წყლის ფილტრი, ჯანსაღი ცხოვრება და კომფორტი

იდეალური ფილტრი ყავისა და ჩაისთვის

ფილტრი ყავისა და ჩაისთვის

ცხოვრების დატვირთული რეჟიმიდან გამომდინარე, ბევრი ჩვენგანია ცხელი სასმელების მოყვარული. ხშირად სახლშიც ვიდუღებთ ხოლმე ყავას თუ ჩაის. რადგან სწორედ ეს არის საჭირო დღის წარმატებული დასაწყისისთვის. თუმცა მნიშვნელოვანია იცოდეთ, როგორი წყალია საჭირო საუკეთესო ყავის მოსამზადებლად. გაითვალისწინეთ, რომ მხოლოდ ძვირადღირებული ყავის მარცვლები თუ ჩაის ფოთლები არ განაპირობებს არომატული სასმლის მომზადებას. თუ თქვენ სტანდარტულად ონკანის წყალს იყენებთ, საუკეთესო შედეგს ნამდვილად ვერ მიიღებთ. დღევანდელ სტატიაში გიამბობთ თუ რატომ არის საჭირო წყლის ფილტრი ყავისა და ჩაისთვის. ასევე, რა ტიპის ფილტრაციაა იდეალური ცხელი სასმელებისთვის.

სწორად შევარჩიოთ წყლის ფილტრი ყავისა და ჩაისთვის

როგორ მოვამზადოთ კარგი ყავა?

თუ შეგიმჩნევიათ, რომ ცხელ სასმელს ყოველთვის ერთნაირი არომატი არ აქვს? მოგეხსენებათ ყავისა და ჩაის 98%-ს წყალი შეადგენს. სწორედ ამიტომ, გემოებზე პასუხისმგებელი თქვენ მიერ გამოყენებულ წყალში არსებული მინარევებია. თავის მხრივ, მინარევების შემადგენლობა უამრავ ფაქტორზეა დამოკიდებული – ამინდი, მუნიციპალური წყალმომარაგების ქსელების დაქლორვის სიხშირე და ა.შ. რსებობს სამი ძირითადი ეტაპი, რომელიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ, თუ კარგი ჩაის ან ყავის მოდუღება გსურთ. 

  1. დასაწყისისთვის, მნივნელოვანია წყალი უსიამოვნო სუნისა და გემოსგან იყო თავისუფალი, რასაც ძირითადად იწვევს ქლორი, რკინა და სხვა მინარევები.
  2. ასევე, საჭიროა კალციუმის მოშორება, რომელიც ვნებს, როგორც ყავის აპარატს, ასევე თავად სასმლის ხარისხს.
  3. აუცილებელია, წყალში არსებული მინერალები გარკვეული რაოდენობით მაინც შენარჩუნდეს. სწორედ საჭირო მინერალები ანიჭებს სასიამოვნო გემოს წყალს და მომზადებულ სასმელს. შესაბამისად, აუცილებელია ბალანსის დაცვა, რის საშუალებასაც გაძლევთ ნანოტექნოლოგიის ფილტრი.
ფილტრი ყავისა და ჩაისთვის
ფილტრი ყავისა და ჩაისთვის - ჩაი
უპირატესია თუ არა ფილტრი ყავისა და ჩაისთვის?

დარბილება VS ფილტრაცია

წყლის ფილტრაცია და დარბილება ყველაზე ფართოდ გავრცელებული მეთოდებია წყლის სასურველი ხარისხის მისაღებად. საინტერესოა თუ იცით, როგორ შედეგს გვაძლევს თითოეული ტექნოლოგია? მოგახსენებთ:

  1. ფილტრაცია ძირითად შემთხვევებში მოიცავს ნახშირის ბაზაზე დამზადებულ კარტრიჯებს. ეფექტურია სუნის და გემოვნური თვისებების გასაუმჯობესებლად, ასევე ქლორისა და მტვრის ნაწილაკების მოსაშორებლად.  
  2. წყლის დარბილება გახლავთ პროცესი, რომლის დროსაც ხდება მინერალების მოშორება (კალციუმი, მაგნიუმი). სწორედ ეს მინერალებია, რაც წარმოქმნის ნადებს ყავის აპარატებსა და ჭურჭელში. შედეგად იღებთ არახისტ, დარბილებულ წყალს.

ლოგიკურად ჩნება კითხვა, რომელი მეთოდია უკეთესი და რატომ სჯობს ფილტრაცია დარბილებას, ან პირიქით. როგორც სპეციალისტები გვირჩევენ, საუკეთესო ყავისა და ჩაის მოსამზადებლად, რეკომენდებულია საშუალოდ დარბილებული წყლის გამოყენება. შესაბამისად არც ძალიან ხისტი უნდა იყოს და არც სრულიად დაცლილი მინერალებისაგან. 

მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ზედმეტად ხისტი წყლის გამოყენება ცხელი სასლის გემოს საგრძნობლად აუარესებს. ყავასა და ჩაის ანიჭებს მწარე და უსიამოვნოდ მკვეთრ არომატსამღვრეულ შეფერილობას და თეთრ ლაქებს ზედაპირზე.

ფილტრი ყავისა და ჩაისთვის - ნადები

არომატების მტერი ნივთიერებები

  • ქლორი - მუნიციპალური წყალი პირდაპირ დაკავშირებულია ქლორთან, რადგან წყალმომარაგების კომპანიები სწორედ ქლორით ახდენენ სასმელი წყლის დეზინფექცირებას. ქლორი განსაკუთრებულ როლს თამაშობს არომატისა და გემოს უარყოფითად ცვლილებაში.
  • მძიმე მეტალები - სპილენძი, ტყვია, თუთია - ეს მცირე ჩამონათვალია იმ მძიმე მეტალებისა, რომლებიც მოძველებული მილგაყვანილობიდან შესაძლოა მოხვდეს თქვენს სასმელ წყალში.
  • მტვერი, ნალექი და ა.შ - ალბათ, არც თუ ისე იშვიათად შეგიმჩნევიათ მექანიკურ მინარევები, მაგალითად ნალექი და ქვიშა სასმელ წყალში. დარწმუნებული ვართ არ გესიამოვნებათ მსგავსი შემადგენლობის წყლის დალევა ან ცხელი სასმელების მოსამზადებლად გამოყენება.
ნანო ფილტრი ყავისა და ჩაისთვის

ოპტიმალური გამოსავალი იდეალური არომატების მისაღებად

მართალია მუნიციპალური წყალი უსაფრთხო და ჯანსაღია დასალევად, თუმცა შეუძლია უარყოფითად იმოქმედოს ჩაისა და ყავის ხარისხზე. უდავოა, რომ გაფილტრული წყლის გამოყენება საუკეთესო გამოსავალია გემოსთან დაკავშირებული პრობლემების გასაჭრელად. 

ფილტრი ყავისა და ჩაისთვის - ონკანის წყალი

როგორც უკვე ვთქვით, წყლის ფილტრები ხშირ შემთხვევაში დაკომპლექტებულია ნახშირის კარტრიჯებით. ეფექტურად ფილტრავს ქლორს, რაც იწვევს გემოს და სუნის ცვლილებას, ასევე ორგანულ დამაბინძურებლებს და მექანიკურ მინარევებს. თუმცა თქვენ უკვე იცით, რომ კარგი ყავისა და ჩაის მოსამზადებლად, სტანდარტულად გაფილტრული წყალი არ კმარა.

დღესდღეობით ფილტრაციის უამრავი ტექნოლოგიაა გავრცელებული, თუმცა ნანოფილტრაცია ინოვაციურ სისტემას წარმოადგენს. ნანო ფილტრები აღჭურვილია ხუთსაფეხურიანი ფილტრაციის სისტემით და ნანოფილტრაციის (NF) მემბრანით, რომელიც 0.001 მკმ-ზე ფილტრავს წყალს. 

ნანო ფილტრ შედარება შეგვიძლია ულტრაფილტრაციისა და უკუ ოსმოსის სისტემებთან. ვინაიდან ფილტრაციის დონით სწორედ მათ შორის იკავებს ადგილს. დაბალანსებული ფილტრაციის საშუალებით, წყალს აშორებს მინარევების 60-75%-ს. ხოლო შემადგენლობაში ტოვებს მინერალების 30%-ს, რაც აუცილებელია ყავისა და ჩაის არომატების შესანარჩუნებლად და წარმოსაჩენად. 

კომერციული და საყოფაცხოვრებო დანიშნულება - ხარისხიანი ყავა და ჩაი

ნანო ფილტრი ყავისა და ჩაისთვის არამხოლოდ საყოფაცხოვრებო დანიშნულებით გამოიყენება, არამედ კომერციული ფუნქციითაც. გარდა იმისა, რომ უნიკალური მემბრანის საშუალებით დაბალანსებულად ფილტრავს და არბილებს წყალს, ასევე აღჭურვილია სამარაგო ავზით, რაც უზრუნველყოფს საკმარისი რაოდენობით წყლის მარაგის შევსებას.

ნანოფილტრაციის ტექნოლოგიით გაფილტრული წყალი უსაფრთხოა საყოფაცხოვრებო ტექნიკისთვისაც, როგორიც არის - ყავის აპარატი და ჩაიდანი. ნანო მემბრანით დარბილებული და გაფილტრული წყალი არ წარმოქმნის ნადებს და შესაბამისად უხანგრძლივებს ექსპლუატაციის ვადას თქვენს ტექნიკას.

ნანო ფილტრი ყავისა და ჩაისთვის იდეალურია სახლში, კაფეებსა და ყავის მაღაზიებში გამოსაყენებლად. ყავისა და ჩაის ხარისხიან, სრულყოფილ არომატებს შეიგძნობთ არამხოლოდ თქვენ, არამედ თქვენი კომერციული ობიექტების მომხმარებლებიც.
უჟანგავი ფოლადის თერმოსები და ორმაგი მინის ბოთლები

ატარე საყვარელი სასმელი ყველგან

მას შემდეგ, რაც ნანოფილტრაციით გაწმენდილ წყალს გამოიყენებთ ყავისა და ჩაის მოსამზადებლად, ალბათ სურვილიც გექნებათ თან ატაროთ სასურველი სასმელი. რა შეიძლება იყოს იმაზე სასიამოვნო, როდესაც სამსახურში, უნივერსიტეტში ან უბრალოდ სასეირნოდ წასვლის დროს წაიყოლებთ საყვარელ ყავასა თუ ჩაის. ამისათვის მხოლოდ და მხოლოდ ერგონომიული თერმოსის შერჩევა დაგჭირდებათ, რომელიც მაქსიმალურად მოერგება თქვენს საჭიროებებს.

ეკოლოგიურად სუფთა BPA Free მასალით დამზადებული უჟანგავი ფოლადის თერმოსები აბსოლუტურად უსაფრთხოა ჯანრმთელობისთვის. მაღალი ხარისხის მასალა კი განაპირობებს ექსპლუატაციის ხანგრძლივ ვადას. გარდა ამისა, განსხვავებული დიზაინის საშუალებით  შეგიძლიათ შეარჩიოთ მცირე, საშუალო ან დიდი მოცულობის, ასევე საკიდით ან საკიდის გარეშე თერმოსები. 

იმ შემთხვევაში, თუ თერმოსის მოყვარული არ ბრძანდებით და მხოლოდ ოფისისთვის გჭირდებათ სამარაგო ჭურჭელი, ორმაგი მინის თერმო ბოთლი თქვენთვის იდეალური ვარიანტია.

უფრო ვრცლად იმის შესახებ, თუ რა კრიტერიუმებს უნდა მიაქციოთ ყურადღება თერმოსისა თუ ბოთლის შერჩევის დროს, გაეცანით ჩვენს კიდევ ერთ ბლოგს.