13
მაი
წყლის საფილტრაციო დისპენსერები
ერთი შეხედვით დისპენსერიდან ბოცის წყლის დალევა ბევრად უსაფრთხო და სასიამოვნოა ვიდრე ონკანის წყლის. მართლაც, ონკანის წყალში ქლორის, რკინ...
₾2,190 – ₾3,470
ცივი და ონკანის ტეპერატურის გაფილტრული წყლის ნაკადი, როგორც ბოთლის შესავსებად, ასევე უშუალოდ დასალევად.
უფასო, ადვილად მისაწვდომი წყლის ნაკლებობა აიძულებს ადამიანებს წყურვილის მოსაკლავად მიმართონ ძვირადღირებულ ჩამოსხმულ წყალს ან შაქრიან სასმელებს. სამწუხარო რეალობა ისიც არის, რომ ეს ვარიანტები არა მხოლოდ უარესია, არამედ საფრთხეს უქმნის გარემოს.
დაივიწყეთ 45°-ით ბოთლის დაწვენა და მის შესავსებად ონკანზე თითის მიჭერა. ბოთლი მაინც ნახევრად ცარიელი რჩება, ხოლო ხელებიდან ონკანს მიკრობები გადაეცემა. ეს არც კომფორტული და არც უსაფრთხოა.
თანამედროვე წყლის შადრევნები სწორედ მაქსიმალური კომფორტისას და წყლის უსაფღთხო მიღებისთვის არის შექმნილი.
ახალი თაობის სასმელი წყლის შადრევნები აღჭურვილია სენსორით, რომელიც შეხების გარეშე ავსებს წყლით ბოთლებს, ხოლო შადრევნიდან წყლის დასალევად სულაც არ გჭირდება ონკანთან ხელით შეხება. სარქველების გასახსნელად საკმარისია გვერდზე განლაგებული ღილაკის დაჭერა.
ორდონიანი სასმელი წყლის შადრევანი კი დამატებით კომფორტს ქმნის საგანმანათლებლო დაწესებულებებში. თქვენ შეძლებთ სხვადასხვა ასაკის ადამიანებზე გათვლილ სიმაღლეზე დაამონტაჟოთ ისინი.
სასმელი წყლის შადრევანი ასუფთავებს ონკანის წყალს, აუმჯობესებს მის ხარისხს და გემოს. აქვს წყლის გაგრილების ფუნქცია.
სასმელი წყლის შადრევანი აღჭურვილია მართვის სენსორული პანელით, 3 საფეხურიანი ფილტრაციის სისტემით.
აქვს კომფორტული ნაკადი და გამორეცხვის ავტომატური რეჟიმი
სასმელი წყლის თანამედროვე შადრევანი
და ბოლოს, სასმელი შადრევნის დიზაინში ფუნქციონალური გაუმჯობესებაა. გაფილტრული წყლით, ეკოლოგიურად სუფთა დიზაინით და მრავალჟერად ბოთლებთან თავსებადობით, ახალი თაობის შადრევანი ცვლის წყლის მიღების წესებს. შექმნილია ყველა ტიპის ორგანიზაციის, ბიუჯეტის და გეგმარებისათვის. ის კომფორტულია , უსაფრთხო და გარემოსთვის მეგობრული.