Customer matched zone "მდებარეობა თქვენი სხვა ზონების მიღმა"
“წყლის მექანიკური პრე ფილტრი GUARD 5 ჩამრეცხით” დაემატა თქვენ კალათაში. კალათის ნახვა





ულტრაიისფერი სტერილიზატორი UV-6W
₾109 – ₾129
ულტრაიისფერი სტერილიზატორი არის წყლის გაუვნებელყოფის მაღალი ხარისხის საშუალება სიმძლავრით 6 ვტ და წარმადობით 2 ლ/წთ. ეს სისტემა ეფექტურია ბაქტერიების, ნაწლავური ჩხირების, სოკოს ვირუსების, წყალმცენარეების და მიკროორგანიზების უმრავლესობის, მათ შორის კრიპტოსპორიდიუმის, ლამბლიას და ბევრი სხვა ბიოლოგიური დამაბინძურებლის განადგურებაში.
სტანდარტული კომპლექტაცია:
- გაუვნებელყოფის კამერა – 1 ცალი;
- კვების ბლოკი – 1 ცალი;
- კვარცის საფარი – 1 ცალი;
- ულტრაიისფერი ნათურა 6 ვტ – 1 ცალი;
- ტექნიკური პასპორტი – 1 ცალი.
აღწერა
წყლის გაუვნებელყოფა
უკვე ყველამ კარგად ვიცით, მიკროსკოპულ ცოცხალ არსებებს შეუძლიათ სერიოზული ზიანი მოუტანონ ადამიანის ჯანმრთელობას. ასეთი ორგანიზმებისთვის წყალი გამრავლების საუკეთესო გარემოს წარმოადგენს. ორგანიზმში საკვების გზით მოხვედრა, დაბინძურებული წყლის კანის საფართან კონტაქტი და წყლის ორთქლის შესუნთქვაც კი მავნებელია ადამიანისთვის!
სასმელი წყლის ულტრაიისფერი სტერილიზატორები წყლის გაუვნებელყოფის საუკეთესო საშუალებაა.
მათი გამოყენების უტყუარი უპირატესობაა წყლის ეფექტური წმენდა ბაქტერიებისგან ქიმიკატების გარეშე. მეტიც, ულტრაიისფერი სტერილიზატორები ანადგურებენ იმ მავნე მიკროორგანიზმებს, რომლებსაც ქლორიც კი ვერაფერს აკლებს, რაც ადასტურებს მოცემული ტექნოლოგიის ინოვაციურობასა და წარმატებულობას. ამასთან, ამ მეთოდით დამუშავებისას, წყალში არ წარმოიშობა ჯანმრთლობისთვის მავნე კანცეროგენები, რაც დამახასიათებელია, მაგალითად, ქლორით წმენდისთვის.

სწრაფი და ეფექტური
ბაქტერიოციდული სხივი – ეს არის 254 ნმ სიგრძის ტალღა. სწორედ ის ანადგურებს ადამიანის ჯანმრთელობისთვის სახიფათო მიკროორგანიზმებს. ბაქტერიოციდული სხივი აღწევს ბაქტერიის უჯრედებში, შედეგად მიკროორგანიზმის დნმ-ში შეუქცევადი ცვლილებები იწყება. ასეთი ზემოქმედების შემდეგ, მავნე მიკროორგანიზმები კარგავენ გამრავლების უნარს. ამგვარად, ულტრაიისფერი სტერილიზატორი ახდენს წყლის დეზინფიცირებას, მისი ქიმიური შემადგენლობის დარღვევის გარეშე.

UV სხივის სწრაფი ეფექტი

მოწყობილობა გამოიმუშავებს ულტაიისფერ გამოსხივებას არანაკლებ 30 000 მვტ-წმ/სმ2, ნათურის მუშაობის ვადის ამოწურვის დროისთვისაც კი, რაც საკმარისზე მეტია, რათა განადგურდეს წყალში არსებული მიკროორგანიზმების უმრავლესობა, როგორებიცაა ბაქტერიები, საფუარის სოკოები, წყალმცენარეები და სხვა. წყლის გაუვნებელყოფა მასზე გამოსხივების მოქმედებიდან 1-10 წამში ხდება.

საიმედო კონსტრუქცია
ულტრაიისფერი სტერილიზატორი არის უჟანგავი ფოლადის კამერა (გაუვნებელყოფის კამერა) შიგნით მოთავსებული ულტრაიისფერი ლამფით. კვარცის კოლბა, გამორიცხავს ულტრაიისფერი ნათურის წყალთან უშუალო კონტაქტს.
ისეთ საზოგადოებრივ ორგანიზაციებში, როგორიცაა სკოლები და ბაღები, სხვადასხვა ჯანდაცვის და კვების დაწესებულებები, ულტრაიისფერი სტერილიზატორები უზრუნველყოფენ იმ წყლის 100%-იან უსაფრთხოებას, რომლითაც მზადდება სასმელები თუ კერძები.
სპორტული და სანატორიუმ-კურორტული დაწესებულებები კი ამ მოწყობილობას საჭიროებენ სამკურნალო აბაზანებისთვის გამოსაყენებელი წყლის გასაწმენდად.
დასამუშავებელი წყლის პარამეტრები
გასაწმენდი წყლის ზოგიერთი პარამეტრი მნიშვნელოვანია ბაქტერიოციდული სხივის გატარებისათვის. რეკომენდირებულია, რომ წყლის ხარისხის მაჩვენებლები არ აღემატებოდეს ქვემოთ მოცემულ კონცენტრაციის ნიშნულებს:
- PH:3.0 -11.0
- Max TDS: 500 ppm
- ნარჩენი ქლორი: < 0.1mg/L
- სიმღვრივე: < 1.0 NTU
- მაქს SDI: <4.0
- სიხისტე CaCO3: < 120 mg/L
- რკინა: < 0.3mg/L
- მანგანუმი: <0.05 mg/L
წყლის გაუვნებელყოფა ქიმიური რეაგენტების გარეშე
ულტრაიისფერი სტერილიზატორი უნივერსალურია, ანუ ერთნაირად ეფექტურად ანადგურებს სხვადასხვა სახის მიკროორგანიზმებს. ნადგურდება ვირუსების, სპორების და ბაქტერიების პრაქტიუკულად 100%.
ულტრაიისფერი სტერილიზატორი წყლის ფიზიკო-ქიმიურ მახასიათებლებს უცვლელად ტოვებს. მისი მუშაობის არსია გამოიწვიოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის მავნე მიკროორგანიზმებში ფოტოქიმიური პროცესები. ულტრაიისფერი სხივები არ ცვლიან წყლის pH-ს, შესაბამისად, მისი მუშაობის შედეგად არ წარმოიშობა საშიში ნაერთები.
ულტრაიისფერი სტაბილიზატორის მუშაობაში გამორიცხულია ზედოზირება.
ულტრაიისფერი სტერილიზატორი უმოკლეს დროში იძლევა შედეგს, ანუ წყლის გაუვნებელყოფა მასზე გამოსხივების მოქმედებიდან 1-10 წამში ხდება.
ულტრაიისფერი სტერილიზატორი საკმაოდ პატარაა, მარტივია დამონტაჟებაში და მომსახურებაში.
ულტრაიისფერი სტერილიზატორი არ იწვევს გაწმენდილ წყალში გვერდითი პროდუქტების წარმოშობას.
ულტრაიისფერი სტერილიზატორი არ წამოადგენს არანაირ საფრთხეს ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, მისი გამოყენება არ ითვალისწინებს ტოქსიკური და ქლორისშემცველი რეაგენტებისთის სათავსოს მოწყობის აუცილებლობას.
ულტრაიისფერი სტერილიზატორი მუშაობს დამოუკიდებლად.
ულტრაიისფერი სტერილიზატორის შეძენა ეკონომიურად მიზანმიმართული და რენტაბელურია.
ულტრაიისფერი სტერილიზატორი აღჭურვილია ნათურებით, რომლებიც ხანგრძლივად ფუნქციონირებენ – 8000 საათამდე.
ტექნიკური მახასიათებლები
- კორპუსი:
- წარმადობა:
- შეერთება:
- წყლის წნევა:
- წყლის ტემპერატურა:
- UV ნათურის სიმძლავრე:
- სხვის სიხშირე:
- ძაბვა:
- UV ნათურის რესურსი:
- კორპუსის რესურსი:
- წონა:
- გარანტია:
- უჟანგავი ფოლადი
- 2 ლ/წთ
- ¼"
- 2 - 6 bar
- 5-45°C
- 6W
- 254 nm
- 220 V
- 6000-8000 საათი
- 3 წელი
- 1 კგ
- 1 წელი (ლიმიტირებული)
უპირატესობები
- 304 სტანდარტის უჟანგავი კორპუსი
- მარტივი ინსტალაცია
- კვების ბლოკის ინდიკატორი
- წყლის ეფექტური დეზინფექცია ქიმიკატების გარეშე
- ექსპლუატაციის ხანგრძლივობა
- დაბალი დანახარჯები
როგორ შევარჩიოთ წყლის ფილტრი?
ეს საინტერესოა
მიიღეთ სასარგებლო ინფორმაცია ულტრაფილტრაციაზე
მიმოხილვა (0)
მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება
შესაძლოა, ასევე მოგეწონოთ…
უკუ ოსმოსის საფილტრაციო სისტემა ABSOLUTE 5S
₾878 – ₾978
შეფასება 5.00, 5-დან
დახურულ ქეისში მოთავსებული 5 საფეხურიანი მოდულური ფილტრაციის სისტემა გაზრდილი წარმადობით და სწრაფი კარტრიჯებით.
მოყვება სტანდარტული მონტაჟისთვის საჭირო აქსესუარები
უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით
საჭიროებისამებრ დამატებით გამოყენებული მასალები დაითვლება ადგილზე პრეისკურანტის მიხედვით

არჩევის პარამეტრები
This product has multiple variants. The options may be chosen on the product page
უკუ ოსმოსის საფილტრაციო სისტემა ABSOLUTE 5
₾304 – ₾404
შეფასება 5.00, 5-დან
ცალკე ონკანით დაკომპლექტებული უკუოსმოსის 5 საფეხურიანი სისტემა
მოყვება სტანდარტული მონტაჟისთვის საჭირო აქსესუარები
უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით
მონტაჟი: 100 ლარი* (თანხაში გათვალისწინებულია მხოლოდ პროდუქციის კომპლექტში შემავალი აქსესუარები). *ტარიფის მოქმედების არეალი
საჭიროებისამებრ დამატებით გამოყენებული მასალები დაითვლება ადგილზე პრეისკურანტის მიხედვით

არჩევის პარამეტრები
This product has multiple variants. The options may be chosen on the product page
ულტრაიისფერი სტერილიზატორის UV-6W სათადარიგო ნათურა
₾31
ულტრაიისფერი სტერილიზატორი არის წყლის გაუვნებელყოფის მაღალი ხარისხის საშუალება სიმძლავრით 6 ვტ და წარმადობით 2 ლ/წთ. ეს სისტემა ეფექტურია ბაქტერიების, ნაწლავური ჩხირების, სოკოს ვირუსების, წყალმცენარეების და მიკროორგანიზების უმრავლესობის, მათ შორის კრიპტოსპორიდიუმის, ლამბლიას და ბევრი სხვა ბიოლოგიური დამაბინძურებლის განადგურებაში
ზომები: 22 სმ * 1.5 სმ
უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით

მსგავსი პროდუქტები
ნანო ფილტრი FILTRESSO NANO (ყავა/ჩაი)
₾384 – ₾484
ნანო ფილტრი ყავისთვის FILTRESSO NANO იდეალურია ყავისა და ჩაისთვის ☕️
წყალს უნარჩუნებს საჭირო რაოდენობით მინერალურ შემადგენლობას, ამიტომ საუკეთესოდ წარმოაჩენს გემოვნურ თვისებებს.
ენერგოდამოუკიდებელი ფილტრი FILTRESSO NANO დაკომპლექტებულია სამარაგო ავზით, ცალკე ონკანით და 5 საფეხურიანი საფილტრაციო სისტემით.
უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით
მონტაჟი: 100 ლარი* (თანხაში გათვალისწინებულია მხოლოდ პროდუქციის კომპლექტში შემავალი აქსესუარები). *ტარიფის მოქმედების არეალი
საჭიროებისამებრ დამატებით გამოყენებული მასალები დაითვლება ადგილზე პრეისკურანტის მიხედვით

არჩევის პარამეტრები
This product has multiple variants. The options may be chosen on the product page
ცენტრალური წყლის ფილტრი ბინა და აგარაკისათვის
₾713 – ₾813
დელიკატურად წმენდს წყალს უმეტესი დამაბინძურებლებისგან და ამავდროულად ინარჩუნებს ყველა სასარგებლო მინერალს და მიკროელემენტს.
ცენტრალური ფილტრის მემბრანის დასაცავად რეკომენდირებულია მის წინ მექანიკური პრე ფილტრის დაყენება.
უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით

არჩევის პარამეტრები
This product has multiple variants. The options may be chosen on the product page
ცენტრალური წყლის ფილტრი სახლისათვის
₾1,155 – ₾1,605
შეფასება 5.00, 5-დან
ცენტრალური წყლის ფილტრი განკუთვნილია ბინაში, სახლში ან ოფისში შემომავალი ცივი წყლის გაწმენდისათვის. ცენტრალური ფილტრი ახორციელებს წყლის ულტრაფილტრაციას მექანიკური მინარევებისგან, აჩერებს ორგანულ მოლეკულებს, მცენარეთა მტვერს, მოლეკულურ კლასტერებს, მსხვილ ორგანულ მოლეკულებს, ბაქტერიების უმეტესობას, მიკროორგანიზმებს და ვირუსებს.
დელიკატურად წმენდს წყალს უმეტესი დამაბინძურებლებისგან და ამავდროულად ინარჩუნებს ყველა სასარგებლო მინერალს და მიკროელემენტს.
ცენტრალური ფილტრის მემბრანის დასაცავად რეკომენდირებულია მის წინ მექანიკური პრე ფილტრის დაყენება.
უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით

არჩევის პარამეტრები
This product has multiple variants. The options may be chosen on the product page
წყლის მექანიკური პრე ფილტრი GUARD 5 ჩამრეცხით
₾119
შეფასება 5.00, 5-დან
პრეფილტრი შექმნილია ცივი წყლის გასაწმენდად 40-50 მიკრონზე მეტი მექანიკური ნაწილაკებისგან: ჟანგი, შეწონილი ნაწილაკები, ქვიშა, წყალმცენარეები და ა.შ.
პრეფილტრი ამცირებს წყლის სიმღვრივეს, იცავს მილებს, გათბობის ქვაბებს, შემრევებს, სანტექნიკურ მოწყობილობებს და საყოფაცხოვრებო ტექნიკას მექანიკური ნაწილაკებისგან და ჭუჭყისაგან.
პრე ფილტრის ცივი წყლის მაგისტრალზე დაყენებისას, უმჯობესდება სასმელი წყლის ხარისხი, ხდება მის შემდეგ დამონტაჟებული სხვა ფილტრების (მაგალითად, ცენტრალური წყლის ფილტრისთვის) მექანიკური დაზიანების პრევენცია.
უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით

წყლის საფილტრაციო დოქი
₾86
წყლის დოქი ფილტრი ახალი დიზაინით
3 საფეხურიანი ეფექტური ფილტრაცია
BPA Free გამჭვირვალე პლასტმასის კორპუსი
გაზრდილი მოცულობა და კარტრიჯის რესურსი
სარეზერვო კარტრიჯის შესაძენად დააკლიკეთ აქ
უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით

პირველადი წმენდის 3 კარტრიჯი + ნახშირის პოსტ კარტრიჯი
₾48
კომპლექტში შედის 4 კარტრიჯი:
- ბიოლოგიური დაბინძურების მიმართ მდგრადი პოლიპროპილენის კარტრიჯი PP-10 აცილებს ჟანგს, ლამს, თიხას, ქვიშას, მიკროორგანიზმებს, ტორფის ბოჭკოს, სხვა ორგანულ და არაორგანულ მინარევებს. გამოცვლის სიხშირე: 3-6 თვე
- ქოქოსის გრანულირებული ნახშირის კარტრიჯი GAC-10. აშორებს ქლორს და მის შენაერთებს, პესტიციდებს და ჰერბიციდებს, ორგანულ ნივთიერებებს და ზოგირთ მეტალს (ბენზოლნაერთები), აირებს. აუმჯობესებს გემოვნურ თვისებებს. გამოცვლის სიხშირე: 6-12 თვე
- ქოქოსის დაპრესილი ნახშირის კარტრიჯი CTO-10. აშორებს მავნე ორგანულ მინარევებს და ნარჩენ ქლორს. გამოცვლის სიხშირე: 6-12 თვე
- ნახშირის პოსტფილტრი In-Line T-33. აშორებს უსიამოვნო სუნს, აუმჯობესებს წყლის გემოვნურ თვისებებს. გამოცვლის სიხშირე: 6-12 თვე

უკუ ოსმოსის 6 საფეხურიანი სისტემა მინერალიზატორით
₾494 – ₾594
არჩევის პარამეტრები
This product has multiple variants. The options may be chosen on the product page
Big Blue ფილტრის გამჭვირვალე კორპუსი
₾154 – ₾239
Big Blue ფილტრები გამოიყენება წყლის გასაწმენდად წყალმომარაგების სისტემებში, საყოფაცხოვრებო და სამრეწველო პროცესებში.
ფილტრების ამ სახეობას ახასიათებთ მაღალი გამტარურიანობა და დაბალი წინაღობა.
ფილტრის კორპუსი დამზადებულია დასქელებული გამჭირვალე პლასტმასისგან, რაც ამარტივებს კარტრიჯის დაბინძურების კონტროლს.
პლასტამასის დასქელებული კორპუსი
მაქსიმალური წნევა 8 ბარი
თითბერის მიერთება 1"
კარტრიჯის ზომა 25, 50 სმ
გამტარუნარიანობა 6 მ3/სთ
მაქსიმალური ტემპერატურა 52°С
უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით

არჩევის პარამეტრები
This product has multiple variants. The options may be chosen on the product page
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.