08
მაი
როგორ გავაქროთ ჩაიდანში ნადები სამუდამოდ?
ჩვეულებრივი საყოფაცხოვრებო ჩაიდანი დღეში არაერთ ლიტრ წყალს ადუღებს. შედეგად მის კედლებზე და ძირზე იქმნება ნადები - დუღილის გვერდითი პრო...
₾384 – ₾484
ნანო ფილტრი ყავისთვის FILTRESSO NANO იდეალურია ყავისა და ჩაისთვის ☕️
წყალს უნარჩუნებს საჭირო რაოდენობით მინერალურ შემადგენლობას, ამიტომ საუკეთესოდ წარმოაჩენს გემოვნურ თვისებებს.
ენერგოდამოუკიდებელი ფილტრი FILTRESSO NANO დაკომპლექტებულია სამარაგო ავზით, ცალკე ონკანით და 5 საფეხურიანი საფილტრაციო სისტემით.
უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით
მონტაჟი: 100 ლარი* (თანხაში გათვალისწინებულია მხოლოდ პროდუქციის კომპლექტში შემავალი აქსესუარები). *ტარიფის მოქმედების არეალი
საჭიროებისამებრ დამატებით გამოყენებული მასალები დაითვლება ადგილზე პრეისკურანტის მიხედვით
ნანო ფილტრი ყავისთვის FILTRESSO NANO ინოვაციურ პროდუქტს წარმოადგენს. მისი მუშაობის პრინციპი საკმაოდ ჰგავს უკუოსმოსის ტექნოლოგიას, თუმცა გამოირჩევა დაბალანსებული ფილტრაციის დონით. წყალი იფილტრება წნევით და გროვდება სამარაგო ავზში. შესაბამისად ნებიმისმიერ დროს შეგიძლიათ მიიღოთ სასურველი რაოდენობით გაფილტრული წყალი.
ნანომემბრანის ფორები შედარებით დიდია, ვიდრე უკუოსმოსის – 0.001 მკმ. იგი მაღალი ხარისხის გაფილტრულ წყალს ამზადებს და პარალელურად შემადგენლობაში ტოვებს საჭირო რაოდენობით ბუნებრივ მინერალურ მინარევებს.
FILTRESSO NANO იდეალურია ყავისა და ჩაისთვის წყლის გასაფილტრად, რადგან სრულად წარმოაჩენს არომატებსა და გემოს. ასევე მისაღებია დასალევად და კერძების მოსამზადებლად. რაც მთავარია არ ტოვებს თეთრ ლაქებს ტექნიკასა და ჭურჭელზე და ნადებისაგან დაცვას საგრძნობლად ამარტივებს.
ნანოტექნოლოგიის ფილტრი FILTRESSO NANO ეფექტურად აშორებს ქლორს, ბაქტერიებს, ვირუსებს, მძიმე მეტალებს და წყალში გახსნილ მინარევებს. პარალელურად შემადგენლობაში ტოვებს საჭირო რაოდენობით მინერალებს, ამიტომ ცხელი სასმელი გემოვნურ თვისებებს ინარჩუნებს და მეტად არომატულია.
FILTRESSO NANO აღჭურვილია ხუთ საფეხურიანი საფილტრაციო სისტემით, კომპლექტში მოჰყვება ონკანი და სამარაგო ავზი.
ნანო ფილტრი FILTRESSO NANO -ს მთავარი შემადგენელი ნაწილი არის ნანოფილტრაციის მემბრანა. NF მემბრანა სხვა სისტემებისგან განსხვავებით ფილტრავს 0.001 მიკრონზე. ფილტრაციის დონით ადგილს იკავებს ულტრაფილტრაციასა და უკუ ოსმოსის ტექნოლოგიებს შორის.
ნანო ფილტრი ყავისთვის საშუალებას გაძლევთ გაფილტროთ წყალი ორგანული ნივთიერებებისა და მავნე დამაბინძურებლებისგან, ამასთანავე შეინარჩუნოთ 30%-მდე მინერალური შემადგენლობა.
ნანო ფილტრი ყავისთვის FILTRESSO NANO იდეალური გამოსავალია როგორც სახლში - საყოფაცხოვრებო დანიშნულებით, ასევე კომერციულ სივრცეებში - კაფესა და ყავის მაღაზიებში, სადაც დაბალანსებულად გაფილტრული წყალია საჭირო. ყველა უპირატესობასთან ერთად, ნანო ფილტრის გამართულად ფუნქციონირებისთვის ხშირი ჩარევა არ არის საჭირო, რაც მას მეტად კომფორტულს ხდის. ნანოფილტრით გაფილტრული წყალი უსაფრთხოა ყავის აპარატისთვისაც, რადგან იცავს ნადების წარმოქმნისგან.
თუ ცხელი სასმელების მოყვარული ხართ, გეცოდინებათ რომ არომატები ყოველთვის ერთნაირი არ არის. ამას განაპირობებს წყალში არსებული მინერალები. სწორედ ამიტომ რეკომენდებულია, რომ სპეციალურად ყავისა და ჩაისთვის გაფილტრული წყალი გამოიყენოთ. მოგეხსენებათ, ყავის 98% წყალია, შესაბამისად მასზეა დამოკიდებული გემოვნური თვისებებიც.
ხისტი წყლის გამოყენების შემთხვევაში სასმელს ექნება ამღვრეული ფერი და ზედაპირზე შეამჩნევთ თეთრ ლაქებს. ზედმეტად დარბილებული წყალი კი საერთოდ აღარ შეიცავს მინერალებს, სწორედ ამიტომ ვერ იგრძნობთ სასიამოვნო არომატებს.
ნანოფილტრაციის ტექნოლოგია საუკეთესოა ცხელი სასმელებისთვის წყლის მოსამზადებლად. ნანო მემბრანის საშუალებით წყალი იფილტრება ზომიერად და შემადგენლობაში რჩება საჭირო რაოდენობით მინერალები, შედეგად ყავა და ჩაი უფრო გემრიელია და ჯანსაღადაც გამოიყურება.
მიიღეთ სასარგებლო ინფორმაცია უკუ ოსმოსზე
მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება
მიმოხილვა
მიმოხილვები ჯერ არ არის.