კედლის წყლის დისპენსერი COMFY HEAT

380460

კომპაქტური და ელეგანტური კედლის წყლის დისპენსერი გაცხელების ფუნქციით თავსებადია საოფისე, საყოფაცხოვრებო და კომერციული გარემოსთვის. წყლის საფილტრაციო სისტემასთან დაკავშირებული დისპენსერი უზრუნველყოფს ცხელი გაფილტრული წყლის მუდმივ ხელმისაწვდომობას.

    • უჟანგავი ფოლადის (SS 304) ავზი – 3 ლიტრი
    • მართვის სენსორული პანელი
    • ავტომატური ბლოკირების მექანიზმი უსაფრთხოებისთვის

უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით

მონტაჟი: 80 ლარი* (თანხაში გათვალისწინებულია მხოლოდ პროდუქციის კომპლექტში შემავალი აქსესუარები). *ტარიფის მოქმედების არეალი

საჭიროებისამებრ დამატებით გამოყენებული მასალები დაითვლება ადგილზე პრეისკურანტის მიხედვით

არტიკული: H-10 კატეგორია:
აღწერა

კედლის წყლის დისპენსერი - გრილი და ცხელი სასმელების სწრაფი მომზადებისათვის

როგორ გავხადოთ ცხელი და ონკანის ტემპერატურის გაფილტრული წყალი მუდმივად ხელმისაწვდომი ერთი კომპაქტური მოწყობილობის მეშვეობით ისე, რომ ინტერიერი მომხიბვლელი, ხოლო ცხელი სასმელების მომზადება სწრაფი და სასიამოვნო პროცესი გახდეს? ამ კითხვებზე პასუხის გაცემაში კედლის წყლის დისპენსერი დაგვეხმარება.

 

დისპენსერის საშუალებით შეგიძლიათ მყისიერად მიიღოთ ადუღებული წყალი თქვენი საყვარელი სასმელებისთვის. მისი ინოვაციური დიზაინი დაამშვენებს თქვენს თანამედროვე საოფისე, საყოფაცხოვრებო და კომერციულ გარემოს.

დისპენსერი მონტაჟდება კედლის ზედაპირზე და მისი მიერთება შესაძლებელია ნებისმიერი წარმადობის წყლის საფილტრაციო სისტემასთან. ფილტრიდან წყლის ჩამოსხმა – მაქსიმალურად კომფორტული, გაფილტრული წყლის ადუღება კი, მაქსიმალურად სწრაფი გახდება! 

კედლის წყლის დისპენსერი - ტექნოლოგია ჯანმრთელობისა და კომფორტისთვის

კედლის დისპენსერის აცხელებს მიწოდებულ წყალს და უნარჩუნებს ტემპერატურას 3 ლიტრიან უჟანგავი ფოლადის ავზში, შესაბამისად ცხელი წყალი მუდმივად ხელმისაწვდომია და არ საჭიროებს პერიოდულად შევსებას.

კედლის წყლის დისპენსერის სენსორული პანელი

დისპენსერი აღჭურვილია ინტუიტურად გასაგები სენსორული სამართავი პანელით. მისი მეშვეობით შეძლებთ შეარჩიოთ სასურველი ტემპერატურული რეჟიმი: ცხელი ან უცვლელი ონკანის ტემპერატურის წყალი. ასევე გაააქტიუროთ ტემპერატურის შენარჩუნების ფუნქცია და ჩართოთ ბლოკირების რეჟიმი ცხელი წყლისთვის.

კედლის დისპენსერის დაკავშირება შესაძლებელია ნებისმიერი წარმადობის სასმელი წყლის ფილტრთან, შედეგად მუდმივად ხელმისაწვდომი იქნება გაფილტრული ცხელი და ონკანის ტემპერატურის წყალი თქვენი საყვარელი სასმელებისთვის. გაფილტრული წყლის გამოყენება თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან ერთად გაახანგრძლივებს დისპენსერის ექსპლუატაციის ვადას.

კომპაქტური ზომების წყალობით კედლის დისპენსერის გამოყენება კომფორტულია ნებისმიერი გარემოსთვის, როგორც ოფისში, ისე კომერციული და საყოფაცხოვრებო მიზნებისთვის.

ტექნიკური მახასიათებლები

  • შიდა ავზის მოცულობა:
  • გრილი წყლის ნაკადი:
  • ცხელი წყლის ნაკადი:
  • ადუღების წარმადობა:
  • დაყენების ადგილი:
  • მინ. წყლის წნევა:
  • წყლის დასაშვები ტემპერატურა:
  • გაბარიტული ზომები:
  • ელ. ენერგია​:
  • წონა:
  • გარანტია:
  • 3 ლიტრი
  • 1.8 ლ/წთ
  • 1.0 ლ/წთ
  • 5.0 ლ/სთ
  • კედელი
  • 2 ატმ

  • +5-+35°C
  • 31.3*19.5*50 სმ
  • 220V 50Hz - 500W​
  • 3,83 კგ
  • 2 წელი

უპირატესობები

  • კომპაქტური დიზაინი – თავსებადია ნებისმიერი გარემოში
  • 3 ლიტრიანი ავზი მუდმივი მზადყოფნისთვის 
  • ცხელი წყალი მოთხოვნისთანავე
  • ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო მასალები
  • სენსორული სამართავი პანელი
  • ეკრანის ბლოკირება მეტი უსაფრთხოებისთვის
  • წყლის საფილტრაციო სისტემასთან დაკავშირების შესაძლებლობა
  • რეკომინდირებულია ოფისებში, სასტუმროებში, კაფე-ბარებში გამოყენებისათვის
წყლის საფილტრაციო დისპენსერი ინტერიერში

წყლის საფილტრაციო დისპენსერები

ერთი შეხედვით დისპენსერიდან ბოცის წყლის დალევა ბევრად უსაფრთხო და სასიამოვნოა ვიდრე ონკანის წყლის. მართლაც, ონკანის წყალში ქლორის, რკინ...

გაიგე მეტი

როგორ შევარჩიოთ წყლის ფილტრი?

ეს საინტერესოა

მიიღეთ სასარგებლო ინფორმაცია უკუ ოსმოსის შესახებ

ონკანის წყალი ქალაქსა თუ რეგიონში

ონკანის წყალი ქალაქსა თუ რეგიონში

ონკანის წყლის გაფილტრვა უმნიშვნელოვანესია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, რადგან ჯანმრთელობა დამოკიდებულია არა მხოლოდ მოხმარებულ საკვებზე, ...

გაიგე მეტი

უკუოსმოსი: კარტრიჯების გამოცვლის პერიოდულობა

უკუოსმოსი: კარტრიჯების გამოცვლის პერიოდულობა

კარტრიჯების ჯგუფები უკუოსმოსის სისტემებში კარტრიჯები სამ ჯგუფად იყოფა: წინასწარი წმენდის კარტრიჯები. ამ საფეხურის ფილტრების ამოცანა...

გაიგე მეტი

წყლის ფილტრაციის სისტემები

უკუ ოსმოსი

უკუოსმოსის სისტემის ძირითადი ნაწილია ნახევრადგამტარი მემბრანა. ის ატარებს წყლის მოლეკულას და გახსნილ გაზებს, მაგალითად, ჟანგბადს. ყველა...

გაიგე მეტი

წყლის საფილტრაციო დისპენსერი ინტერიერში

წყლის საფილტრაციო დისპენსერები

ერთი შეხედვით დისპენსერიდან ბოცის წყლის დალევა ბევრად უსაფრთხო და სასიამოვნოა ვიდრე ონკანის წყლის. მართლაც, ონკანის წყალში ქლორის, რკინ...

გაიგე მეტი