წყლის ფილტრი, ჯანმრთელობა

ჯანსაღი წყალი ჩვენი საკვებისთვის

როდესაც სასმელად ბოთლის წყალს ვიყენებთ ცხადია, ამას ჩვენი ჯანმრთელობისთვის ვაკეთებთ. რა ხდება, როდესაც საქმე საკვების მოსამზადებელ წყალს ეხება? რომელ წყალზე ვამზადებთ კერძებს ოჯახისთვის და რამდენად უსაფრთხოა ეს წყალი ადუღების შემდეგ? ერთზე, ალბათ, ყველა ვთანხმდებით – წყალი საკვებისთვის აუცილებლად უნდა იყოს ჯანსაღი!

სამწუხაროდ, ონკანის წყლის დაბინძურება ზოგჯერ შეუიარაღებელი თვალითაც კი ჩანს. მაგალითად, ნადები ჩაიდანზე, რასაც წყალში ჭარბი კალციუმისა და მაგნიუმის არსებობა იწვევს. იგივე ნადები ხვდება თქვენს ორგანიზმშიც ონკანის წყლით კერძების მომზადების შემთხვევაში. მაგრამ უფრო საფრთხილოა წყალში შემავალი ის ნივთიერებები, რომლებიც ჩვენთვის უხილავია. ისინი ნელ-ნელა აყენებენ ზიანს ჩვენს ჯანმრთელობას და ზემოქმედებენ კერძის გემოსა და სასარგებლო თვისებებზე.

მოდით, განვიხილოთ თუ რა განსხვავებებია ონკანისა და გაწმენდილი წყლით მომზადებულ კერძებს შორის.

დუღილის "ძალა"

დიახ, კერძის მომზადებისას, მაღალი ტემპერატურა ნამდვილად კლავს ბაქტერიებს და პარაზიტებს. თუმცა, ონკანის წყალში პათოგენური მიკროფლორა ისედაც ნაკლებადაა, რადგან ის ქლორმა გაანადგურა. სამაგიეროდ, უხვადაა უამრავი მინარევი, რომელსაც დუღილი ვერაფერს აკლებს. პირიქით, ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა უარესი შედეგიც კი მივიღოთ.

პირველ რიგში, დუღილისას ქლორის ნაწილი აქტიურად უკავშირდება ორგანული ნივთიერებების მოლეკულებს; ეს კი გვაძლევს საშიშ ქლორორგანულ ნაერთებს; მათი რაოდენობა მით უფრო იზრდება, რაც მეტ ხანს ვხარშავთ კერძს. მეორე – ადუღებისას წყლის ნაწილი ორთქლდება; შესაბამისად, მატულობს წყალში მავნე ნივთიერებების კონცენტრაცია.

აქედან ვხედავთ, რომ ის წყალი, რომელსაც საკვებისთვის ვიყენებთ, ადუღების გზით უსაფრთხო და ჯანსაღი ვერ გახდება.

წყლის ხარისხის ზემოქმედება ჩვენს ყოველდღიურ სასმელებზე

ონკანის წყლით მომზადებულ ჩაისა და ყავაზე განსაკუთრებულს ვერაფერს ვიტყვით. თუ წყალში ჭარბადაა რკინა, აუცილებლად ვიგრძნობთ დამახასიათებელ მეტალის მომჟავო გემოს. დიდი ოდენობით რკინა უარყოფითად მოქმედებს ჩვენს ჯანმრთელობაზე და შეიძლება უამრავი დაავადების გამომწვევიც კი გახდეს; მათ შორის ჰიპერტონიის, გულთან დაკავშირებული პრობლემების, სიმსივნური დაავადებების.

თანამედროვე წყლის ფილტრის გამოყენებით აირიდებთ უამრავ მავნე მინარევს, რომელიც სხვადასხვა მიზეზით წარმოდგენილია ონკანის წყალში.

ხისტი წყალი აუფასურებს საუკეთესო ჩაის გემოსაც კი. ასეთ წყალში ეთერზეთები, რომლებიც ჩაის საოცარ არომატს სძენენ, ვერ გამოთავისუფლდებიან ჩაის ფოთლებისგან, რის გამოც იკარგება მისი სასიამოვნო გემო.

სასმელების მოსამზადებლად გირჩევთ გამოიყენოთ გაფილტრული წყალი, რადგან ასეთ ჩაისა და ყავაში შეიგრძნობა ცოცხალი არომატები.

რამდენიმე კვლევამ აჩვენა, რომ ხისტ წყალზე დაყენებული ჩაი შეიცავს ნაკლებ ფენოლურ ნაერთებს, რომლებიც ჩაის ცნობილ ანტიოქსიდანტურ თვისებებს ანიჭებენ.

იგივე ხდება ყავის შემთხვევაშიც. ხისტი წყლის მარილები ხელს უშლიან ყავის სრულ გახსნას. სასმელი კარგავს თავის განსაკუთრებულ გემოს. ექსპერტები ყავის 900-ზე მეტ არომატულ მახასიათებელს გამოყოფენ! ნუ დაკარგავთ მათ – გამოიყენეთ გაფილტრული წყალი!

წყლის "ძალა" კერძებში

ცუდი წყალი ახშობს ნებისმიერი კერძის გემოს და იდეას; თუნდაც ყველა პროდუქტი იყოს ახალი და რეცეპტსაც ზედმიწევნით იცავდეთ. ხისტ წყალში არომატები ცუდად იხსნება და ხორცის თუ ბოსტნეულის ბულიონი, რამდენი მწვანილიც და სანალებელიც არ უნდა დავამატოთ, მაინც უგემური გამოდის. იცოდით, რომ ბარდის, ოსპის, ან ლობიოს ხისტ წყალში ჩალბობით ხარშვის დროს ვერ შევამცირებთ?

ქლორის ნაერთი წყალს მჟავიანობას მატებს, რის გამოც, კერძს შესაძლოა სპეციფიური გემო დაჰკრავდეს. ქლორი ბოსტნეულს და ხილს სიხალასეს, ფერებს უკარგავს.

გაფილტრული წყალი კი პირიქით, ინარჩუნებს ბოსტნეულის ცოცხალ ფერებს. ბულიონი გემრიელი, გამჭვირვალე და ფერადია; რაც მთავარია, ინგრედიენტების არომატები შენარჩუნებულია; გემო მდიდარი და საინტერესოა.

მძიმე მეტალები წყალში

წყალში მავნე ნივთიერებების დიდი ნაწილი წყალსადენის ძველი მილებიდან ხვდება. მათ შორის: სპილენძის, კადმიუმის და ნიკელის მარილები. სარემონტო სამუშაოების შემდეგ, წყალი უფრო საშიში ხდება, რადგან მილების შედუღებისას გამოიყოფა დარიშხანი, მანგანუმი, ქრომი. ამ ნივთიერებების ორგანიზმში დიდი რაოდენობით მოხვედრამ შესაძლოა მწვავე მოწამლვაც გამოიწვიოს.

კერძის მომზადებისას, მძიმე მეტალების მარილები, რა თქმა უნდა, კერძიდან ხვდება და ილექება ჩვენს ორგანიზმში. წარმოიდგინეთ, რამდენ მავნე ნაერთს ვღებულობთ საყვარელ კერძთან ერთად. ამიტომაცაა მნიშვნელოვანი, რომ წყალი საკვებისთვის იყოს მაქსიმლურად ჯანსაღი და უსაფრთხო.

მძიმე მეტალების მარილები ბიოლოგიურად აქტიურები არიან; აღწევენ ორგანიზმის ქსოვილებში და გამოდევნიან სასარგებლო ნივთიერებებს. შედეგი – ანემია, ძვლების დაშლა, სიმსივნური წანაზარდების განვითარება. ბავშვებისთვის, ასეთ წყალზე მომზადებული საკვები შესაძლოა ქრონიკული დაავადებების მიზეზი გახდეს.

ყველაზე მარტივი ფილტრიც კი შედეგის მომცემია. მძიმე მეტალების მარილების მოცილება მხოლოდ გაფილტრვით არის შესაძლებელი. ადუღება და წყლის დაყენება აქ ვერაფერს მოგვცემს.

საიდუმლო ინგრედიენტი

ცხობის შესანიშნავი რეცეპტი ხარისხიანი ინგრედიენტებით იწყება.  სათანადო ხარისხის წყალი ამ სიის მნიშვნელოვანი კომპონენტია. 

მინერალები, როგორიცაა კალციუმი, მაგნიუმი, ასევე, ქლორი, რაც მაგისტრალურ წყალშია წარმოდგენილი, გავლენას ახდენენ საფუარის თვისებებზე. ქლორი პირდაპირი მნიშვნელობით კლავს საფუარის ბაქტერიას. მინერალები ცვლიან გლუტენის სტრუქტურას, რაც, ასევე, აფერხებს აფუების პროცესს. ხშირად ცომეული გამოდის მკვრივი და უხეში. 

გაფილტრული წყლის გამოყენება თქვენს საკონდიტრო ნამუშევარს სულ სხვა დონეზე აიყვანს! ის უფრო დიდხანს იქნება ფაფუკიც და არომატულიც.

გაფილტრულ წყალში საკვები უფრო სწრაფად მზადდება, უფრო მკვეთრი და არომატულია, ადვილად ხდება ათვისებაც. ჩვეულებრივი და სუფთა წყლის მომზადებულ შორის განსხვავება განსაკუთრებით კარგად ჩანს, იმ კერძებში,  რომლებსაც არ აქვთ სოუსი და სანელებლები.

მოგვწერეთ, დაგვისვით შეკითვხვები, გაგვიზიარეთ გამოცდილება და შეარჩიეთ წყლის ფილტრი, რათა შეძლოთ თქვენთვის და თქვენი ახლობლებისთვის გემრიელი და ჯანსაღი საკვების მომზადება.

მომზადებულია kamkama.ge-ს მიერ. ნაწილობრივი ან სრული კოპირება შესაძლებელია მხოლოდ საიტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით და წყაროს მითითებით. გაფილტრვა და არა გაფილტვრა – იმიტომ რომ ფილტრი და არა ფილტვრი 🙂