სერვისი, წყლის ფილტრი

საყოფაცხოვრებო და სასმელი წყლის ფილტრები

წყლის ფილტრების გამოყენების წინაპირობა

წყლის ფილტრების გამოყენების წინაპირობა

თავისი არსით, ფილტრები სხვადასხვა სირთულის მოწყობილობებია, რომლებიც საშუალებას იძლევიან, რომ მასში გატარებული წყალი გახდეს მაქსიმალურად სუფთა. წყლის ფილტრის სახეობიდან გამომდინარე, მას შეუძლია სხვადასხვა მინარევის შეკავება. ფილტრი არ მოითხოვს დიდ კაპიტალდაბანდებას, ხოლო მისი გამოყენება უამრავი სარგებლის მომტანია.

სუფთა წყლის მიღება ნებისმიერი ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნილებაა. სამწუხაროდ, ხშირად ვამჩნევთ, რომ ონკანის წყალს აქვს უცხო მინარევები, ხანდახან უსიამოვნო სუნი.ცნობილია 2000-ზე მეტი დამაბინძურებელი ნივთიერება, რომელიც შესაძლოა მოხვდეს წყალში, სანამ ის თქვენს სახლამდე მოვა.

მუნიციპალური წყლების ყველაზე ხშირი პრობლემა არის სიხისტე. ეს იმას ნიშნავს, რომ წყალი შეიცავს მაგნიუმის, კალციუმის და სხვა ტუტე ნიადაგის მეტალების მარილებს. აქვე დავამატოთ მავნე ბაქტეირიები, ქლორი, ქვიშა, თიხა… ამ ყველაფერს ორგანიზმისთვის სასარგებლოს ვერ ვუწოდებთ. იგივე ეხება რკინასაც, რომელიც წყლაში ხვდება პირდაპირ მილსადენიდან – მისი შიდა კოროზიის შედეგად. რკინა გვხდება ჭის და ჭაბურღილის წყლებშიც.

სწორედ ამ ყველაფრის მოშორებას ახდენენ ფილტრები ჩვენი სასმელი თუ საყოფაცხოვრებო წყლებიდან. 

საყოფაცხოვრებო წყლის ფილტრები

წყლის პრე ფილტრი

ჭარბი მარილებისგან გაწმენდილი, დარბილებული საყოფაცხოვრებო წყალი ქმნის დამატებით კომფორტს წყალთან ურთიერთობისას, იქნება ეს შხაპის მიღება, რეცხვა, თუ უბრალოდ სახის დაბანა. ამას იგრძნობს არა მხოლოდ თქვენი თმა და კანი, არამედ საყოფაცხოვრებო ტექნიკაც. 

წყლის პრე ფილტრი
წყლის პირველადი წმენდის მექანიკური პრე ფილტრი

პრე ფილტრი შექმნილია ცივი წყლის გასაწმენდად 40-100 მიკრონზე მეტი მექანიკური ნაწილაკებისგან: ჟანგი, შეწონილი ნაწილაკები, ქვიშა, სილა და ა.შ. 

პრე ფილტრი ამცირებს წყლის სიმღვრიეს, იცავს მილებს, გათბობის ქვაბებს, შემრევებს, სანტექნიკურ მოწყობილობებს და საყოფაცხოვრებო ტექნიკას მექანიკური ნაწილაკებისგან და ჭუჭყისაგან.

ცივი წყლის მაგისტრალზე პრე ფილტრის დაყენებისას, უმჯობესდება სასმელი წყლის ხარისხი, ხდება მის შემდეგ დამონტაჟებული სხვა ფილტრების (მაგალითად, ცენტრალური წყლის ფილტრისთვის) მექანიკური დაზიანების პრევენცია.

ცენტრალური წყლის დამარბილებელი

მაგისტრალური ფილტრი განკუთვნილია ცენტრალურ მილსადენზე მონტაჟისათვის. მაგისტრალური წყლის ფილტრი უზრუნველყოფს წყლის უხეში მექანიკური გაწმენდას ქვიშისგან, ჟანგისგან და სილისგან. ცენტრალური წყლის ფილტრის წინასწარი გაწმენდის შემდეგ, წყალი ხდება უფრო გამჭვირვალე.

ფილტრის კომპონენტები დამზადებულია საკვებთან კონტაქტისთვის დამტკიცებული მასალებისგან. წყლის ფილტრის ქვედა ნაწილში დამონტაჟებული ბურთულიანი სარქველი საშუალებით ხდება დაგროვებული ნალექების პერიოდული ჩარეცხვა.

მექანიკური წყლის ფილტრები

თვითგამწმენდი წყლის პრე ფილტრები მონტაჟდება სახლის წყალმომარაგების სისტემის შემავალ ხაზზე. მათი დანიშნულებაა  წყალში არსებული მსხვილი მინარევების მოცილება. ამისათვის წყლის პრე ფილტრი აღწურვილია უჟანგავი ფოლადის ბადის კარტრიჯით.

თვითგამწმენდი წყლის ფილტრს აქვს ნალექის ჩარეცხვის ონკანი. ასევე, მოდელების მიხედვით წყლის პრე ფილტრებს აქვს ბადის კარტრიჯის მექანიკური გაწმენდის და უკუ გამორეცხვის ფუნქცია.

სალექარის შევსების შემდეგ, შესაძლებელია ბადის გამორეცხვა და ნალექის ჩარეცხვა ავტომატური ან ხელით მართვის რეჟიმში.

წყლის პრე ფილტრები
წყლის პირველადი წმენდის მექანიკური პრე ფილტრი მანომეტრით

ცენტრალური წყლის ფილტრი განკუთვნილია ბინაში, სახლში ან ოფისში შემომავალი ცივი წყლის გაწმენდისათვის. ცელტრალური ფილტრი ახორციელებს წყლის ულტრაფილტრაციას მექანიკური მინარევებისგან, აჩერებს ორგანულ მოლეკულებს, მცენარეთა მტვერს, მოლეკულურ კლასტერებს, მსხვილ ორგანულ მოლეკულებს, ბაქტერიების უმეტესობას, მიკროორგანიზმებს და ვირუსებს.

აუმჯობესებს წყლის გემოს, გამორიცხავს უსიამოვნო სუნს დელიკატურად წმენდს წყალს უმეტესი დამაბინძურებლებისგან და ამავდროულად ინარჩუნებს ყველა სასარგებლო მინერალს და მიკროელემენტს.

ცენტრალური ფილტრის მემბრანის დასაცავად რეკომენდირებულია მის წინ მექანიკური პრე ფილტრის დაყენება.

უჟანგავი წყლის ფილტრი
ცენტრალური წყლის ფილტრი
სუფთა სასმელი წყალი

წყალი ადამიანის და მთლიანი ეკო სისტემის არსებობის საფუძველია. სასმელი წყლის სისუფთავეზე დამოკუდებულია ადამიანის ჯანმრთელობა, ცხოვრების ხარისხი, შესაბამისად ხასიათიც. 

JS-04-2
საფილტრაციო დოქი
ონკანის კომპლექსური ფილტრი
ონკანის წყლის ფილტრი

შუშის და პლასტმასის პოპულარული დოქი-ფილტრები კონსტრუქციის ზედა ნაწილში აღჭურვილია გამწმენდი კარტრიჯით. მოცემული ელემენტი კარგად აშორებს ჭუჭყს, ქვიშას და სხვადასხვა მსხვილ მინარევებს. ნაწილობრივ აცილებს მეტალებს, ქიმიურ ნივთიერებებს და ქლორს. 1 ლიტრი სითხის ფილტრაციის საშუალო დრო 6 წუთია. ერთ კარტრიჯს შეუძლია 300 ლიტრი წყლის გაფილტრვა, შემდეგ უნდა შეიცვალოს. 

ეს მოწყობილობა მაგრდება შემრევის თავზე. წყლის ფილტრაცია ხდება ნაკადის საშუალებით, მილებში არსებული წნევის ხარჯზე. მუშაობის პრინციპით, ონკანზე დასამაგრებელი ფილტრი მსგავსია საფილტრაციო დოქისა, თუმცა უფრო ეფექტურია. ბევრ მოდელს აქვს სპეციალური გადამრთველი სასმელიდან წყალსადენის წყალზე (ფილტრისადმი კონკრეტული მოთხოვნების შესაბამისად). გაწმენდილი წყალი გროვდება მოწყობილობის შიდა ჭურჭელში. წუთში იწმინდება არაუმეტეს 1 ლიტრისა. უპირატესობაა პატარა ზომა, მოხმარების სიმარტივე, ყიდვის და სისტემის მომსახურების მისაღები ღირებულება. ონკანზე დასამაგრებელი სამაგიდე ტიპის ფილტრები სამზარეულოში, უშუალოდ ნიჟარის სიახლოვეს მონტაჟდება, შემრევზე მისი მიერთება კი მოქნილი მილის საშუალებით ხდება.   

დოქი ფილტრი
ონკანის წყლის სამაგიდე ფილტრი

გამდინარე ულტრაფილტრაცია

ულტრაფილტრაციური წმენდა დღეს ყველაზე პოპულარული და მოთხოვნადია მისი ეფექტურობიდან გამომდინარე. ფილტრებში ძირითადი მუშა ელემენტი არის მემბრანა, რომელიც დამზადებულია დაღარული ტიპის მასალისგან. ჩვეულებრივ მემბრანებთან შედარებით, გამტარი ნაწილაკების ზომა ასჯერ ნაკლებია. საშუალო წარმადობა საათში არის 200 ლიტრი წყალი.  

ონკანის სამმოდულიანი დასაკიდი ფილტრი MINERAL 3 Smart

ასეთ ფილტრებში ხდება წყლის მრავალსაფეხურიანი მექანიკური გაწმენდა, რომელიც მოიცავს წყლის გაუვნებელყოფას და დარბილებას. სამსაფეხურიანი კომბინაცია ძირითადად გამოიყენება ქალაქებში მუნიციპალური წყლის დელიკატური წმენდისთვის. ხუთსაფეხურიანი წმენდა ითვლება უფრო ეფექტურად და გამოიყენება არა მხოლოდ წყალსადენის წყლის გასაწმენდად, არამედ ჭებიდან და ჭაბურღილებიდან მიღებული სითხისთვისაც.   

უკუ ოსმოსის 5 საფეხურიანი სისტემა სწრაფი კარტრიჯებით ABSOLUTE 5 Smart

გამდინარე და დაგროვებითი უკუ ოსმოსი

უკუ ოსმოსის ფილტრი მონტაჟდება ნიჟარის ქვეშ და წარმოადგენს წყლის წმენდის ყველაზე ეფექტურ მეთოდს. სისტემის შემადგენლობაში გვაქვს მექანიკური ფილტრები, რომლებიც ახდენენ წყლის წინასწარ გაწმენდას ქვიშისგან, ჟანგის, ორგანული ნაერთების, ქლორის, ამიაკის და ასევე უმრავლესობა ვირუსების და ბაქტერიებისგან. არსებობს დაგროვებითი და გამდინარე სისტემები. 

გამდინარე სისტემებში ფილტრაცია ხდება მხოლოდ წყლის ღია ონკანის პირობებში. დაგროვებითი სისტემის შემთხვევაში გვაქვს დამატებითი რეზერვუარი, რაც ძალიან მოსახერხებელია, რადგან ყოველთვის გვაქვს სუფთა წყლის მარაგი.

კიდევ ერთი დეტალი არის ის, რომ უკუოსმოსის პროცესისთვის საჭიროა მინიმალური წნევა 2.5 ბარი. 

შესაძლოა თქვენი წყალსადენის სისტემის წნევამ ვერ დააკმაყოფილოს ეს მაჩვენებელი. შესაბამისად, საჭირო გახდება ან ტუმბოს დაყენება, რომელიც სისტემაში ნაკადს გაზრდის ან აუცილებელი გახდება კომპლექსის შეძენა, რომელიც აღჭურვილი იქნება ჩამონტაჟებული ტუმბოთი. ანუ გაჩნდება საჭიროება ენერგიის წყაროს ორგანიზებისა.     

უკუ ოსმოსის 5 საფეხურიანი უტუმბო სისტემა - E01C (2)

წყლის ფილტრების ექსპლუატაციისას მნიშვნელოვანია ფილტრის კარტრიჯების დროული გამოცვლა. გაბიდნული და რესურს ამოწურული კარტრიჯი ამცირებს ფილტრაციის ეფექტურობას. კარტრიჯში დაგროვებული სიბინძურე და ნივთიერებები შეიძლება გახდნენ საფრთხის შემცველი, თუ დიდი ხნით გადააცილებთ კარტრიჯების გამოცვლას. 

ფილტრების ერთ კვირაზე მეტი გამოუყენებლობის შემთხვევაში, რეკომენდირებულია სისტემის გამორეცხვა, დაგროვებით მოდელებში – ავზის ნადგომი წყლის დაცლა. უფრა ხანგრძლივი შუალედის შემთხვევაში, სასურველია წინა კარტრიჯების კომპლექტის გამოცვლა.  

ქიმიური მინარევების არსებობა წყალში რთული დასადგენია სპეციალური საშუალებების გარეშე, რომლებიც ხელმისაწვდომია მხოლოდ ლაბორატორიებში. საყოფაცხოვრებოდ კი გვაქვს შესაძლებლობა თავი დავიცვათ მავნე ნივთიერებისაგან წყლის გამწმენდი ფილტრების დახმარებით.

მომზადებულია kamkama.ge-ს მიერ. ნაწილობრივი ან სრული კოპირება შესაძლებელია მხოლოდ საიტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით და წყაროს მითითებით. გაფილტრვა და არა გაფილტვრა – იმიტომ რომ ფილტრი და არა ფილტვრი 🙂