უბოცო დისპენსერი ICEBERG EDGE

(2 მომხმარებლის მიმოხილვა)

1,2401,320

მოქმედი შეთავაზებები:

აქცია – „ცხელი 2024“ -ის ფარგლებში ისარგებლეთ 20%-იანი ფასდაკლებით + უფასო მონტაჟი (დეტალურად)

აქცია – „დამწყები ბიზნესი“ (დეტალურად)

შენიშვნა: ერთდროულად დისპენსერის მხოლოდ ერთი აქციით შეგიძლიათ ისარგებლოთ.

უბოცო დისპენსერი ICEBERG EDGE აღჭურვილია წყლის მრავალსაფეხურიანი საფილტრაციო სისტემებით:

    • UF ტექნოლოგია – ულტრაფილტრაცია
    • RO ტექნოლოგია – უკუოსმოსის ფილტრაცია

უფასო მიწოდება საქართველოს მასშტაბით 

მონტაჟი: 100 ლარი* (თანხაში გათვალისწინებულია მხოლოდ პროდუქციის კომპლექტში შემავალი აქსესუარები). *ტარიფის მოქმედების არეალი

საჭიროებისამებრ დამატებით გამოყენებული მასალები დაითვლება ადგილზე პრეისკურანტის მიხედვით

 

აღწერა

დაივიწყეთ წყლის შეკვეთა ოფისისთვის, უბოცო დისპენსერი ამ პრობლემას საბოლოოდ მოგიგვარებთ

გაინტერესებთ, როგორ უნდა დააღწიოთ თავი ისეთ რუტინულ საქმიანობას, როგორიც არის სასმელი წყლის შეკვეთა ოფისის ძველმოდური დისპენსერისთვის? მაშინ უბოცო დისპენსერი აუცილებლად დაგაინტერესებთ.

უბოცო დისპენსერი აღჭურვილია ოთხსაფეხურიანი უკუოსმოსისა და ულტრაფილტრაციის ტექნოლოგიით. ICEBERG EDGE საშუალებას გაძლევთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ცხელი, ცივი და ონკანის ტემპერატურის სუფთა წყალი.

ალბათ, საკმაოდ დიდ ფინანსურ და დროის რესურსს ხარჯავთ ყოველი თვის ბოლოს ბოცებით წყლის შეკვეთაზე.

საფილტრაციო დისპენსერით სარგებლობისათვის კი საჭიროა დადგენილი პერიოდულობით კარტრიჯების შეცვლა და შეძლებთ განაგრძოთ სასურველი ტემპერატურის გაფილტრული წყლის მიღება.

უბოცო დისპენსერი ICEBERG EDGE მეტად კომფორტულია და ამასთანავე ეკონომიის გაკეთების საშუალებას გაძლევთ. 


სენსორული მართვა ღილაკებსა და ონკანთან შეხების გარეშე

უბოცო დისპენსერი

დისპენსერი წყლის სენსორული ჩამოსხმით და გარე დაბინძურებისგან დაცული წყალი

45° დახრილი სენსორული მართვის პანელი კომფორტულია და მარტივად გასაგები. უბოცო დისპენსერი საშუალებას გაძლევთ ჩამოასხათ სასურველი ტემპერატურის წყალი ონკანთან შეხების გარეშე. საკმარისია დისპენსერის წინა პანელზე განთავსებულ სენსორთან თითის მიტანა, რათა გაიხსნას სარქველი და წყალი ჩამოისხას.
წყლის განაწილების ეს ჰიგიენური მეთოდი გამორიცხავს მოწყობილობის ხშირი გაწმენდისა და დეზინფექციის საჭიროებას. დისპენსერის წყლის ჩამომსხმელ სისტემასთან ხელით ან ჭიქით კონტაქტის არარსებობა - მიკრობების და ვირუსების გავრცელების საუკეთესო პრევენციაა.

დისპენსერი ბოცის გარეშე - ერგონომიული და ტექნოლოგიური სიმარტივე

წყლის დისპენსერი 4 IN 1

სტანდარტულ ფუნქციებთან ერთად (წყლის გაცივება, გაცხელება, ჩამოსხმა), დისპენსერი ბოცის გარეშე აღჭურვილია ულტრაფილტრაციისა და უკუოსმოსის საფილტრაციო სისტემებით. იგი ერთდება ცენტრალურ მილსადენზე და არ სჭირდება წყლის ბოცებით მომარაგება. საფილტრაციო დისპენსერი ასუფთავებს ონკანის წყალს, აუმჯობესებს მის ხარისხს და გემოს სასმელი წყლის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად. ულტრაფილტაცია გათვლილია მუნიციპალურ წყალზე, ხოლო უკუოსმოსის ტექნოლოგია ფილტრავს გამოიყენება მაღალი სიხისტის დროსაც.

განსხვავებული ტემპერატურული რეჟიმები

ტექნოლოგია ჯანმრთელობისა და კომფორტისთვის

გარდა ცივი, ცხელი და ოთახის ტემპერატურის წყლისა, უბოცო დისპენსერი აღჭურვილია მართვის პანელის დაბლოკვა/განბლოკვის ფუნქციით, რაც თავიდან აგაცილებთ ბავშვებთან დაკავშირებულ გაუთვალისწინებელ შემთხვევებს. დისპენსერს დამონტაჟებული აქვს ჩასადგმელი, იგივე სწრაფი კარტრიჯები, რაც საშუალებას გაძლევთ მარტივად, მხოლოდ ხრახნის დატრიალებით შეცვალოთ ისინი.

განცალკევებული ავზები

წყლის დისპენსერი აღჭურვილია სამი განცალკევებული ავზით - ცხელი, ცივი და ონკანის ტემპერატურის წლისთვის. სწრაფი გადამრთველი კი საშუალებას გაძლევთ მაქსიმალურად მოკლე დროში მიიღოთ სასურველი ტემპერატურის წყალი.

უბოცო დისპენსერი ფიტრაციის სისტემით

  1. ბიოლოგიური დაბინძურების მიმართ მდგრადი პოლიპროპილენის მოდული PP-10CF. აცილებს ჟანგს, ლამს, თიხას, ქვიშას, მიკროორგანიზმებს, ტორფის ბოჭკოს, სხვა ორგანულ და არაორგანულ მინარევებს. გამოცვლის სიხშირე: 3-6 თვე
  2. დაპრესილი ნახშირის მოდული CTO-10CF. აშორებს მავნე ორგანულ მინარევებს და ნარჩენ ქლორს. გამოცვლის სიხშირე: 6-12 თვე
  3. მემბრანული კარტრიჯი UF და RO მოდელებისთვის
    • ულტრაფილტრაციის მემბრანის მოდული UF-10CF. აშორებს ყველა ორგანულ დაბინძურებას, პათოგენურ მიკროორგანიზმებს, ბაქტერიებს, ვირუსებს. გამოცვლის სიხშირე: 12-18 თვე
    • უკუ ოსმოსის მემბრანის მოდული RO-10CF. აშორებს ყველა ორგანულ დაბინძურებას, პათოგენურ მიკროორგანიზმებს, ბაქტერიებს, ვირუსებს, არსებობის შემთხვევაში,  მძიმე მეტალებს, გახსნილ რკინას, პესტიციდებს, ჰერბიციდებს. გამოცვლის სიხშირე: 12-24 თვე
  4. ნახშირის პოსტმოდული T33-10CF აშორებს უსიამოვნო სუნს, აუმჯობესებს წყლის გემოვნურ თვისებებს. გამოცვლის სიხშირე: 6-12 თვე

* გამოცვლის პრაქტიკული სიხშირე დამოკიდებულია ფილტრში შემომავალი წყლის ხარისხზე და ყოველდღიური მოხმარების რაოდენობაზე. კარტრიჯების რეგულარული და დროული შეცვლა ზრდის სისტემის მთავარი ფილტრის, მემბრანის მუშაობის ხანგრძლივობას.

წყლის უბოცო დისპენსერი ICEBERG EDGE კარტრიჯების გამოცვლის სიხშირე და ღირებულება

წყლის უბოცო დისპენსერის მუნიციპალურ მილსადენზე დაერთებისის და 30-35 ადამიანის მუდმივი დატვირთვის პირობებში, კარტრიჯების გამოცვლის საორიენტაციო სიხშირეა:

  • წყლის დისპენსერი ICEBERG EDGE ულტრაფილტრაციის მოდელი (UF) – ყოველ 12 თვეში.
  •  ერთხელ პირველი გამოცვლის კარტრიჯები: PP-10CFCTO-10CFT33-10CF.  კარტრიჯების ჯამური ღირებულება  შეადგენს 71 ლარს.
  • მეორე გამოცვლის კარტრიჯები: PP-10CFCTO-10CF, UF-10CFT33-10CF.   კარტრიჯების ჯამური ღირებულება  შეადგენს  113 ლარს. 

 

  • წყლის დისპენსერი ICEBERG EDGE უკუოსმოსის მოდელი (RO) – ყოველ 12 თვეში ერთხელ.
  • პირველი გამოცვლის კარტრიჯები: PP-10CFCTO-10CFT33-10CF.   კარტრიჯების ჯამური ღირებულება  შეადგენს  71 ლარს.
  • მეორე გამოცვლის კარტრიჯები: PP-10CFCTO-10CFRO-10CFT33-10CF.  კარტრიჯების ჯამური ღირებულება  შეადგენს  147 ლარს.

მომდევნო გამოცვლებზე ეს ციკლი მეორდება.

ფილტრის შეცვლის შემახსენებელი

ფილტრის შეცვლის შემახსენებელი საშუალებას გაძლევთ საჭირო პერიოდულობით გამოცვალოთ კარტრიჯები. როდესაც შესაბამისი კარტრიჯის ექსპლუატაციის ვადა იწურება, ეკრანზე შესაბამისი მაჩვენებელი ანათებს.

წყლის დისპენსერის სათადარიგო კარტრიჯები

წყლის დისპენსერები

ბოციანი vs უბოცო

კრიტერიუმების შედარება

wylis-dispenseri-2022-e1651262306696-po3dicq36hi3afbco7d2eht58oy32kfvyh1btfkx24 2
წყლის ხარისხი

მრავალჯერადი ბოცების სისუფთავის და წყლის ხარისხის კონტროლის შეზღუდული შესაძლებლობა.

ეკონომიურობა

ჩამოსხმის, ტრანსპორტირების და სადისტრიბუციო კომპანიის მოგების გამო წყლის მაღალი ღირებულება

ეკოლოგიურობა

ბოცების უმეტესობა დამზადებულია პოლიკარბონატისაგან რომელიც მავნე ესთროგენ BPA-ს შეიცავს.

ადმინისტრირება

წყლის პერიოდული შეკვეთები და ლოდინი, მოწოდების შეფერხებები პიკურ სეზონზე, ყველაზე საჭირო მომენტში

მომარაგება

მძიმე ბოცების გადატანის და დისპენსერზე ინსტალაციის საჭიროება

ადგილი

ადგილი ცარიელი და წინასწარ შეძენილი წყლის ბოცების შესანახად

დიზაინი

ბოციანი დისპენსერის შეუხედავი დიზაინი

ჰიგიენურობა

ღია კონსტრუქცია, ბაქტერიების გაჩენის მაღალი ალბათობა

ერგონომიკა

ბოცის გამო დადაბლებული, მოუხერხებელი დისპენსერი

h20
წყლის ხარისხი
ფილტრაციის თვალსაჩინოების ხარჯზე სასმელი წყლის მაღალი ხარისხი და საიმედოობა
ეკონომიურობა

მნიშვნელოვანი ეკონომია, ჩამოსხმასთან და ბოცებით ტრანსპორტირებასთან შედარებით. იხილეთ შედარება

ეკოლოგიურობა

საფილტრაციო დისპენსერს წყალი მოეწოდება გამდინარე რეჟიმში, რაც გამორიცხავს ბოცების გამოყენებას.

ადმინისტრირება

წყლის მოწოდების სტაბილურობა, ლოდინის და შეფერხების გარეშე

მომარაგება

მძიმე ბოცების აწევის და გადაადგილების საჭიროების არარსებობა

ადგილი

ბოცების შენახვის არარსებობით გამოთავისუფლებული ადგილი

დიზაინი

ჰარმონიული დიზაინი ბოცის გარეშე

ჰიგიენურობა

ჰერმეტული კონსტრუქცია მაქსიმალური ჰიგიენურობა

ერგონომიკა

45° დახრილი სენსორული მართვის პანელი ამარტივებს წყლის ჩამოსხმას.

წყლის უბოცო დისპენსერის ქსელზე დაერთება

დისპენსერი უკავშირდება ცივი წყლის ცენტრალურ მილს. წყლის წყაროს დაშორებამ შეიძლება 100 მ-მდე მიაღწიოს. შეერთებისას გამოყენებული დრეკადი მილი და ფიტინგები ძალიან გამძლეა და უძლებს წნევას 15 ატმოსფერომდე. მილი დიამეტრი არის 6 (დიდ მანძილზე 9) მმ. ის ადვილად იმალება პლინტუსის უკან ან შეკიდულ ჭერში. თვალსაჩინო ადგილებში შეიძლება დაფარული იყოს დეკორატიული საკაბელო არხითაც.

წყლის საფილტრაციო დისპენსერი


წყლის უბოცო დისპენსერი ფილტრაციის სისტემით - კომფორტი და ეკონომია

ბიოლოგიურად სუფთა, უსაფრთხო და ჯანსაღ წყალთან ერთად, თქვენ იღებთ დისპენსერის მოხმარების მაქსიმალურ კომფორტს და სასმელი წყლის საკუთარი წარმოების მეშვეობით ფინანსების საგრძნობ ეკონომიას.

თუ დავითვლით ყველა ხარჯს, დაკავშირებულს ბოთლის წყლის შეძენასთან, ნათელი გახდება, რომ წყლის საფილტრაციო დისპენსერი, კლიენტების და თანამშრომლების მიერ აქტიურად გამოყენების შემთხვევაში, მიუხედავად ფილტრების შეცვლით გამოწვეული პერიოდული დანახარჯისა, დაახლოებით ერთ წელიწადში გამოისყიდის თავის თავს. სასმელი წყლის წარმოებით მიღებული წლიური ეკონომია მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით თუ საქმე ეხება სასტუმროებს, ოფისებს, ფიტნესდარბაზებს ან სხვა ხალხმრავალ დაწესებულებებს.

ტექნიკური მახასიათებლები

  • წყლის ნაკადის სიჩქარე:
  • წყლის გაცივება:
  • წყლის გაცხელება:
  • ცივი წყლის ავზი:
  • ცხელი წყლის ავზი:
  • ფილტრაციის საფეხური:
  • დაყენების ადგილი:
  • შემომავალი წყალი:
  • შემომავალი მინიმალური წნევა:
  • წყლის დასაშვები ტემპერატურა:
  • გაბარიტული ზომები:
  • ელ. ენერგია​:
  • წონა:
  • გარანტია:
  • 1.8 ლ/წთ
  • 3.1 ლ/სთ
  • 6.5 ლ/სთ
  • 3 ლიტრი
  • 1.8 ლიტრი
  • 4 ფილტრი
  • იატაკი
  • საშუალო - UF, მაღალი სიხისტის - RO
  • 1 ატმ

  • +5-+38°C
  • 116.4*32.1*39.3სმ
  • 220V 50Hz 650W
  • 22.6 კგ
  • 2 წელი

უპირატესობები

  • ეფექტური ფილტრაცია დაბალი წყლის წნევის შემთხვევაშიც
  • კარტრიჯების გამოცვლის ინდიკატორი
  • კარტრიჯების გამოცვლის სიმარტივე
  • შეწონილი ნაწილაკების სრული მოშორება
  • დეზინფექცია (99.99% ბაქტერიების და ვირუსების მოშორება)
  • კოლოიდური და ორგანული მინარევების ეფექტური მოშორება
  • წყლის ბუნებრივი მარილოვანი შემადგენლობის შენარჩუნება (UF მოდელი)
  • სტაბილურად ჯანსაღი წყალი
  • საგრძნობი ეკონომია
წყლის საფილტრაციო დისპენსერი ინტერიერში

წყლის საფილტრაციო დისპენსერები

ერთი შეხედვით დისპენსერიდან ბოცის წყლის დალევა ბევრად უსაფრთხო და სასიამოვნოა ვიდრე ონკანის წყლის. მართლაც, ონკანის წყალში ქლორის, რკინ...

გაიგე მეტი

მიმოხილვა (2)

2 მიმოხილვა: უბოცო დისპენსერი ICEBERG EDGE

  1. ნუცა

    ულამაზესი დისპენსერია, ძალიან მოუხდა ჩვენს ინტერიერს. ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ბოცების დასაწყობება აღარ დაგვჭირდება, მადლობა ამ სილამაზისთვის და საუკეთესო მომსახურებისთვის, უდიდესი რეკომენდაცია ჩემგან

  2. თეონა კალანდაძე (დამოწმებული მფლობელი)

    შპს ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია BPA დირექცია მადლობას გამოხატავს kamkamas სწრაფი და ხარისხიანი მომსახურეობისათვის. განსაკუთრებული მადლობა ბატონ აბო მირაქიანს დროული და ეფექტური მხარდაჭერისთვის. ყოველთვის მზად იყო ნებისმიერ ჩვენს კითხვაზე კვალიფიციური პასუხი გაეცა.
    პ.ს ჩვენი სტუდენტები თქვენი დისპენსერის სასუალებით დღეიდან სუფთა და მინერალებით გაჯერებულ წყალს მიირთმევენ.

მხოლოდ ავტორიზირებულ მომხმარებელს, ვისაც აქვს ეს პროდუქტი შეძენილი, შეუძლია დატოვოს შეფასება