ჯანმრთელობა, ჯანსაღი ცხოვრება და კომფორტი

წყლის ბოთლი BPA-ს გარეშე

პლასტმასის ბოთლებში ჩამოსხმული მინერალური წყლის, წვენების ან სხვა სასმელების შეძენისას, უმეტესწილად, მხოლოდ შიგთავსი გვაინტერესებს და ნაკლებად ვფიქრობთ ბოთლის ხარისხზე ან მის უსაფრთხოებაზე. მომხმარებლების დიდი ნაწილი ყურადღების მიღმა ტოვებს იმ ფაქტსაც, რომ სასმელი და საკვები პროდუქტების შესაფუთად გამოყენებული პლასტმასი გარკვეულწილად მავნებელია ადამიანის ორგანიზმისთვის. სხვადასხვა ტიპის პლასტმასის ბოთლები შეგვიძლია პირობითად აღვნიშნოთ როგორც შეფუთვების “ცალკე კატეგორია”, რადგან სწორედ შეფუთვების ამ სახეობას მოვიხმართ ყველაზე ხშირად. 

რა არსის წყლის ბოთლი BPA-ს გარეშე?

წყალი ჯანსაღი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. როდესაც ვსაუბრობთ წყლის სარგებლიანობაზე, ბოთლებს გვერდს ვერ ავუვლით. წყლის ბოთლები, როგორც საკვები პროდუქტების შეფუთვების უმეტესობა, შეიცავენ ბისფენოლ-A-ს. მათი გაცხელების და წყლის მათში ხანგრძლივად შენახვის შემთხვევაში, BPA გამოეყოფა პლასტმასს და გადადის საკვებში ან სასმელში. ადამიანების ორგანიზმში, რომლებიც ხშირად მოიხმარენ სასმელს პლასტმასის ბოთლებიდან, ბისფენოლ-A-ს კონცენტრაციამ შესაძლოა სახიფათო ნიშნულს მიაღწიოს. 

თანამედროვე სამყაროში პლასტმასის შეფუთვებზე და კონსერვირებულ პროდუქტებზე სრულად უარის თქმა საკმაოდ რთული ამოცანაა, მაგრამ აუცილებელი ცოდნით შეიარაღებულებს, ამ მავნე ნივთიერებასთან შეხების შემცირება სავსებით რეალურია. 

როგორია წყლის ბოთლი BPA-ს გარეშე და რა უპირატესობები აქვს ასეთ ბოთლს?

ეს შეკითხვა საკმაოდ ხშირად გვესმის. ამიტომაც გამოვყავით უამრავიდან რამდენიმე პოზიტიური მომენტი, სასმელი წყლისთვის BPA-ს გარეშე ბოთლების გამოყენებასთან დაკავშირებით; ეს მომენტები მნიშვნელოვანია, როგორც ჩვენთვის, ადამიანებისთვის, ასევე გარე სამყაროსთვის.

BPA-ს გარეშე წყლის ბოთლი და ჯანმრთელობა

ნებისმიერ ადამიანს, ვისთვისაც სულ ერთი არ არის მისი და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობა, უნდა ახსოვდეს, რომ სასმელი წყლის ბოთლი ბისფენოლის გარეშე – ეს ყოველდღიური ცხოვრების მნიშვნელოვანი ატრიბუტია. ასეთი ნაწარმის დახმარებით ავირიდებთ ორგანიზმში მავნე ნივთიერების დაგროვებას და შესაბამისად, ამ მიზეზით გამოწვეულ დაავადებებსაც. 

ადამიანებისთვის, რომლებიც სპორტით არიან დაკავებული, ძალიან მნიშვნელოვანია BPA FREE ფიტნეს ბოთლი, რომელსაც ისინი ვარჯიშისას იყენებენ. ეს ასევე აქტუალურია ყველასთვის, ვინც დღის განმავლობაში წყლის მიღების სწორ რეჟიმს იცავს და სასმელ წყალ თან ატარებს. რა თქმა უნდა, რომ მშობლების უმრავლესობაც ისწრაფვის, მათ შვილებს ყველაფერი საუკეთესო, ხარისხიანი და უვნებელი ჰქონდეთ. 

 

ბოთლი ბფა-ს გარეშე
გაფილტრული სასმელი წყალი და მრავალჯერადი გამოყენების ბოთლი BPA-ს გარეშე

BPA-ს გარეშე ბოთლების გამოყენებით, თქვენ თავიდან იცილებთ ბისფენოლ-A-ს ორგანიზმში მოხვედრის ერთ წყაროს. რათა 100%-ით იყოთ დარწმუნებულები შეძენილ პროდუქტებში და აირიდოთ ფალსიფიცირებული ნაწარმი, განიხილეთ მხოლოდ ცნობილი ბრენდები, რომლებიც გთავაზობენ მსოფლიო სტანდარტის შესაბამის პლასტმასის პროდუქციას.

წყლის ბოთლი BPA-ს გარეშე

BPA-ს გარეშე წყლის ბოთლები და გარემო

BPA-ს გარეშე ბოთლები მზადდება გამძლე პლასტმასისგან. შესაბამისად, მათი გამოყენება მრავალჯერადად შეგვიძლია. BPA-ს გარეშე ბოთლის შეძენით, თქვენ აღარ მოგიწევთ ახალ-ახალი წყლის ბოთლების ყიდვა, შემდგომში მათ უტილიზაციაზე ზრუნვა და სანაგვე ურნების გარემოსთვის საშიში პლასტმასით გადავსება.

გამოყენებული ერთჯერადი ბოთლების თითქმის 80% არანაირად არ გადამუშავდება და ნაგავსაყრელზე მოხვედრის შემდეგ, აგრძელებს გარემოს დაბინძურებას, სადაც ის იშლება მიკრო ნაწილაკებად. მიკროპლასტიკები კი, მსოფლიოს ერთ-ერთი მთავარი ეკოლოგიური პრობლემაა.

BPA FREE ბოთლები კამკამაზე

ინტერნეტ მაღაზია kamkama.ge-ზე BPA FREE ბოთლების შერჩევისას, გახსოვდეთ, რომ ასორტიმენტის შესავსებად ჩვენ მხოლოდ იმ მწარმოებლებთან ვთანამშრომლობთ, რომლებსაც სანდო რეპუტაცია და მსოფლიოს მასშტაბით აღიარებული ხარისხის ეკოლოგიური ნაწარმი აქვთ. ამიერიდან, ჩვენი BPA FREE ბოთლების მრავალფეროვანი არჩევანი მუდამ ხელმისაწვდომი იქნება თქვენთვის. ჩვენი ბოთლების მაღალი ხარისხი მაქსიმალურად აგარიდებთ ჯანმრთელობის რისკებს, ხოლო მოვლის სიმარტივე შეგიმსუბუქებთ ბოთლის ყოველდღიურ მოხმარებას.

მრავალჯერადი გამოყენების წყლის ბოთლის მეშვეობით სახლში გაფილტრულ წყალს ყველგან ატარებთ. ამით დაზოგავთ დროის და თანხების წყლის შეძენაზე, მაქსიმალურად აირიდებთ BPA-ს მავნე ზეგავლენას ორგანიზმზე და შეიტანთ საკუთარ წვლილს გარემოს დაცვაში.

ჩვენი BPA-ს გარეშე მრავალჯერადი გამოყენების ბოთლები დამზადებულია ეკოლოგიურად სუფთა მასალა ტრიტანისგან. ბოთლები მსუბუქი, მაგრამ დარტყმაგამძლე და მექანიკურად მედეგია. შეარჩიეთ თქვენთვის საინტერესო დიზაინის BPA-ს გარეშე ბოთლი და ჩვენ მას უფასოდ, მთელი საქართველოს მასშტაბით  მოგაწვდით.

მომზადებულია kamkama.ge-ს მიერ. ნაწილობრივი ან სრული კოპირება შესაძლებელია მხოლოდ საიტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით და წყაროს მითითებით. გაფილტრვა და არა გაფილტვრა – იმიტომ რომ ფილტრი და არა ფილტვრი 🙂