ულტრაიისფერი სტერილიზატორი UV-6W

85104

ულტრაიისფერი სტერილიზატორი არის წყლის გაუვნებელყოფის მაღალი ხარისხის საშუალება სიმძლავრით 6 ვტ და წარმადობით 2 ლ/წთ. ეს სისტემა ეფექტურია ბაქტერიების,  ნაწლავური ჩხირების, სოკოს ვირუსების, წყალმცენარეების და მიკროორგანიზების უმრავლესობის, მათ შორის კრიპტოსპორიდიუმის, ლამბლიას და ბევრი სხვა ბიოლოგიური დამაბინძურებლის განადგურებაში.

სტანდარტული კომპლექტაცია:

  • გაუვნებელყოფის კამერა – 1 ცალი;
  • კვების ბლოკი – 1 ცალი;
  • კვარცის საფარი – 1 ცალი;
  • ულტრაიისფერი ნათურა 6 ვტ – 1 ცალი;
  • ტექნიკური პასპორტი – 1 ცალი.

უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით

არტიკული: UV-6W ,UV - 6P-2 კატეგორია: ჭდე:
აღწერა

წყლის გაუვნებელყოფა

უკვე ყველამ კარგად ვიცით, მიკროსკოპულ ცოცხალ არსებებს შეუძლიათ სერიოზული ზიანი მოუტანონ ადამიანის ჯანმრთელობას. ასეთი ორგანიზმებისთვის წყალი გამრავლების საუკეთესო გარემოს წარმოადგენს.  ორგანიზმში საკვების გზით მოხვედრა, დაბინძურებული წყლის კანის საფართან კონტაქტი და წყლის ორთქლის შესუნთქვაც კი მავნებელია ადამიანისთვის!  

სასმელი წყლის ულტრაიისფერი სტერილიზატორები წყლის გაუვნებელყოფის საუკეთესო საშუალებაა.

მათი გამოყენების უტყუარი უპირატესობაა წყლის ეფექტური წმენდა ბაქტერიებისგან  ქიმიკატების გარეშე. მეტიც, ულტრაიისფერი სტერილიზატორები ანადგურებენ იმ მავნე მიკროორგანიზმებს, რომლებსაც ქლორიც კი ვერაფერს აკლებს, რაც ადასტურებს მოცემული ტექნოლოგიის ინოვაციურობასა და წარმატებულობას. ამასთან, ამ მეთოდით დამუშავებისას, წყალში არ წარმოიშობა ჯანმრთლობისთვის მავნე კანცეროგენები, რაც დამახასიათებელია, მაგალითად, ქლორით წმენდისთვის.  

სწრაფი და ეფექტური

ბაქტერიოციდული სხივი – ეს არის 254 ნმ სიგრძის ტალღა. სწორედ ის ანადგურებს ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათო მიკროორგანიზმებს. ბაქტერიოციდული სხივი აღწევს ბაქტერიის უჯრედებში, შედეგად მიკროორგანიზმის დნმ-ში შეუქცევადი ცვლილებები იწყება. ასეთი ზემოქმედების შემდეგ, მავნე მიკროორგანიზმები კარგავენ გამრავლების უნარს. ამგვარად, ულტრაიისფერი სტერილიზატორი ახდენს წყლის დეზინფიცირებას, მისი ქიმიური შემადგენლობის დარღვევის გარეშე. 



UV სხივის სწრაფი ეფექტი

მოწყობილობა გამოიმუშავებს ულტაიისფერ გამოსხივებას არანაკლებ 30 000 მვტ-წმ/სმ2, ნათურის მუშაობის ვადის ამოწურვის დროისთვისაც კი, რაც საკმარისზე მეტია, რათა განადგურდეს წყალში არსებული მიკროორგანიზმების უმრავლესობა, როგორებიცაა ბაქტერიები, საფუარის სოკოები, წყალმცენარეები და სხვა. წყლის გაუვნებელყოფა მასზე გამოსხივების მოქმედებიდან 1-10 წამში ხდება. 

საიმედო კონსტრუქცია

ულტრაიისფერი სტერილიზატორი არის უჟანგავი ფოლადის კამერა (გაუვნებელყოფის კამერა) შიგნით მოთავსებული ულტრაიისფერი ლამფით. კვარცის კოლბა, გამორიცხავს ულტრაიისფერი ნათურის წყალთან უშუალო კონტაქტს.

ისეთ საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, როგორიცაა სკოლები და ბაღები, სხვადასხვა ჯანდაცვის და კვების დაწესებულებები, ულტრაიისფერი სტერილიზატორები უზრუნველყოფენ იმ წყლის 100%-იან უსაფრთხოებას, რომლითაც მზადდება სასმელები თუ კერძები. 

სპორტული და სანატორიუმ-კურორტული დაწესებულებები კი ამ მოწყობილობას საჭიროებენ სამკურნალო აბაზანებისთვის გამოსაყენებელი წყლის გასაწმენდად. 

დასამუშავებელი წყლის პარამეტრები

გასაწმენდი წყლის ზოგიერთი პარამეტრი მნიშვნელოვანია ბაქტერიოციდული სხივის გატარებისათვის. რეკომენდირებულია, რომ წყლის ხარისხის მაჩვენებლები არ აღემატებოდეს ქვემოთ მოცემულ კონცენტრაციის ნიშნულებს:  

  •  PH:3.0 -11.0
  • Max TDS: 500 ppm
  • ნარჩენი ქლორი: < 0.1mg/L
  • სიმღვრივე: < 1.0 NTU
  • მაქს SDI: <4.0
  • სიხისტე CaCO3: < 120 mg/L 
  • რკინა: < 0.3mg/L
  • მანგანუმი:  <0.05 mg/L

წყლის გაუვნებელყოფა ქიმიური რეაგენტების გარეშე

ულტრაიისფერი სტერილიზატორი უნივერსალურია, ანუ ერთნაირად ეფექტურად ანადგურებს სხვადასხვა სახის მიკროორგანიზმებს. ნადგურდება ვირუსების, სპორების და ბაქტერიების პრაქტიუკულად 100%.  

ულტრაიისფერი სტერილიზატორი წყლის ფიზიკო-ქიმიურ მახასიათებლებს უცვლელად ტოვებს. მისი მუშაობის არსია გამოიწვიოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნე მიკროორგანიზმებში ფოტოქიმიური პროცესები. ულტრაიისფერი სხივები არ ცვლიან წყლის pH-ს, შესაბამისად, მისი მუშაობის შედეგად არ წარმოიშობა საშიში ნაერთები.  

ულტრაიისფერი სტაბილიზატორის მუშაობაში გამორიცხულია ზედოზირება. 

ულტრაიისფერი სტერილიზატორი უმოკლეს დროში იძლევა შედეგს, ანუ წყლის გაუვნებელყოფა მასზე გამოსხივების მოქმედებიდან 1-10 წამში ხდება. 

ულტრაიისფერი სტერილიზატორი საკმაოდ პატარაა, მარტივია დამონტაჟებაში და მომსახურებაში.

ულტრაიისფერი სტერილიზატორი არ იწვევს გაწმენდილ წყალში გვერდითი პროდუქტების წარმოშობას. 

ულტრაიისფერი სტერილიზატორი არ წამოადგენს არანაირ საფრთხეს ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, მისი გამოყენება არ ითვალისწინებს ტოქსიკური და ქლორისშემცველი რეაგენტებისთის სათავსოს მოწყობის აუცილებლობას.  

ულტრაიისფერი სტერილიზატორი მუშაობს დამოუკიდებლად.

ულტრაიისფერი სტერილიზატორის შეძენა ეკონომიურად მიზანმიმართული და რენტაბელურია. 

ულტრაიისფერი სტერილიზატორი აღჭურვილია ნათურებით, რომლებიც ხანგრძლივად ფუნქციონირებენ – 8000 საათამდე. 

ტექნიკური მახასიათებლები

  • კორპუსი:
  • წარმადობა:
  • შეერთება:
  • წყლის წნევა:
  • წყლის ტემპერატურა:
  • UV ნათურის სიმძლავრე:
  • სხვის სიხშირე:
  • ძაბვა:
  • UV ნათურის რესურსი:
  • კორპუსის რესურსი:
  • წონა:
  • გარანტია:
  • უჟანგავი ფოლადი
  • 2 ლ/წთ
  • ¼"
  • 2 - 6 bar
  • 5-45°C
  • 6W
  • 254 nm
  • 220 V
  • 6000-8000 საათი
  • 3 წელი
  • 1 კგ
  • 1 წელი (ლიმიტირებული)

უპირატესობები

  • 304 სტანდარტის უჟანგავი კორპუსი
  • მარტივი ინსტალაცია
  • კვების ბლოკის ინდიკატორი
  • წყლის ეფექტური დეზინფექცია ქიმიკატების გარეშე
  • ექსპლუატაციის ხანგრძლივობა
  • დაბალი დანახარჯები

როგორ შევარჩიოთ წყლის ფილტრი?

ეს საინტერესოა

მიიღეთ სასარგებლო ინფორმაცია ულტრაფილტრაციაზე

მიმოხილვა (0)

მიმოხილვა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება