სილამაზე, ჯანმრთელობა, ჯანსაღი ცხოვრება და კომფორტი

რატომ ონკანის წყლის ფილტრი?

წყლის ფილტრი

შესაძლოა გაგიჩნდეთ კითხვა: რამდენად საჭიროა ონკანის წყლის ფილტრი ისედაც გადატვირთულ სამზარეულოში? 

წესით, ყველა ქვეყნის მთავრობა და მუნიციპალური სამსახურები ვალდებული არიან უზრუნველყონ მოსახლეობა სასმელად ვარგისი წყლით, თუმცა, რეალურად, ცენტრალურ მილსადენებში წყლის ხარისხი ყოველთვის სასარგებლოდ ვერ ჩაითვლება ადამიანის ხანგრძლივი ჯანმრთელობისთვის. განვითარებულ ქვეყნებშიც კი, წყალი შესაძლოა შეიცავდეს დამაბინძურებლებს, მძიმე მეტალების ჩათვლით, ქიმიურ ნივთიერებებს, ისეთებს, როგორებიცაა ქლორი, პესტიციდები, ბაქტერიები, ორგანული და არაორგანული ნაერთები.

არსებული საგანგაშო მდგომარეობა

ჩვენი წყლის ბუნებრივი რესურსები დიდი სტრესის ქვეშაა, რადგან მათ უწევს მუდმივად ცვალებად კლიმატთან, დაბინძურებასთან, სწრაფადმზარდი მოსახლეობის და ტურისტების ნაკადებთან გამკლავება. ხარისხიან სასმელ წყალზე მოთხოვნა ასეთი დიდი არასოდეს ყოფილა!

ყველას არ აქვს უკანა ეზოში წყაროს წყალი, ბოთლის წყლის ყიდვა კი შესაძლოა იყოს მოუხერხებელი, თან ის ზედმეტად ძვირია, როგორც ფინანსური, ასევე ეკოლოგიური თვალსაზრისითაც.

წყლის ხარისხის კვლევებმა და ჯანმრთელობის პრობლემების გახშირებამ ონკანის წყლის ფილტრი ცივილიზებული სამყაროს თანმდევ ატრიბუტად აქცია.

ონკანის წყლის ფილტრი COMPACT-5 UF მემბრანით

72138
კომპლექტში შედის:
  • ონკანის ფილტრი
  • ხუთსაფეხურიანი კარტრიჯი
  • სამონტაჟო აქსესუარები
ფილტრის დამატებით კარტრიჯების შესაძენად დააკლიკეთ აქ უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით

ონკანის სამმოდულიანი სამაგიდე ფილტრი

144
სამზარეულოს წყლის ფილტრი იდგმება მაგიდაზე ულტრაფილტრაციის სამსაფეხურიანი სისტემა მოჰყვება სტანდარტული მონტაჟისთვის საჭირო აქსესუარები უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით  

ონკანის ორმოდულიანი სამაგიდე ფილტრი

104
სამზარეულოს წყლის ფილტრი იდგმება მაგიდაზე; ორსაფეხურიანი სისტემა; ღებულობთ სტანდარტული მონტაჟისთვის საჭირო აქსესუარებით; უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით  

ონკანის ერთმოდულიანი სამაგიდე ფილტრი

70
სამზარეულოს წყლის ფილტრი იდგმება მაგიდაზე; ღებულობთ სტანდარტული მონტაჟისთვის საჭირო აქსესუარებით; უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით

12 მიზეზი ონკანის წყლის ფილტრის გამოსაყენებლად

წყლის მნიშვნელობის გათვალისწინებით, ჩვენი და ჩვენი ოჯახების კეთილდღეობისთვის, ვალდებულები ვართ ვიცოდეთ ქვემოთ მოცემული 12 ძირითადი მიზეზი, რატომ სჭირდება ონკანის წყალს გაფილტრვა.

ორგანოლეპტიკური თვისებები

წყლის ფილტრაცია აუმჯობესებს სასმელი წყლის გემოს და სუნს, აშორებს მას ქლორს, ქიმიკატებს, პესტიციდებს, მძიმე მეტალებს და ბაქტერიულ დამაბინძურებლებს.

ეკონომია

ფილტრის საშუალებით უფასოდ ვიღებთ ბოთლის წყლის ჯანსაღ ალტერნატივას. ამავდროულად, მცირდება პოლიეთილენის ბოთლების მოხმარება, რითაც ვზრუნავთ ბუნებაზე.

სამზარეულო ნალექის გარეშე

უკუოსმოსის ფილტრების გამოყენებით სრულად გვარდება სიხისტის, შესაბამისად, წყლის ადუღების დროს ნადების წარმოშობის პრობლემა.

წყალი საკვებისთვის

გაფილტრული წყლით საკვები ინარჩუნებს სასარგებლო და გემოვნურ თვისებებს. განსაკუთრებით ადვილად შესამჩნევია ცხელი სასმელების (ჩაი, ყავა…) ნამდვილი გემოს, ფერისა და არომატის დაბრუნება.

წყალი ბავშვებისთვის

სუფთა სასმელი წყალი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის, რადგან წყალს უდიდესი გავლენა აქვს ბავშვებში იმუნური სისტემის განვითარებაზე.

სასმელი წყლის ფილტრი

განდომებს წყლის მიღებას

პრაქტიკა ადასტურებს, რომ ფილტრის დაყენება და ხარისხიან სასმელ წყალთან გაადვილებული წვდომა ხელს უწყობს წყლის მიღების დღიური ნორმის შესრულებას. ასეთი მოტივაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისა და ხანდაზმულებისთვის.

წყალი მძიმე მეტალების გარეშე

ფილტრი წმენდს წყალს მძიმე მეტალებისგან (ტყვია, რკინა…) , უშუალოდ მოხმარების წინ, რაც ამ მავნე ნივთიერების ორგანიზმში მოხვედრის გარანტირებული პრევენციაა.

კიბოს რისკის შემცირება

წყლის ფილტრი მნიშვნელოვნად ამცირებს სიმსივნის განვითარების რისკ-ფაქტორებს, მათ შორის სწორი ნაწლავის, მსხვილი ნაწლავისა და შარდის ბუშტის, რადგან აშორებს ქლორს და ქლორის მავნე ნაერთებს.

დაავადებების პრევენცია

გაფილტრული წყალი იცავს ორგანიზმს დაავადებებისგან, ხელს უწყობს ჯანმრთელობის განმტკიცებას და ენერგიულობას.

კუჭ-ნაწლავის დაცვა

წყლის ფილტრები ბლოკავენ კრიპტოსპორიდიუმს, ნაწლავის ჩხირს და ლამბლიას, რის შედეგადაც, სულ მცირე, 80%-ით ამცირებენ კუჭ-ნაწლავის დაავადებების გავრცელების რისკს.

ტოქსინებისგან დაცვა

წყლის ფილტრები გვთავაზობენ დაცვის უკანასკნელ ხაზს ორგანიზმსა და 2000-ზე მეტ ცნობილ ტოქსინს შორის, რომლებიც შესაძლოა წარმოდგენილი იყოს ონკანის წყალში.

გეხმარება წონის დაკლებაში

წყალი ამცირებს მადას, აჩქარებს მეტაბოლიზმს და ზრდის ფიზიკური ვარჯიშის ეფექტურობას. დღიური ნორმის მიღების დროს 30%-ით მატულობს ორგანიზმში დაგროვილი ცხიმების წვა.

წყალი შეუჩერებლად ცირკულირებს მთელს ჩვენს სხეულში. ის აიძულებს მაკრომოლეკულებს (ცილები, ფერმენტები და გენები) და უჯრედებს იმუშაონ გამართულად. წყალი ახდენს ერთი ქსოვილიდან მეორესთვის ინფორმაციის გადაცემას. წყალი ასრულებს არა ერთ, არამედ უამრავ კონკრეტულ დავალებას, რაც აუცილებელია პროცესების მხარდასაჭერად და სიცოცხლის გადასარჩენადაც კი. თუ ცოცხალ ორგანიზმში შენელდა წყლის ცირკულაცია, სიცოცხლე წყდება. წყალი ერთნაირად აუცილებელია, როგორც უმცირესი, ისე უმაღლესი ორგანიზმებისთვის. წყალი სიცოცხლის  მნიშვნელოვანი გენერატორი და მისი დამხმარე ძალაა!

მომზადებულია kamkama.ge-ს მიერ. ნაწილობრივი ან სრული კოპირება შესაძლებელია მხოლოდ საიტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით და წყაროს მითითებით. გაფილტრვა და არა გაფილტვრა – იმიტომ რომ ფილტრი და არა ფილტვრი 🙂