წყალი ბავშვებისთვის, ჯანმრთელობა

წყალი ბავშვისთვის უნდა იყოს…

ყოველი მშობელი მიისწრაფვის უზრუნველყოს შვილი ყველაფრით, რაც აუცილებელია მისი ჯანმრთელობისთვის და ჰარმონიული ზრდა-განვითარებისთვის. ჩვენ მუდმივი მზრუნველობით ვიკვლევთ ბავშვისთვის შეძენილი ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, სათამაშოს თუ საყოფაცხოვრებო ნივთების ხარისხს. ამ პროცესში არ უნდა დაგვავიწყდეს სასმელი წყლის ხარისხიც. რთულია უგულებელვყოთ წყლის როლი ადამიანის, განსაკუთრებით კი მოზარდის, ახალშობილის ჯანმრთელობის განმტკიცებაში.

მთავარი მოთხოვნა წყლის მიმართ – ეს არის მისი სისუფთავე. წყლის სისუფთავე გულისხმობს მასში ჯანმრთელობისთვის მავნე მინარევების არარსებობას. ჯანმრთელობისთვის საზიანოა სიხისტის მარილების მაღალი შემცველობა, თავისუფალი ქლორი, ქლორორგანული ნაერთები, ბაქტერიები, რკინა, მექანიკური და სხვა დამაბინძურებლები, რომლებიც ჭარბადაა ჩვენი წყალსადენის წყალში.

წყალი ადამიანის უჯრედებში

წყლის საერთო წილი ბავშვების ორგანიზმში ბევრად მეტია ვიდრე ზრდასრულებში. სამედიცინო კვლევებით დასტურდება, რომ სასმელი წყლის დაბალი ხარისხი უარყოფითად მოქმედებს ადამიანის იმუნიტეტზე, წარმოადგენს უამრავი დაავადების გამოწვევისა და განვითარების მიზეზს. ბავშვის ორგანიზმი არ არის იმდენად გამძლე გარე ფაქტორების მიმართ, როგორც ზრდასრული ადამიანის ორგანიზმი. ბუნებრივია, რომ დაბინძურებული წყლის მოხმარება ბავშვებისთვის უფრო სახიფათოა.

რას შეიცავს „მავნე“ წყალი?

წყალში გვხვდება მავნე ნივთიერებების შემდეგი სახეობები:

  • ქლორი – ქლორის ნაერთებს სხვადასხვა ნივთიერებებთან ორგანიზმზე მუტაგენური, იმუნოტოქსიკური და კანცენოგენური ზეგავლენა აქვს;
  • ნიტრატები – ჰემოგლობინთან შეერთებით და ნიტრატად გარდაქმნის გზით, ისინი აუარესებენ ჟანგბადის მიწოდებას სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებთან;
  • სოდა და სულფატები – ტვირთავენ მოუმწიფებელი ორგანიზმის თირკმელებს;
  • მავნე მიკროელემენტები, რომლებიც არ ქრება წყლის ადუღების შემდეგაც კი;
  • მიკროორგანიზმები, მათი კვერცხები (ცისტები), ბაქტერიები და ვირუსები.
ბავშვის ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელმა ორგანიზმმა უნდა მიიღოს ამ ნივთიერებებისგან გაწმენდილი წყალი, რათა მისი განვითარება შეუფერხებლად მიმდინარეობდეს.

ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვებისთვის, საკვების მომზადებისას გამოყენებული წყალი წარმოადგენს მათი კვების ხარისხის განმსაზღვრელ მნიშვნელოვან კომპონენტს. ექიმები გვირჩევენ ბავშვებისთვის ღრმადგაწმენდილი წყლის გამოყენებას. შესაძლებელია სუფთა წყალი პლასტმასის ბოთლებით შევიძინოთ, მაგრამ ბევრად სანდოა სუფთა წყლის სახლში მიღება წყლის გამწმენდი ფილტრების გამოყენებით. დარწმუნებული იქნებით მის წარმომავლობაში და სისუფთავეში, რასაც ყოველთვის ვერ ვიტყვით ბოთლის წყალზე.

ბევრი ცდება, როდესაც ფიქრობს, რომ ადუღება ონკანის წყალს სასმელად ვარგისად აქცევს. დუღილი წყალში არსებულ ყველა მიკრობსაც კი ვერ ანადგურებს სრულად; ადუღებით ხდება წყლის დარბილება და დეზინფექსია, და არა დასუფთავება. წყალში არსებულ ქლორს კი, შეუძლია დუღილის ტემპერატურაზე სხვა მინარევებთან საშიში ნაერთებიც კი წარმოშვას. აშორებს რა ჟანგბადს, დუღილი მხოლოდ აუარესებს წყლის ხარისხს.

ამიტომ, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ბევრად სასარგებლოა ბავშვმა მიიღოს მაღალი ხარისხის ნედლი წყალი, ვიდრე ადუღებული. 

წყალი ბუნებრივი წყაროდან

არცერთ შემთხვევაში არ შეიძლება ბავშვებისთვის წყაროს წყლის მიღება, მიუხედავად იმისა მდებარეობს ის ტყეში, მთაში თუ საქვეყნოდ ცნობილ ადგილზე. ასეთ წყაროებში ადვილად შესაძლებელია მოხვდნენ მიკრობები, სხვადასხვა ტოქსინები, ნიტრატები და მექანიკური დამაბინძურებლები, თიხის და ქვიშის მიკრონაწილაკების სახით. 

ბოთლირებული წყალი

ბოთლის წყლის მწარმოებლები წმენდისთვის იყენებენ იმავე ტექნოლოგიებს, რასაც წყლის საყოფაცხოვრებო ფილტრები. სასმელი წყლის ფილტრაციის სისტემები არანაკლებ კარგად, შეიძლება უკეთესადაც კი, ასუფთავებენ წყალს.  თანაც, სახლში გაფილტრული წყლის მოხმარება უფრო ეკონომიური და ეკო-მეგობრულია.

ბავშვის ზრდასთან ერთად წყლის სისუფთავე სულაც არ კარგავს თავის განსაკუთრებულ მნიშვნელობას. მზარდ ორგანიზმში ყველა პროცესი უფრო ინტენსიურად მიმდინარეობს. განვითარებასთან ერთად იზრდება სხვადასხვა სისტემებისთვის აუცილებელი წყლის რაოდენობაც.  ეს სისტემებია: გულ-სისხლძარღვთა, საჭმლის მომნელებელი, საყრდენ-მამოძრავებელი და ა.შ. გარდა ამისა, ბავშვების უმრავლესობა აქტიურად მოძრაობს. ბავშვების სუნთქვა უფრო ხშირია და დღის განმავლობაში ბავშვის ორგანიზმი დიდი რაოდენობით სითხეს კარგავს. 

წყლის ბალანსის შესანარჩუნებლად, ორგანიზმის ყველა სისტემის ფუნქციონირებისთვის და ზრდის ნორმალიზაციისთვის, აუცილებელია ბავშვმა მიიღოს სუფთა სასმელი წყალი. რაოდენობა დამოკიდებულია ასაკსა და ინდივიდუალურ მოთხოვნებზე. 

როგორ დავრწმუნდეთ, რომ წყალი, რომელსაც ბავშვს ვაძლევთ, ნამდვილად პასუხობს უსაფრთხოების და სარგებლიანობის მოთხოვნებს? იდეალური გადაწყვეტა და დაბინძურების საუკეთესო პრევენციაა  – წყლის წმენდა ფილტრების გამოყენებით.  

ახლა უკვე შესაძლებელია ჯანსაღი წყალი მუდმივად გვქონდეს სახლში, თუ დავაყენებთ წყლის გამწმენდ გამდინარე ან უკუოსმოსის ფილტრს. ბავშვისთვის, ისევე როგორც ზრდასრულისთვის, სუფთა წყალი საუკეთესო მეგობარია!

მომზადებულია kamkama.ge-ს მიერ. ნაწილობრივი ან სრული კოპირება შესაძლებელია მხოლოდ საიტის ადმინისტრაციასთან შეთანხმებით და წყაროს მითითებით. გაფილტრვა და არა გაფილტვრა – იმიტომ რომ ფილტრი და არა ფილტვრი 🙂