Customer matched zone "მდებარეობა თქვენი სხვა ზონების მიღმა"
“დაპრესილი პოლიპროპილენის კარტრიჯი: PP-10 (25 სმ)” დაემატა თქვენ კალათაში. კალათის ნახვა
ნანო ფილტრი FILTRESSO NANO (ყავა/ჩაი)
₾384 – ₾484Price range: ₾384 through ₾484
ნანო ფილტრი ყავისთვის FILTRESSO NANO იდეალურია ყავისა და ჩაისთვის ☕️
წყალს უნარჩუნებს საჭირო რაოდენობით მინერალურ შემადგენლობას, ამიტომ საუკეთესოდ წარმოაჩენს გემოვნურ თვისებებს.
ენერგოდამოუკიდებელი ფილტრი FILTRESSO NANO დაკომპლექტებულია სამარაგო ავზით, ცალკე ონკანით და 5 საფეხურიანი საფილტრაციო სისტემით.
უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით
მონტაჟი: 100 ლარი* (თანხაში გათვალისწინებულია მხოლოდ პროდუქციის კომპლექტში შემავალი აქსესუარები). *ტარიფის მოქმედების არეალი
საჭიროებისამებრ დამატებით გამოყენებული მასალები დაითვლება ადგილზე პრეისკურანტის მიხედვით
აღწერა
დაბალანსებული ფილტრაცია
ნანო ფილტრი ყავისთვის FILTRESSO NANO ინოვაციურ პროდუქტს წარმოადგენს. მისი მუშაობის პრინციპი საკმაოდ ჰგავს უკუოსმოსის ტექნოლოგიას, თუმცა გამოირჩევა დაბალანსებული ფილტრაციის დონით. წყალი იფილტრება წნევით და გროვდება სამარაგო ავზში. შესაბამისად ნებიმისმიერ დროს შეგიძლიათ მიიღოთ სასურველი რაოდენობით გაფილტრული წყალი.
ნანომემბრანის ფორები შედარებით დიდია, ვიდრე უკუოსმოსის – 0.001 მკმ. იგი მაღალი ხარისხის გაფილტრულ წყალს ამზადებს და პარალელურად შემადგენლობაში ტოვებს საჭირო რაოდენობით ბუნებრივ მინერალურ მინარევებს.
FILTRESSO NANO იდეალურია ყავისა და ჩაისთვის წყლის გასაფილტრად, რადგან სრულად წარმოაჩენს არომატებსა და გემოს. ასევე მისაღებია დასალევად და კერძების მოსამზადებლად. რაც მთავარია არ ტოვებს თეთრ ლაქებს ტექნიკასა და ჭურჭელზე და ნადებისაგან დაცვას საგრძნობლად ამარტივებს.
რატომ ნანო ფილტრი ყავისთვის?

მარტივი და დაბალანსებული
ნანოტექნოლოგიის ფილტრი FILTRESSO NANO ეფექტურად აშორებს ქლორს, ბაქტერიებს, ვირუსებს, მძიმე მეტალებს და წყალში გახსნილ მინარევებს. პარალელურად შემადგენლობაში ტოვებს საჭირო რაოდენობით მინერალებს, ამიტომ ცხელი სასმელი გემოვნურ თვისებებს ინარჩუნებს და მეტად არომატულია.
FILTRESSO NANO აღჭურვილია ხუთ საფეხურიანი საფილტრაციო სისტემით, კომპლექტში მოჰყვება ონკანი და სამარაგო ავზი.

ინოვაციური ნანოფილტრაციის მემბრანა
ნანო ფილტრი FILTRESSO NANO -ს მთავარი შემადგენელი ნაწილი არის ნანოფილტრაციის მემბრანა. NF მემბრანა სხვა სისტემებისგან განსხვავებით ფილტრავს 0.001 მიკრონზე. ფილტრაციის დონით ადგილს იკავებს ულტრაფილტრაციასა და უკუ ოსმოსის ტექნოლოგიებს შორის.
ნანო ფილტრი ყავისთვის საშუალებას გაძლევთ გაფილტროთ წყალი ორგანული ნივთიერებებისა და მავნე დამაბინძურებლებისგან, ამასთანავე შეინარჩუნოთ 30%-მდე მინერალური შემადგენლობა.

საყოფაცხოვრებო და კომერციული გამოყენება
ნანო ფილტრი ყავისთვის FILTRESSO NANO იდეალური გამოსავალია როგორც სახლში - საყოფაცხოვრებო დანიშნულებით, ასევე კომერციულ სივრცეებში - კაფესა და ყავის მაღაზიებში, სადაც დაბალანსებულად გაფილტრული წყალია საჭირო. ყველა უპირატესობასთან ერთად, ნანო ფილტრის გამართულად ფუნქციონირებისთვის ხშირი ჩარევა არ არის საჭირო, რაც მას მეტად კომფორტულს ხდის. ნანოფილტრით გაფილტრული წყალი უსაფრთხოა ყავის აპარატისთვისაც, რადგან იცავს ნადების წარმოქმნისგან.

ხუთსაფეხურიანი ფილტრაციის სისტემა
- ბიოლოგიური დაბინძურების მიმართ მდგრადი პოლიპროპილენის კარტრიჯი PP-10 აცილებს ჟანგს, ლამს, თიხას, ქვიშას, მიკროორგანიზმებს, ტორფის ბოჭკოს, სხვა ორგანულ და არაორგანულ მინარევებს. გამოცვლის სიხშირე: 3-6 თვე
- ქოქოსის გრანულირებული ნახშირის კარტრიჯი GAC-10. აშორებს ქლორს და მის შენაერთებს, პესტიციდებს და ჰერბიციდებს, ორგანულ ნივთიერებებს და ზოგირთ მეტალს (ბენზოლნაერთები), აირებს. აუმჯობესებს გემოვნურ თვისებებს. გამოცვლის სიხშირე: 6-12 თვე
- ქოქოსის დაპრესილი ნახშირის კარტრიჯი CTO-10. აშორებს მავნე ორგანულ მინარევებს და ნარჩენ ქლორს. გამოცვლის სიხშირე: 6-12 თვე
- ნანოფილტრაციის მემბრანა NF-1812-150. აშორებს ორგანულ დაბინძურებას, პათოგენურ მიკროორგანიზმებს, ბაქტერიებს, ვირუსებს, არსებობის შემთხვევაში, მძიმე მეტალებს, გახსნილ რკინას, პესტიციდებს, ჰერბიციდებს გამოცვლის სიხშირე: 12-24 თვე
- ნახშირის პოსტკარტრიჯი In-Line T-33. აშორებს უსიამოვნო სუნს, აუმჯობესებს წყლის გემოვნურ თვისებებს. გამოცვლის სიხშირე: 6-12 თვე
* გამოცვლის პრაქტიკული სიხშირე დამოკიდებულია ფილტრში შემომავალი წყლის ხარისხზე და ყოველდღიური მოხმარების რაოდენობაზე. კარტრიჯების რეგულარული და დროული შეცვლა ზრდის სისტემის მთავარი ფილტრის, უკუოსმოსის მემბრანის მუშაობის ხანგრძლივობას.
ნანოფილტრაცია ყავისა და ჩაისთვის
თუ ცხელი სასმელების მოყვარული ხართ, გეცოდინებათ რომ არომატები ყოველთვის ერთნაირი არ არის. ამას განაპირობებს წყალში არსებული მინერალები. სწორედ ამიტომ რეკომენდებულია, რომ სპეციალურად ყავისა და ჩაისთვის გაფილტრული წყალი გამოიყენოთ. მოგეხსენებათ, ყავის 98% წყალია, შესაბამისად მასზეა დამოკიდებული გემოვნური თვისებებიც.
ხისტი წყლის გამოყენების შემთხვევაში სასმელს ექნება ამღვრეული ფერი და ზედაპირზე შეამჩნევთ თეთრ ლაქებს. ზედმეტად დარბილებული წყალი კი საერთოდ აღარ შეიცავს მინერალებს, სწორედ ამიტომ ვერ იგრძნობთ სასიამოვნო არომატებს.
ნანოფილტრაციის ტექნოლოგია საუკეთესოა ცხელი სასმელებისთვის წყლის მოსამზადებლად. ნანო მემბრანის საშუალებით წყალი იფილტრება ზომიერად და შემადგენლობაში რჩება საჭირო რაოდენობით მინერალები, შედეგად ყავა და ჩაი უფრო გემრიელია და ჯანსაღადაც გამოიყურება.
ტექნიკური მახასიათებლები
- ონკანის ნაკადი:
- ფილტრაციის სიჩქარე:
- წარმადობა 24 საათში
- ავზის მოცულობა
- წყლის მარაგი
- ფილტრაციის საფეხური:
- დაყენების ადგილი:
- შემომავალი წყალი:
- შემომავალი მინ. წნევა:
- წყლის დასაშვები ტემპერატურა:
- გაბარიტული ზომები:
- წონა:
- გარანტია:
- 1 ლ/წთ
- 0.8 ლ/წთ
- 567 ლ
- 12 ლ
- 8 ლ
- 5
- კარადა
- მაღალი სიხისტის
- 2.5 ატმ
-
+5-+35°C - 38*15*45.5სმ
- 7.6 კგ
- 2 წელი
უპირატესობები
- 0.001 მკ-ზე დიდი შეწონილი ნაწილაკების სრული მოშორება
- დეზინფექცია (ბაქტერიების და ვირუსების მოშორება)
- წყალში გახსნილი 65 -70% მინარევების მოშორება
- ენერგოდამოუკიდებლობა
- დაგროვების ავზი 12ლ (წყლის მარაგი 8ლ)
ეს საინტერესოა
მიიღეთ სასარგებლო ინფორმაცია უკუ ოსმოსზე
მიმოხილვა (0)
მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება
მსგავსი პროდუქტები
უკუ ოსმოსის საფილტრაციო სისტემა ABSOLUTE 5S
₾878 – ₾978Price range: ₾878 through ₾978
შეფასება 5.00, 5-დან
დახურულ ქეისში მოთავსებული 5 საფეხურიანი მოდულური ფილტრაციის სისტემა გაზრდილი წარმადობით და სწრაფი კარტრიჯებით.
მოყვება სტანდარტული მონტაჟისთვის საჭირო აქსესუარები
უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით
საჭიროებისამებრ დამატებით გამოყენებული მასალები დაითვლება ადგილზე პრეისკურანტის მიხედვით

არჩევის პარამეტრები
This product has multiple variants. The options may be chosen on the product page
ულტრაფილტრაციის სისტემა MINERAL 3S
₾204 – ₾254Price range: ₾204 through ₾254
შეფასება 5.00, 5-დან
ცალკე ონკანით დაკომპლექტებული ულტრაფილტრაციის სამსაფეხურიანი სისტემა
მოყვება სტანდარტული მონტაჟისთვის საჭირო აქსესუარები
უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით
მონტაჟი: 50 ლარი * (თანხაში გათვალისწინებულია მხოლოდ პროდუქციის კომპლექტში შემავალი აქსესუარები). *ტარიფის მოქმედების არეალი
საჭიროებისამებრ დამატებით გამოყენებული მასალები დაითვლება ადგილზე პრეისკურანტის მიხედვით

არჩევის პარამეტრები
This product has multiple variants. The options may be chosen on the product page
ონკანის ორმოდულიანი სამაგიდე ფილტრი
₾144
სამზარეულოს წყლის ფილტრი იდგმება მაგიდაზე;
ორსაფეხურიანი სისტემა;
ღებულობთ სტანდარტული მონტაჟისთვის საჭირო აქსესუარებით;
უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით

ონკანის ერთმოდულიანი სამაგიდე ფილტრი
₾109
სამზარეულოს წყლის ფილტრი იდგმება მაგიდაზე;
ღებულობთ სტანდარტული მონტაჟისთვის საჭირო აქსესუარებით;
უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით

წყლის მექანიკური პრე ფილტრი GUARD 1 მანომეტრით და ჩამრეცხით
₾274
პრეფილტრი შექმნილია ცივი წყლის გასაწმენდად 40-50 მიკრონზე მეტი მექანიკური ნაწილაკებისგან: ჟანგი, შეწონილი ნაწილაკები, ქვიშა, წყალმცენარეები და ა.შ.
პრეფილტრი ამცირებს წყლის სიმღვრივეს, იცავს მილებს, გათბობის ქვაბებს, შემრევებს, სანტექნიკურ მოწყობილობებს და საყოფაცხოვრებო ტექნიკას მექანიკური ნაწილაკებისგან და ჭუჭყისაგან.
პრე ფილტრის ცივი წყლის მაგისტრალზე დაყენებისას, უმჯობესდება სასმელი წყლის ხარისხი, ხდება მის შემდეგ დამონტაჟებული სხვა ფილტრების (მაგალითად, ცენტრალური წყლის ფილტრისთვის) მექანიკური დაზიანების პრევენცია.
უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით

წყლის მექანიკური პრე ფილტრი GUARD 3 მანომეტრით და ჩამრეცხით
₾194
პრეფილტრი შექმნილია ცივი წყლის გასაწმენდად 40-50 მიკრონზე მეტი მექანიკური ნაწილაკებისგან: ჟანგი, შეწონილი ნაწილაკები, ქვიშა, წყალმცენარეები და ა.შ.
პრეფილტრი ამცირებს წყლის სიმღვრივეს, იცავს მილებს, გათბობის ქვაბებს, შემრევებს, სანტექნიკურ მოწყობილობებს და საყოფაცხოვრებო ტექნიკას მექანიკური ნაწილაკებისგან და ჭუჭყისაგან.
პრე ფილტრის ცივი წყლის მაგისტრალზე დაყენებისას, უმჯობესდება სასმელი წყლის ხარისხი, ხდება მის შემდეგ დამონტაჟებული სხვა ფილტრების (მაგალითად, ცენტრალური წყლის ფილტრისთვის) მექანიკური დაზიანების პრევენცია.
უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით

Big Blue ფილტრის გამჭვირვალე კორპუსი
₾154 – ₾239Price range: ₾154 through ₾239
Big Blue ფილტრები გამოიყენება წყლის გასაწმენდად წყალმომარაგების სისტემებში, საყოფაცხოვრებო და სამრეწველო პროცესებში.
ფილტრების ამ სახეობას ახასიათებთ მაღალი გამტარურიანობა და დაბალი წინაღობა.
ფილტრის კორპუსი დამზადებულია დასქელებული გამჭირვალე პლასტმასისგან, რაც ამარტივებს კარტრიჯის დაბინძურების კონტროლს.
პლასტამასის დასქელებული კორპუსი
მაქსიმალური წნევა 8 ბარი
თითბერის მიერთება 1"
კარტრიჯის ზომა 25, 50 სმ
გამტარუნარიანობა 6 მ3/სთ
მაქსიმალური ტემპერატურა 52°С
უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით

არჩევის პარამეტრები
This product has multiple variants. The options may be chosen on the product page
25სმ ფილტრის კორპუსი
₾48
1" თითბერის მიერთება
კორპუსი: გამჭვირვალე პოლიპროპილენი
თავსახური: პოლიპროპილენი
მაქსიმალური ტემპერატურა: 35 C
მაქსიმალური წნევა: 6 ბარი
უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით

მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.