წყლის პურიფაიერი ცხელი და ცივი სასმელებისათვის ABSOLUTE MOBI

899

 

წყლის პურიფაიერი ცხელი და ცივი სასმელებისათვის ფილტრით – საოფისე, საყოფაცხოვრებო და სხვა მრავალი გამოყენებით.

    • 3 საფეხურიანი უკუოსმოსის ფილტრაციის ტექნოლოგია
    • მყისიერი გამაცხელებელი 4 ტემპერატურული რეჟიმით
    • სენსორული ეკრანი
    • წყლის ავზის მოცულობა:  4.5 ლიტრი
    • პროდუქტის ზომა: 19სმ x 37.5სმ x 43.9სმ

უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით

არ არის მარაგში

არტიკული: RO-75G-T03 კატეგორია:
აღწერა

მარტივი გამოსავალი კომპლექსური თავსატეხებისგან.

როგორ მივიღოთ თბილი, ცხელი და ოთახის ტემპერატურის გაფილტრული წყალი მხოლოდ ერთი მოწყობილობის გამოყენებით? როგორ ავარიდოთ თავი საფილტრაციო სისტემების მონტაჟს? როგორ მივიღოთ სუფთა წყალი ეკონომიურად? ამ კითხვებზე პასუხის გაცემაში წყლის პურიფაიერი ცხელი და ცივი სასმელებისათვის დაგვეხმარება.

სასურველი ტემპერატურის გაფილტრული წყლის მისაღებად არ არის აუცილებელი დამატებითი სისტემების დამონტაჟება. წყლის პურიფაერის საშუალებით შეძლებთ მარტივად, კომფორტულად და ეკონომიურად მიიღოთ გაფილტრული წყალი.

პურიფაერის გამოყენება შეგიძლიათ მისი მიღებისთანავე, ინსტალაციის გარეშე. პატარა წყლის პურიფაიერი ცხელი და ცივი სასმელებისათვის  წყლის ღრმა ფილტრაციით, ადვილად გადასატანი და მარტივად განთავსებადია ნებისმიერ გარემოში.

წყლის პურიფაიერი ცხელი და ცივი სასმელებისათვის - ტექნოლოგია ჯანმრთელობისა და კომფორტისთვის

წყლის პურიფაერი აღჭურვილია უკუ ოსმოსის ტექნოლოგიის ფილტრაციის სისტემით, მართვის სენსორული პანელით, აქვს სხვადასხვა ტემპერატურის წყლის მიწოდების ფუნქცია და დიდი მოცულობის ავზი. ერთი მოწყობილობით შესაძლებელია ფილტრების, დისპენსერის, მადუღარისა და სუფთა წყლის ონკანის ჩანაცვლება.

მოამზადეთ საყვარელი სასმელი ABSOLUTE MOBI-ით დამუშავებული წყლით

ABSOLUTE MOBI-ით მომზადებული წყალი იდეალურია ნებისმიერი ცხელი და ცივი სასმელის მოსამზადებლად. მინი პურიფაიერიდან მიღებული სხვადასხვა ტემპერატურის გაფილტრული წყლით შეგიძლიათ პირდაპირ მოიმზადოთ - ყავა, ჩაი, კაკაო და ა.შ.

იმ შემთხვევაში, თუ გაგრილება გსურთ და უპირატესობას ლიმონათის, ცივი ჩაის ან დეტოქს კოქტეილის მომზადებას ანიჭებთ, პურიფაიერიდან მიღებული წყალი შეგიძლიათ გააციოთ მაცივარში და შემდეგ გამოიყენოთ სურვილისამებრ.

წყლის პორტატული პურიფაერის სენსორული მართვის პანელი

ინტუიტურად გასაგები მართვის პანელის მეშვეობით თქვენ მიიღებთ სასურველი რაოდენობისა და ტემპერატურის სასმელ წყალს. დაბლოკავთ პურიფაერს ბავშვების უსაფრთხოების მიზნით, გაიგებთ ავზში წყლის დონის შესახებ და მიიღებთ შეტყობინებას კარტრიჯების გამოცვლის თაობაზე.

ოთხი ტემპერატურული რეჟიმი

პურიფაიერით დამუშავებული წყალი საუკეთესო საშუალებაა ჩვილის საკვების მოსამზადებლად. სურვილისამებრ, მინიმალური რეჟიმის - ოთახის ტემპერატურის წყლით შეგიძლიათ ონკანის წყალი ჩაანაცვლოთ. მშობლებისთვის ცნობილია, რომ ჩვილის საკვების უმეტესი ნაწილი წყალია. საკვების მოსამზადებლად კი გაფილტრული წყალი უფრო უსაფრთხოა, ვიდრე 100°-ზე ადუღებული გაუფილტრავი წყალი. გარდა ამისა, აღარ მოგიწევთ დამატებით ლოდინი საჭმლის სასურველი ტემპერატურის მისაღებად.

წყლის მინი პურიფაერის 3 საფეხურიანი ფილტრაცია

დაპრესილი პოლიპროპილენის მოდული: (PP-10CF)

22
მდგრადი პოლიპროპილენის მოდული (PP-10CF) წყალს აცილებს ჟანგს, ლამს, თიხას, ქვიშას, მიკროორგანიზმებს, ტორფის ბოჭკოს, სხვა ორგანულ და არაორგანულ მინარევებს. გამოცვლის სიხშირე: 3-6 თვე. უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით 

დაპრესილი ნახშირის მოდული: CTO-10CF

24
დაპრესილი ნახშირის მოდული (CTO-10CF) წყალს აშორებს მავნე ორგანულ მინარევებს და ნარჩენ ქლორს. გამოცვლის სიხშირე: 6-12 თვე. უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით 

უკუოსმოსის მემბრანის მოდული: RO-10CF-75G (0.200 ლ/წთ)

59
უკუოსმოსის მემბრანის მოდული RO-10CF. აშორებს ყველა ორგანულ დაბინძურებას, პათოგენურ მიკროორგანიზმებს, ბაქტერიებს, ვირუსებს, არსებობის შემთხვევაში,  მძიმე მეტალებს, გახსნილ რკინას, პესტიციდებს, ჰერბიციდებს. გამოცვლის სიხშირე: 12-24 თვე უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით 
  1. ბიოლოგიური დაბინძურების მიმართ მდგრადი პოლიპროპილენის მოდული PP-10CF. აცილებს ჟანგს, ლამს, თიხას, ქვიშას, მიკროორგანიზმებს, ტორფის ბოჭკოს, სხვა ორგანულ და არაორგანულ მინარევებს. გამოცვლის სიხშირე: 3-6 თვე.
  2. ქოქოსის დაპრესილი ნახშირის მოდული CTO-10CF. აშორებს მავნე ორგანულ მინარევებს და ნარჩენ ქლორს. გამოცვლის სიხშირე: 6-12 თვე.
  3. უკუ ოსმოსის მემბრანა RO-10CF-75G. აშორებს ყველა ორგანულ დაბინძურებას, პათოგენურ მიკროორგანიზმებს, ბაქტერიებს, ვირუსებს.  არსებობის შემთხვევაში, მძიმე მეტალებს, გახსნილ რკინას, პესტიციდებს, ჰერბიციდებს. გამოცვლის სიხშირე: 12-18 თვე.

ჩასადგმელი კარტრიჯები იცვლება მარტივად – ხელის ერთი მოძრაობით, დამატებითი ხელსაწყოების გარეშე.

*გამოცვლის პრაქტიკული სიხშირე დამოკიდებულია ფილტრში შემომავალი წყლის ხარისხზე და ყოველდღიური მოხმარების რაოდენობაზე. კარტრიჯების რეგულარული და დროული შეცვლა ზრდის სისტემის მთავარი ფილტრის, უკუ ოსმოსის მემბრანის მუშაობის ხანგრძლივობას.  

წყლის მინი პურიფაერს აქვს საკუთარი წყლის ავზი, რომელიც არ საჭიროებს წყლის მილზე მიერთებას, ამიტომ შესაძლებელია პურიფაერის მარტივად გადაადგილება და გამოყენება სხვადასხვა გარემოში. 

4.5 ლიტრიანი მოცულობის ავზი საკმარისია მთელი ოჯახის წყლის დღიური ნორმის შესავსებად, ასევე მოხერხებული დიზაინის წყალობით, კომფორტულია მცირე და საშუალო ზომის ოფისებში გამოსაყენებლად. უფრო მეტი ოდენობით წყლის მოთხოვნის შემთხვევაში კი საუკეთესო გამოსავალია – წყლის დისპენსერი ფილტრაციის სისტემით “Iceberg”.

წყლის მინი პურიფაერი
ნებისმიერი გარემოსთვის

კომპაქტური ზომები საშუალებას გაძლევთ პურიფაერი განათავსოთ თქვენთვის სასურველ ნებისმიერ გარემოში. ის არ საჭიროებს წყლის მილთან მიერთებას, საკმარისია მხოლოდ დენის წყარო.

  • სიგრძე - 19 სმ.
  • სიგანე - 37.5 სმ.
  • სიმაღლე - 43.9 სმ.

  • *კაბელი დენის წყაროსთან მისაერთებლად.

    ტექნიკური მახასიათებლები

    • გაფილტრული წყალი:
    • წყლის ავზი:
    • ფილტრაციის საფეხური:
    • დაყენების ადგილი:
    • გასაფილტრი წყალი:
    • წყლის დასაშვები ტემპერატურა:
    • გაბარიტული ზომები:
    • ელ. ენერგია​:
    • წონა:
    • გარანტია:
    • 0.2 ლ/წთ
    • 4.5 ლიტრი
    • 3 ფილტრი
    • მყარი ზედაპირი
    • ნებისმიერი სიხისტის

    • +5-+35°C
    • 19*37.5*43.9 სმ
    • 220V 50Hz - 2200W
    • 9 კგ
    • 2 წელი

    უპირატესობები

    • პორტატული დიზაინი – არ საჭიროებს ინსტალაციას
    • კარტრიჯების გამოცვლის ინდიკატორი
    • კარტრიჯების გამოცვლის სიმარტივე
    • სრული წმენდა შეწონილი ნაწილაკებისგან
    • დეზინფექცია (99.99% ბაქტერიების და ვირუსების მოშორება)
    • რკინის და მანგანუმის მოცილების მაღალი დონე
    • კოლოიდური და ორგანული მინარევების ეფექტური მოშორება
    • 4 განსხვავებული ტემპერატურა: 25℃, 45℃, 85℃, 100℃
    • სენსორული ეკრანი
    • საწყისი და გაფილტრული წყლის ხარისხის მაჩვენებელი
    წყლის საფილტრაციო დისპენსერი ინტერიერში

    წყლის საფილტრაციო დისპენსერები

    ერთი შეხედვით დისპენსერიდან ბოცის წყლის დალევა ბევრად უსაფრთხო და სასიამოვნოა ვიდრე ონკანის წყლის. მართლაც, ონკანის წყალში ქლორის, რკინ...

    გაიგე მეტი

    ეს საინტერესოა

    მიიღეთ სასარგებლო ინფორმაცია უკუ ოსმოსზე

    წყლის საფილტრაციო დისპენსერი ინტერიერში

    წყლის საფილტრაციო დისპენსერები

    ერთი შეხედვით დისპენსერიდან ბოცის წყლის დალევა ბევრად უსაფრთხო და სასიამოვნოა ვიდრე ონკანის წყლის. მართლაც, ონკანის წყალში ქლორის, რკინ...

    გაიგე მეტი

    უკუოსმოსი: კარტრიჯების გამოცვლის პერიოდულობა

    უკუოსმოსი: კარტრიჯების გამოცვლის პერიოდულობა

    კარტრიჯების ჯგუფები უკუოსმოსის სისტემებში კარტრიჯები სამ ჯგუფად იყოფა: წინასწარი წმენდის კარტრიჯები. ამ საფეხურის ფილტრების ამოცანა...

    გაიგე მეტი

    წყლის ფილტრაციის სისტემები

    უკუ ოსმოსი

    უკუოსმოსის სისტემის ძირითადი ნაწილია ნახევრადგამტარი მემბრანა. ის ატარებს წყლის მოლეკულას და გახსნილ გაზებს, მაგალითად, ჟანგბადს. ყველა...

    გაიგე მეტი

    ონკანის წყალი ქალაქსა თუ რეგიონში

    ონკანის წყალი ქალაქსა თუ რეგიონში

    ონკანის წყლის გაფილტრვა უმნიშვნელოვანესია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, რადგან ჯანმრთელობა დამოკიდებულია არა მხოლოდ მოხმარებულ საკვებზე, ...

    გაიგე მეტი

    მიმოხილვა (0)

    მიმოხილვა

    მიმოხილვები ჯერ არ არის.

    მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება