წყლის ფილტრის დაყენება საკუთარი ძალებით
წყლის ფილტრის დაყენება არ არის რთული პროცესი, თუ კი მიჰყევით მწარმოებლის რეკომენდაციებს და ინსტრუქციებს. პროცესი შეიძლება სახალისოც აღმოჩნდეს, თუ კი გაქვთ სათანადო უნარები, ინსტრუმენტი და მილსადენებთან მუშაობის მინიმალური გამოცდილება. ქვემოთ მოცემული ინფორმაციის გაცნობისას, თავად განსაზღვრათ რამდენად გჭირდებათ ოსტატის მომსახურება ფილტრების ინსტალაციისთვის.
ყოველი შემთხვევისთვის, მაინც გაითვალისწინეთ, რომ სპეციალისტის მიერ შესრულებული მონტაჟი მეტად საიმედო და სწრაფი იქნება.
ინსტრუქცია
პირველ რიგში შერჩეული ფილტრაციის სისტემის ინსტრუქციაში უნდა გაეცნოთ მილაკების მიერთების სქემებს:
წყლის ფილტრის კომპონენტების განლაგება
წყლის ფილტრაციის სისტემის განლაგების და ფუნქციონირების ლოგიკის გააზრების შემდეგ, უნდა განსაზღვროთ :
- ფილტრის ძირითადი კონსტრუქციის დამაგრების ადგილი (გაითვალისწინეთ მინ. 20სმ დაშორება იატაკიდან)
- დაგროვების ავზის განთავსების ადგილი (გაითვალისწინეთ, რომ ავზის მისაერთებელი სტანდარტული მილაკის სიგრძეა 1.5მ)
- გაფილტრული წყლის ონკანის განლაგება
ამ დეტალების განსაზღვრის შემდეგ შეგიძლიათ შეუდგეთ წყლის ფილტრაციის სისტემის დაყენებას.
წყალსადენზე დაერთება
მაქსიმალურ სიფრთხილეს და უნარებს მოითხოვს ცივი წყლის მილსადენში ფილტრზე მიმავალი განშტოების ჩაშენება.
ამისთვის უნდა ჩახსნათ სამზარეულოს ონკანის ცივი წყლის მილის ერთ-ერთი ხრახნიანი კვანძი და ჩაამონტაჟოთ განშტოების სამკაპი და ჩამკეტი ვენტილი.
ზედაპირის გახვრეტა
შემდეგი საპასუხისმგებლო პროცედურა არის გაფილტრული წყლის ონკანისთვის სამზარეულოს ზედაპირის გახვრეტა. განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს კვარცის ან სხვა ქვების ზედაპირი.
ამისათვის აუცილებელია სათანადო ინსტრუმენტების გამოყენება.
აწყობა
ყველაფერი დანარჩენი საბავშვო კონსტრუქტორივით ეწყობა. ყველა მილაკი და მიერთების ადგილი აღნიშნულია ერთნაერი ფერებით. აწყობის სრული თანმიმდევრობა ფილტრების ინსტრუქციაშია მოყვანილი.
ინსტრუქციის მიხედვით დაერთების შემდეგ კარგად შეამოწმეთ ყველა მილი და მხოლოდ ამის მერე შეუშვით ფილტრში წყალი.
გამორეცხვა
ფილტრიდან გამომავალი წყლის პირველადი მოხმარების წინ რეკომენდირებულია სისტემის გამორეცხვა 10-15 წუთის განმავლობაში.
ასევე, ავზიან მოდელებში რეკომენდირებულია დაგროვების ავზის პირველი გავსების მერე მისი სრული დაცლა და წყლის მოხმარება ავზის მეორედ ავსების შემდეგ.
მაგისტრალურ წყალსადენში წყლის წნევიდან გამომდინარე ავზის ავსებას 2-3 საათი დასჭირდება.
სასურველია სისტემის და ავზის ანალოგიური გამორეცხვა ფილტრების ერთ კვირაზე მეტი გამოუყენებლობის შემთხვევაში და კარტრიჯების ყოველი შეცვლის მერეც
მომზადებულია kamkama.ge-ს მიერ. ნაწილობრივი ან სრული კოპირება შესაძლებელია მხოლოდ საიტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით და წყაროს მითითებით. გაფილტრვა და არა გაფილტვრა – იმიტომ, რომ ფილტრი და არა ფილტვრი 🙂
2 thoughts on “წყლის ფილტრის დაყენება საკუთარი ძალებით”
Comments are closed.