წყლის დისპენსერი ფილტრაციის სისტემით ICEBERG

(5 მომხმარებლის მიმოხილვა)

1,7351,905

მოქმედი შეთავაზებები:

აქცია – „უზრუნველი 3 წელი“ (დეტალურად)

აქცია – „დამწყები ბიზნესი“ (დეტალურად)

შენიშვნა: ერთდროულად დისპენსერის მხოლოდ ერთი აქციით შეგიძლიათ ისარგებლოთ.

წყლის დისპენსერი აღჭურვილია წყლის მრავალსაფეხურიანი საფილტრაციო სისტემით:

  • UF მოდელი – ულტრაფილტრაციის ტექნოლოგია
  • RO მოდელი – უკუოსმოსის ტექნოლოგია

უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით 

მონტაჟი: 100 ლარი* (თანხაში გათვალისწინებულია მხოლოდ პროდუქციის კომპლექტში შემავალი აქსესუარები). *ტარიფის მოქმედების არეალი

საჭიროებისამებრ დამატებით გამოყენებული მასალები დაითვლება ადგილზე პრეისკურანტის მიხედვით

 

აღწერა

როგორია თანამედროვე წყლის დისპენსერი?

იცით რა უპირატესობით არის წარმოდგენილი ჩვენი წყლის დისპენსერი? გაინტერესებთ, როგორ გავხადოთ სასმელი წყლის მიღება უფრო მოსახერხებელი – გამოვიყენოთ ცივი და ცხელი წყალი ნებისმიერ დროს სასურველი რაოდენობით? 

ამ საკითხის გადაჭრის 2 გზა არსებობს. პირველი, ყველაზე გავრცელებული და შეიძლება ძველმოდურიც – დააყენეთ წყლის დისპენსერი და პერიოდულად განახორციელეთ 

წყლის შეკვეთა 19 ლ ბოთლებით. მაგრამ, რატომ უნდა ვეზიდებოდეთ სასმელ წყალს, როდესაც ფილტრების გამოყენებით მისი წარმოება თავად შეგვიძლია, თან საგრძნობი ეკონომიით?
უკვე არსებობს მეორე გზა, თანამედროვე და ეკონომიური – წყლის საფილტრაციო დისპენსერი. ამ შემთხვევაში არ გჭირდებათ წყლის შეკვეთა და ლოდინი, ბოთლების ტარება და შენახვა. 

დროის ნებისმიერ მონაკვეთში თქვენთვის ხელმისაწვდომია სუფთა, მეორადი დაბინძურებისგან სრულად დაცული, ჯანსაღი სასმელი წყალი.

ტექნოლოგიური და ერგონომიული წყლის დისპენსერი​

წყლის დისპენსერი 4 IN 1

სტანდარტულ ფუნქციებთან ერთად (წყლის გაცივება, გაცხელება, ჩამოსხმა), საფილტრაციო დისპენსერში ჩაშენებულია წყლის ფილტრაციის და ულტრაიისფერი სხივებით წყლის დეზინფექციის სისტემა. საფილტრაციო დისპენსერი ერთდება ცენტრალურ მილსადენზე, მას არ სჭირდება წყლის ბოცებით მომარაგება. საფილტრაციო დისპენსერი ასუფთავებს ონკანის წყალს, აუმჯობესებს მის ხარისხს და გემოს სასმელი წყლის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად.

ტექნოლოგია ჯანმრთელობისა და კომფორტისთვის

წყლის დისპენსერი აღჭურვილია მართვის სენსორული პანელით, 4 საფეხურიანი ფილტრაციის და ულტრაიისფერი სხივებით დეზინფექციის სისტემით, აქვს ცივი, ცხელი და ოთახის ტემპერატურის წყლის ცალკე ავზები, კომფორტული ნაკადი და გამორეცხვის ავტომატური რეჟიმი.

დისპენსერის მართვის პანელი

ინტუიტურად გასაგები ინდიკაციის და მართვის პანელის მეშვეობით თქვენ მიიღებთ სასურველი რაოდენობის და ტემპარატურის სასმელ წყალს, გაიგებთ ფილტრების მდგომარეობის შესახებ და მიიღებთ შეტყობინებას კარტრიჯების გამოცვლის შესახებ.

წყლის დისპენსერის ფილტრაციის 4 საფეხური

4 საფეხურიანი ფილტრაცია + UV სტერილიზატორი

  1. ბიოლოგიური დაბინძურების მიმართ მდგრადი პოლიპროპილენის მოდული PP-10CF. აცილებს ჟანგს, ლამს, თიხას, ქვიშას, მიკროორგანიზმებს, ტორფის ბოჭკოს, სხვა ორგანულ და არაორგანულ მინარევებს. გამოცვლის სიხშირე: 3-6 თვე
  2. დაპრესილი ნახშირის მოდული CTO-10CF. აშორებს მავნე ორგანულ მინარევებს და ნარჩენ ქლორს. გამოცვლის სიხშირე: 6-12 თვე
  3. მემბრანული კარტრიჯი UF და RO მოდელებისთვის
    • ულტრაფილტრაციის მემბრანის მოდული UF-10CF. აშორებს ყველა ორგანულ დაბინძურებას, პათოგენურ მიკროორგანიზმებს, ბაქტერიებს, ვირუსებს. გამოცვლის სიხშირე: 12-18 თვე
    • უკუ ოსმოსის მემბრანის მოდული RO-10CF. აშორებს ყველა ორგანულ დაბინძურებას, პათოგენურ მიკროორგანიზმებს, ბაქტერიებს, ვირუსებს, არსებობის შემთხვევაში,  მძიმე მეტალებს, გახსნილ რკინას, პესტიციდებს, ჰერბიციდებს. გამოცვლის სიხშირე: 12-24 თვე
  4. ნახშირის პოსტმოდული T33-10CF აშორებს უსიამოვნო სუნს, აუმჯობესებს წყლის გემოვნურ თვისებებს. გამოცვლის სიხშირე: 6-12 თვე
  5. ულტრაიისფერი ნათურის მეშვეობით ხდება ავზში დაგროვებული წყლის ანტიბაქტერიული დამუშავება და წყლის მეორადი დაბინძურების პრევენცია.

* გამოცვლის პრაქტიკული სიხშირე დამოკიდებულია ფილტრში შემომავალი წყლის ხარისხზე და ყოველდღიური მოხმარების რაოდენობაზე. კარტრიჯების რეგულარული და დროული შეცვლა ზრდის სისტემის მთავარი ფილტრის, ულტრაფილტრაციის/უკუ ოსმოსის მემბრანის მუშაობის ხანგრძლივობას.

კარტრიჯის გამოცვლის ინდიკატორები

წყლის დისპენსერი ICEBERG UF/RO-ს გააჩნია კარტრიჯების გამოცვლის შეხსენების ფუნქცია. გამოცვლის პერიოდის მიახლოვებისას ციმციმებს შესაბამისი კარტრიჯის ინდიკატორი. კარტრიჯის რესურსის სრულად ამოწურვის შემთხვევაში, ინდიკატორი აინთება წითლად.

წყლის დისპენსერი ICEBERG UF/RO კარტრიჯების გამოცვლის სიხშირე და ღირებულება

წყლის დისპენსერის მუნიციპალურ მილსადენზე დაერთებისის და 30-35 ადამიანის მუდმივი დატვირთვის პირობებში, კარტრიჯების გამოცვლის საორიენტაციო სიხშირეა:

  • წყლის დისპენსერი ICEBERG ულტრაფილტრაციის მოდელი (UF) – ყოველ 12 თვეში ერთხელ
    • პირველი გამოცვლის კარტრიჯები: PP-10CFCTO-10CFT33-10CF კარტრიჯების ჯამური ღირებულება  შეადგენს 71 ლარს.
    • მეორე გამოცვლის კარტრიჯები: PP-10CFCTO-10CFUF-10CF, T33-10CF.   კარტრიჯების ჯამური ღირებულება  შეადგენს  113 ლარს.
მომდევნო გამოცვლებზე ეს ციკლი მეორდება.
 
  • წყლის დისპენსერი ICEBERG უკუოსმოსის მოდელი (RO) – ყოველ 12 თვეში ერთხელ
    • პირველი გამოცვლის კარტრიჯები: PP-10CFCTO-10CFT33-10CF  კარტრიჯების ჯამური ღირებულება  შეადგენს  71 ლარს.
    • მეორე გამოცვლის კარტრიჯები: PP-10CFCTO-10CFRO-10CF, T33-10CF.  კარტრიჯების ჯამური ღირებულება  შეადგენს  147 ლარს.
მომდევნო გამოცვლებზე ეს ციკლი მეორდება.

წყლის დისპენსერის სათადარიგო კარტრიჯები - UF/RO მოდელი

სენსორული მართვა ღილაკების და ონკანთან შეხების გარეშე

სენსორული წყლის დისპენსერი
სენსორული მართვის პანელი. წყლის ჩამოსხმა ერთი ხელით.

დისპენსერი წყლის სენსორული ჩამოსხმით

წყლის დისპენსერები საშუალებას გაძლევთ ჩამოასხათ ცხელი და ცივი წყალი ონკანთან შეხების გარეშე. საკმარისია  დისპენსერის წინა პანელზე განთავსებულ სენსორთან თითის მიტანა, რათა გაიხსნას სარქველი და წყალი ჩამოისხას.

გარე დაბინძურებისგან დაცული წყალი

წყლის განაწილების ეს ჰიგიენური მეთოდი გამორიცხავს მოწყობილობის ხშირი გაწმენდისა და დეზინფექციის საჭიროებას. დისპენსერის წყლის ჩამომსხმელ სისტემასთან ხელით ან ჭიქით კონტაქტის არარსებობა – მიკრობების და ვირუსების გავრცელების საუკეთესო პრევენციაა.

ეს ფუნქცია მნიშვნელოვანია თანამშრომლების ჯანმრთელობაზე ზრუნვის და დისპენსერის გამოყენების სანდოობის გასაზრდელად.

წყლის დისპენსერი ICEBERG UF/RO განსაკუთრებით შეუცვლელია ღია სივრცის ოფისებში, შესვენების ოთახებში, სკოლებში, სტუდენტურ კამპუსებში ან სხვა ადგილებში, რომელსაც ხალხი ხშირად სტუმრობს.

დისპენსერი წყლის სასურველი ტემპერატურით

წყალმომარაგების ქსელიდან წყალი შედის ფილტრაციის სისტემაში. გაწმენდის ყველა ეტაპის გავლის შემდეგ წყალი გროვდება დისპენსერის ზედა ნაწილში განთავსებულ რეზერვუარში, ხოლო იქედან გაედინება ცივი და ცხელი წყლის ავზებში. გამანაწილებელ ავზებში ტემპერატურა კონტროლდება ელექტრონული სენსორების საშუალებით. გათბობა ან გაგრილება ავტომატურად ირთვება, თუ ტემპერატურა იკლებს ან ჩვეულებრივზე მაღლა ადის. ცივი წყლისთვის ნორმაა 10°C, ხოლო ცხელი წყლისთვის 90°C. ამ კონსტრუქციის დამსახურებით საშუალება გვაქვს სასურველ მომენტში მივიღოთ ცხელი ან ცივი წყალი. 

წყლის დისპენსერები

ბოციანი vs საფილტრაციო

კრიტერიუმების შედარება

wylis-dispenseri-2022-e1651262306696-po3dicq36hi3afbco7d2eht58oy32kfvyh1btfkx24 2
წყლის ხარისხი

მრავალჯერადი ბოცების სისუფთავის და წყლის ხარისხის კონტროლის შეზღუდული შესაძლებლობა.

ეკონომიურობა

ჩამოსხმის, ტრანსპორტირების და სადისტრიბუციო კომპანიის მოგების გამო წყლის მაღალი ღირებულება

ეკოლოგიურობა

ბოცების უმეტესობა დამზადებულია პოლიკარბონატისაგან რომელიც მავნე ესთროგენ BPA-ს შეიცავს.

ადმინისტრირება

წყლის პერიოდული შეკვეთები და ლოდინი, მოწოდების შეფერხებები პიკურ სეზონზე, ყველაზე საჭირო მომენტში

მომარაგება

მძიმე ბოცების გადატანის და დისპენსერზე ინსტალაციის საჭიროება

ადგილი

ადგილი ცარიელი და წინასწარ შეძენილი წყლის ბოცების შესანახად

დიზაინი

ბოციანი დისპენსერის შეუხედავი დიზაინი

ჰიგიენურობა

ღია კონსტრუქცია, ბაქტერიების გაჩენის მაღალი ალბათობა

ერგონომიკა

ბოცის გამო დადაბლებული, მოუხერხებელი დისპენსერი

-ოსმოსის-დისპენსერი-H04-12-pit9mevtcdxsj3xah4bgnm48hsb6t15oizq8htknz0 2
წყლის ხარისხი
ფილტრაციის თვალსაჩინოების ხარჯზე სასმელი წყლის მაღალი ხარისხი და საიმედოობა
ეკონომიურობა

მნიშვნელოვანი ეკონომია, ჩამოსხმასთან და ბოცებით ტრანსპორტირებასთან შედარებით. იხილეთ შედარება

ეკოლოგიურობა

საფილტრაციო დისპენსერს წყალი მოეწოდება გამდინარე რეჟიმში, რაც გამორიცხავს ბოცების გამოყენებას.

ადმინისტრირება

წყლის მოწოდების სტაბილურობა, ლოდინის და შეფერხების გარეშე

მომარაგება

მძიმე ბოცების აწევის და გადაადგილების საჭიროების არარსებობა

ადგილი

ბოცების შენახვის არარსებობით გამონთავისუფლებული ადგილი

დიზაინი

ჰარმონიული დიზაინი ბოცის გარეშე

ჰიგიენურობა

ჰერმეტიული კონსტრუქცია მაქსიმალური ჰიგიენურობა

ერგონომიკა

მომხმარებლისთვის მოსახერხებელი სიმაღლე

პლასტმასის ბოცა ინტერიერში, ჩამოსხმისთვის მოუხერხებელი სიმაღლე.
უბოცო დიზაინი, წყლის ასავსებად კომფორტული სიმაღლე. სენსორული მართვა ერთი ხელით.

წყლის საფილტრაციო დისპენსერის ქსელზე დაერთება

დისპენსერი უკავშირდება ცივი წყლის ცენტრალურ მილს. წყლის წყაროს დაშორებამ შეიძლება 100 მ-მდე მიაღწიოს. შეერთებისას გამოყენებული დრეკადი მილი და ფიტინგები ძალიან გამძლეა და უძლებს წნევას 15 ატმოსფერომდე. მილი დიამეტრი არის 6 (დიდ მანძილზე 9) მმ. ის ადვილად იმალება პლინტუსის უკან ან შეკიდულ ჭერში. თვალსაჩინო ადგილებში შეიძლება დაფარული იყოს დეკორატიული საკაბელო არხითაც.

  • ყველაზე გავრცელებული ულტრაფილტრაციის მოდელი (UF) დისპენსერი უერთდება მხოლოდ ცივი წყლის მიწოდების ხაზს.
  • უკუ ოსმოსის ფილტრაციით აღჭურვილი დისპენსერი (RO) საჭიროებს მიერთებას წყალარინების (საკანალიზაციო) ქსელთანაც, სადაც წყლის დისპენსერის მუშაობის პროცესში ხდება საფილტრაციო ნალექების გადაღვრა.
წყლის დისპენსერის მონტაჟი მილის გაყვანა
დისპენსერის წყლის მილაკის გატარება შეკიდულ ჭერში

წყლის საფილტრაცოი დისპენსერი


წყლის დისპენსერი ფილტრაციის სისტემით - კომფორტი და ეკონომია

ბიოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო და ჯანსაღ წყალთან ერთად, თქვენ იღებთ დისპენსერის მოხმარების მაქსიმალურ კომფორტს და სასმელი წყლის საკუთარი წარმოების მეშვეობით ფინანსების საგრძნობ ეკონომიას.

თუ დავითვლით ყველა ხარჯს, დაკავშირებულს ბოთლის წყლის შეძენასთან, ნათელი გახდება, რომ წყლის საფილტრაციო დისპენსერი, კლიენტების და თანამშრომლების მიერ აქტიურად გამოყენების შემთხვევაში, მიუხედავად ფილტრების შეცვლით გამოწვეული პერიოდული დანახარჯისა, დაახლოებით ერთ წელიწადში გამოისყიდის თავის თავს. სასმელი წყლის წარმოებით მიღებული წლიური ეკონომია მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით თუ საქმე ეხება სასტუმროებს, ოფისებს, ფიტნესდარბაზებს ან სხვა ხალხმრავალ დაწესებულებებს.

ტექნიკური მახასიათებლები

  • წყლის ნაკადის სიჩქარე:
  • წყლის გაცივება:
  • წყლის გაცხელება:
  • ცივი წყლის ავზი:
  • ცხელი წყლის ავზი:
  • ფილტრაციის საფეხური:
  • დაყენების ადგილი:
  • შემომავალი წყალი:
  • შემომავალი მინიმალური წნევა:
  • წყლის დასაშვები ტემპერატურა:
  • გაბარიტული ზომები:
  • ელ. ენერგია​:
  • წონა:
  • გარანტია:
  • 2 ლ/წთ
  • 6 ლ/სთ
  • 6.5 ლ/სთ
  • 4 ლიტრი
  • 1.8 ლიტრი
  • 4 ფილტრი + UV ნათურა
  • იატაკი
  • საშუალო - UF, მაღალი სიხისტის - RO
  • 1 ატმ

  • +5-+38°C
  • 138,5*38,5*45სმ
  • 220V 50Hz - 665W​
  • 31 კგ
  • 2 წელი

უპირატესობები

  • ეფექტური ფილტრაცია დაბალი წყლის წნევის შემთხვევაშიც
  • კარტრიჯების გამოცვლის ინდიკატორი
  • კარტრიჯების გამოცვლის სიმარტივე
  • შეწონილი ნაწილაკების სრული მოშორება
  • დეზინფექცია (99.99% ბაქტერიების და ვირუსების მოშორება)
  • რკინის და მანგანუმის მოცილების მაღალი დონე
  • კოლოიდური და ორგანული მინარევების ეფექტური მოშორება
  • წყლის ულტრიისფერი სტერილიზაცია
  • წყლის ბუნებრივი მარილოვანი შემადგენლობის შენარჩუნება(UF)
  • სტაბილურად ჯანსაღი წყალი
  • საგრძნობი ეკონომია
წყლის საფილტრაციო დისპენსერი ინტერიერში

წყლის საფილტრაციო დისპენსერები

ერთი შეხედვით დისპენსერიდან ბოცის წყლის დალევა ბევრად უსაფრთხო და სასიამოვნოა ვიდრე ონკანის წყლის. მართლაც, ონკანის წყალში ქლორის, რკინ...

გაიგე მეტი

მიმოხილვა (5)

5 მიმოხილვა: წყლის დისპენსერი ფილტრაციის სისტემით ICEBERG

  1. Digitals

    მადლობა მთელი ოფისის სახელით. დავისვენეთ ბოცებისგან და გვიხარია, რომ სუფთა და გემრიელი წყალი გვაქვს.

  2. Babi

    არ მეგონა ასე თუ მოუხდებოდა ინტერიერს. კედელზე გაყვანული მილიც კი კოხტაა. იმედია კლიენტებიც დაგვიფასებენ ამ კომფორტს 😀

  3. ზაური ბოლქვაძე

    უცხოელ დამსვენებლებს რომ არ ეთქვათ საერთოდ არ ვიცოდი ასეთი დისპენსერები თუ არსებობდა. თვითონ მომიძებნეს და ფაქტიურად ძალით დამაყენებინეს. კარტრიჯები შეცვალე დროულად და არაფერზე აღარ იდარდოო. კარტრიჯებამდე კიდევ ბევრი დროა ბოცების თრევისგან კი დავისვენე უკვე. გაიხარეთ თქვენ და ჩვენი ტურისტები!

  4. ნენე

    არც ასეთ კარგ ველოდი^_^. ჯერ რა დახვეწილი დიზაინია.. აღარაფერს ვამბობ წყლის ხარიხზე, ოფისში ყავას აღარავინ სვამს 😀

  5. მარიანა

    დღეს შევიძინეთ დისპენსერები ოფისისთვის, რამდენიმე დღე ვსაუბრობდით კომპანიასთან სხვადასხვა დეტალებზე. ყველა კითხვას დაუზარელად პასუხობენ.. მადლობა ამისთvის <3 მომსახურება სუპერ, კომუნიკაცია სუპერ. დისპენსერი ხო სუპერ და სუპერ

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება