პროდუქცია
ფილტრაციის შემავსებელი დოლომიტი
დოლომიტი წყლის ფილტრაციისა და რემინერალიზაციისთვის
დოლომიტი წარმოადგენს ბუნებრივ მინერალურ მასალას, რომელიც ფართოდ გამოიყენება წყლის დამუშავების სისტემებში, განსაკუთრებით რემინერალიზაციისა და pH-ის კორექციისთვის. იგი შედგება კალციუმისა და მაგნიუმის კარბონატებისგან და გამოიყენება წყლის მინერალური შემადგენლობის გასაუმჯობესებლად.
ფილტრაციის შემავსებელი ცეოლითი
ცეოლითი წარმოადგენს ბუნებრივ მიკროპოროვან მინერალს, რომელიც ფართოდ გამოიყენება წყლის ფილტრაციისა და დამუშავების სისტემებში. მისი უნიკალური კრისტალური სტრუქტურა უზრუნველყოფს იონგაცვლით და ადსორბციულ თვისებებს, რის შედეგადაც ეფექტურად შლის წყლიდან ამონიუმს, მძიმე მეტალებს და სხვადასხვა სახის მინარევებს.
ფილტრი ყავის აპარატისთვის FILTRESSO IO
პროფესიონალური წყლის ფილტრი FILTRESSO IO შექმნილია სპეციალურად ყავის აპარატების დასაცავად და ყავის სრულყოფილი გემოს მისაღებად.
ეფექტურად ასუფთავებს ხისტ წყალს და ხელს უშლის საზიანო კირქვოვანი ნადების დაგროვებას, რაც იცავს აპარატს და ინარჩუნებს ყავის პირვანდელ გემოვნურ თვისებებს.
გამოიყენება როგორც კომერციულ სექტორში, ასევე პირადი, საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის.
ფილტრის ავტომატური სარქველი
RUNXIN-ის ბრენდის ფილტრის ავტომატური სარქველი გამოიყენება კოლონური საფილტრაციო სისტემების სამართავად.
კოროზიისა და გაჟონვისგან დაცული ავტომატური სარქველი მარტივი პროგრამული მართვით გამოირჩევა.
აქვს ფილტრაციის სამი ციკლი: სამუშაო, ჩარეცხვის და გამორეცხვის.
ირჩევა სხვადასხვა წარმადობის მიხედვით კომერციული და საყოფაცხოვრებო დანიშნულებისათვის.
ფილტრის ონკანი
თანამედროვე დიზაინის ფილტრის ონკანი განკუთვნილია ცივი, გაფილტრული წყლისთვის. ონკანი თავსებადია უკუოსმოსისა და ულტრაფილტრაციის საფილტრაციო სისტემებთან.
ონკანი დამზადებულია პრემიუმ ხარისხის უჟანგავი ფოლადისაგან.
მონტაჟი: 100 ლარი * (თანხაში გათვალისწინებულია მხოლოდ პროდუქციის კომპლექტში შემავალი აქსესუარები). *ტარიფის მოქმედების არეალი
საჭიროებისამებრ დამატებით გამოყენებული მასალები დაითვლება ადგილზე პრეისკურანტის მიხედვით
