ეკოლოგია, წყალი ბავშვებისთვის, ჯანმრთელობა, ჯანსაღი ცხოვრება და კომფორტი

როგორ შევარჩიოთ სასმელი წყლის ბოთლი?

sasmeli-wylis-botli

უამრავ ადამიანს დიდი ხნის განმავლობაში არ ესმოდა, თუ რა უპირატესობებით შეიძლება გამოიყენონ სასმელი წყლის ბოთლი. იქამდე, სანამ ნებისმიერი სასმლის ლუდის კათხიდან დალევით არ დაიღალნენ. სპეციალურად წყლისთვის (სურვილისამებრ სხვა ნებისმიერი სითხისთვის) გათვლილი ბოთლები – არის მოდური, კომფორტული და პრაქტიკული. რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია შეარჩიოთ სწორად და არ შეიძინოთ პირველივე, რომელსაც აღმოაჩენთ. 

ძირითად შეცდომას, რომელსაც მომხმარებლები უშვებენ არის ის, რომ აკვირდებიან მხოლოდ ფერს, დიზაინს და შეფუთვას, მაგრამ ივიწყებენ ყველაზე მნიშვნელოვან კრიტერიუმებს. თუ არ გნებავთ ფინანსების უსარგებლოდ ხარჯვა, გირჩევთ წინამდებარე სტატიის წაკითხვას. ჩვენ შევაჯამეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალი, შესაბამისი პარამეტრები და გამოვარჩიეთ კონკრეტული ბოთლები ჩვენი ასორტიმენტიდან. 

შევარჩიოთ მასალა

დღემდე ყველაზე უსაფრთხო მალასად, ითვლებოდა მინა, რომელიც სხვადასხვა ტემპერატურის წყალთან რეაქციაში არ შედის. მაგრამ ისურვებდით, მინის არც ისე მსუბუქი ბოთლის წაღებას, როდესაც სარბენად მიდიხართ? მწარმოებლებმაც იფიქრეს ამ საკითხზე და გადაწყვიტეს გამოეყენებინათ შემდეგი:

  • მეტალი – საკვები დანიშნულების, ალუმინის ან უჟანგავი ფოლადი; 
  • ტრიტანი – ეკოლოგიურად სუფთა, მაღალი ხარისხის პლასტმასი, რომელიც ასევე გამოიყენება სხვადასხვა ტემპერატურის სითხისთვის და არის ჯანმრთელობისთვის სრულიად უსაფრთხო.

გაინტერესებთ, როგორ შეარჩიოთ ბოთლის საუკეთესო მოდელი თქვენთვის? იმ შემთხვევაში, თუ პროდუქციის ქიმიური და ფიზიკური მონაცემების შესწავლა არ გსურთ, გაეცანით ჩვენ მიერ წარმოდგენილ მნიშვნელოვან საკითხებს:

  • ყურადღება მიაქციეთ, თუ რა არის თქვენთვის მნიშვნელოვანი და რას ანიჭებთ უპირატესობას. 
  • გაითვალისწინეთ ბოთლის ის მინუსები, რომელზეც შეგიძლიათ თვალი დახუჭოთ.
sasmeli-wylis-botli-cile

სასმელი წყლის ბოთლი და მთავარი დანიშნულება

როგორ ფიქრობთ, ბოთლს ფუნქციურად აფრიკაშიც იგივე დანიშნულება აქვს, რაც ჩვენთან? თუ გლობალურად ვიფიქრებთ, დიახ. თუმცა ფაქტებზე დაყრდნობით, სულაც არ არის ასე. მწარმოებლები ათასობით განსხვავებული ტიპის ბოთლს აწარმოებენ. ისინი განსხვავდება ზომის, დიზაინის, ფუნქციების მიხედვით.

  1. ყოველდღიური გამოყენების –  სტანდარტული კოლბა, ზედმეტი გაფორმების გარეშე. მარტივად თავსდება ჩანთასა და ზურგჩანთაში; 
  2. სპოტსმენებისათვის – მსუბუქი და კომპაქტური ბოთლები სახურავით, რომელიც მარტივად იხსნება.  
  3. ველოსიპედისტებისთვის – ძირითადად ბრტყელი, მორგებული ველოსიპედის სტანდარტულ სათავსოზე, ან შესაბამისი სამაგრით აღჭურვილი.   
  4. მრავალფუნქციური ფიტნესისთვის – აქვს ხილის ჩასაყრელი განყოფილება, მათთვის, ვინც იცავს დიეტას ან მიირთმევს ჯანსაღ სნექებს.  
  5. თერმოსის ფუნქციით – ისინი განსხვავდება სტანდარტული თერმოსებისგან. შესაძლოა იყოს უჟანგავი ფოლადის ან ორმაგი მინის თერმო ბოთლი.

ტრიტანის წყლის ბოთლი - გაზრდილი უსაფრთოება

იმ შემთხვევაში, თუ არჩევანს პლასტმასის წყლის ბოთლებზე შეაჩერებთ, მნიშვნელოვანია იცოდეთ, კონკრეტულად რომელი კატეგორიის პლასტმასია უსაფრთხო. გსმენიათ ტრიტანის შესახებ? აღნიშნული გახლავთ მაღალი ხარისხის პლასტმასის სახეობა, რომელიც არ შეიცავს მავნე ნივთიერებებს, როგორიც არის BPA და BPS. 

ტრიტანის ბოთლის უპირატესობებს წარმოადგენს სიმსუბუქე, დარტყმაგამძლეობა და მრავალჯერადობაც. გარდა ამისა, მისი გამოყენების დროს არ შეგაწუხებთ შეცვლილი გემო და სუნი. ტრიტანის მასალის უსაფრთხოება დამტკიცებულია სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ, როგორიც არის ამერიკის საკვებისა და მედიკამენტების ადმინისტრაცია(FDA), ევროპის სურსათის უვნებლობის სააგენტო(EFSA) და სხვა.

მოცულობის შერჩევა

სიმარტივისთვის, სასმელი წყლის ბოთლი განვასხვავეთ სამი ძირითადი ზომის მიხედვით - პატარა, საშუალო და დიდი.

400 მლ-მდე მოცულობის

საუკეთესო არჩევანი სკოლის მოსწავლეებისთვის. სავსე ბოთლი არ არის მძიმე და იტევს იმ რაოდენობით წყალს, რითაც მოსწავლე გაკვეთილებს შორის წყურვილს დაიკმაყოფილებს. გარდა ამისა, თუ დილით სარბენადაც გჭირდებათ ბოთლი, ამ შემთხვევაშიც გამოგადგებათ. რატომ უნდა ატაროთ მეტი, თუ არ საჭიროება არ მოითხოვს ამას.

700 მლ-მდე მოცულობის

ოპტიმალური მოცულობა აქტიური სპორტსემებისთვის და აუცილებელი ატრიბუტი მათთვის, ვინც დარბაზში ვარჯიშობს.

1000 მლ-მდე და მეტი მოცულობის

1 ლიტრიანი სასმელი წყლის ბოთლი საკმარისია ზრდასრული ადამიანის დღიური ნორმის შესავსებად, როგორც დარბაზში, ასევე ლაშქრობაში. თუ თქვენ აკონტროლებთ წყლის რაოდენობას, შეგიძლიათ გამოიყენოთ ბოთლზე დატანილ ნიშნულები.

გაინტერესებთ, კიდევ რას უნდა მიაქციოთ ყურადღება?

წარმოიდგინეთ, თქვენ შეარჩიეთ რამოდენიმე ბოთლი, რომელიც კარგი ხარისხის მასალით არის დამზადებული და ფუნქციურად მისაღებია. როგორ მიიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას? მთავარი კრიტერიუმია - მარტივად გამოყენებადი. იმისათვის, რომ დაადგინოთ, რომელია ყველაზე მარტივად გამოსაყენებელი, მრავალ ნიუანსს უნდა მიაქციოთ ყურადღება.

  1. კომპაქტურობა – იმ შემთხვევაში, თუ სასმელი წყლის ბოთლი მანქანით დაგაქვთ, ზომებს მნიშვნელობა არ აქვს. განსხვავებით იმ შემთხვევისა, თუ ხელით გიწევთ ტარება. ნუ იზარმაცებთ, კარგად გადაზომეთ თავისუფალი ადგილი თქვენს ზურგჩანთაში და შეარჩიეთ ოპტიმალური ბოთლი.
  2. ერგონომიულობა – ყიდულობთ ბოთლს ველოსიპედისთვის? მოძებნეთ მოდელი, შესაბამისი მოცულობით. მანქანისთვის გსურთ ბოთლი? დარწმუნდით რომ ეტევა სალონის სათავსოში ან ჭიქის დამჭერში.                       

ერგონომიულობის კიდევ ერთი კრიტერიუმი, ბოთლის ხელში კომფორტულად დაჭერის შესაძლებლობაა. ასევე, ყურადღება მიაქციეთ სრიალის საწინააღმდეგო დამცავ ზედაპირს, რაც დაიცავს მას ხშირი ვარდნისგან.

კომფორტულად დასალევი

რა მნიშვნელობა აქვს თერმოსის კომფორტულად დაჭერას, თუ წყალს ისე ვერ დალევთ რომ თავიდან ფეხებამდე არ დასველდეთ? ყურადღება გაამახვილეთ ხუფის გახსნის განსხვავებულ ტიპებზე. 

დამაგრებული სახურავით

იხსნება მსუბუქად ღილაკზე თითის დაჭერით და იკეტება ამავე გზით. სახურავი მთლიანად კეტავს ბოთლის ყელს, შესაბამისად არ ბინძურდება ზედაპირი და გამორიცხულია წყლის გაჟონვა. წყლის ბოთლი Awake

საწრუპი ან ბოთლის პირი

ნამდვილი საჩუქარი ველოსიპედისტებისა და მორბენალთათვის, რომლებსაც სურთ წყლის დალევა ფიზიკური აქტივობის პარალელურად. ერთადერთი საყურადღებო დეტალი არის ის, რომ საწრუპს ხშირად სჭირდება გარეცხვა.  წყლის ბოთლი Large

sawrupi-an-botlis-piri
saxuravi-xraxnze

სახურავი ხრახნზე

ყველაზე საიმედო და მცირედით შეუსაბამო, მათთვის, ვისაც წყლის სწრაფად დალევა სურს. თუ თქვენ მჭიდროდ დაკეტავთ სახურავს და ჩააგდებთ ბოთლს ჩანთაში, გარანტირებული გაქვთ, რომ ყველა ნივთი სიმშრალეს შეინარჩუნებს. თუმცა დიდი შანსია იმის, რომ წყალი შეგესხათ, თუ ბოთლის სწრაფად გახსნას და წყლის დალევას შეეცდებით.

ტრიტანის ბოთლი Minimal life აღჭურვილია ხრახნიანი სახურავით და ხილის მოსათავსებელი სათავსოთი. იგი საშუალებას გაძლევთ ნებისმიერ დროს, თან ატაროთ თქვენი დეტოქს სასმელი ან გაფილტრული წყალი და ამავდროულად დაცული იყოთ წყლის გაჟონვისგან.

სასმელი წყლის ბოთლი და მოვლის წესები

შემოგთავაზებთ რამოდენიმე სასარგებლო მეთოდს, თუ როგორ უნდა გაასუფთავოთ თქვენი წყლის ბოთლები. მნიშვნელოვანია გახსოვდეთ, რომ რეკომენდებულია ტრიტანისა და სხვა ტიპის პლასტმასის ბოთლები წელიწადში ერთხელ მაინც შეცვალოთ.
 

ჭურჭლის სარეცხი სითხე

1. ჩაასხით რამოდენიმე წვეთი ჭურჭლის სარეცხი სითხე ბოთლში, სანახევროდ აავსეთ წყლით და დააფარეთ სახურავი.

2. კარგად შეანჯღრიეთ ბოთლი, გადააქციეთ ქაფიანი წყალი და გარეცხეთ. იმ შემთხვევაში თუ მას სხვა სასმელებისთვისაც იყენებთ, უმჯობესია სასმელი წყლის ბოთლი შიგნიდანაც გახეხოთ.

3. ქაფიანი ღრუბლით კარგად გახეხეთ ბოთლის თავი, ხრახნისა და საწრუპის ადგილები. გამოიყენეთ გრძელი ჯაგრისი, რათა მთლიანად გამორეცხვა შეძლოთ.

4. და ბოლოს, ბოთლი აუცილებლად დატოვეთ ღია, რომ გაშრეს.

ჭურჭლის სარეცხი მანქანა

1. პირველ რიგში, შეამოწმეთ, არის თუ არა თქვენს ბოთლზე დატანილი შესაბამისი სიმბოლო, რომელიც ჭურჭლის სარეცხი მანქანის გამოყენებას გულისხმობს.

2. პლასტმასის ნაწილები აუცილებლად უნდა მოთავსდეს ზედა თაროზე, რადგან ხშირ შემთხვევაში სარეცხ მანქანებს ქვევით აქვს მოთავსებული გამათბობელი ელემენტი საშრობისთვის, რამაც შესაძლოა ბოთლი დაადნოს.

3. ჩაასხით სარეცხი საშუალება შესაბამის განყოფილებაში და ჩართეთ მანქანა რეგულარული რეცხვის რეჟიმზე.

ძმრით გაწმენდა

1. თუ გსურთ, რომ თქვენი ბოთლი მაქსიმალურად სუფთა იყოს, დეზინფექცირებისთვის გამოიყენეთ ძმარი. გაავსეთ ბოთლი ნახევრად ძმრით და ნახევრად თბილი წყლით.

2. დატოვეთ შენარევი მთელი ღამით. დილით გადააქციეთ ბოთლში არსებული სითხე, გარეცხეთ ცხელი წყლით და გაწმინდეთ მშრალი ხელსახოცით. სულ ეს არის, თქვენი ბოთლი მაქსიმალურად სუფთაა და შეგიძლიათ გამოიყენოთ.

 

გახსოვდეთ, რომ ადამიანის ორგანიზმის 60% წყალია, ამიტომ დღიური ნორმის შევსება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. თქვენ უკვე იცით, რომ ბოთლის ხარისხი, ის ფაქტი თუ რა მასალით არის დამზადებული არანაკლებ საყურადღებოა. ვიმედოვნებთ, ყურადღებით მიჰყვებით ჩვენს სტატიას და  შეარჩევთ უსაფრთხო, კომფორტულ და ეგონომიულ ბოთლს თქვენთვის და თქვენი გარშემომყოფებისთვის.

უფრო მეტი საინტერესო ინფორმაციისთვის გამოიწერე ჩვენი ვებგვერდი და თვალი ადევნე სიახლეებს.