკუ) ოსმოსი, დისტილაცია და იონგაცვლითი ტექნოლოგია. 

უკუ ოსმოსი, როგორც წესი, ოპტიმალურია საყოფაცხოვრებო საჭიროებებისთვის. ანიონების გაცვლა ასევე შეიძლება იყოს ეფექტური, მაგრამ ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია წყლის ანალიზის გაკეთება, სხვა დამაბინძურებლების განსაზღვრისათვის. ეს მეთოდი ნაკლებად ეფექტურია წყალში მაღალი მინერალიზაციის, ჭარბი სიხისტის და სულფატების დროს. მაშინ როცა უკუ ოსმოსის ფილტრებისთვის ეს ფაქტორები არ ითვლება დაბრკოლებად.

სასმელი წყლის ხარისხი და საიმედოობა

ივნისის მეორე ნახევრიდან, ატმოსფერული ნალექების შემცირებასთან ერთად მუნიციპალურ ქსელში დაქლორვის დოზას ჩეულებრივ მაჩვენებელს უბრუნებენ. თეორიულად, ცენტრალური წყალსადენის ონკანიდან წყლის დალევა შესაძლებელია ჭურჭელში გაჩერების გარეშე.  

წყალმომარაგების კომპანიების განცხადებით, დამუშავების შემდეგ, წყალსაცავებიდან ძირითად ქსელებში მიწოდებული წყალი დამაკმაყოფილებელი ხარისხისა.  თუმცა, საყურადღებოა, რომ საცავებში დამუშავებული წყალი მილსადენებით მრავალი კილომეტრის გავლისას იღებს მეორად დაბინძურებას ქალაქის ცენტრალური და კორპუსების ამორტიზირებული სისტემებიდან. 

გაფილტრული წყლის ხარისხი

ასეთ ვითარებაში, საყოფაცხოვრებო წყლის ფილტრი უნივერსალური საშუალებაა. ფილტრი წმენდს წყალს სხვადასხვა დამაბინძურებლებისგან (ბაქტერიები, ქლორი, ნიტრატები, ნიტრიტები, მძიმე მეტალები…) უშუალოდ მოხმარების წინ. აღნიშნული კი, გაწმენდილი წყლის ხელმეორედ დაბინძურების და მავნე ნივთიერების ორგანიზმში მოხვედრის საუკეთესო პრევენციაა! 

უკუ ოსმოსის საფილტრაციო სისტემა ABSOLUTE 5

299399
ცალკე ონკანით დაკომპლექტებული უკუოსმოსის 5 საფეხურიანი სისტემა მოყვება სტანდარტული მონტაჟისთვის საჭირო აქსესუარები უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით მონტაჟი: 100 ლარი* (თანხაში გათვალისწინებულია მხოლოდ პროდუქციის კომპლექტში შემავალი აქსესუარები). *ტარიფის მოქმედების არეალი საჭიროებისამებრ დამატებით გამოყენებული მასალები დაითვლება ადგილზე პრეისკურანტის მიხედვით

უკუ ოსმოსის საფილტრაციო სისტემა ABSOLUTE 4 S

354434
ენერგოდამოუკიდებელი ფილტრაციის სისტემა უკუოსმოსის ტექნოლოგიით შემომავალი წყლის მინიმალური წნევა – 2,5 ატმ ცალკე ონკანით დაკომპლექტებული უკუოსმოსის 4 საფეხურიანი სისტემა მოჰყვება სტანდარტული მონტაჟისთვის საჭირო აქსესუარები უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით  მონტაჟი: 80 ლარი* (თანხაში გათვალისწინებულია მხოლოდ პროდუქციის კომპლექტში შემავალი აქსესუარები). *ტარიფის მოქმედების არეალი საჭიროებისამებრ დამატებით გამოყენებული მასალები დაითვლება ადგილზე პრეისკურანტის მიხედვით

უკუ ოსმოსის საფილტრაციო სისტემა ABSOLUTE 6 UV სტერილიზატორით

523623
ტუმბოიანი ფილტრაციის სისტემა უკუოსმოსის ტექნოლოგიით ცალკე ონკანით დაკომპლექტებული უკუოსმოსის 6 საფეხურიანი სისტემა მოყვება სტანდარტული მონტაჟისთვის საჭირო აქსესუარები უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით მონტაჟი: 100 ლარი * (თანხაში გათვალისწინებულია მხოლოდ პროდუქციის კომპლექტში შემავალი აქსესუარები). *ტარიფის მოქმედების არეალი საჭიროებისამებრ დამატებით გამოყენებული მასალები დაითვლება ადგილზე პრეისკურანტის მიხედვით

უკუ ოსმოსის საფილტრაციო სისტემა ABSOLUTE 5S

743843
დახურულ ქეისში მოთავსებული 5 საფეხურიანი მოდულური ფილტრაციის სისტემა გაზრდილი წარმადობით და სწრაფი კარტრიჯებით. მოყვება სტანდარტული მონტაჟისთვის საჭირო აქსესუარები უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით მონტაჟი: 100 ლარი* (თანხაში გათვალისწინებულია პროდუქციის კომპლექტში შემავალი აქსესუარები). *ტარიფის მოქმედების არეალი საჭიროებისამებრ დამატებით გამოყენებული მასალები დაითვლება ადგილზე პრეისკურანტის მიხედვით

მომზადებულია kamkama.ge-ს მიერ. ნაწილობრივი ან სრული კოპირება შესაძლებელია მხოლოდ საიტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით და წყაროს მითითებით. გაფილტრვა და არა გაფილტვრა – იმიტომ რომ ფილტრი და არა ფილტვრი 🙂